პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილი არ არის ბრიყვი..." - რას ამბობს გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" ახალ ოფისზე, ივანიშვილის განცხადებებსა და რობერტ სტურუას სახეზე "გაქცეულ სუბტიტრებზე"
"ივანიშვილი არ არის ბრიყვი..." - რას ამბობს გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" ახალ ოფისზე, ივანიშვილის განცხადებებსა და რობერტ სტურუას სახეზე "გაქცეულ სუბტიტრებზე"

16 ივ­ლისს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რებ­მა ორ­თა­ჭა­ლა­ში, გორ­გას­ლის #20 ნო­მერ­ში, ახა­ლა­შე­ნე­ბულ შე­ნო­ბა­ში გახ­სნეს 2024 წლის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია. სწო­რედ ამ მი­სა­მარ­თზე და­ი­დო ბინა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლურ­მა ოფის­მა. სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბის და­წყე­ბამ­დე პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ახა­ლი ოფი­სის აი­ვან­ზე პირ­ბა­დით გა­მო­ვი­და და ეზო­ში შეკ­რე­ბი­ლებს მი­ე­სალ­მა. მას თან ახ­ლდნენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი და აჭა­რის მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე. მოკ­ლედ, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" 2024 წლის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­სნა და ახა­ლი ოფი­სის ეზო­ში შეკ­რე­ბილ მხარ­დამ­ჭე­რებს სა­არ­ჩევ­ნო სლო­გა­ნიც წა­რუდ­გი­ნა: "მხო­ლოდ მშვი­დო­ბით, ღირ­სე­ბით, კე­თილ­დღე­ო­ბით ევ­რო­პის­კენ". პარ­ტი­ის ახა­ლი ოფი­სი მარ­თლაც შთამ­ბეჭ­დავ, 8-სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბა­ში გან­თავ­სდა, რომ­ლის ფა­სად­ზე ვიტ­რა­ჟებს შო­რის დე­კო­რა­ტი­უ­ლი კედ­ლე­ბია. ოფი­სის გახ­სნა­ზე მი­სულ მე­დი­ის მუ­შა­კებს ტე­რი­ტო­რი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, შე­ნო­ბის მე­ექ­ვსე სარ­თულ­ზე კა­ბი­ნე­ტებს მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ოთა­ხე­ბი და და­ხუ­რუ­ლი ტე­რა­სე­ბი აქვს. ერთი სარ­თუ­ლის ზე­ვით სა­თათ­ბი­რო ოთა­ხია, სა­დაც დგას მრგვა­ლი მა­გი­და რკა­ლი­სე­ბუ­რად გან­ლა­გე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რე­ბით. ოფისს ხი­დით უკავ­შირ­დე­ბა ეზო­ში ცალ­კე მდგო­მი 208-კა­ცი­ა­ნი სა­აქ­ტო დარ­ბა­ზი, რო­მე­ლიც პარ­ტი­ას ყრი­ლო­ბე­ბი­სა და შეკ­რე­ბე­ბის­თვის შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს. ახა­ლი გრან­დი­ო­ზუ­ლი ოფი­სის ფონ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ის­მა პრე­მი­ერ კო­ბა­ხი­ძის სი­ტყვე­ბი, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" კი­დევ 12 წე­ლი­წადს არ აპი­რებს არ­ჩევ­ნე­ბის წა­გე­ბას. ამ თე­მებ­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს:

- სხვა­თა შო­რის, თა­ვის დრო­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ასე­თი­ვე ზარ-ზე­ი­მით გახ­სნა შთამ­ბეჭ­და­ვი პარ­ტი­ულ ოფი­სი, მაგ­რამ ამ ფაქ­ტი­დან მა­ლე­ვე მო­უ­წია ძა­ლა­უფ­ლე­ბის დათ­მო­ბამ. სა­ზო­გა­დოდ, ავ­ტო­რი­ტა­რებს ახა­სი­ა­თებთ მო­ნუ­მენ­ტუ­რი სტი­ლი, უყ­ვართ სა­კუ­თა­რი უკ­ვდა­ვე­ბის­თვის მა­ღა­ლი კედ­ლე­ბის ამო­შე­ნე­ბა.

- ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა კვლავ ახ­სე­ნა "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია" და გა­ნა­ცხა­და, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ზე "უპ­რე­ცე­დენ­ტო ზე­წო­ლაა მე­ო­რე ფრონ­ტის ლო­ბი­რე­ბის შე­დე­გა­დო. მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ აშშ-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თან კონ­ფლიქტზე აღ­ქმა და ქვეყ­ნის მი­მართ ინ­ტე­რე­სე­ბი შე­იც­ვლე­ბა: "გა­და­სა­ტა­ნი გვრჩე­ბა მაქ­სი­მუმ ერთი წელი, რის შემ­დე­გაც ფუნ­და­მენ­ტუ­რად შე­იც­ვლე­ბა რო­გორც გლო­ბა­ლუ­რი და რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი, ისე ინ­ტე­რე­სე­ბი კონ­კრე­ტუ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ. უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომი ყვე­ლა­ზე გვი­ან, ერთ წე­ლი­წად­ში დას­რულ­დე­ბა, ხოლო თუ აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი გა­ი­მარ­ჯვე­ბენ, ომი იან­ვარ­შიც კი შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს. მთა­ვა­რია, ეს მცი­რე დროც მო­ვი­გოთ და რო­გორც კი ომი დას­რულ­დე­ბა, აშშ-სა და ევ­რო­პას­თან ყვე­ლა გა­უ­გებ­რო­ბა წარ­სულს ჩაჰ­ბარ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის მო­თა­მა­შე­ე­ბის­თვის სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი გახ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მან.

- ივა­ნიშ­ვილს ახა­სი­ა­თებს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ახა­ლი დედ­ლა­ი­ნის დათ­ქმა, ოღონდ ისე, რომ ამა თუ იმ და­ნა­ქა­დე­ბის ვადა რა­ტომ­ღაც არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ იწუ­რე­ბა ხოლ­მე. გა­გახ­სე­ნებთ, ბოლო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სას, პირ­ველ და მე­ო­რე ტურს შო­რის, რო­დე­საც ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და, გა­მო­ვი­და და გვი­თხრა, ერთ წე­ლი­წად­ში ყვე­ლა პრობ­ლე­მას გა­დავ­წყვე­ტო. მოკ­ლედ, დღე­საც იმა­ვეს ცდი­ლობს - გვი­რა­ბის ბო­ლო­ში იმე­დის ნა­პერ­წკლის გა­ჩე­ნას, რა­საც აუ­ცი­ლებ­ლად არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ უნდა და­ვე­ლო­დოთ და არა მა­ნამ­დე, რაც მო­რი­გი მა­ნი­პუ­ლა­ცი­აა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ილუ­ზი­ის შექ­მნის ცდას, რომ აშშ-ში რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი თუ მოვ­ლენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, რა თქმა უნდა, ესეც ტყუ­ი­ლია. პი­რი­ქით, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ბევ­რად არა­კომ­ფორ­ტუ­ლია რეს­პუბ­ლი­კე­ბის, იმა­ვე ტრამ­პის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა. საქ­მე ის არის, რომ აშშ-ის პო­ლი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით უც­ვლე­ლია. ეს ის­ტო­რი­ამ და­ა­დას­ტუ­რა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან თუ დე­მოკ­რა­ტე­ბი, მათი სტრა­ტე­გია ჩვენს ქვე­ყა­ნას­თან ერთი და იგი­ვე დარ­ჩე­ბა. გან­სხვა­ვე­ბა იმა­შია, რომ რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი გა­ცი­ლე­ბით ხის­ტად მოქ­მე­დე­ბენ პრობ­ლე­მე­ბის დროს, ვიდ­რე დე­მოკ­რა­ტე­ბი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში ტრამ­პი რომ ყო­ფი­ლი­ყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ნა­ბი­ჯებ­ზე ბევ­რად მკაცრ რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენ­და. ივა­ნიშ­ვი­ლი არ არის ბრიყ­ვი და მა­ნაც მშვე­ნივ­რად იცის ეს, მაგ­რამ აქაც მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას ცდი­ლობს, რათა ერ­თგვა­რი ჰიპ­ნო­ზის ქვეშ ჰყავ­დეს თა­ვი­სი მრევ­ლიც და ელექ­ტო­რა­ტიც.

ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის დრო­საც რა­ტომ­ღაც დიდი აღ­ტა­ცე­ბით გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე­ებს, იმე­დოვ­ნებ­დნენ, რომ ისი­ნი თუ მო­ვი­დოდ­ნენ უმ­რავ­ლე­სო­ბით, ევ­რო­პას­თან ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბო­და. არ გა­მარ­თლდა მათი იმე­დი და პროგ­ნო­ზი, ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი და­მარ­ცხდნენ. არა­და, კარ­გად თუ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რბი­ლად რომ ვთქვათ, ძა­ლი­ან არა­კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბო­და. საქ­მე ის არის, რომ ევ­რო­პუ­ლი ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი იმას კი არ ნიშ­ნავს, ყო­ველ­დღე იძა­ხონ, დედა დე­დაა და მამა მა­მაო. ისი­ნი მთა­ვარ აქ­ცენ­ტებს აკე­თე­ბენ სა­კუ­თა­რი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­ზე, რა­მაც ჩვენ­თვის შე­საძ­ლოა, მა­გა­ლი­თად, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის საფრ­თხე გა­ა­ჩი­ნოს. ასე­ვე არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გეგ­მავ­დნენ დე­პორ­ტა­ცი­ის და­წყე­ბას და ფი­ნან­სუ­რი გა­და­რი­ცხვე­ბის სფე­რო­ში შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას. ის, რა­საც ივა­ნიშ­ვი­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გზად ასა­ღებს, რე­ა­ლუ­რად ამ პრობ­ლე­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის საფრ­თხეა. ივა­ნიშ­ვილს ახლა ასე აწყობს და აყე­ნებს ყვე­ლა­ფერს თავ­და­ყი­რა, თან ისე, თეთრზე იმას კი არ ამ­ბობს, რუ­ხიო, არა­მედ ამ­ბობს, შა­ვი­აო და ცდი­ლობს ყვე­ლა ამა­ში და­არ­წმუ­ნოს.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს კვლა­ვაც სჯე­რა მისი გან­ცხა­დე­ბე­ბის, ზოგს გულ­წრფე­ლად, ზო­გიც კი­დევ პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად თავს იტყუ­ებს. თუმ­ცა ზოგ­ჯერ რთუ­ლია და­მა­ლო შენი აზ­რე­ბი, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ბევ­რს ჩა­მოს­ტი­რო­და სახე. მა­გა­ლი­თად, თუ და­აკ­ვირ­დით რო­ბერტ სტუ­რუ­ას, მისი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე კად­რი ვნა­ხე, რო­მე­ლიც ბევრ რა­მეს ამ­ბობ­და. ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა არ ილა­პა­რა­კოს, მაგ­რამ სა­ხე­ზე გაქ­ცე­ულ სუბტიტ­რებს რას უზამს?! სტუ­რუა დიდი რე­ჟი­სო­რია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გულ­მხურ­ვა­ლე მხარ­დამ­ჭე­რია, ის ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის ანა­ტო­მი­ას, ტყუ­ილ­სა და მარ­თალს კარ­გად ხე­დავ­და და ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი იყო. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ივანიშვილი არ არის ბრიყვი..." - რას ამბობს გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" ახალ ოფისზე, ივანიშვილის განცხადებებსა და რობერტ სტურუას სახეზე "გაქცეულ სუბტიტრებზე"

"ივანიშვილი არ არის ბრიყვი..." - რას ამბობს გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" ახალ ოფისზე, ივანიშვილის განცხადებებსა და რობერტ სტურუას სახეზე "გაქცეულ სუბტიტრებზე"

16 ივლისს "ქართული ოცნების" ლიდერებმა ორთაჭალაში, გორგასლის #20 ნომერში, ახალაშენებულ შენობაში გახსნეს 2024 წლის საარჩევნო კამპანია. სწორედ ამ მისამართზე დაიდო ბინა მმართველი პარტიის ცენტრალურმა ოფისმა. საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ახალი ოფისის აივანზე პირბადით გამოვიდა და ეზოში შეკრებილებს მიესალმა. მას თან ახლდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე. მოკლედ, "ქართულმა ოცნებამ" 2024 წლის საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა და ახალი ოფისის ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს საარჩევნო სლოგანიც წარუდგინა: "მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ". პარტიის ახალი ოფისი მართლაც შთამბეჭდავ, 8-სართულიან შენობაში განთავსდა, რომლის ფასადზე ვიტრაჟებს შორის დეკორატიული კედლებია. ოფისის გახსნაზე მისულ მედიის მუშაკებს ტერიტორიის დათვალიერების საშუალება არ მიეცა. პროექტის მიხედვით, შენობის მეექვსე სართულზე კაბინეტებს მოსასვენებელი ოთახები და დახურული ტერასები აქვს. ერთი სართულის ზევით სათათბირო ოთახია, სადაც დგას მრგვალი მაგიდა რკალისებურად განლაგებული მონიტორებით. ოფისს ხიდით უკავშირდება ეზოში ცალკე მდგომი 208-კაციანი სააქტო დარბაზი, რომელიც პარტიას ყრილობებისა და შეკრებებისთვის შეუძლია გამოიყენოს. ახალი გრანდიოზული ოფისის ფონზე განსაკუთრებით საინტერესოდ გაისმა პრემიერ კობახიძის სიტყვები, რომ "ქართული ოცნება" კიდევ 12 წელიწადს არ აპირებს არჩევნების წაგებას. ამ თემებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს:

- სხვათა შორის, თავის დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ასეთივე ზარ-ზეიმით გახსნა შთამბეჭდავი პარტიულ ოფისი, მაგრამ ამ ფაქტიდან მალევე მოუწია ძალაუფლების დათმობამ. საზოგადოდ, ავტორიტარებს ახასიათებთ მონუმენტური სტილი, უყვართ საკუთარი უკვდავებისთვის მაღალი კედლების ამოშენება.

- ამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა კვლავ ახსენა "გლობალური ომის პარტია" და განაცხადა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოზე "უპრეცედენტო ზეწოლაა მეორე ფრონტის ლობირების შედეგადო. მისივე თქმით, უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ აშშ-სა და ევროკავშირში საქართველოსთან კონფლიქტზე აღქმა და ქვეყნის მიმართ ინტერესები შეიცვლება: "გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელი, რის შემდეგაც ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ. უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან, ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. მთავარია, ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, აშშ-სა და ევროპასთან ყველა გაუგებრობა წარსულს ჩაჰბარდება, საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება", - განაცხადა მან.

- ივანიშვილს ახასიათებს წინასაარჩევნოდ ახალი დედლაინის დათქმა, ოღონდ ისე, რომ ამა თუ იმ დანაქადების ვადა რატომღაც არჩევნების შემდეგ იწურება ხოლმე. გაგახსენებთ, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებისას, პირველ და მეორე ტურს შორის, როდესაც ძალიან გაუჭირდა, გამოვიდა და გვითხრა, ერთ წელიწადში ყველა პრობლემას გადავწყვეტო. მოკლედ, დღესაც იმავეს ცდილობს - გვირაბის ბოლოში იმედის ნაპერწკლის გაჩენას, რასაც აუცილებლად არჩევნების შემდეგ უნდა დაველოდოთ და არა მანამდე, რაც მორიგი მანიპულაციაა.

რაც შეეხება იმ ილუზიის შექმნის ცდას, რომ აშშ-ში რესპუბლიკელები თუ მოვლენ ხელისუფლებაში, ყველაფერი კარგად იქნება, რა თქმა უნდა, ესეც ტყუილია. პირიქით, ამ ხელისუფლებისთვის ბევრად არაკომფორტულია რესპუბლიკების, იმავე ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა. საქმე ის არის, რომ აშშ-ის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით უცვლელია. ეს ისტორიამ დაადასტურა. ხელისუფლებაში რესპუბლიკელები იქნებიან თუ დემოკრატები, მათი სტრატეგია ჩვენს ქვეყანასთან ერთი და იგივე დარჩება. განსხვავება იმაშია, რომ რესპუბლიკელები გაცილებით ხისტად მოქმედებენ პრობლემების დროს, ვიდრე დემოკრატები. დარწმუნებული ვარ, ამ ბოლო პერიოდში ტრამპი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ ნაბიჯებზე ბევრად მკაცრ რეაგირებას მოახდენდა. ივანიშვილი არ არის ბრიყვი და მანაც მშვენივრად იცის ეს, მაგრამ აქაც მანიპულაციას ცდილობს, რათა ერთგვარი ჰიპნოზის ქვეშ ჰყავდეს თავისი მრევლიც და ელექტორატიც.

ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპარლამენტის არჩევნების დროსაც რატომღაც დიდი აღტაცებით გულშემატკივრობდნენ ულტრამემარჯვენეებს, იმედოვნებდნენ, რომ ისინი თუ მოვიდოდნენ უმრავლესობით, ევროპასთან ყველაფერი დალაგდებოდა. არ გამართლდა მათი იმედი და პროგნოზი, ულტრამემარჯვენეები დამარცხდნენ. არადა, კარგად თუ გავაანალიზებთ, ულტრამემარჯვენეების გამარჯვება საქართველოსთვის, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაკომფორტული იქნებოდა. საქმე ის არის, რომ ევროპული ულტრამემარჯვენე ნაციონალიზმი იმას კი არ ნიშნავს, ყოველდღე იძახონ, დედა დედაა და მამა მამაო. ისინი მთავარ აქცენტებს აკეთებენ საკუთარი ნაციონალისტური ინტერესების დაცვაზე, რამაც ჩვენთვის შესაძლოა, მაგალითად, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე გააჩინოს. ასევე არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ გეგმავდნენ დეპორტაციის დაწყებას და ფინანსური გადარიცხვების სფეროში შეზღუდვების დაწესებას. ის, რასაც ივანიშვილი პრობლემების მოგვარების გზად ასაღებს, რეალურად ამ პრობლემების გაძლიერების საფრთხეა. ივანიშვილს ახლა ასე აწყობს და აყენებს ყველაფერს თავდაყირა, თან ისე, თეთრზე იმას კი არ ამბობს, რუხიო, არამედ ამბობს, შავიაო და ცდილობს ყველა ამაში დაარწმუნოს.

სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილს კვლავაც სჯერა მისი განცხადებების, ზოგს გულწრფელად, ზოგიც კიდევ პირადი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად თავს იტყუებს. თუმცა ზოგჯერ რთულია დამალო შენი აზრები, ამ ღონისძიებაზე ბევრს ჩამოსტიროდა სახე. მაგალითად, თუ დააკვირდით რობერტ სტურუას, მისი გამომეტყველების რამდენიმე კადრი ვნახე, რომელიც ბევრ რამეს ამბობდა. ადამიანმა შეიძლება არ ილაპარაკოს, მაგრამ სახეზე გაქცეულ სუბტიტრებს რას უზამს?! სტურუა დიდი რეჟისორია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების გულმხურვალე მხარდამჭერია, ის ამ ღონისძიების ანატომიას, ტყუილსა და მართალს კარგად ხედავდა და ძალიან სევდიანი იყო. გააგრძელეთ კითხვა