პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სროლა ფსოუს საგუშაგოსთან: მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 4 ეჭვმიტანილი  - რას აცხადებენ ოკუპირებულ აფხაზეთში?
სროლა ფსოუს საგუშაგოსთან: მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 4 ეჭვმიტანილი  - რას აცხადებენ ოკუპირებულ აფხაზეთში?

23 ივ­ნისს სრო­ლას აფხა­ზეთ­ში, კერ­ძოდ, გაგ­რის რა­ი­ონ­ში, რუ­სე­თის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს ერთი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, და­შავ­და სამი, მათ შო­რის ერთი ბავ­შვი.

ფსო­უს სა­გუ­შა­გო­ზე მომ­ხდარ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე მკვლე­ლო­ბის, ასე­ვე ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის მუხ­ლით აღიძ­რა. ამის შე­სა­ხებ ორ­შა­ბათს, 24 ივ­ნისს, გაგ­რის ე.წ. რა­ი­ო­ნულ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნა­ცხა­დეს.

"რია ნო­ვოს­ტის" ცნო­ბით, აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა ორი მუხ­ლით: "ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა-გა­და­ტა­ნა“ (117-ე მუხ­ლი) და "მკვლე­ლო­ბა“ (99-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი).

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უც­ნობ­მა პი­რებ­მა ავ­ტო­მა­ტი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნეს ავ­ტო­მან­ქა­ნას რუ­სე­თი­სა და აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე სა­გუ­შა­გო­ზე. ამის შემ­დეგ ისი­ნი გა­უ­ჩი­ნარ­დნენ. რო­გორც ად­გი­ლობ­რივ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ აღ­ნიშ­ნა, სა­გუ­შა­გო ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს და ინ­ცი­დენტს სა­ზღვარ­ზე ხალ­ხის გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის პრობ­ლე­მა არ შე­უქ­მნია.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნელ­მა რო­ბერტ კი­უტ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის სა­ზღვარ­თან, გაგ­რის რა­ი­ონ­ში თავ­დამ­სხმელ­თა ვი­ნა­ო­ბა დად­გე­ნი­ლია.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­სა და აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო სა­ზღვარ­ზე მომ­ხდარ სრო­ლა­ში და მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი და­ა­კა­ვეს, ამის სე­სა­ხებ თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პრო­კუ­რა­ტუ­რა იტყო­ბი­ნე­ბა.

"ოპე­რა­ტი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ა­კა­ვეს რამ­დე­ნი­მე პირი სა­ზღვარ­ზე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ბრალ­დე­ბით. მიმ­დი­ნა­რე­ობს მათი და­კი­თხვა და დგინ­დე­ბა მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და­ნა­შა­ულ­ში“, - გა­ნუ­ცხა­და TASS-ს წყა­რომ .

ე.წ. შსს-ს ხელ­მძღვა­ნე­ლის რო­ბერტ კი­უ­ტის გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლია ოთხი პირი, მათ­გან სამი აფხა­ზეთ­ში, ერთი - რუ­სეთ­ში.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზი­ან­და რუ­სუ­ლი ნომ­რით ავ­ტო­მო­ბი­ლი. ამ ცნო­ბის თა­ნახ­მად, გარ­დაც­ვლი­ლი გამ­ვლე­ლი იყო.

წყა­როს თქმით, სრო­ლა იყო მოხ­და ახალ ათონ­შიც, რის შე­დე­გა­დაც ერთი ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა. ინ­ცი­დენ­ტე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

რუ­სეთ­ში, აფხა­ზე­თის სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე სა­გუ­შა­გო­ზე სრო­ლამ­დე სულ რა­ღაც ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით თავ­დას­ხმე­ბი მოხ­და მა­ხა­ჩყა­ლა­სა და დერ­ბენ­ტში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

სროლა ფსოუს საგუშაგოსთან: მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 4 ეჭვმიტანილი  - რას აცხადებენ ოკუპირებულ აფხაზეთში?

სროლა ფსოუს საგუშაგოსთან: მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 4 ეჭვმიტანილი  - რას აცხადებენ ოკუპირებულ აფხაზეთში?

23 ივნისს სროლას აფხაზეთში, კერძოდ, გაგრის რაიონში, რუსეთის საზღვართან ახლოს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა სამი, მათ შორის ერთი ბავშვი.

ფსოუს საგუშაგოზე მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის, ასევე იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლით აღიძრა. ამის შესახებ ორშაბათს, 24 ივნისს, გაგრის ე.წ. რაიონულ პროკურატურაში განაცხადეს.

"რია ნოვოსტის" ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ორი მუხლით: "იარაღის უკანონო შენახვა-გადატანა“ (117-ე მუხლი) და "მკვლელობა“ (99-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

წინასწარი ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანას რუსეთისა და აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე მდებარე საგუშაგოზე. ამის შემდეგ ისინი გაუჩინარდნენ. როგორც ადგილობრივმა პროკურატურამ აღნიშნა, საგუშაგო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და ინციდენტს საზღვარზე ხალხის გადაადგილებისთვის პრობლემა არ შეუქმნია.

მოგვიანებით, აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა რობერტ კიუტმა განაცხადა, რომ რუსეთის საზღვართან, გაგრის რაიონში თავდამსხმელთა ვინაობა დადგენილია.

ბოლო ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარზე მომხდარ სროლაში და მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს, ამის სესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურა იტყობინება.

"ოპერატიული სამუშაოები მიმდინარეობს. დააკავეს რამდენიმე პირი საზღვარზე დანაშაულის ჩადენის ბრალდებით. მიმდინარეობს მათი დაკითხვა და დგინდება მათი მონაწილეობა დანაშაულში“, - განუცხადა TASS-ს წყარომ .

ე.წ. შსს-ს ხელმძღვანელის რობერტ კიუტის განცხადებით, დაკავებულია ოთხი პირი, მათგან სამი აფხაზეთში, ერთი - რუსეთში.

ოფიციალური ინფორმაციით, დაზიანდა რუსული ნომრით ავტომობილი. ამ ცნობის თანახმად, გარდაცვლილი გამვლელი იყო.

წყაროს თქმით, სროლა იყო მოხდა ახალ ათონშიც, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა. ინციდენტების გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

რუსეთში, აფხაზეთის საზღვარზე მდებარე საგუშაგოზე სროლამდე სულ რაღაც ნახევარი საათით ადრე, ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმები მოხდა მახაჩყალასა და დერბენტში.

წაიკითხეთ ასევე: