მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ონკოლოგიურ პაციენტებს, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება პირდაპირ, სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ - ჯანდაცვის სამინისტრო
ონკოლოგიურ პაციენტებს, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება პირდაპირ, სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ - ჯანდაცვის სამინისტრო

ონ­კო­ლო­გი­ის ეროვ­ნულ­მა საბ­ჭომ, გა­ნი­ხი­ლა და მხა­რი და­უ­ჭი­რა სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­წო­დე­ბის სქე­მის გა­ნახ­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ონ­კო­ლო­გი­უ­რი დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს, სხვა­დას­ხვა თე­რა­პი­ის­თვის სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა, პირ­და­პირ, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში შე­ეძ­ლე­ბათ.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად, ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბის გზა მარ­ტივ­დე­ბა - მა­ნამ­დე მათ, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის რე­ცეპ­ტის­თვის კლი­ნი­კა­ში მის­ვლა, შემ­დეგ აფ­თი­აქ­ში მათი შე­ძე­ნა და სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, ისევ კლი­ნი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა უწევ­დათ.

სხდო­მა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­ი­მარ­თა.

მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა, პა­ცი­ენ­ტთა სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იქნა მი­ღე­ბუ­ლი.

მისი თქმით, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, ამ პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლა სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენ­და და აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა.

„და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი, მათ­თვის სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტებს, სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლის ნაც­ვლად, იმ კლი­ნი­კებ­ში მი­ი­ღე­ბენ, სა­დაც პრო­ცე­დუ­რებს გა­დი­ან.

საბ­ჭოს სხდო­მა­ზე, მი­ნის­ტრმა ხაზი გა­უს­ვა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ახ­ლე, პა­ცი­ენ­ტის ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სტან­დარ­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა­კენ გა­დად­გმუ­ლი მო­რი­გი ნა­ბი­ჯია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მუ­შა­ო­ბა აქ­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა. ასე­ვე, სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო, სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­სა და ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის კი­დევ უფრო ეფექ­ტუ­რად მარ­თვის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

ონ­კო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს მი­ზა­ნი, ქვე­ყა­ნა­ში, ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სა და მარ­თვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა. მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან: ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, სა­ერ­თა­შო­რი­სო და პა­ცი­ენ­ტთა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე - ონ­კო­ლო­გე­ბი, ჰე­მა­ტო­ლო­გე­ბი და პრო­ფე­სი­უ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის წევ­რე­ბი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ონკოლოგიურ პაციენტებს, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება პირდაპირ, სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ - ჯანდაცვის სამინისტრო

ონკოლოგიურ პაციენტებს, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება პირდაპირ, სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ - ჯანდაცვის სამინისტრო

ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ, განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება, პირდაპირ, სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ.

სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების შედეგად, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, პრეპარატების მიღების გზა მარტივდება - მანამდე მათ, მედიკამენტების რეცეპტისთვის კლინიკაში მისვლა, შემდეგ აფთიაქში მათი შეძენა და სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად, ისევ კლინიკაში დაბრუნება უწევდათ.

სხდომა ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება, პაციენტთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

მისი თქმით, დიდი ხნის განმავლობაში, პაციენტებისთვის, ამ პროცედურების გავლა სირთულეს წარმოადგენდა და აუცილებელი იყო, ამ მიმართულებით, ნაბიჯების გადადგმა.

„დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, უახლოეს მომავალში, ბენეფიციარები, მათთვის საჭირო მედიკამენტებს, სააფთიაქო ქსელის ნაცვლად, იმ კლინიკებში მიიღებენ, სადაც პროცედურებს გადიან.

საბჭოს სხდომაზე, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული სიახლე, პაციენტის ინტერესებისა და უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია და ამ მიმართულებით, მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. ასევე, საუბარი შეეხო, სამომავლო გეგმებსა და ონკოლოგიური დაავადებების კიდევ უფრო ეფექტურად მართვისთვის აუცილებელ ღონისძიებებს.

ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს მიზანი, ქვეყანაში, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მართვის უზრუნველყოფაა. მის შემადგენლობაში შედიან: ჯანდაცვის სამინისტროს, საერთაშორისო და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე - ონკოლოგები, ჰემატოლოგები და პროფესიული ასოციაციების წევრები“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.