მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცი მინიონების მიღმა - როგორ აქციეს ხმის მსახიობი და რიგითი ანიმატორი მისმა გამოგონილმა პერსონაჟებმა მილიარდერად
კაცი მინიონების მიღმა - როგორ აქციეს ხმის მსახიობი და რიგითი ანიმატორი მისმა გამოგონილმა პერსონაჟებმა მილიარდერად

რო­დე­საც ფრან­გუ­ლი ანი­მა­ცი­უ­რი სტუ­დია Illumination ქმნი­და ოჯა­ხურ კო­მე­დი­ას Despicable Me- ს, მე­ო­რე ხა­რის­ხო­ვან სუ­პერ ბო­როტ­მოქ­მედ­ზე და მის შვი­ლად შვი­ლო­ბი­ლებ­ზე, გუნ­დმა გა­და­წყვი­ტა, რომ ფილ­მს სჭირ­დე­ბო­და მსუ­ბუ­ქი ხაზი, რო­მე­ლიც ფილ­მის ან­ტიგ­მი­რის, გრუს (სტივ კა­რე­ლი) ერ­თგვა­რად და­ეხ­მა­რე­ბო­და.

შე­დე­გად, რე­ჟი­სო­რებ­მა პიერ კუ­ფინ­მა და კრის რე­ნომ, პერ­სო­ნა­ჟე­ბის დი­ზა­ი­ნერ ერიკ გი­ი­ონ­თან და პრო­დი­უ­სერ კრის მე­ლე­დან­დრის­თან ერ­თად, შექ­მნეს ბო­რო­ტი ყვი­თე­ლი არ­სე­ბე­ბის ფარა - მი­ნი­ო­ნე­ბი. მათი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა უკა­ნა პლან­ზე ყოფ­ნა და თა­ვი­ან­თი ბო­რო­ტი ლი­დე­რის გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა იყო.

ნა­ხევ­რად ფრან­გმა და ნა­ხევ­რად ინ­დო­ნე­ზი­ელ­მა ანი­მა­ტორ­მა, კო­ფინ­მა, გუნდს შეს­თა­ვა­ზა, რომ მი­ნი­ო­ნე­ბის სა­სა­უბ­რო ენა იმპრო­ვი­ზე­ბუ­ლი, ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბა მას უკვე ჰქონ­და - ხმის მსა­ხი­ო­ბად მუ­შა­ო­ბის დროს, ასე­თი ენით რამ­დე­ნი­მე რეკ­ლა­მა გა­ახ­მო­ვა­ნა. მიდ­გო­მამ გა­ა­მარ­თლა. აუ­დი­ენ­ცი­ას კო­ფი­ნის ხმა მო­ე­წო­ნა, და­ა­მახ­სოვ­რდა მისი გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ცი­ლი და მე­ლო­დი­უ­რი, სუ­ლე­ლუ­რი “სა­უ­ბა­რი“.

  • 2010 წლი­დან მი­ნი­ო­ნე­ბის შემ­ქმნე­ლი ანი­მა­ტო­რი სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი უდი­დე­სი პოპ-კულ­ტუ­რუ­ლი ფე­ნო­მე­ნის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ვარ­სკვლა­ვი გახ­და. მან გა­ახ­მო­ვა­ნა ყვე­ლა მომ­დევ­ნო სე­რია და Despicable Me 4, რო­მე­ლიც კი­ნო­თე­ატ­რებ­ში უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­მო­ვა.

”ბოლო სე­რი­ის შემ­დეგ მე ვუ­თხა­რი კრის მე­ლე­დან­დრის: “ამის კე­თე­ბა უნდა შევ­წყვი­ტო. მი­ნი­ო­ნებს თავი უნდა და­ვა­ნე­ბო და რა­ღაც ახა­ლი ვცა­დო. თუმ­ცა, მგო­ნია ამას ვერ შევ­ძლებ. მა­ში­ნაც კი, როცა ვამ­ბობ, რომ მსურს მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა, ვფიქ­რობ - არა, ეს ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სოა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ფინ­მა ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რი­სას.

ფილ­მე­ბი, Despicable Me, ისე­ვე რო­გორც სპი­ნო­ფე­ბი "Minions" და "Minions: Rise of Gru" უაღ­რე­სად მომ­გე­ბი­ა­ნი იყო Illumination-ისა და Universal- ის­თვის. მათ მთლი­ა­ნო­ბა­ში გა­მო­ი­მუ­შა­ვეს 4,6 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი, რაც მათ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ კი­ნოფ­რენ­ჩა­ი­ზად მი­იჩ­ნე­ვა.

თა­ვად მი­ნი­ო­ნე­ბი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი გახ­დნენ მულ­ტფილ­მებს მიღ­მაც. ისი­ნი ყველ­გან არი­ან, წარ­მოდ­გე­ნი­ლია რო­გორც ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი სა­ქო­ნე­ლი, თე­მა­ტურ პარ­კებ­ში, TikTok ტენ­დენ­ცი­ებ­ში და Facebook-ის მე­მე­ე­ბა­თაც კი.

წყა­რო: nytimes

მიშო
0

34 ის ვარ და გუშინწინ ძალიან ვისიამოვნე კიდევ ერთხელ მათი ცქერით კინოთეატრში :დდ

ავტორი:

კაცი მინიონების მიღმა - როგორ აქციეს ხმის მსახიობი და რიგითი ანიმატორი მისმა გამოგონილმა პერსონაჟებმა მილიარდერად

კაცი მინიონების მიღმა - როგორ აქციეს ხმის მსახიობი და რიგითი ანიმატორი მისმა გამოგონილმა პერსონაჟებმა მილიარდერად

როდესაც ფრანგული ანიმაციური სტუდია Illumination ქმნიდა ოჯახურ კომედიას Despicable Me- ს, მეორე ხარისხოვან სუპერ ბოროტმოქმედზე და მის შვილად შვილობილებზე, გუნდმა გადაწყვიტა, რომ ფილმს სჭირდებოდა მსუბუქი ხაზი, რომელიც ფილმის ანტიგმირის, გრუს (სტივ კარელი) ერთგვარად დაეხმარებოდა.

შედეგად, რეჟისორებმა პიერ კუფინმა და კრის რენომ, პერსონაჟების დიზაინერ ერიკ გიიონთან და პროდიუსერ კრის მელედანდრისთან ერთად, შექმნეს ბოროტი ყვითელი არსებების ფარა - მინიონები. მათი დანიშნულება უკანა პლანზე ყოფნა და თავიანთი ბოროტი ლიდერის გულშემატკივრობა იყო.

ნახევრად ფრანგმა და ნახევრად ინდონეზიელმა ანიმატორმა, კოფინმა, გუნდს შესთავაზა, რომ მინიონების სასაუბრო ენა იმპროვიზებული, ყველასგან განსხვავებული ყოფილიყო. მსგავსი გამოცდილება მას უკვე ჰქონდა - ხმის მსახიობად მუშაობის დროს, ასეთი ენით რამდენიმე რეკლამა გაახმოვანა. მიდგომამ გაამართლა. აუდიენციას კოფინის ხმა მოეწონა, დაამახსოვრდა მისი გამორჩეული სიცილი და მელოდიური, სულელური “საუბარი“.

  • 2010 წლიდან მინიონების შემქმნელი ანიმატორი საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოპ-კულტურული ფენომენის ნაკლებად ცნობილი ვარსკვლავი გახდა. მან გაახმოვანა ყველა მომდევნო სერია და Despicable Me 4, რომელიც კინოთეატრებში უახლოეს პერიოდში გამოვა.

”ბოლო სერიის შემდეგ მე ვუთხარი კრის მელედანდრის: “ამის კეთება უნდა შევწყვიტო. მინიონებს თავი უნდა დავანებო და რაღაც ახალი ვცადო. თუმცა, მგონია ამას ვერ შევძლებ. მაშინაც კი, როცა ვამბობ, რომ მსურს მისგან თავის დაღწევა, ვფიქრობ - არა, ეს ძალიან სახალისოა“, - განაცხადა კოფინმა ბოლო ინტერვიუში საუბრისას.

ფილმები, Despicable Me, ისევე როგორც სპინოფები "Minions" და "Minions: Rise of Gru" უაღრესად მომგებიანი იყო Illumination-ისა და Universal- ისთვის. მათ მთლიანობაში გამოიმუშავეს 4,6 მილიარდი დოლარი, რაც მათ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კინოფრენჩაიზად მიიჩნევა.

თავად მინიონები ძალიან პოპულარულები გახდნენ მულტფილმებს მიღმაც. ისინი ყველგან არიან, წარმოდგენილია როგორც ლიცენზირებული საქონელი, თემატურ პარკებში, TikTok ტენდენციებში და Facebook-ის მემეებათაც კი.

წყარო: nytimes