სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე მეტად მთაში, მითუმეტეს სვანეთში წასვლა შეეფერებოდა და ასეც უნდოდა, თუ ნაადრევად წასვლა ეწერა" - შხელდაზე დაღუპული მთამსვლელის და
"ყველაზე მეტად მთაში, მითუმეტეს სვანეთში წასვლა შეეფერებოდა და ასეც უნდოდა, თუ ნაადრევად წასვლა ეწერა" - შხელდაზე დაღუპული მთამსვლელის და

სვა­ნეთ­ში, მწვერ­ვალ შხელ­და­ზე, ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი 34 წლის ალ­პი­ნის­ტის, არ­ჩილ ბად­რი­აშ­ვი­ლის და, რუს­კა ბად­რი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იმ ტრა­გი­კულ დღე­ზე წერს, რო­დე­საც გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­დარს, ბევ­რი მის­თვის ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ეძებ­და.

"რა­ღაც მო­მენ­ტში უკეთ დავ­წერ ჩემს ძმა­ზე და იმ ღირ­სე­ულ, ერ­თი­ან სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, რაც სვა­ნეთ­ში მისი ძებ­ნის და პოვ­ნის დროს იყო. სვა­ნურ და­ტი­რე­ბა­სა და გა­ცი­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ასე მო­უხ­და და იმ­სა­ხუ­რებ­და. იმ მის­თვის ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც მის სა­პოვ­ნე­ლად ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ად­გი­ლებ­ში უს­წრა­ფე­სად შე­ვიდ­ნენ და ძალა არ და­ი­შუ­რეს, რომ ეპოვ­ნათ.

ყვე­ლა­ზე მე­ტად მთა­ში, მი­თუ­მე­ტეს სვა­ნეთ­ში (მის­თვის ყვე­ლა­ზე ში­ნა­უ­რი და საყ­ვა­რე­ლი მხა­რე) წას­ვლა შე­ე­ფე­რე­ბო­და და ასეც უნ­დო­და თუ ნა­ად­რე­ვად წას­ვლა ეწე­რა. მთლი­ა­ნად შხელ­დის ტრა­ვერ­სი იყო ხა­ლი­სით და სი­ცი­ლით სავ­სე, ბოლო ზარი იყო ბედ­ნი­ე­რი. ბოლო წუ­თებ­ში იყო თა­ვის ბი­ჭებ­თან ერ­თად, რომ­ლებ­ზეც მზე და მთვა­რე ამოს­დი­ო­და და ყვე­ლა­ზე დიდი შვე­ბა მის­თვი­საც და ჩემი ოჯა­ხის­თვი­საც არის ის, რომ მისი სამი ჯილა ცო­ცხა­ლი და­ვიბ­რუ­ნეთ, თუმ­ცა ასე დაღ­დას­მუ­ლე­ბი.

ძა­ლი­ან ბევ­რი მის­თვის ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ეძებ­და, მის­თვის ძვირ­ფას­მა სვან­მა მაშ­ველ­მა ბი­ჭებ­მა იპო­ვეს (მათ სა­ხე­ლებ­საც დავ­წერ შემ­დეგ) და და­აბ­რუ­ნეს. არც წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გო­რი იყო გიო ნი­გუ­რი­ა­ნის და ბესო ხერ­გი­ა­ნის­თვის აჩის­თვის სა­მაშ­ვე­ლოს და­გეგ­მვა და მო­წყო­ბა, როცა ერთ ოჯა­ხად უცხოვ­რი­ათ.

ახლა ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის სა­ხელს უნდა ვწერ­დე და აუ­ცი­ლებ­ლად დავ­წერ, მაგ­რამ იქამ­დე: ჰე, გიო... ბა­ქარ, თემო! მე მა­ინც ხო ვიცი, რა ელ­დით და რა გუ­ლით, რა სიჩ­ქა­რით ეძებ­დით თქვენს ბიჭს. გი­სამ­ძიმ­რებთ.

და აქვე აჩის ნა­წე­რი ოდეს მთა­ში წას­ვლამ­დე: "ნახ­ვამ­დის ხალხნო! ჩვენ ერთ მთვა­რეს და მზეს და­ვი­ნა­ხავთ და უხი­ლავ გზაჯ­ვა­რე­დი­ნებ­ზე შევ­ხვდე­ბით. ბედ­ნი­ე­რად და გა­სა­ჭირ­ში მხნედ!"

და­ღუ­პულ ალ­პი­ნის­ტის პა­ნაშ­ვი­დე­ბი დღეს და ხვალ 5 სა­ა­თი­დან გა­უ­მარ­თე­ბა, მი­ხელ ზან­დუ­კე­ლის 21 ნო­მერ­ში. არ­ჩილ ბად­რი­აშ­ვილს 15 აგ­ვის­ტოს დაკ­რძა­ლა­ვენ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ყველაზე მეტად მთაში, მითუმეტეს სვანეთში წასვლა შეეფერებოდა და ასეც უნდოდა, თუ ნაადრევად წასვლა ეწერა" - შხელდაზე დაღუპული მთამსვლელის და

"ყველაზე მეტად მთაში, მითუმეტეს სვანეთში წასვლა შეეფერებოდა და ასეც უნდოდა, თუ ნაადრევად წასვლა ეწერა" - შხელდაზე დაღუპული მთამსვლელის და

სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე, ტრაგიკულად დაღუპული 34 წლის ალპინისტის, არჩილ ბადრიაშვილის და, რუსკა ბადრიაშვილი სოციალურ ქსელში იმ ტრაგიკულ დღეზე წერს, როდესაც გარდაცვლილის ცხედარს, ბევრი მისთვის ახლობელი ადამიანი ეძებდა.

"რაღაც მომენტში უკეთ დავწერ ჩემს ძმაზე და იმ ღირსეულ, ერთიან სიტუაციაზე, რაც სვანეთში მისი ძებნის და პოვნის დროს იყო. სვანურ დატირებასა და გაცილებაზე, რომელიც ასე მოუხდა და იმსახურებდა. იმ მისთვის ძვირფას ადამიანებზე, რომლებიც მის საპოვნელად ძალიან სახიფათო ადგილებში უსწრაფესად შევიდნენ და ძალა არ დაიშურეს, რომ ეპოვნათ.

ყველაზე მეტად მთაში, მითუმეტეს სვანეთში (მისთვის ყველაზე შინაური და საყვარელი მხარე) წასვლა შეეფერებოდა და ასეც უნდოდა თუ ნაადრევად წასვლა ეწერა. მთლიანად შხელდის ტრავერსი იყო ხალისით და სიცილით სავსე, ბოლო ზარი იყო ბედნიერი. ბოლო წუთებში იყო თავის ბიჭებთან ერთად, რომლებზეც მზე და მთვარე ამოსდიოდა და ყველაზე დიდი შვება მისთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც არის ის, რომ მისი სამი ჯილა ცოცხალი დავიბრუნეთ, თუმცა ასე დაღდასმულები.

ძალიან ბევრი მისთვის ახლობელი ადამიანი ეძებდა, მისთვის ძვირფასმა სვანმა მაშველმა ბიჭებმა იპოვეს (მათ სახელებსაც დავწერ შემდეგ) და დააბრუნეს. არც წარმომიდგენია, როგორი იყო გიო ნიგურიანის და ბესო ხერგიანისთვის აჩისთვის სამაშველოს დაგეგმვა და მოწყობა, როცა ერთ ოჯახად უცხოვრიათ.

ახლა ძალიან ბევრი ადამიანის სახელს უნდა ვწერდე და აუცილებლად დავწერ, მაგრამ იქამდე: ჰე, გიო... ბაქარ, თემო! მე მაინც ხო ვიცი, რა ელდით და რა გულით, რა სიჩქარით ეძებდით თქვენს ბიჭს. გისამძიმრებთ.

და აქვე აჩის ნაწერი ოდეს მთაში წასვლამდე: "ნახვამდის ხალხნო! ჩვენ ერთ მთვარეს და მზეს დავინახავთ და უხილავ გზაჯვარედინებზე შევხვდებით. ბედნიერად და გასაჭირში მხნედ!"

დაღუპულ ალპინისტის პანაშვიდები დღეს და ხვალ 5 საათიდან გაუმართება, მიხელ ზანდუკელის 21 ნომერში. არჩილ ბადრიაშვილს 15 აგვისტოს დაკრძალავენ.

წაიკითხეთ ასევე: