მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემოდგომით, როცა ხმები დაითვლება, ყველა კარგად ნახავს ჩვენი გაერთიანების რეალურ შედეგს, ჩვენ ძალიან დიდ როლს ვითამაშებთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში" - მელია
"შემოდგომით, როცა ხმები დაითვლება, ყველა კარგად ნახავს ჩვენი გაერთიანების რეალურ შედეგს, ჩვენ ძალიან დიდ როლს ვითამაშებთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში" - მელია

კეთ­დე­ბა აქ­ცენ­ტი კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის გავ­ლე­ნე­ბის დუბ­ლი­რე­ბა­ზე ენმ-სა და ჩვენს ერ­თო­ბა­ში, მაგ­რამ რამ­დე­ნიც არ უნდა ილა­პა­რა­კოს მა­ვან­მა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, ეს პლატ­ფორ­მა არის და იქ­ნე­ბა ჩრდი­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი პლატ­ფორ­მა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "ახა­ლის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, ნიკა მე­ლია "ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს.

რო­გორც ნიკა მე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, სამი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის პლატ­ფორ­მა შექ­მნი­ლია გა­მარ­ჯვე­ბის­თვის და პა­სუ­ხობს მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­არ­ჩევ­ნო ამო­ცა­ნებს.

"გუ­შინ შედ­გა სამი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის - "დრო­ას“, "გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა“ და "ახა­ლის“ ერ­თო­ბა, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნია - ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­სა­მარ­ჯვებ­ლად.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს გან­სხვა­ვე­ბულ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, მცი­რე ნა­წი­ლი იარ­ლი­ყე­ბის ეძებს ამ ერ­თო­ბის და­საკ­ნი­ნებ­ლად, არა­და, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი რომ ერ­თი­ან­დე­ბი­ან, ზუს­ტად ეს არის სიძ­ლი­ე­რე.

ნამ­დვი­ლად არაა იოლი ასე­თი ერ­თო­ბის მიღ­წე­ვა, და ამ რთუ­ლი ამო­ცა­ნის გა­დაჭ­რა­ში ვლინ­დე­ბა ამ ძა­ლე­ბის ძა­ლაც და კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბაც. გან­სხვა­ვე­ბულ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა აერ­თი­ა­ნებს გან­სხვა­ვე­ბულ ელექ­ტო­რა­ტებს და სა­ხავს გა­მარ­ჯვე­ბის მკა­ფიო კონ­ტუ­რებს.

და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პი­რებ­მა ამ ერ­თო­ბის და­საკ­ნი­ნებ­ლად და­ი­წყეს სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი ამ პლატ­ფორ­მა­ში კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის გავ­ლე­ნე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე, მე­ტიც, კეთ­დე­ბა აქ­ცენ­ტი კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის გავ­ლე­ნე­ბის დუბ­ლი­რე­ბა­ზე ენმ-სა და ჩვენს ერ­თო­ბა­ში, მაგ­რამ რამ­დე­ნიც არ უნდა ილა­პა­რა­კოს მა­ვან­მა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, ეს პლატ­ფორ­მა არის და იქ­ნე­ბა ჩრდი­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი პლატ­ფორ­მა.

ეს პლატ­ფორ­მა შექ­მნი­ლია გა­მარ­ჯვე­ბის­თვის და პა­სუ­ხობს მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­არ­ჩევ­ნო ამო­ცა­ნებს, რო­მე­ლიც მიგ­ვიყ­ვანს და­სა­ხულ მიზ­ნამ­დე.

ჩვენ ყვე­ლას ჩვენ ჩვე­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი გვაქვს, ჩვენ ჩვე­ნი წარ­სუ­ლი. ზოგს მოს­წონს ეს, ზოგს არ მოს­წონს, ზოგს ძა­ლი­ან არ მოს­წონს, ბევ­რი რამ ჩვენ თვი­თო­ნაც არ მოგ­ვწონს ერ­თმა­ნე­თის - გნე­ბავთ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, გნე­ბავთ ხედ­ვე­ბი, გნე­ბავთ წარ­სულ­ში გა­დად­გმუ­ლი თუ არ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლა არ­მო­წო­ნე­ბა ბარ­დე­ბა წარ­სულს, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვალს.

ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბით ჩვენ ვას­რუ­ლებთ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თას, ჩვენ ვას­რუ­ლებთ სა­არ­ჩევ­ნო ამო­ცა­ნას, ვდგამთ კარ­გად გა­აზ­რე­ბულ, პრაგ­მა­ტულ ნა­ბიჯს, ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ვერ­თი­ან­დე­ბით მო­მავ­ლის­თვის და არა წარ­სუ­ლის­თვის.

შე­მოდ­გო­მით, რო­დე­საც ხმე­ბი და­ით­ვლე­ბა, ყვე­ლა კარ­გად ნა­ხავს ჩვე­ნი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის რე­ა­ლურ შე­დეგს, ჩვენ ძა­ლი­ან დიდ როლს ვი­თა­მა­შებთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბა­ში“,- წერს ნიკა მე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"შემოდგომით, როცა ხმები დაითვლება, ყველა კარგად ნახავს ჩვენი გაერთიანების რეალურ შედეგს, ჩვენ ძალიან დიდ როლს ვითამაშებთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში" - მელია

"შემოდგომით, როცა ხმები დაითვლება, ყველა კარგად ნახავს ჩვენი გაერთიანების რეალურ შედეგს, ჩვენ ძალიან დიდ როლს ვითამაშებთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში" - მელია

კეთდება აქცენტი კონკრეტული პირის გავლენების დუბლირებაზე ენმ-სა და ჩვენს ერთობაში, მაგრამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს მავანმა ამ ყველაფერზე, ეს პლატფორმა არის და იქნება ჩრდილოვანი გავლენებისგან თავისუფალი პლატფორმა, - ამის შესახებ პარტია "ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია "ფეისბუქზე“ წერს.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, სამი პოლიტიკური ძალის პლატფორმა შექმნილია გამარჯვებისთვის და პასუხობს მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ამოცანებს.

"გუშინ შედგა სამი პოლიტიკური ძალის - "დროას“, "გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და "ახალის“ ერთობა, რომლის ერთადერთი მიზანია - ივანიშვილის დამარცხება საქართველოს გასამარჯვებლად.

საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს განსხვავებულთა გაერთიანებას, მცირე ნაწილი იარლიყების ეძებს ამ ერთობის დასაკნინებლად, არადა, განსხვავებული ძალები რომ ერთიანდებიან, ზუსტად ეს არის სიძლიერე.

ნამდვილად არაა იოლი ასეთი ერთობის მიღწევა, და ამ რთული ამოცანის გადაჭრაში ვლინდება ამ ძალების ძალაც და კეთილგონიერებაც. განსხვავებულთა გაერთიანება აერთიანებს განსხვავებულ ელექტორატებს და სახავს გამარჯვების მკაფიო კონტურებს.

დაინტერესებულმა პირებმა ამ ერთობის დასაკნინებლად დაიწყეს სპეკულაციები ამ პლატფორმაში კონკრეტული პირების გავლენების არსებობაზე, მეტიც, კეთდება აქცენტი კონკრეტული პირის გავლენების დუბლირებაზე ენმ-სა და ჩვენს ერთობაში, მაგრამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს მავანმა ამ ყველაფერზე, ეს პლატფორმა არის და იქნება ჩრდილოვანი გავლენებისგან თავისუფალი პლატფორმა.

ეს პლატფორმა შექმნილია გამარჯვებისთვის და პასუხობს მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ამოცანებს, რომელიც მიგვიყვანს დასახულ მიზნამდე.

ჩვენ ყველას ჩვენ ჩვენი განსხვავებული ბიოგრაფიები გვაქვს, ჩვენ ჩვენი წარსული. ზოგს მოსწონს ეს, ზოგს არ მოსწონს, ზოგს ძალიან არ მოსწონს, ბევრი რამ ჩვენ თვითონაც არ მოგვწონს ერთმანეთის - გნებავთ შეხედულებები, გნებავთ ხედვები, გნებავთ წარსულში გადადგმული თუ არგადადგმული ნაბიჯები, მაგრამ ყველა არმოწონება ბარდება წარსულს, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს.

ამ გაერთიანებით ჩვენ ვასრულებთ ქართული საზოგადოების დაკვეთას, ჩვენ ვასრულებთ საარჩევნო ამოცანას, ვდგამთ კარგად გააზრებულ, პრაგმატულ ნაბიჯს, ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერთიანდებით მომავლისთვის და არა წარსულისთვის.

შემოდგომით, როდესაც ხმები დაითვლება, ყველა კარგად ნახავს ჩვენი გაერთიანების რეალურ შედეგს, ჩვენ ძალიან დიდ როლს ვითამაშებთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში“,- წერს ნიკა მელია.