სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა "უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­სულ თვე­ში სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის 26 მო­ქა­ლა­ქე ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­თა ნა­წილ­მა სა­ქარ­თვე­ლო ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­ტო­ვა, ნა­წი­ლი კი მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად იძუ­ლე­ბის წე­სით იქნა გა­ძე­ვე­ბუ­ლი ქვეყ­ნი­დან.

"უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბულ იქნა ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის, პა­კის­ტა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის, იორ­და­ნი­ის ჰა­ში­მი­ტუ­რი სა­მე­ფოს, ერა­ყის რეს­პუბ­ლი­კის, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის, ეგ­ვიპ­ტის არაბ­თა რეს­პუბ­ლი­კის, ბან­გლა­დე­შის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის, ნი­გე­რი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის, ინ­დო­ე­თის რეს­პუბ­ლი­კის და სხვა უცხო ქვეყ­ნე­ბის, ჯამ­ში 26 მო­ქა­ლა­ქე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი წარ­მო­ად­გენს ქვეყ­ნის შიგ­ნით უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ ორ­გა­ნოს. მის ერთ-ერთ კომ­პე­ტენ­ცი­ას წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე მყო­ფი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ძე­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 26 მოქალაქე ქვეყნიდან გაძევეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული ქვეყნიდან.

"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ირანის ისლამური რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს, ერაყის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, ინდოეთის რესპუბლიკის და სხვა უცხო ქვეყნების, ჯამში 26 მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.