ავტორი:

ვინ არის იდუმალი მილიარდერი, რომლის ვინაობა თანამშრომლებმაც არ იციან - რაში ხარჯავს ყველაზე მეტ ფულს და როგორ გახდა მდიდარი ბებიის ნაჩუქარი 500 ფუნტით?

ვინ არის იდუმალი მილიარდერი, რომლის ვინაობა თანამშრომლებმაც არ იციან - რაში ხარჯავს ყველაზე მეტ ფულს და როგორ გახდა მდიდარი ბებიის ნაჩუქარი 500 ფუნტით?

ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანის ქონება 14 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, მაგრამ მისი ვინაობა თავისივე კომპანიის თანამშრომლებმაც კი არ იციან. მიუხედავად იმისა, რომ მაგნატ მაიკლ პლატს უზარმაზარი სიმდიდრე და გავლენა აქვს, ის რადარ ქვეშ მუშაობას ამჯობინებს და ხშირად უკრძალავს ჟურნალისტებს ფოტოების გადაღებას.

მაიკლ პლატის კომპანია, BlueCrest Capital Management, როგორც მისი და მისი პარტნიორების პირადი ინვესტიცია, ისე მუშაობს. ითვლება, რომ პლატს აურაცხელი სიმდიდრის დაგროვებაში სწორედ კომპანიის არატრადიციულმა სტრატეგიამ შეუწყო ხელი. შედეგად, BlueCrest ახლა განიხილება, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ფირმა, რომლის მოგებამაც 2022 წელს 153% შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ მაიკლ პლატის სახელი ფართოდ არაა ცნობილი, პრესტონში დაბადებული მილიარდერი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანის ტიტულს ატარებს. პლატისთვის მიწერილი ელექტრონული წერილები უპასუხოდ რჩება, რაც მის იდუმალ იმიჯს კიდევ უფრო მისტიკურს ხდის. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, მილიარდერის სამყაროში პერიოდულად შეხედვის საშუალებაც მოგვეცა. 2019 წლის ვიდეოში, რომელიც მოგვიანებით პოპულარული გახდა, პლატი ნიუ-იორკის ტაქსით მგზავრობისას თავისი სიმდიდრის შესახებ ღიად საუბრობდა.

როცა მილიარდერს ჰკითხეს, რა საქმიანობას ეწეოდა, მან თავდაჯერებულად განაცხადა, რომ ფინანსურ სამყაროში ყველაზე მაღალშემოსავლიანი პიროვნებაა. პლატის ახლოდან გაცნობის საშუალება The Times-მაც მოგვცა. როცა გამოცემამ მაიკლსა და მისი კომპანიის თანადამფუძნებელ უილიამ რივზთან ინტერვიუ ჩაწერა, მათ ფოტოების გადაღებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

"ისინი ძალისხმევას არ იშურებენ კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად და გაზეთების მდიდარი ადამიანების სიებში რეგულარული გამოჩენაც არ სიამოვნებთ",- წერდა ჟურნალისტი პატრიკ ჰოსკინგი მათ შესახებ.

პლატმა პირველი ინვესტიცია 14 წლის ასაკში ჩადო. როგორც ამბობს, ეს დაბადების დღეზე მისი ბებიის ნაჩუქარი 500 ფუნტის წყალობით მოახერხა. ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი თავისი ქონების ნაწილს ხელოვნების ნიმუშების შესაძენად ხარჯავს. პლატს ისინი ცენტრალური ლონდონის ცენტრში მდებარე უფუნქციო ეკლესიაში აქვს გამოფენილი.

რაც შეეხება მის უძრავ და მოძრავ ქონებას, პლატი ასევე ფლობს კერძო თვითმფრინავს, ლონდონში, შვეიცარიასა და აშშ-ში კი სახლები აქვს.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა