საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა, საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა" - სალომე ზურაბიშვილი
"29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა, საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა" - სალომე ზურაბიშვილი

29 აპ­რილს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ო­მა­რი სი­ტყვით მოგ­ვმარ­თა, სა­კუ­თარ ხალ­ხს, ახალ­გაზ­რდო­ბა­სა და ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტებს ომი გა­მო­უ­ცხა­და ქვეყ­ნის შიგ­ნით, გა­რეთ კი ჩვენს ერ­თგულ პარტნი­ო­რებს, - ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მან ყვე­ლას ცალ- ცალ­კე და ყვე­ლას ერ­თად მო­ღა­ლა­ტე­ო­ბა და­აბ­რა­ლა.

„მა­შინ დავ­დე­ქით უპი­რო­ბოდ ჩვე­ნი მო­მავ­ლის გზა­სა­ყარ­ზე და სა­სი­ცო­ცხლო არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე. ან იქ­ნე­ბა ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და ღირ­სე­უ­ლი მო­მა­ვა­ლი, ან დაბ­რუნ­დე­ბა წარ­სულ­ში ჩა­ძირ­ვა - რუ­სე­თის მარ­წუ­ხებ­ში, რო­მე­ლიც დღი­თი­დღე სა­კუ­თარ სი­სას­ტი­კეს და და­უნ­დობ­ლო­ბას ამ­ჟღავ­ნებს. არ­ჩე­ვა­ნია, მარ­თლაც რუ­სუ­ლი და­უნ­დობ­ლო­ბი­სა და ქარ­თულ სა­უ­კუ­ნო­ვან შემ­წყნა­რებ­ლო­ბას შო­რის. ყო­ველ­დღი­უ­რად სა­ქარ­თვე­ლო მა­გა­ლითს იძ­ლე­ვა ამ შემ­წყნა­რებ­ლო­ბის, თუნ­დაც რუსი ტუ­რის­ტე­ბის წი­ნა­შე. არ­ჩე­ვა­ნია რე­ვან­შიზმსა და უნ­დობ­ლო­ბა­სა და სა­სა­მარ­თლო­თი და­ცუ­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს შო­რის.

მცხე­თი­დან სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია გა­იხ­სნა, [„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“] სა­კუ­თარ ხალ­ხს გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დაჰ­პირ­და შუ­რის­ძი­ე­ბას, შე­ვიწ­რო­ე­ბას, სხვა აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ან­თა დევ­ნას, თა­ვი­სუ­ფა­ლი პრო­ტეს­ტის შე­ზღუდ­ვას, პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის აკ­რძალ­ვას. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, დაგვპირ­დნენ ერ­თპარ­ტი­ულ და ერ­თპი­როვ­ნულ დიქ­ტა­ტუ­რას, დაგ­ვი­ხა­ტეს სა­მო­მავ­ლო სა­ქარ­თვე­ლო, სა­დაც ერთ მუჭა ადა­მი­ა­ნებს ექ­ნე­ბათ ყვე­ლა უფ­ლე­ბა, სხვებს კი რაღა დარ­ჩე­ბათ, ქვეყ­ნი­დან წას­ვლის უფ­ლე­ბა?

არ­ჩე­ვა­ნი გვექ­ნე­ბა რუ­სე­თის მო­ნო­ბა­სა და ევ­რო­პას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას შო­რის. რუ­სეთ­თან უღირ­სი კომ­პრო­მი­სე­ბი­სა და რე­ა­ლუ­რად სუ­ლის გა­ყიდ­ვის ფა­სად და­მორ­ჩი­ლე­ბა თუ ევ­რო­პა­ში თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ან ქვეყ­ნად წარ­დგე­ნა და იქ ჩვე­ნი სა­ხე­ლის, მი­წის, ის­ტო­რი­ი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ტა­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­თა­ნა­დო წარ­დგე­ნა, თა­ვი­სუ­ფალ მშვი­დო­ბი­ან გა­რე­მო­სა და სამ­ყა­რო­ში!

ეს არ­ჩევ­ნე­ბი მე­ო­რედ არ დაგ­ვიდ­გე­ბა. ეს არ­ჩევ­ნე­ბი საკ­მა­ოდ რთულ პი­რო­ბებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა! უკვე გვეს­მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა დო­ნე­ზე გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი მუ­ქა­რა, გვა­ში­ნე­ბენ ხან კა­ნო­ნით, მახ­ვი­ლით, და­ჭე­რე­ბით, თუმ­ცა ეს არა­ფერს ნიშ­ნავს, რა­მე­თუ არ არ­სე­ბობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ წავა და გა­ი­მარ­ჯვებს, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ყვე­ლა გა­ი­აზ­რებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა სრუ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მა­შინ ხმე­ბიც, სტა­ბი­ლუ­რო­ბაც და მო­მა­ვა­ლიც სრუ­ლი­ად და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა, საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა" - სალომე ზურაბიშვილი

"29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა, საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა" - სალომე ზურაბიშვილი

29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საომარი სიტყვით მოგვმართა, საკუთარ ხალხს, ახალგაზრდობასა და ქვეყნის პატრიოტებს ომი გამოუცხადა ქვეყნის შიგნით, გარეთ კი ჩვენს ერთგულ პარტნიორებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მან ყველას ცალ- ცალკე და ყველას ერთად მოღალატეობა დააბრალა.

„მაშინ დავდექით უპირობოდ ჩვენი მომავლის გზასაყარზე და სასიცოცხლო არჩევანის წინაშე. ან იქნება ევროპული დემოკრატიული, თავისუფალი და ღირსეული მომავალი, ან დაბრუნდება წარსულში ჩაძირვა - რუსეთის მარწუხებში, რომელიც დღითიდღე საკუთარ სისასტიკეს და დაუნდობლობას ამჟღავნებს. არჩევანია, მართლაც რუსული დაუნდობლობისა და ქართულ საუკუნოვან შემწყნარებლობას შორის. ყოველდღიურად საქართველო მაგალითს იძლევა ამ შემწყნარებლობის, თუნდაც რუსი ტურისტების წინაშე. არჩევანია რევანშიზმსა და უნდობლობასა და სასამართლოთი დაცული ადამიანის უფლებებს შორის.

მცხეთიდან საარჩევნო კამპანია გაიხსნა, [„ქართული ოცნება“] საკუთარ ხალხს გამარჯვების შემთხვევაში დაჰპირდა შურისძიებას, შევიწროებას, სხვა აზრის მქონე ადამიანთა დევნას, თავისუფალი პროტესტის შეზღუდვას, პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვას. მოკლედ რომ ვთქვათ, დაგვპირდნენ ერთპარტიულ და ერთპიროვნულ დიქტატურას, დაგვიხატეს სამომავლო საქართველო, სადაც ერთ მუჭა ადამიანებს ექნებათ ყველა უფლება, სხვებს კი რაღა დარჩებათ, ქვეყნიდან წასვლის უფლება?

არჩევანი გვექნება რუსეთის მონობასა და ევროპასთან თანამშრომლობას შორის. რუსეთთან უღირსი კომპრომისებისა და რეალურად სულის გაყიდვის ფასად დამორჩილება თუ ევროპაში თანასწორუფლებიან ქვეყნად წარდგენა და იქ ჩვენი სახელის, მიწის, ისტორიისა და შესაძლებლობების გატანა და საქართველოს სათანადო წარდგენა, თავისუფალ მშვიდობიან გარემოსა და სამყაროში!

ეს არჩევნები მეორედ არ დაგვიდგება. ეს არჩევნები საკმაოდ რთულ პირობებში ჩატარდება! უკვე გვესმის ხელისუფლების ყველა დონეზე გაჟღერებული მუქარა, გვაშინებენ ხან კანონით, მახვილით, დაჭერებით, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რამეთუ არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ხალხის წინააღმდეგ წავა და გაიმარჯვებს, იმ შემთხვევაში თუ ყველა გაიაზრებს პასუხისმგებლობას, თუ საზოგადოება სრულად მობილიზებული იქნება, მაშინ ხმებიც, სტაბილურობაც და მომავალიც სრულიად დაცული იქნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.