კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11 სექტემბრის ტერაქტის საქმის სამ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა - რა დოკუმენტების შესახებ ხდება ცნობილი და როგორია შეთანხმების დეტალები
11 სექტემბრის ტერაქტის საქმის სამ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა - რა დოკუმენტების შესახებ ხდება ცნობილი და როგორია შეთანხმების დეტალები

აშშ-ის თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტის მო­წყო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა სამ­მა პირ­მა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ა­ფორ­მა. სა­უ­ბა­რია ხა­ლიდ შეიხ მუ­ჰა­მედ­ზე, ვა­ლიდ მუ­ჰა­მედ სა­ლიჰ მუ­ბა­რაქ ბინ ატაშ­სა და მუს­ტა­ფა აჰ­მედ ადამ ალ-ჰავ­სა­ვი­ზე, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გუ­ან­ტა­მოს ცი­ხე­ში იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი მზად არი­ან აღი­ა­რონ ბრა­ლი იმის სა­ნაც­ვლოდ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა მათ სიკ­ვდი­ლით დას­ჯას არ მო­ი­თხოვს.

საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბი ჯერ არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა, თუმ­ცა The New York Times -მა დო­კუ­მენ­ტის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­რი­გე­ბის დე­ტა­ლე­ბი პირ­ვე­ლად და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ოჯა­ხებს ეცნო.

  • “სა­სიკ­ვდი­ლო სას­ჯე­ლის მოხ­სნის სა­ნაც­ვლოდ, ბრა­ლის აღი­ა­რე­ბას სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი და­თან­ხმდა. ისი­ნი მზად არი­ან აღი­ა­რონ 2976 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა“, - ნათ­ქვა­მია მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის წე­რილ­ში.
11 სექ­ტემ­ბრის ერთ-ერთი სა­ვა­რა­უ­დო თავ­დამ­სხმე­ლი ხა­ლიდ შე­ი­ხი მუ­ჰა­მე­დი

ვა­ლიდ ბინ ატა­ში

ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი მუს­ტა­ფა აჰ­მედ ადამ ალ ჰავ­სა­ვი

  • სამ­ხედ­რო კო­მი­სი­ე­ბის ოფი­სის (OMC) სპი­კერ­მა, რო­მე­ლიც საქ­მეს აწარ­მო­ებს, და­ა­დას­ტუ­რა, რომ წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბა უკვე და­დე­ბუ­ლია. .

“ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი ვართ. ჩვენ დიდ­ხანს ვე­ლო­დეთ და ვფიქ­რობ­დით, რომ სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი დად­გე­ბო­და“, - ამ­ბობს და­ნი­ელ დ’ალა­რა, რომ­ლის ტყუ­პი ძმა, ჯონი იყო ერთ-ერთი იმ 23 პო­ლი­ცი­ე­ლი­დან, რო­მე­ლიც თავ­დას­ხმის დღეს და­ი­ღუ­პა.

11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტის დროს და­ღუ­პუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის, მო­ი­რა სმი­ტის ქმა­რი, ჯიმ სმი­ტი აცხა­დებს, რომ ის თავს მო­ტყუ­ე­ბუ­ლად გრძნობს.

“პრო­კუ­რა­ტუ­რა და ოჯა­ხე­ბი 23 წელი ელოდ­ნენ, რომ სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნე­ხი­ლათ ის, რაც ამ ცხო­ვე­ლებ­მა გა­უ­კე­თეს ჩვენს ახ­ლობ­ლებს. მათ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა წაგ­ვარ­თვეს. მათ ჩა­ი­დი­ნეს ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში, უნდა მი­ი­ღონ უმაღ­ლე­სი სას­ჯე­ლი“, - ამ­ბობს სმი­ტი.

  • არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რო­რიზ­მში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი ასე­ვე შე­თან­ხმდნენ უპა­სუ­ხონ მსხვერ­პლთა ოჯა­ხის წევ­რებს. ბრალ­დე­ბუ­ლებს ბრა­ლი ედე­ბათ სწავ­ლე­ბის, ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რი­სა და სხვა სა­ხის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა­ში 19 ტე­რო­რის­ტის­თვის, რომ­ლებ­მაც გა­ი­ტა­ცეს სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბი და 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბერს ტყუპ ცა­თამბჯე­ნებს და­ე­ჯახ­ნენ.

ამ­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, თეთრმა სახ­ლმა ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის მეშ­ვე­ო­ბით გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ისი­ნი შე­თან­ხმე­ბას ემიჯ­ნე­ბი­ან.

“პრე­ზი­დენტს და თეთრ სახ­ლს ამ პრო­ცეს­ში არა­ნა­ი­რი როლი არ აქვს. პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვის გუნდს უბ­რძა­ნა, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გა­ი­ა­როს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან და იუ­რის­ტებ­თან სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

2001 წლის 11 სექ­ტემ­ბერს ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ გა­ტა­ცე­ბუ­ლი ოთხი სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი­დან პირ­ვე­ლი - "ბო­ინგ- 767" ნიუ- იორკში, მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის ჩრდი­ლო­ე­თის ცა­თამბჯენს 93-ე და 99-ე სარ­თუ­ლებს შო­რის, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, 08:45 სა­ათ­ზე შე­ე­ჯა­ხა. თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე 81 მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის - 5 ტე­რო­რის­ტი და ეკი­პა­ჟის 11 წევ­რი. შე­ჯა­ხე­ბი­სას გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ასო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ადა­მი­ა­ნე­ბი ფო­ი­ე­ში უჰა­ე­რო­ბის გამო იღუ­პე­ბოდ­ნენ. მე­ო­რე თვითმფრი­ნა­ვი, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, 09:03 სა­ათ­ზე "ტყუ­პე­ბის" სამ­ხრეთ ცა­თამბჯენს, 77- ე და 81- ე სარ­თუ­ლებს შო­რის შე­ე­ჯა­ხა.

თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე 56 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის - ეკი­პა­ჟის 9 წევ­რი და 5 ტე­რო­რის­ტი. 09:59 სა­ათ­ზე, მცი­რე ინ­ტერ­ვა­ლე­ბით, ორი­ვე ცა­თამბჯე­ნი მთლი­ა­ნად ჩა­მო­ინ­გრა. მე­სა­მე გა­ტა­ცე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი - "ბო­ინგ- 757" პენ­ტა­გო­ნის მახ­ლობ­ლად, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, 09:45 სა­ათ­ზე ჩა­მო­ვარ­და. და­ი­ღუ­პა 184 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის - 59 მგზავ­რი, 5 ტე­რო­რის­ტი და ეკი­პა­ჟის 6 წევ­რი. მე­ო­თხე თვითმფრი­ნა­ვი პენ­სილ­ვა­ნი­ის ტყე­ში, სამ­ხრეთ- და­სავ­ლე­თით, პიტსბურ­გი­დან 125 კი­ლო­მეტრში ჩა­მო­ვარ­და. და­ი­ღუ­პა 37 მგზავ­რი, მათ შო­რის - 4 ტე­რო­რის­ტი და ეკი­პა­ჟის 7 წევ­რი. 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბერს სულ 1973 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, აქე­დან 24 დღემ­დე და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?
ავტორი:

11 სექტემბრის ტერაქტის საქმის სამ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა - რა დოკუმენტების შესახებ ხდება ცნობილი და როგორია შეთანხმების დეტალები

11 სექტემბრის ტერაქტის საქმის სამ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა - რა დოკუმენტების შესახებ ხდება ცნობილი და როგორია შეთანხმების დეტალები

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულმა სამმა პირმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საუბარია ხალიდ შეიხ მუჰამედზე, ვალიდ მუჰამედ სალიჰ მუბარაქ ბინ ატაშსა და მუსტაფა აჰმედ ადამ ალ-ჰავსავიზე, რომლებიც წლების განმავლობაში გუანტამოს ციხეში იხდიდნენ სასჯელს.

მედიის ინფორმაციით, ისინი მზად არიან აღიარონ ბრალი იმის სანაცვლოდ, რომ პროკურატურა მათ სიკვდილით დასჯას არ მოითხოვს.

საპროცესო შეთანხმების პირობები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა The New York Times -მა დოკუმენტის დეტალების შესახებ ინფორმაცია მოიპოვა.

არსებული ინფორმაციით, გარიგების დეტალები პირველად დაზარალებულთა ოჯახებს ეცნო.

  • “სასიკვდილო სასჯელის მოხსნის სანაცვლოდ, ბრალის აღიარებას სამივე ბრალდებული დათანხმდა. ისინი მზად არიან აღიარონ 2976 ადამიანის მკვლელობა“, - ნათქვამია მთავარი პროკურორის წერილში.
11 სექტემბრის ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელი ხალიდ შეიხი მუჰამედი

ვალიდ ბინ ატაში

ერთ-ერთი ბრალდებული მუსტაფა აჰმედ ადამ ალ ჰავსავი

  • სამხედრო კომისიების ოფისის (OMC) სპიკერმა, რომელიც საქმეს აწარმოებს, დაადასტურა, რომ წინასწარი შეთანხმება უკვე დადებულია. .

“ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენ დიდხანს ველოდეთ და ვფიქრობდით, რომ სასიკვდილო განაჩენი დადგებოდა“, - ამბობს დანიელ დ’ალარა, რომლის ტყუპი ძმა, ჯონი იყო ერთ-ერთი იმ 23 პოლიციელიდან, რომელიც თავდასხმის დღეს დაიღუპა.

11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპული პოლიციელის, მოირა სმიტის ქმარი, ჯიმ სმიტი აცხადებს, რომ ის თავს მოტყუებულად გრძნობს.

“პროკურატურა და ოჯახები 23 წელი ელოდნენ, რომ სასამართლოში განეხილათ ის, რაც ამ ცხოველებმა გაუკეთეს ჩვენს ახლობლებს. მათ ეს შესაძლებლობა წაგვართვეს. მათ ჩაიდინეს ყველაზე საშინელი დანაშაული ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, უნდა მიიღონ უმაღლესი სასჯელი“, - ამბობს სმიტი.

  • არსებული ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილები ასევე შეთანხმდნენ უპასუხონ მსხვერპლთა ოჯახის წევრებს. ბრალდებულებს ბრალი ედებათ სწავლების, ფინანსური მხარდაჭერისა და სხვა სახის დახმარების გაწევაში 19 ტერორისტისთვის, რომლებმაც გაიტაცეს სამგზავრო თვითმფრინავები და 2001 წლის 11 სექტემბერს ტყუპ ცათამბჯენებს დაეჯახნენ.

ამბის გავრცელების შემდეგ, თეთრმა სახლმა ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალური პირის მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ისინი შეთანხმებას ემიჯნებიან.

“პრეზიდენტს და თეთრ სახლს ამ პროცესში არანაირი როლი არ აქვს. პრეზიდენტმა თავის გუნდს უბრძანა, საჭიროებისამებრ გაიაროს კონსულტაციები თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ პირებთან და იურისტებთან საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი - "ბოინგ- 767" ნიუ- იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93-ე და 99-ე სართულებს შორის, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის - 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი. შეჯახებისას გაჩენილი ხანძრის შედეგად, რამდენიმე წუთში, ასობით ადამიანი დაიღუპა, ადამიანები ფოიეში უჰაერობის გამო იღუპებოდნენ. მეორე თვითმფრინავი, ადგილობრივი დროით, 09:03 საათზე "ტყუპების" სამხრეთ ცათამბჯენს, 77- ე და 81- ე სართულებს შორის შეეჯახა.

თვითმფრინავის ბორტზე 56 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის - ეკიპაჟის 9 წევრი და 5 ტერორისტი. 09:59 საათზე, მცირე ინტერვალებით, ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა. მესამე გატაცებული თვითმფრინავი - "ბოინგ- 757" პენტაგონის მახლობლად, ადგილობრივი დროით, 09:45 საათზე ჩამოვარდა. დაიღუპა 184 ადამიანი, მათ შორის - 59 მგზავრი, 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 6 წევრი. მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის ტყეში, სამხრეთ- დასავლეთით, პიტსბურგიდან 125 კილომეტრში ჩამოვარდა. დაიღუპა 37 მგზავრი, მათ შორის - 4 ტერორისტი და ეკიპაჟის 7 წევრი. 2001 წლის 11 სექტემბერს სულ 1973 ადამიანი დაიღუპა, აქედან 24 დღემდე დაკარგულად მიიჩნევა.

ასევე იხილეთ: