პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“არ ვკონცენტრირდებოდი იმაზე, რა განცხადება გაკეთდა ჩრდილოეთიდან“ - ნინო წილოსანი
“არ ვკონცენტრირდებოდი იმაზე, რა განცხადება გაკეთდა ჩრდილოეთიდან“ - ნინო წილოსანი

“არ ვკონ­ცენ­ტრირ­დე­ბო­დი იმა­ზე, რა გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და ჩრდი­ლო­ე­თი­დან - იდენ­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი მო­ვის­მი­ნეთ ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან და არა მხო­ლოდ - რუ­სე­თი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი 99%-ში ემ­თხვე­ვა ოპო­ზი­ცი­ის ნა­რა­ტივს“, - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტატ­მა ნინო წი­ლო­სან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა შე­ფა­სე­ბას, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” რი­ტო­რი­კა ემ­თხვე­ვა რუ­სე­თის გან­ცხა­დე­ბას, რომ ამე­რი­კე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ვო­ლუ­ცი­ას გეგ­მა­ვენ.

წი­ლო­სა­ნის თქმით, წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე სა­ქარ­თვე­ლო რყე­ვის და გა­დატ­რი­ა­ლე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე იყო და ჯერ კი­დევ ბო­ლომ­დე არაა ნა­თე­ლი, ვის ინ­ტე­რე­სებ­ში იყო ეს.

“არ ვეც­ნო­ბი რუ­სეთ­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს, გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, რო­დე­საც ჩვე­ნი ოპო­ზი­ცია და მისი მე­გო­ბა­რი, პარ­ტი­უ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ამ გან­ცხა­დე­ბებს წა­მო­წე­ვენ ხოლ­მე. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ რუ­სე­თი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი 99%-ში ემ­თხვე­ვა და აწყობს ოპო­ზი­ცი­ურ ნა­რა­ტივს და სწო­რედ ამის­თვის იყე­ნე­ბენ ამ შემ­თხვე­ვა­ში, ამ გან­ცხა­დე­ბა­საც.

არ ვკონ­ცენ­ტრირ­დე­ბო­დი იმა­ზე, რა გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და ჩრდი­ლო­ე­თი­დან, იდენ­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი მო­ვის­მი­ნეთ ახ­ლა­ხან ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან და არა მხო­ლოდ. ქარ­თვე­ლი საკ­მა­ოდ გო­ნი­ე­რია იმის­თვის, რომ არა გა­რე­დან შე­მო­სულ გან­ცხა­დე­ბებ­ზე, არა­მედ შიგ­ნით არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ა­კე­თოს დას­კვნე­ბი. ეს დას­კვნე­ბი არის ფაქ­ტი, რომ ყო­ველ წელს წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო იყო რყე­ვის და გა­დატ­რი­ა­ლე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე. ვის ინ­ტე­რეს­ში იყო, ვინ აკე­თებ­და, აფი­ნან­სებ­და... ვინ ას­რუ­ლებ­და, ნა­თე­ლია, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ბო­ლომ­დე ნა­თე­ლი არაა, ვინ უკ­ვე­თავ­და ამ ყვე­ლა­ფერს და ვის ინ­ტე­რეს­ში იყო. ჩვენ მიერ მი­ღე­ბუ­ლი “გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნო­ნი”, ვფიქ­რობთ, დიდ­წი­ლად და­ეხ­მა­რე­ბა თეთ­რის და შა­ვის გარ­ჩე­ვას. ვინ არის ამ ქვეყ­ნის­თვის მტრუ­ლად თუ მე­გობ­რუ­ლად გან­წყო­ბი­ლი და რა ფორ­მით ეხ­მა­რე­ბა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას, ეს კარ­გად გა­მოჩ­ნდე­ბა “გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნო­ნის” სრუ­ლად ამოქ­მე­დე­ბით”, - გა­ნა­ცხა­და ნინო წი­ლო­სან­მა.

ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში “ფე­რად რე­ვო­ლუ­ცი­ას“ ამ­ზა­დე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

“არ ვკონცენტრირდებოდი იმაზე, რა განცხადება გაკეთდა ჩრდილოეთიდან“ - ნინო წილოსანი

“არ ვკონცენტრირდებოდი იმაზე, რა განცხადება გაკეთდა ჩრდილოეთიდან“ - ნინო წილოსანი

“არ ვკონცენტრირდებოდი იმაზე, რა განცხადება გაკეთდა ჩრდილოეთიდან - იდენტური განცხადებები მოვისმინეთ ჩინეთის ხელისუფლებიდან და არა მხოლოდ - რუსეთიდან გაკეთებული განცხადებები 99%-ში ემთხვევა ოპოზიციის ნარატივს“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა შეფასებას, რომ “ქართული ოცნების” რიტორიკა ემთხვევა რუსეთის განცხადებას, რომ ამერიკელები საქართველოში რევოლუციას გეგმავენ.

წილოსანის თქმით, წელიწადში რამდენჯერმე საქართველო რყევის და გადატრიალების საფრთხის წინაშე იყო და ჯერ კიდევ ბოლომდე არაა ნათელი, ვის ინტერესებში იყო ეს.

“არ ვეცნობი რუსეთში გაკეთებულ განცხადებებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩვენი ოპოზიცია და მისი მეგობარი, პარტიული ტელევიზიები ამ განცხადებებს წამოწევენ ხოლმე. საინტერესოა, რომ რუსეთიდან გაკეთებული განცხადებები 99%-ში ემთხვევა და აწყობს ოპოზიციურ ნარატივს და სწორედ ამისთვის იყენებენ ამ შემთხვევაში, ამ განცხადებასაც.

არ ვკონცენტრირდებოდი იმაზე, რა განცხადება გაკეთდა ჩრდილოეთიდან, იდენტური განცხადებები მოვისმინეთ ახლახან ჩინეთის ხელისუფლებიდან და არა მხოლოდ. ქართველი საკმაოდ გონიერია იმისთვის, რომ არა გარედან შემოსულ განცხადებებზე, არამედ შიგნით არსებულ სიტუაციებზე დაყრდნობით გააკეთოს დასკვნები. ეს დასკვნები არის ფაქტი, რომ ყოველ წელს წელიწადში რამდენჯერმე ჩვენი სახელმწიფო იყო რყევის და გადატრიალების საფრთხის წინაშე. ვის ინტერესში იყო, ვინ აკეთებდა, აფინანსებდა... ვინ ასრულებდა, ნათელია, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლომდე ნათელი არაა, ვინ უკვეთავდა ამ ყველაფერს და ვის ინტერესში იყო. ჩვენ მიერ მიღებული “გამჭვირვალობის კანონი”, ვფიქრობთ, დიდწილად დაეხმარება თეთრის და შავის გარჩევას. ვინ არის ამ ქვეყნისთვის მტრულად თუ მეგობრულად განწყობილი და რა ფორმით ეხმარება ქვეყნის განვითარებას, ეს კარგად გამოჩნდება “გამჭვირვალობის კანონის” სრულად ამოქმედებით”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებით, ამერიკელები საქართველოში “ფერად რევოლუციას“ ამზადებენ.