პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისი აშენება იგეგმება დიდ ლილოში - პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი 6 255 000 ევროა
რისი აშენება იგეგმება დიდ ლილოში - პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი 6 255 000 ევროა

დიდ ლი­ლო­ში არ­სე­ბულ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნე­ბის პო­ლი­გონ­ზე, ნა­ჟუ­რი წყლე­ბის გამ­წმენ­დი ნა­გე­ბო­ბის მო­სა­წყო­ბად შე­სა­ბა­მი­სი საპ­რო­ექ­ტო და სამ­შე­ნებ­ლო ტენ­დე­რი გა­მო­ცხად­და.

  • რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, პრო­ექ­ტის სა­ვა­რა­უ­დო ბი­უ­ჯე­ტი 6 255 000 ევ­როა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე, პო­ლი­გონ­ზე გაზ­შემ­კრე­ბი სის­ტე­მის მო­წყო­ბაც იგეგ­მე­ბა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 20 მი­ლი­ონ ევ­როს შე­ად­გენს.

"სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის (EBRD) მიერ გა­მო­ი­ყო სეს­ხი 16 მლნ ევ­როს ოდე­ნო­ბით, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბი­სა და გა­რე­მოს დაც­ვის სა­პარტნი­ო­რო რე­გი­ო­ნუ­ლი ფონ­დის (E5P) მიერ გრან­ტი - 4 მლნ ევრო. პრო­ექ­ტი მო­ი­ცავს ნარ­ჩე­ნე­ბის გან­სა­თავ­სე­ბე­ლი უჯრე­დე­ბის სა­ბო­ლოო გა­და­ხურ­ვას, უკვე მოქ­მე­დი თუ და­ხუ­რუ­ლი უჯრე­დე­ბი­დან წარ­მოქ­მნი­ლი გა­ზის შეგ­რო­ვე­ბა­სა და შემ­დგომ უტი­ლი­ზა­ცი­ას. დიდი ლი­ლოს პო­ლი­გონ­ზე მო­ე­წყო­ბა შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ნარ­ჩე­ნე­ბის გან­თავ­სე­ბის შე­დე­გად გა­მოფრქვე­უ­ლი მე­თა­ნი ჰა­ერ­ში არ გა­ი­ფან­ტე­ბა, მოხ­დე­ბა მისი ელექტრო­ე­ნერ­გი­ად გარ­დაქ­მნა და გა­მო­ყე­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი ტენ­დე­რის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სულ­ტან­ტე­ბის შერ­ჩე­ვა, რომ­ლე­ბიც ბანკთან და „თბის­ლერ­ვის ჯგუფ­თან“ ერ­თად შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას. მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე კი, სა­ერ­თა­შო­რი­სო წე­სე­ბი­სა და პი­რო­ბე­ბის დაც­ვით, საპ­რო­ექ­ტო და სამ­შე­ნებ­ლო ტენ­დე­რი გა­მო­ცხად­დე­ბა. ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბა მო­მა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­შია და­გეგ­მი­ლი.

დიდი ლი­ლოს ნა­გავ­საყ­რელ­ზე მა­სა­ლე­ბის აღ­მდგე­ნი ობი­ექ­ტი­სა და მე­ქა­ნი­კურ-ბი­ო­ლო­გი­უ­რი და­მუ­შა­ვე­ბის სა­წარ­მოს მშე­ნებ­ლო­ბაც იგეგ­მე­ბა. ეს იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ნარ­ჩე­ნე­ბის სე­პა­რი­რე­ბუ­ლად შეგ­რო­ვე­ბი­სა და გა­და­მუ­შა­ვე­ბის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, რის შემ­დე­გაც მა­სა­ლის რე­ა­ლი­ზე­ბა მოხ­დე­ბა. პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 26 მი­ლი­ო­ნი ევ­როა. EBRD-თან შე­სა­ბა­მის სა­სეს­ხო შე­თან­ხმე­ბას ხელი მო­ე­წე­რა. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუ­ფის შერ­ჩე­ვა, რათა მოხ­დეს სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შედ­გე­ნა. ყვე­ლა ეს პრო­ექ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც დიდი ლი­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ასე­ვე, თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის და რა თქმა უნდა, გა­რე­მოს დაც­ვის კუ­თხით. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბით დიდი ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში გა­რე­მოს დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის პრობ­ლე­მე­ბის დიდი ნა­წი­ლი მოგ­ვარ­დე­ბა“, - აცხა­დე­ბენ მე­რი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რისი აშენება იგეგმება დიდ ლილოში - პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი 6 255 000 ევროა

რისი აშენება იგეგმება დიდ ლილოში - პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი 6 255 000 ევროა

დიდ ლილოში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე, ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოსაწყობად შესაბამისი საპროექტო და სამშენებლო ტენდერი გამოცხადდა.

  • როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს, პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი 6 255 000 ევროა. მათივე ინფორმაციით, ასევე, პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობაც იგეგმება, რომლის ღირებულებაც 20 მილიონ ევროს შეადგენს.

"სამუშაოების განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოიყო სესხი 16 მლნ ევროს ოდენობით, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონული ფონდის (E5P) მიერ გრანტი - 4 მლნ ევრო. პროექტი მოიცავს ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვას, უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან წარმოქმნილი გაზის შეგროვებასა და შემდგომ უტილიზაციას. დიდი ლილოს პოლიგონზე მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც ნარჩენების განთავსების შედეგად გამოფრქვეული მეთანი ჰაერში არ გაიფანტება, მოხდება მისი ელექტროენერგიად გარდაქმნა და გამოყენება. შესაბამისი ტენდერის საფუძველზე მოხდება საერთაშორისო კონსულტანტების შერჩევა, რომლებიც ბანკთან და „თბისლერვის ჯგუფთან“ ერთად შეიმუშავებენ სატენდერო დოკუმენტაციას. მომდევნო ეტაპზე კი, საერთაშორისო წესებისა და პირობების დაცვით, საპროექტო და სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება მომავალი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.

დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს მშენებლობაც იგეგმება. ეს იქნება ქვეყანაში ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი, რის შემდეგაც მასალის რეალიზება მოხდება. პროექტის ღირებულება 26 მილიონი ევროა. EBRD-თან შესაბამის სასესხო შეთანხმებას ხელი მოეწერა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის შერჩევა, რათა მოხდეს სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა. ყველა ეს პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც დიდი ლილოს მოსახლეობისთვის, ასევე, თბილისში მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის და რა თქმა უნდა, გარემოს დაცვის კუთხით. აღნიშნული სამუშაოებით დიდი ლილოს დასახლებაში გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების დიდი ნაწილი მოგვარდება“, - აცხადებენ მერიაში.