მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომელი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს ივანიშვილმა, 24 საათი ძალადობაზე საუბრობს" - ნიკა მელია
"რომელი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს ივანიშვილმა, 24 საათი ძალადობაზე საუბრობს" - ნიკა მელია

მთე­ლი ტე­რი­ტო­რია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­შია, რაც ოკუ­პა­ცი­ას გა­და­ურ­ჩა, რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის მი­ე­რაა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი და ივა­ნიშ­ვი­ლი მისი პერ­სო­ნი­ფი­კა­ცი­აა. რო­მე­ლი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა უნდა აღად­გი­ნოს, 24 სა­ა­თი აგ­რე­სი­ა­ზე, ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რობს, შურს, ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბას ახა­ლი­სებს, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ერ­თმა­ნეთს გა­და­კი­და, - ამის შე­სა­ხებ „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნიკა მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას სწო­რი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი სჭირ­დე­ბა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კი, „სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ სა­ფუძ­ვლებს ანად­გუ­რებს“.

„გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის და მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი და მდი­და­რი სა­ხელ­მწი­ფო გახ­დე­ბა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი უბ­რა­ლოდ სა­უბ­რობს იმას, რისი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც აქვს, „ქუდ­ზე კაცი“ ნამ­დვი­ლად მოვა, ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ არა მის სა­სარ­გებ­ლოდ, არა­მედ მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. ის ერთი მხრივ, თა­ვის მხარ­დამ­ჭე­რებს ანუ­გე­შებს, მე­ო­რე მხრივ, ცდი­ლობს, ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­ყო­ლი­ოს, მა­გა­ლი­თად, სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­ხე­ლით 73-ედ რე­გი­ო­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს რომ წე­რენ, მას არ სჯე­რა, რომ პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვდე­ბა, ამი­ტომ ივა­ნიშ­ვი­ლი ცდი­ლობს, ეს კა­ტე­გო­რი­აც და­არ­წმუ­ნოს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბით მო­დის. ეს შიდა პარ­ტი­უ­ლი ხრი­კია, რო­მელ­საც ის იყე­ნებს, არა­ფე­რი სა­ერ­თო მას არ აქვს ხალ­ხის გან­წყო­ბას­თან.

ვფიქ­რობ, მას პირ­ველ რიგ­ში, შიში სა­კუ­თარ თავ­ში აქვს დიდი დო­ზით და­ნერ­გი­ლი და და­თე­სი­ლი. ამი­ტო­მაც, ის პრაქ­ტი­კუ­ლად, რო­გორც ჩანს, ყვე­ლა შეხ­ვედ­რას და­ეს­წრე­ბა იმ ფორ­მით, რა ფორ­მი­თაც ის ატა­რებს. ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა გარ­და­უ­ვა­ლია მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით, მაგ­რამ ამას სჭირ­დე­ბა სწო­რი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი, მდი­და­რი და ძლი­ე­რი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ყო­ველ­დღე იბ­რძვის და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ სა­ფუძ­ვლებს ანად­გუ­რებს. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა გინ­დო­დეს და ამ დროს იმუქ­რე­ბო­დე, რომ ყვე­ლა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბა გა­უქ­მე­ბუ­ლი და ყვე­ლა პარ­ტია გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ქო­მა­გე­ბი, დი­ა­ხაც, ერ­თად თა­ვი­ანთ სი­ტყვას იტყვი­ან 26 ოქ­ტომ­ბერს, გა­ყალ­ბე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­რი­ცხუ­ლი იქ­ნე­ბა, ივა­ნიშ­ვი­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს ვერ გა­და­წერს.

ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა ნო­მერ პირ­ვე­ლი საზ­რუ­ნა­ვია ბევ­რი ქარ­თვე­ლის­თვის, თუმ­ცა, ეს მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბის პი­რო­ბებ­ში ვერ მოხ­დე­ბა. მთე­ლი ტე­რი­ტო­რია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­შია, რაც ოკუ­პა­ცი­ას გა­და­ურ­ჩა, რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის მი­ე­რაა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი და ივა­ნიშ­ვი­ლი მისი პერ­სო­ნი­ფი­კა­ცი­აა. ის ამით ცდი­ლობს ეროვ­ნუ­ლი მარ­ცვა­ლი, ინ­ტე­რე­სი, საკ­ვე­ბი მის­ცეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თით­ქოს, რა­ღაც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი აქვს, დიდ თა­მაშს თა­მა­შობს და ასე­თი უც­ნა­უ­რი გა­მოხ­ტო­მე­ბი უნდა ეპა­ტი­ოს, ვი­ნა­ი­დან დიდი ეროვ­ნუ­ლი მოღ­ვა­წეა, რო­მელ­მაც იცის, ერი რო­გორ უნდა გა­ა­ერ­თი­ა­ნოს. რა ერი უნდა გა­ა­ერ­თი­ა­ნოს, რო­მე­ლი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა უნდა აღად­გი­ნოს, ადა­მი­ა­ნი 24 სა­ა­თი აგ­რე­სი­ა­ზე, ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რობს, შურს, ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბას ახა­ლი­სებს, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ერ­თმა­ნეთს გა­და­კი­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამა­ში ხარ­ჯავს თა­ვის ენერ­გი­ას, ის ვე­რას­დროს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს ქვე­ყა­ნას, მი­თუ­მე­ტეს, ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას ვერ აღად­გენს. ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს პი­რო­ბებ­ში აღ­დგე­ბა, ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შემ­თხვე­ვა­ში ვერ იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"რომელი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს ივანიშვილმა, 24 საათი ძალადობაზე საუბრობს" - ნიკა მელია

"რომელი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს ივანიშვილმა, 24 საათი ძალადობაზე საუბრობს" - ნიკა მელია

მთელი ტერიტორია, რაც საქართველოშია, რაც ოკუპაციას გადაურჩა, რუსული პოლიტიკის მიერაა ოკუპირებული და ივანიშვილი მისი პერსონიფიკაციაა. რომელი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს, 24 საათი აგრესიაზე, ძალადობაზე საუბრობს, შურს, ურთიერთდაპირისპირებას ახალისებს, ქვეყნის მოსახლეობა ერთმანეთს გადაკიდა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას სწორი საგარეო პოლიტიკური კურსი სჭირდება, ბიძინა ივანიშვილი კი, „სახელმწიფოებრივ საფუძვლებს ანადგურებს“.

„გრძელვადიანი მშვიდობა უზრუნველყოფილი, გარანტირებული იქნება დემოკრატიული ოპოზიციური ძალების ხელისუფლებაში მოსვლის და მას შემდეგ, რაც საქართველო კოლექტიური უსაფრთხოების, ევროკავშირის წევრი და მდიდარი სახელმწიფო გახდება. ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ საუბრობს იმას, რისი შესაძლებლობაც აქვს, „ქუდზე კაცი“ ნამდვილად მოვა, ვეთანხმები, მაგრამ არა მის სასარგებლოდ, არამედ მის საწინააღმდეგოდ. ის ერთი მხრივ, თავის მხარდამჭერებს ანუგეშებს, მეორე მხრივ, ცდილობს, ადამიანები დაიყოლიოს, მაგალითად, საარჩევნო სიაში „ქართული ოცნების“ სახელით 73-ედ რეგიონის წარმომადგენელს რომ წერენ, მას არ სჯერა, რომ პარლამენტში მოხვდება, ამიტომ ივანიშვილი ცდილობს, ეს კატეგორიაც დაარწმუნოს, რომ ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდის. ეს შიდა პარტიული ხრიკია, რომელსაც ის იყენებს, არაფერი საერთო მას არ აქვს ხალხის განწყობასთან.

ვფიქრობ, მას პირველ რიგში, შიში საკუთარ თავში აქვს დიდი დოზით დანერგილი და დათესილი. ამიტომაც, ის პრაქტიკულად, როგორც ჩანს, ყველა შეხვედრას დაესწრება იმ ფორმით, რა ფორმითაც ის ატარებს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გარდაუვალია მშვიდობიანი გზით, მაგრამ ამას სჭირდება სწორი საგარეო პოლიტიკური კურსი, მდიდარი და ძლიერი ქართული სახელმწიფო, რომლის წინააღმდეგაც ბიძინა ივანიშვილი ყოველდღე იბრძვის და სახელმწიფოებრივ საფუძვლებს ანადგურებს. შეუძლებელია, ევროკავშირის წევრობა გინდოდეს და ამ დროს იმუქრებოდე, რომ ყველა განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრება გაუქმებული და ყველა პარტია განადგურებული იქნება. ვფიქრობ, ქართველი ხალხი, ჩვენი საერთაშორისო ქომაგები, დიახაც, ერთად თავიანთ სიტყვას იტყვიან 26 ოქტომბერს, გაყალბება ამ ქვეყანაში გამორიცხული იქნება, ივანიშვილი არჩევნების შედეგებს ვერ გადაწერს.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ნომერ პირველი საზრუნავია ბევრი ქართველისთვის, თუმცა, ეს მოღალატეობრივი პოლიტიკის გატარების პირობებში ვერ მოხდება. მთელი ტერიტორია, რაც საქართველოშია, რაც ოკუპაციას გადაურჩა, რუსული პოლიტიკის მიერაა ოკუპირებული და ივანიშვილი მისი პერსონიფიკაციაა. ის ამით ცდილობს ეროვნული მარცვალი, ინტერესი, საკვები მისცეს საზოგადოებას, თითქოს, რაღაც ჩაფიქრებული აქვს, დიდ თამაშს თამაშობს და ასეთი უცნაური გამოხტომები უნდა ეპატიოს, ვინაიდან დიდი ეროვნული მოღვაწეა, რომელმაც იცის, ერი როგორ უნდა გააერთიანოს. რა ერი უნდა გააერთიანოს, რომელი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს, ადამიანი 24 საათი აგრესიაზე, ძალადობაზე საუბრობს, შურს, ურთიერთდაპირისპირებას ახალისებს, ქვეყნის მოსახლეობა ერთმანეთს გადაკიდა. ხელისუფლება, რომელიც ამაში ხარჯავს თავის ენერგიას, ის ვერასდროს გააერთიანებს ქვეყანას, მითუმეტეს, ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღადგენს. ტერიტორიული მთლიანობა ძლიერი სახელმწიფოს პირობებში აღდგება, ძლიერი სახელმწიფო „ქართული ოცნების“ შემთხვევაში ვერ იქნება“, - განაცხადა მელიამ.