მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაპირისპირება სოფელ ჭორვილასთან - ადგილობრივებმა აქციის მონაწილეები სოფელში არ შეუშვეს
დაპირისპირება სოფელ ჭორვილასთან - ადგილობრივებმა აქციის მონაწილეები სოფელში არ შეუშვეს

ხმა­უ­რი იყო სო­ფელ ჭორ­ვი­ლას­თან. ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რად ჭი­ა­თუ­რი­დან ჩა­სუ­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

ჭორ­ვი­ლა­ში მცხოვ­რებ­ლებ­მა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სო­ფელ­ში არ შე­უშ­ვეს. მათი თქმით, პრო­ტეს­ტი ჭი­ა­თუ­რა­ში გა­აგ­რძე­ლონ, სო­ფელ­ში კი ხმა­ურს არ და­უშ­ვე­ბენ.

„პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტეთ ჭი­ა­თუ­რა­ში, აქ რა­ტომ მო­დი­ხართ, რა შუ­ა­შია? თან მოხ­ვე­დით, პლა­კა­ტე­ბით და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბით, პრო­ვო­კა­ცია გსურთ და არა თქვე­ნი პრობ­ლე­მის გაჟ­ღე­რე­ბა. ამი­ტომ, რა თქმა უნდა, არ მოგ­ცემთ უფ­ლე­ბას შეხ­ვი­დეთ სო­ფელ­ში”, - მი­მარ­თეს ად­გილ­ზე მყო­ფებ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს.

სო­ფელ შუქ­რუ­თის მცხოვ­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 165 დღეა აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სახ­ლთან მის­ვლას აპი­რებ­დნენ, რათა მის­თვის ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შუ­ამ­დგომ­ლო­ბის დახ­მა­რე­ბა ეთხო­ვათ.

ამ დრო­ის­თვის ად­გილ­ზე სიმ­შვი­დეა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შუქ­რუთ­ში დაბ­რუნ­დნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჭორ­ვი­ლა­ში, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სახ­ლთან, შუქ­რუ­თი­სა და კო­როხ­ნა­ლის მა­ღა­რო­ე­ბის გა­ჩე­რე­ბის მო­თხოვ­ნით, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა აქ­ცი­ის გა­მარ­თვას გეგ­მავ­და. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მო­თხოვ­ნა ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ღა­რო­ე­ბის მუ­შა­ო­ბის გა­ჩე­რე­ბა და კომ­პა­ნი­ის მხრი­დან კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის გა­ცე­მაა.

კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, შუქ­რუ­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს, რომ­ლე­ბიც მა­ღა­რო­ე­ბის ბლო­კი­რე­ბას ახ­დე­ნენ, კომ­პენ­სა­ცია მო­ღე­ბუ­ლი აქვთ და ამ­ჯე­რად, და­მა­ტე­ბით თან­ხებს მო­ი­თხო­ვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

დაპირისპირება სოფელ ჭორვილასთან - ადგილობრივებმა აქციის მონაწილეები სოფელში არ შეუშვეს

დაპირისპირება სოფელ ჭორვილასთან - ადგილობრივებმა აქციის მონაწილეები სოფელში არ შეუშვეს

ხმაური იყო სოფელ ჭორვილასთან. ერთმანეთს სიტყვიერად ჭიათურიდან ჩასული აქციის მონაწილეები და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ.

ჭორვილაში მცხოვრებლებმა, აქციის მონაწილეები სოფელში არ შეუშვეს. მათი თქმით, პროტესტი ჭიათურაში გააგრძელონ, სოფელში კი ხმაურს არ დაუშვებენ.

„პროტესტი გამოხატეთ ჭიათურაში, აქ რატომ მოდიხართ, რა შუაშია? თან მოხვედით, პლაკატებით და ჟურნალისტებით, პროვოკაცია გსურთ და არა თქვენი პრობლემის გაჟღერება. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ მოგცემთ უფლებას შეხვიდეთ სოფელში”, - მიმართეს ადგილზე მყოფებმა აქციის მონაწილეებს.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც 165 დღეა აქციას მართავენ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მისვლას აპირებდნენ, რათა მისთვის ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობის დახმარება ეთხოვათ.

ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა, აქციის მონაწილეები შუქრუთში დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების გაჩერების მოთხოვნით, ადგილობრივი მოსახლეობა აქციის გამართვას გეგმავდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა ადგილობრივი მაღაროების მუშაობის გაჩერება და კომპანიის მხრიდან კომპენსაციების გაცემაა.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ინფორმაციით, შუქრუთის მოსახლეობის ნაწილს, რომლებიც მაღაროების ბლოკირებას ახდენენ, კომპენსაცია მოღებული აქვთ და ამჯერად, დამატებით თანხებს მოითხოვენ.