პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ ჩვენი ლოცვა უფრო შედეგიანი, უფრო ნაყოფიერი იყოს და დავუკვირდეთ, როგორი განწყობით ვლოცულობთ" - მეუფე შიო
"უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ ჩვენი ლოცვა უფრო შედეგიანი, უფრო ნაყოფიერი იყოს და დავუკვირდეთ, როგორი განწყობით ვლოცულობთ" - მეუფე შიო

"უნდა დავ­ფიქ­რდეთ, რა გვაქვს გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი ისე­თი, რომ ჩვე­ნი ლოც­ვა უფრო შე­დე­გი­ა­ნი, უფრო ნა­ყო­ფი­ე­რი იყოს და და­ვუკ­ვირ­დეთ, რო­გო­რი გან­წყო­ბით ვლო­ცუ­ლობთ - მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი გა­იხ­სნე­ბა ჩვენ წი­ნა­შე და ღმერ­თი გახ­დე­ბა ჩვენ­თვის ცო­ცხა­ლი, ახ­ლო­ბე­ლი და სას­წა­ულთმოქ­მე­დი",- ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, რწმე­ნას­თან ერ­თად სიმ­დაბ­ლე და ღვთის წი­ნა­შე სა­კუ­თა­რი თა­ვის უღირ­სე­ბის შეგ­რძნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, რომ ღმერ­თმა ჩვე­ნი ლოც­ვე­ბი შე­ის­მი­ნოს და თხოვ­ნა შეგ­ვის­რუ­ლოს.

"ძვირ­ფა­სო მა­მე­ბო, ძმე­ბო და დებო, გი­ლო­ცავთ სულთმო­ფე­ნო­ბი­დან მე­ო­თხე კვი­რა დღეს, რო­დე­საც იკი­თხე­ბა სა­ხა­რე­ბი­დან ეპი­ზო­დი უფა­ლი იესო ქრის­ტეს მიერ ასის­თა­ვის მსა­ხუ­რის გან­კურ­ნე­ბის შე­სა­ხებ.

ქა­ლაქ კა­პერ­ნა­უმ­ში იესო ქრის­ტეს­თან მი­დის ასის­თა­ვი და სთხოვს მისი მძი­მედ ავად­მყო­ფი მსა­ხუ­რის გან­კურ­ნე­ბას. შე­გახ­სე­ნებთ, რომ იმ­ხა­ნად რო­მის იმ­პე­რი­ა­ში ყვე­ლა ქა­ლაქ­ში იდგა სა­ჯა­რი­სო და­ნა­ყო­ფი; რად­გან კა­პერ­ნა­უ­მი პა­ტა­რა ქა­ლა­ქი იყო, სა­ვა­რა­უ­დოდ, იქ მხო­ლოდ ერთი ასე­უ­ლი იდგა, რომ­ლის მე­თა­უ­რის ხელ­შიც იყო მთე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა იმ ქა­ლაქ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, ქა­ლა­ქის მმარ­თვე­ლი იყო. და აი, უფა­ლი მას მი­უ­გებს: „მე მო­ვალ და განვკურ­ნავ მას“ (მთ. 8,7). ე.ი. იესო ქრის­ტე მა­შინ­ვე უს­რუ­ლებს თხოვ­ნას, რად­გან მან და­ი­ნა­ხა, რომ მის წი­ნა­შე დგას სრუ­ლი­ად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რაც გა­მოჩ­ნდე­ბა კი­დეც მისი შემ­დე­გი სი­ტყვე­ბი­დან: „უფა­ლო, მე არ ვარ ღირ­სი, რომ ჩემ ჭერ­ქვეშ შე­მოხ­ვი­დე, არა­მედ, მხო­ლოდ სი­ტყვა თქვი და ჩემი მსა­ხუ­რი გა­ნი­კურ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან, მეც კაცი ვარ ძა­ლა­უფ­ლე­ბის ქვეშ მყო­ფი და მყავს ხელ­ქვე­ით მე­ომ­რე­ბი და მსა­ხუ­რე­ბი. ვე­ტყვი ამას: „წადი“ და მი­დის, სხვას: „მოდი“ და მო­დის და ჩემს მო­ნას ვე­ტყვი: „გა­ა­კე­თე ეს“ და აკე­თებს“ (მთ. 8, 8-9). უფალ­მა ეს სი­ტყვე­ბი რომ გა­ი­გო, გა­უკ­ვირ­და და უთხრა მათ, ვინც მას მის­დევ­და: „მთელს ის­რა­ელ­ში ვერ ვნა­ხე მე ასე­თი სარ­წმუ­ნო­ე­ბა“ (მთ. 8,10).

აი, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, რა გაკ­ვე­თი­ლი შეგ­ვიძ­ლია, გა­მო­ვი­ტა­ნოთ დღე­ვან­დე­ლი სა­ხა­რე­ბი­დან. ისე­თი რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­და ამ ასის­თავს, რომ სათ­ნო ეყო უფალს და მან მა­შინ­ვე შე­უს­რუ­ლა მისი თხოვ­ნა?

პირ­ველ რიგ­ში, ეს არის რწმე­ნა; ასის­თავს სწამ­და, რომ უფა­ლი ყოვ­ლის­შემ­ძლეა, ის კი არ ორ­ჭო­ფობს, შეძ­ლებს თუ არა, უშ­ვე­ლოს ჩემს მსა­ხურ­სო, არა­მედ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ იესო ქრის­ტე მას გან­კურ­ნავს. ასე­თი რწმე­ნის გამო, უფა­ლიც, რა თქმა უნდა, ეხ­მა­რე­ბა მას და დიდ სას­წა­ულს მო­ახ­დენს.

შემ­დე­გი თვი­სე­ბა ასის­თა­ვი­სა, ეს არის დიდი სიმ­დაბ­ლე. იგი ამ­ბობს, რომ ღირ­სი არა ვარ, ჩემს სახ­ლშიც კი მი­გი­ღო შენო. მა­შა­სა­და­მე, რწმე­ნას­თან ერ­თად სიმ­დაბ­ლე და ღვთის წი­ნა­შე სა­კუ­თა­რი თა­ვის უღირ­სე­ბის შეგ­რძნე­ბა ყო­ფი­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა, რომ ღმერ­თმა ჩვე­ნი ლოც­ვე­ბი შე­ის­მი­ნოს და თხოვ­ნა შეგ­ვის­რუ­ლოს.

უფა­ლი იესო ქრის­ტე ხაზს უს­ვამს მის ამ თვი­სე­ბას, როცა ამ­ბობს, რომ მთელ ის­რა­ელ­ში ვერ ვნა­ხე ასე­თი რწმე­ნაო. რო­გო­რი "ასე­თი რწმე­ნა"? - დიდი რწმე­ნა, შე­ერ­თე­ბუ­ლი ამ სიმ­დაბ­ლეს­თან.

და ბო­ლოს, ჩვენ ვხე­დავთ ამ ასის­თავ­ში დიდ სიყ­ვა­რულს. რო­გორც გი­თხა­რით, იგი მმარ­თვე­ლი იყო იმ ქა­ლა­ქი­სა და თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო, სხვა ვინ­მე მი­ეგ­ზავ­ნა ქრის­ტეს­თან სა­თხოვ­ნე­ლად, მაგ­რამ პი­რა­დად მი­დის მას­თან. აქე­დან ჩანს, თუ რო­გორ უყ­ვარ­და მას თა­ვი­სი მსა­ხუ­რი და, ზო­გა­დად, რო­გო­რი მო­სიყ­ვა­რუ­ლე და მზრუნ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო ის.

ამი­ტომ დღეს, რო­დე­საც მო­ვის­მი­ნეთ ეს სა­ხა­რე­ბა, უნდა დავ­ფიქ­რდეთ, რა გვაქვს გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი ისე­თი, რომ ჩვე­ნი ლოც­ვა უფრო შე­დე­გი­ა­ნი, უფრო ნა­ყო­ფი­ე­რი იყოს და და­ვუკ­ვირ­დეთ, რო­გო­რი გან­წყო­ბით ვლო­ცუ­ლობთ, ვი­ნა­ი­დან, თუ გვინ­და, უფალ­მა შე­ის­მი­ნოს ჩვე­ნი ლოც­ვა და შეგ­ვის­რუ­ლოს თხოვ­ნე­ბი, ეს სამი თვი­სე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვი­ქო­ნი­ოთ.

ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, გა­გაძ­ლი­ე­როთ, გა­გა­ხა­როთ. შეგ­ვე­წი­ოს უფა­ლი, რომ ვის­წავ­ლოთ ასე­თი რწმე­ნა, ვის­წავ­ლოთ ასე­თი სიმ­დაბ­ლე და სიყ­ვა­რუ­ლი. მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი გა­იხ­სნე­ბა ჩვენ წი­ნა­შე და ღმერ­თი გახ­დე­ბა ჩვენ­თვის ცო­ცხა­ლი, ახ­ლო­ბე­ლი და სას­წა­ულთმოქ­მე­დი; რა­მე­თუ მას მხო­ლო­სა შვე­ნის ყო­ვე­ლი დი­დე­ბა, პა­ტი­ვი და თაყ­ვა­ნის­ცე­მა, უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე, ამინ“,- აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე შიომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ ჩვენი ლოცვა უფრო შედეგიანი, უფრო ნაყოფიერი იყოს და დავუკვირდეთ, როგორი განწყობით ვლოცულობთ" - მეუფე შიო

"უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ ჩვენი ლოცვა უფრო შედეგიანი, უფრო ნაყოფიერი იყოს და დავუკვირდეთ, როგორი განწყობით ვლოცულობთ" - მეუფე შიო

"უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ ჩვენი ლოცვა უფრო შედეგიანი, უფრო ნაყოფიერი იყოს და დავუკვირდეთ, როგორი განწყობით ვლოცულობთ - მაშინ ყველაფერი გაიხსნება ჩვენ წინაშე და ღმერთი გახდება ჩვენთვის ცოცხალი, ახლობელი და სასწაულთმოქმედი",- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, რწმენასთან ერთად სიმდაბლე და ღვთის წინაშე საკუთარი თავის უღირსების შეგრძნება აუცილებელი პირობაა, რომ ღმერთმა ჩვენი ლოცვები შეისმინოს და თხოვნა შეგვისრულოს.

"ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მეოთხე კვირა დღეს, როდესაც იკითხება სახარებიდან ეპიზოდი უფალი იესო ქრისტეს მიერ ასისთავის მსახურის განკურნების შესახებ.

ქალაქ კაპერნაუმში იესო ქრისტესთან მიდის ასისთავი და სთხოვს მისი მძიმედ ავადმყოფი მსახურის განკურნებას. შეგახსენებთ, რომ იმხანად რომის იმპერიაში ყველა ქალაქში იდგა საჯარისო დანაყოფი; რადგან კაპერნაუმი პატარა ქალაქი იყო, სავარაუდოდ, იქ მხოლოდ ერთი ასეული იდგა, რომლის მეთაურის ხელშიც იყო მთელი ძალაუფლება იმ ქალაქში, ფაქტობრივად, ქალაქის მმართველი იყო. და აი, უფალი მას მიუგებს: „მე მოვალ და განვკურნავ მას“ (მთ. 8,7). ე.ი. იესო ქრისტე მაშინვე უსრულებს თხოვნას, რადგან მან დაინახა, რომ მის წინაშე დგას სრულიად განსაკუთრებული ადამიანი, რაც გამოჩნდება კიდეც მისი შემდეგი სიტყვებიდან: „უფალო, მე არ ვარ ღირსი, რომ ჩემ ჭერქვეშ შემოხვიდე, არამედ, მხოლოდ სიტყვა თქვი და ჩემი მსახური განიკურნება, ვინაიდან, მეც კაცი ვარ ძალაუფლების ქვეშ მყოფი და მყავს ხელქვეით მეომრები და მსახურები. ვეტყვი ამას: „წადი“ და მიდის, სხვას: „მოდი“ და მოდის და ჩემს მონას ვეტყვი: „გააკეთე ეს“ და აკეთებს“ (მთ. 8, 8-9). უფალმა ეს სიტყვები რომ გაიგო, გაუკვირდა და უთხრა მათ, ვინც მას მისდევდა: „მთელს ისრაელში ვერ ვნახე მე ასეთი სარწმუნოება“ (მთ. 8,10).

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, რა გაკვეთილი შეგვიძლია, გამოვიტანოთ დღევანდელი სახარებიდან. ისეთი რა განსაკუთრებული თვისებები ჰქონდა ამ ასისთავს, რომ სათნო ეყო უფალს და მან მაშინვე შეუსრულა მისი თხოვნა?

პირველ რიგში, ეს არის რწმენა; ასისთავს სწამდა, რომ უფალი ყოვლისშემძლეა, ის კი არ ორჭოფობს, შეძლებს თუ არა, უშველოს ჩემს მსახურსო, არამედ დარწმუნებულია, რომ იესო ქრისტე მას განკურნავს. ასეთი რწმენის გამო, უფალიც, რა თქმა უნდა, ეხმარება მას და დიდ სასწაულს მოახდენს.

შემდეგი თვისება ასისთავისა, ეს არის დიდი სიმდაბლე. იგი ამბობს, რომ ღირსი არა ვარ, ჩემს სახლშიც კი მიგიღო შენო. მაშასადამე, რწმენასთან ერთად სიმდაბლე და ღვთის წინაშე საკუთარი თავის უღირსების შეგრძნება ყოფილა აუცილებელი პირობა, რომ ღმერთმა ჩვენი ლოცვები შეისმინოს და თხოვნა შეგვისრულოს.

უფალი იესო ქრისტე ხაზს უსვამს მის ამ თვისებას, როცა ამბობს, რომ მთელ ისრაელში ვერ ვნახე ასეთი რწმენაო. როგორი ,,ასეთი რწმენა"? - დიდი რწმენა, შეერთებული ამ სიმდაბლესთან.

და ბოლოს, ჩვენ ვხედავთ ამ ასისთავში დიდ სიყვარულს. როგორც გითხარით, იგი მმართველი იყო იმ ქალაქისა და თავისუფლად შეეძლო, სხვა ვინმე მიეგზავნა ქრისტესთან სათხოვნელად, მაგრამ პირადად მიდის მასთან. აქედან ჩანს, თუ როგორ უყვარდა მას თავისი მსახური და, ზოგადად, როგორი მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანი იყო ის.

ამიტომ დღეს, როდესაც მოვისმინეთ ეს სახარება, უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ ჩვენი ლოცვა უფრო შედეგიანი, უფრო ნაყოფიერი იყოს და დავუკვირდეთ, როგორი განწყობით ვლოცულობთ, ვინაიდან, თუ გვინდა, უფალმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა და შეგვისრულოს თხოვნები, ეს სამი თვისება აუცილებლად უნდა ვიქონიოთ.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ. შეგვეწიოს უფალი, რომ ვისწავლოთ ასეთი რწმენა, ვისწავლოთ ასეთი სიმდაბლე და სიყვარული. მაშინ ყველაფერი გაიხსნება ჩვენ წინაშე და ღმერთი გახდება ჩვენთვის ცოცხალი, ახლობელი და სასწაულთმოქმედი; რამეთუ მას მხოლოსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ“,- აღნიშნა მეუფე შიომ.