პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ე.წ. აგენტების კანონზე სარჩელთა ერთობლიობის განხილვა დაიწყო - ვინ არიან მოსარჩლეები და ვინ იცავს მათ ინტერესებს?
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ე.წ. აგენტების კანონზე სარჩელთა ერთობლიობის განხილვა დაიწყო - ვინ არიან მოსარჩლეები და ვინ იცავს მათ ინტერესებს?

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის შე­ჩე­რე­ბა­სა და გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვა და­ი­წყო. საქ­მეს გა­ნი­ხი­ლავს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პლე­ნუ­მი, ანუ სა­სა­მარ­თლოს სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა, თუმ­ცა ამ სხდო­მას ჯან­მრთე­ლო­ბის გამო ვერ ეს­წრე­ბა ირი­ნე იმერ­ლიშ­ვი­ლი.

  • ვინ არი­ან მო­სარ­ჩლე­ე­ბი?

სა­სა­მარ­თლო დღე­ი­დან გა­ნი­ხი­ლავს ოთხ სარ­ჩელს:

პრე­ზი­დენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ კა­ნო­ნის სხვა­დას­ხვა მუხ­ლი არ­ღვევს პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის უფ­ლე­ბას; პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბას; ინ­ფორ­მა­ცი­ის, მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბას; მთლი­ა­ნი კა­ნო­ნი კი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე ჩა­ნა­წერს.

122 მო­სარ­ჩე­ლე, რო­მელ­თა შო­რი­საც არი­ან არა­სამ­თავ­რო­ბო და მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, აცხა­დებს, რომ კა­ნო­ნის სხვა­დას­ხვა მუხ­ლი არ­ღვევს ინ­ფორ­მა­ცი­ის, მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბას და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შექ­მნის შე­სა­ხებ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ჩა­ნა­წერს.

38 ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი ასა­ჩივ­რებს კა­ნო­ნის რამ­დე­ნი­მე მუხლს, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ ირ­ღვე­ვა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შექ­მნის უფ­ლე­ბა. მათ ასე­ვე მი­აჩ­ნი­ათ, რომ მთლი­ა­ნად კა­ნო­ნი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე სა­კონ­სტი­ტუ­ციო ჩა­ნა­წერს.

ორი მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცია: "სტუ­დია მო­ნი­ტო­რი“ და "სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბის ქსე­ლი“ ("მთის ამ­ბე­ბი“, "რეგ ინფო“, "სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ბე­ბი“) მი­იჩ­ნევს, რომ კა­ნო­ნის სხვა­დას­ხვა მუხ­ლი არ­ღვევს თა­ნას­წო­რო­ბის უფ­ლე­ბას; ინ­ფორ­მა­ცი­ის, მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბა­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შექ­მნის უფ­ლე­ბას.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლე­ბით სა­და­ვოდ არის გამ­ხდა­რი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ად­გენს სუ­ბი­ექ­ტის უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად რე­გის­ტრა­ცი­ის წეს­სა და აწეს­რი­გებს უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა სა­კი­თხებს.

მო­სარ­ჩე­ლე­თა არ­გუ­მენ­ტა­ცი­ით, სა­და­ვოდ გამ­ხდა­რი კა­ნო­ნი, მას­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ი­თა თუ სხვა­დას­ხვა რეპ­რე­სი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, იწ­ვევს სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ას, მათი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ხელ­შეშ­ლას, და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის შე­უძ­ლებ­ლო­ბას და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მათი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბას ან სუ­ლაც შე­წყვე­ტას.

მო­სარ­ჩე­ლე მხა­რის გან­მარ­ტე­ბით, სა­და­ვო ნორ­მე­ბი ლე­გი­ტი­მუ­რი მიზ­ნი­სა და უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის რე­ლე­ვან­ტუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, აზი­ა­ნებს სუ­ბი­ექტთა სო­ცი­ა­ლურ იდენ­ტო­ბას და თვით­ნე­ბუ­რად ზღუ­დავს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით და­ცულ პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის უფ­ლე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სუ­ბი­ექტთა სა­ჯა­რო რე­ესტრში რე­გის­ტრა­ცია, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ფორ­მა, მო­ნი­ტო­რინ­გის წესი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ზო­მე­ბი არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით და­ცულ გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბებს. მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე აგ­რეთ­ვე მი­უ­თი­თებს, რომ სა­და­ვო კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის წესი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სა და პი­რა­დი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უფ­ლე­ბის ფორ­მა­ლურ და მა­ტე­რი­ა­ლურ მო­თხოვ­ნებს, ხოლო სა­და­ვო ნორ­მე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბამ­დე პე­რი­ოდ­ში წარ­მო­შო­ბილ და დას­რუ­ლე­ბულ სა­მარ­თლებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე გავ­რცე­ლე­ბა არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით და­ცულ კა­ნო­ნის უკუ­ძა­ლის აკ­რძალ­ვის პრინ­ციპს. მო­სარ­ჩე­ლე­თა ნა­წი­ლი აგ­რეთ­ვე მი­იჩ­ნევს, რომ სა­და­ვო ნორ­მე­ბი იწ­ვევს მათ დის­კრი­მი­ნა­ცი­ას, ვი­ნა­ი­დან აყე­ნებს უთა­ნას­წო­რო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ და­ფუძ­ნე­ბულ არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­ულ) იუ­რი­დი­ულ პი­რებ­თან მი­მარ­თე­ბით, რომ­ლე­ბიც ფი­ნანსდე­ბი­ან სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან.

გარ­და ამი­სა, მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე მი­იჩ­ნევს, რომ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მი­ღე­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის ძი­რი­თად პრინ­ცი­პებს და აბ­რკო­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცესს, რი­თაც იგი არ­ღვევს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხ­ლით გან­სა­ზღვრულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას.

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლე­ბის ავ­ტო­რე­ბი აგ­რეთ­ვე შუ­ამ­დგომ­ლო­ბენ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე, სა­და­ვოდ გამ­ხდა­რი ნორ­მე­ბის მოქ­მე­დე­ბის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე.

რო­გორც სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რემ, მე­რაბ ტუ­რა­ვამ თქვა, შე­სუ­ლია კი­დევ ერთი, უკვე მე­ხუ­თე სარ­ჩე­ლი.

"შე­მო­ვი­და კი­დევ ახა­ლი სარ­ჩე­ლი, გუ­შინ­წინ, რო­მე­ლიც არ არის ჯერ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი... ანა­ლო­გი­უ­რი მო­თხოვ­ნე­ბია ამ სარ­ჩელ­შიც და­ყე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ჯერ პრო­ცე­დუ­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ამ სარ­ჩე­ლებ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ვფიქ­რობთ, რომ ეს სარ­ჩე­ლი და­მა­ტე­ბით გა­ნი­ხი­ლე­ბა ზე­პი­რი მოს­მე­ნის გა­რე­შე“, - თქვა მო­სა­მარ­თლემ.

მან­ვე გან­მარ­ტა, რომ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა "სა­ქარ­თვე­ლოს იუ­რი­დი­უ­ლი ფირ­მე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ამ“.

  • ვინ იცავს მო­სარ­ჩლე­თა ინ­ტე­რე­სებს?

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვი­სას პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეკა ბე­სე­ლია, კახი სამ­ხა­რა­ძე, ზუ­რაბ მა­ჭა­რა­ძე და გი­ორ­გი ბურ­ჯა­ნა­ძე იქ­ნე­ბი­ან.

რო­გორც ეკა ბე­სე­ლი­ამ სხდო­მის და­წყე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ამ სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვა კი­დევ ერთი და ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოც­დაა სა­სა­მარ­თლოს­თვის.

"ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ეს საქ­მე ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ულ, ევ­რო­პულ და სა­მარ­თლი­ან მო­მა­ვალს გან­სა­ზღვრავს. ეს ყვე­ლას კარ­გად უნდა ეს­მო­დეს! ამ­დე­ნი პრო­ტეს­ტი არ მოჰ­ყო­ლია არ­ცერთ კა­ნონს, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გრძნობ­დნენ, რომ [კა­ნო­ნი] საფრ­თხეს უქ­მნი­და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს. ახლა არის შან­სი და ეს შან­სი უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ. მჯე­რა არ მჯე­რა, ამის მი­უ­ხე­და­ვად ეს კი­დევ ერთი და ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოც­დაა სა­სა­მარ­თლოს­თვის“,- გა­ნა­ცხა­და ეკა ბე­სე­ლი­ამ.

  • და­ვის სა­გა­ნი:

№1828 კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სარ­ჩელ­ში და­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს: "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის: (ა) მე-2 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-12 მუხლთან მი­მარ­თე­ბით; (ბ) მე-4 მუხ­ლის მე-4 პუნ­ქტის მე-2, მე-3 და მე-4 წი­ნა­და­დე­ბე­ბის, მე-6 მუხ­ლის, მე-8 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნ­ქტე­ბის, მე-9 მუხ­ლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნ­ქტე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-15 მუხლთან მი­მარ­თე­ბით; (გ) მე-2 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის "ბ“, "გ“ და "დ“ ქვე­პუნ­ქტე­ბის, მე-4 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის პირ­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბის, მე-2, მე-3 და მე-4 პუნ­ქტე­ბის, მე-6 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტი­სა და მე-10 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-17 მუხ­ლის პირ­ველ, მე-2 და მე-3 პუნ­ქტებ­თან მი­მარ­თე­ბით; (დ) მე-2 მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-4 პუნ­ქტე­ბის, მე-4 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნ­ქტე­ბის, მე-5 მუხ­ლის, მე-6 მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 პუნ­ქტე­ბის, მე-7 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის მე-3 და მე-4 წი­ნა­და­დე­ბე­ბის, მე-8 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნ­ქტე­ბის, მე-9 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნ­ქტე­ბის, მე-10 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტი­სა და მე-11 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 22-ე მუხლთან მი­მარ­თე­ბით; (ე) მე-4 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის პირ­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 31-ე მუხ­ლის მე-9 პუნ­ქტის მე-2 წი­ნა­და­დე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით; (ვ) "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხლთან მი­მარ­თე­ბით.

№1829 კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სარ­ჩელ­ში და­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს: "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-2 მუხ­ლის და­სა­ხე­ლე­ბი­სა და ამა­ვე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის, მე-4 მუხ­ლის და­სა­ხე­ლე­ბი­სა და ამა­ვე მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნ­ქტე­ბის, მე-5 მუხ­ლის, მე-6 მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 პუნ­ქტე­ბის, მე-7 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის, მე-8 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნ­ქტე­ბის, მე-9 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნ­ქტე­ბის და მე-10 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-17 მუხ­ლის პირ­ველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნ­ქტებ­თან და 22-ე მუხ­ლის პირ­ველ პუნ­ქტთან მი­მარ­თე­ბით.

№1834 კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სარ­ჩელ­ში და­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს: (ა) "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-2 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის "ა“, "გ“, "დ“ ქვე­პუნ­ქტე­ბი­სა და მე-4 პუნ­ქტის, მე-4 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნ­ქტე­ბის, მე-5 მუხ­ლის, მე-6 მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 პუნ­ქტე­ბის, მე-7 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის მე-3 და მე-4 წი­ნა­და­დე­ბე­ბის, მე-8 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნ­ქტე­ბის, მე-9 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნ­ქტე­ბი­სა და მე-10 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 22-ე მუხ­ლის პირ­ველ პუნ­ქტთან მი­მარ­თე­ბით; (ბ) "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხლთან მი­მარ­თე­ბით.

№1837 კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სარ­ჩელ­ში და­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს: "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-2 მუხ­ლის და­სა­ხე­ლე­ბი­სა და ამა­ვე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის "ა“, "დ“ ქვე­პუნ­ქტე­ბის, მე-4 მუხ­ლის და­სა­ხე­ლე­ბი­სა და ამა­ვე მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნ­ქტე­ბის, მე-5 მუხ­ლის, მე-6 მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 პუნ­ქტე­ბის, მე-7 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის, მე-8 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნ­ქტე­ბის, მე-9 მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნ­ქტე­ბის და მე-10 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-11 მუხ­ლის პირ­ველ პუნ­ქტთან, მე-17 მუხ­ლის პირ­ველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნ­ქტებ­თან და 22-ე მუხ­ლის პირ­ველ პუნ­ქტთან მი­მარ­თე­ბით“, - ნათ­ქვა­მია სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ე.წ. აგენტების კანონზე სარჩელთა ერთობლიობის განხილვა დაიწყო - ვინ არიან მოსარჩლეები და ვინ იცავს მათ ინტერესებს?

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ე.წ. აგენტების კანონზე სარჩელთა ერთობლიობის განხილვა დაიწყო - ვინ არიან მოსარჩლეები და ვინ იცავს მათ ინტერესებს?

საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ანუ სასამართლოს სრული შემადგენლობა, თუმცა ამ სხდომას ჯანმრთელობის გამო ვერ ესწრება ირინე იმერლიშვილი.

  • ვინ არიან მოსარჩლეები?

სასამართლო დღეიდან განიხილავს ოთხ სარჩელს:

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას; მთლიანი კანონი კი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ჩანაწერს.

122 მოსარჩელე, რომელთა შორისაც არიან არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, აცხადებს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას და ეწინააღმდეგება გაერთიანებების შექმნის შესახებ კონსტიტუციურ ჩანაწერს.

38 ოპოზიციონერი დეპუტატი ასაჩივრებს კანონის რამდენიმე მუხლს, რადგან მიაჩნია, რომ ირღვევა გაერთიანების შექმნის უფლება. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ მთლიანად კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე საკონსტიტუციო ჩანაწერს.

ორი მედიაორგანიზაცია: "სტუდია მონიტორი“ და "საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ ("მთის ამბები“, "რეგ ინფო“, "საქართველოს ამბები“) მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს თანასწორობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებასა და გაერთიანების შექმნის უფლებას.

წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წესსა და აწესრიგებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავოდ გამხდარი კანონი, მასში გამოყენებული ტერმინოლოგიითა თუ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმის გათვალისწინებით, იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზაციას, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლას, დასახული მიზნების მიღწევის შეუძლებლობას და, საბოლოო ჯამში, მათი ფუნქციონირების შეფერხებას ან სულაც შეწყვეტას.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები ლეგიტიმური მიზნისა და უცხოური გავლენის იდენტიფიცირების რელევანტური კრიტერიუმების არარსებობის პირობებში, აზიანებს სუბიექტთა სოციალურ იდენტობას და თვითნებურად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. აღნიშნულის პარალელურად, კანონით გათვალისწინებულ სუბიექტთა საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, ანგარიშვალდებულების ფორმა, მონიტორინგის წესი და პასუხისმგებლობის ზომები არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს. მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიუთითებს, რომ სადავო კანონით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი ეწინააღმდეგება პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის უფლების ფორმალურ და მატერიალურ მოთხოვნებს, ხოლო სადავო ნორმებით გათვალისწინებული ვალდებულებების კანონის ამოქმედებამდე პერიოდში წარმოშობილ და დასრულებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპს. მოსარჩელეთა ნაწილი აგრეთვე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები იწვევს მათ დისკრიმინაციას, ვინაიდან აყენებს უთანასწორო მდგომარეობაში ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან მიმართებით, რომლებიც ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს და აბრკოლებს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესს, რითაც იგი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებას.

კონსტიტუციური სარჩელების ავტორები აგრეთვე შუამდგომლობენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავოდ გამხდარი ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

როგორც სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ თქვა, შესულია კიდევ ერთი, უკვე მეხუთე სარჩელი.

"შემოვიდა კიდევ ახალი სარჩელი, გუშინწინ, რომელიც არ არის ჯერ დარეგისტრირებული... ანალოგიური მოთხოვნებია ამ სარჩელშიც დაყენებული, მაგრამ ვინაიდან ჯერ პროცედურების გათვალისწინებით შეუძლებელი იყო ამ სარჩელებთან გაერთიანება, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ეს სარჩელი დამატებით განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე“, - თქვა მოსამართლემ.

მანვე განმარტა, რომ სარჩელი შეიტანა "საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ“.

  • ვინ იცავს მოსარჩლეთა ინტერესებს?

საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას პრეზიდენტის წარმომადგენლები ეკა ბესელია, კახი სამხარაძე, ზურაბ მაჭარაძე და გიორგი ბურჯანაძე იქნებიან.

როგორც ეკა ბესელიამ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ამ სარჩელის განხილვა კიდევ ერთი და ალბათ, ყველაზე დიდი გამოცდაა სასამართლოსთვის.

"ეს გადაწყვეტილება და ეს საქმე ქვეყნის დემოკრატიულ, ევროპულ და სამართლიან მომავალს განსაზღვრავს. ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს! ამდენი პროტესტი არ მოჰყოლია არცერთ კანონს, ჩვენი მოქალაქეები გრძნობდნენ, რომ [კანონი] საფრთხეს უქმნიდა საქართველოს ევროპულ მომავალს. ახლა არის შანსი და ეს შანსი უნდა გამოიყენონ. მჯერა არ მჯერა, ამის მიუხედავად ეს კიდევ ერთი და ალბათ, ყველაზე დიდი გამოცდაა სასამართლოსთვის“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

  • დავის საგანი:

№1828 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს: "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის: (ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით; (ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2, მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-6 მუხლის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით; (გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "ბ“, "გ“ და "დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით; (დ) მე-2 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლთან მიმართებით; (ე) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით; (ვ) "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით.

№1829 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს: "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებთან და 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

№1834 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს: (ა) "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "ა“, "გ“, "დ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 პუნქტის, მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 და მე-4 წინადადებების, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; (ბ) "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით.

№1837 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს: "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის "ა“, "დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის დასახელებისა და ამავე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებთან და 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.