პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
64,4%-ით შემცირებული უცხოური ინვესტიციები - რა არის მიზეზი და როგორ მოქმედებს ამ პროცესზე პოლიტიკური დაძაბულობა?
64,4%-ით შემცირებული უცხოური ინვესტიციები - რა არის მიზეზი და როგორ მოქმედებს ამ პროცესზე პოლიტიკური დაძაბულობა?

სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2024 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში ევ­რო­კავ­ში­რის 27 ქვეყ­ნის­გან მი­ღე­ბულ­მა პირ­და­პირ­მა უცხო­ურ­მა ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­მა 116 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა - ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, 2024 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში, გა­სუ­ლი წლის შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბა 59.4 პრო­ცენ­ტით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სრულ­მა მო­ცუ­ლო­ბამ 2024 წლის 1-ელ კვარ­ტალ­ში 201.4 მლნ. აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა, რაც 2023 წლის 1-ლი კვარტლის წი­ნას­წარ მო­ნა­ცე­მებ­ზე 64.4 პრო­ცენ­ტით ნაკ­ლე­ბია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2024 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის (FDI) ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ფუ­ლად გზავ­ნი­ლებს 4-ჯერ ჩა­მორ­ჩე­ბა.

ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, ეს მო­ნა­ცე­მე­ბი მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ ქვე­ყა­ნა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი მცირ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, FDI ვერ ახ­დენს მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­ზე, რაც ჩვენ­ნა­ი­რი ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან ცუ­დია. ზო­გა­დად, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის როლი, რად­გან ასე­თი სა­ხის ინ­ვეს­ტი­ცი­ებს მო­აქვს ცოდ­ნა რო­გორც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, ასე­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რე­ბის, მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ ცოდ­ნი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­რე­შე, მა­ღა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის მიღ­წე­ვა კი ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა.

ვახ­ტანგ ჭა­რა­ია, ექ­სპერ­ტი ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში:

"ეს კომ­პლექ­სუ­რი სა­კი­თხია და არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო, რო­დე­საც უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ში დიდი ვარ­დნაა. ამის ახ­სნად ამ ეტაპ­ზე ალ­ბათ სა­არ­ჩევ­ნო წლის ფაქ­ტო­რი გვევ­ლი­ნე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, ეს წლის პირ­ვე­ლი კვარ­ტა­ლია და მარ­ტო სა­არ­ჩევ­ნო ფაქ­ტო­რის და­სა­ხე­ლე­ბა შეგ­ვიძ­ლია და არა ის პო­ლი­ტი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი, რო­მე­ლიც იყო ქვე­ყა­ნა­ში უკვე მე­ო­რე კვარ­ტალ­ში (მე­ო­რე კვარტლის შე­დე­გებს უნდა და­ვე­ლო­დოთ, ჯერ მა­გის მო­ნა­ცე­მე­ბი არ გვაქვს). გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ მაგ. სა­ფი­ნან­სო სექ­ტორ­შია თვალ­ში­სა­ცე­მად შემ­ცი­რე­ბუ­ლი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, მე­ო­რეს მხრივ, მო­მა­ტე­ბუ­ლია ენერ­გე­ტი­კა­ში წინა წლის ამ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, არის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც არის გარ­კვე­უ­ლი წინსვლა, თუმ­ცა მთლი­ა­ნო­ბა­ში ფაქ­ტია, რომ უცხო­ურ­მა ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­მა იკლო. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის, რომ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­მო­ვი­და, ძი­რი­თა­დად რე­ინ­ვეს­ტი­რე­ბას წარ­მო­ად­გენ­და და არა ახალ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს, ანუ ის ინ­ვეს­ტო­რე­ბი, ვინც უკვე არი­ან ქვე­ყა­ნა­ში, ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარს ენ­დო­ბი­ან, მაგ­რამ ახა­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის შე­მოყ­ვა­ნა არის გა­მოწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც და­საძ­ლე­ვია.

სტა­ტის­ტი­კა ცხად­ყოფს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­არ­ჩევ­ნო წელს ახა­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი არ აქ­ტი­უ­რო­ბენ და ისევ და ისევ იმათ მხრებ­ზე გა­და­დის უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჯა­მუ­რი მო­ცუ­ლო­ბა, ვინც უკვე ად­გილ­ზეა, ოპე­რი­რებს ბა­ზარ­ზე, ხე­დავს გარ­კვე­ულ ად­გილს მისი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და, შე­სა­ბა­მი­სად, ახ­დენს ინ­ვეს­ტი­რე­ბას. აქამ­დე ამ მხრივ წამ­ყვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­გორც წესი, არის სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რი, ტუ­რიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სფე­რო­ე­ბი, და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი მრეწ­ვე­ლო­ბა, ბევ­რად გა­სა­აქ­ტი­უ­რე­ბე­ლია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო (რათა მეტი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი წა­მო­ვი­დეს, რო­მე­ლიც გვჭირ­დე­ბა და რა­შიც ცოტა ინ­ვეს­ტი­ცია იდე­ბა), ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­შია მეტი ინ­ვეს­ტი­ცია მო­სა­ზი­დი, რად­გან ამ ეტაპ­ზე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გა­დამ­წყვე­ტია. ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა არ არის მარ­ტი­ვი და ამა­ზე სა­ხელ­მწი­ფო უფრო მე­ტად უნდა ზრუ­ნავ­დეს. ინ­ვეს­ტი­ცია არ არის მარ­ტო ფული, არის თუნ­დაც კად­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, ახა­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რო­მე­ლიც მოჰ­ყვე­ბა ამ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს, ახა­ლი ბაზ­რე­ბი და აშ. სა­ხელ­მწი­ფო "აწარ­მო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ გავ­ლით სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მებს ნერ­გავს და უკვე აქვს საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვთ დარ­გე­ბის მი­ხედ­ვით წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბი, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ახა­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­ზიდ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს უჭირს და აქ არის მეტი სა­მუ­შაო, რათა ახ­ლე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ ქვე­ყა­ნა­ში და არა ერთი და იგი­ვე ინ­ვეს­ტორ­ზე იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რად­გან გვჭირ­დე­ბა ახა­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ახალ სფე­რო­ებს გა­ნა­ვი­თა­რე­ბენ.

უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ევ­რო­პი­დან და და­სავ­ლე­თი­დან ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მას დიდი წილი უჭი­რავს ჯა­მურ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ში, თუმ­ცა ევ­რო­პა და ამე­რი­კა არ არის ერ­თა­დერ­თი, ვინც ამ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ფი­ნან­სუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ჯა­მუ­რად შე­იძ­ლე­ბა ევ­რო­კავ­შირს მარ­თლაც ეკა­ვოს გა­დამ­წყვე­ტი პო­ზი­ცია, მაგ­რამ ქვეყ­ნე­ბის მი­ხედ­ვით თუ ავი­ღებთ, ბევ­რი სხვა ქვე­ყა­ნა გა­მოჩ­ნდე­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი არ არის და სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს დებს. ჩვე­ნი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პო­ლი­ტი­კა უნდა ეფუძ­ნე­ბო­დეს არა იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლომ კონ­კრე­ტუ­ლად ერთი ქვეყ­ნი­დან ან რე­გი­ო­ნი­დან მი­ი­ღოს ყვე­ლა ინ­ვეს­ტი­ცია, არა­მედ მაქ­სი­მა­ლუ­რად დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს იმი­ტომ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი, გა­მოწ­ვე­ვე­ბი ჩვენ­თან, თუ ინ­ვეს­ტორ ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­თვის არის ხოლ­მე, რო­გორც ასე­თი (არ არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა, სა­დაც მუ­დამ სტა­ბი­ლუ­რო­ბა და პროგ­რე­სია, ყვე­ლას აქვს აღ­მავ­ლო­ბის და დაღ­მავ­ლო­ბის ფა­ზე­ბი), შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი უნდა იყოს, მაქ­სი­მა­ლუ­რად დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყოს ქვეყ­ნე­ბი, სა­ი­და­ნაც ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი შე­მო­დის.

პო­ლი­ტი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი და და­ძა­ბუ­ლო­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან და ზო­გა­დად და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­თან, რა თქმა უნდა, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვის­თვის არ არის სა­სარ­გებ­ლო, პი­რი­ქით, გვარ­თმევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას ინ­ვეს­ტო­რე­ბი მოვ­ხიბ­ლოთ, თუმ­ცა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს გა­სა­წე­ვი დიდი მუ­შა­ო­ბა იმის­თვის, რომ ხე­ლახ­ლა აღად­გი­ნოს ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­მე­ლიც გვქონ­და და­სავ­ლეთ­თან, რა­ღაც­ნა­ი­რად გა­დატ­ვირ­თვაა სა­ჭი­რო ქარ­თულ-და­სავ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის, ვი­ნა­ი­დან ამ ფორ­მატ­ში არც და­სავ­ლე­თი დარ­ჩე­ბა მო­გე­ბუ­ლი და არც სა­ქარ­თვე­ლო. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა ორი­ვე მხა­რის ინ­ტე­რე­სია და შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს რთუ­ლი პე­რი­ო­დი მალე და­იძ­ლი­ოს, ერ­თის მხრივ გვქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ვი­ღოთ უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და სხვა ტი­პის მხარ­და­ჭე­რა, რა­საც მუ­დამ ვი­ღებთ და­სავ­ლე­თის მხრი­დან და ჩვენც თა­ვად გა­ვუ­წი­ოთ მათ ის მხარ­და­ჭე­რა ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, მაგ. იმა­ვე ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სატ­რან­ზი­ტო კო­რი­დო­რის არ­სე­ბო­ბის სა­ხით. ჩვენ უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის არა თუ კლე­ბა, რამ­დენ­ჯერ­მე ზრდა უნდა და­ვი­სა­ხოთ მიზ­ნად იმის­თვის, რომ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას წა­ად­გეს, ამა­ში ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი თუ დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან, ხომ კარ­გი, თუ რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­ნა, ჩვენ­თვის­ვე ცუ­დია, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქონ­დეს და­სავ­ლეთ­თან მეტი ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­სა­ზი­დად, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა იმის­თვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მეტი გზით მი­ვი­ღოთ ის ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი, თუ მისი თან­მდე­ვი სხვა პო­ზი­ტი­უ­რი რე­სურ­სი, რათა არ ვი­ყოთ მხო­ლოდ ერთ რე­გი­ონ­ზე დიდი დო­ზით და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ჩვე­ნი ბა­ზა­რი იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.“

გი­ორ­გი კე­პუ­ლა­ძე, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი:

"ზო­გა­დად, ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ზა­ნი უნდა იყოს ქვე­ყა­ნა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის­თვის პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნე­ბის შექ­მნა, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სიც უფრო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია და­ხარ­ჯოს გარ­კვე­უ­ლი თან­ხა შიდა ინ­ვეს­ტი­ცი­ა­ზე და უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვი­საც ქვე­ყა­ნა­ში უნდა იყოს შექ­მნი­ლი სა­ინ­ტე­რე­სო გა­რე­მო და პი­რო­ბე­ბი იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­დოს ფული. ეს ძა­ლი­ან ბევრ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა თქმა უნდა - კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ზე, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს ბიზ­ნე­სის რე­გის­ტრა­ცია, რამ­დე­ნად ღიაა ქვე­ყა­ნა, რამ­დე­ნად თა­ვი­სუ­ფა­ლია კა­პი­ტა­ლის მოძ­რა­ო­ბა, რამ­დე­ნად სტა­ბი­ლუ­რია პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რგო­ლია სა­სა­მარ­თლო და სა­მარ­თლი­ა­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა... ამას ყვე­ლა აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას, რაც სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ გა­უ­ა­რე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ო­და და ეს აი­სა­ხე­ბა პირ­და­პირ უცხო­ურ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ზე.

უცხო­უ­რი კომ­პა­ნია, თუ კერ­ძო პირი, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუ­ლის ჩა­დე­ბას აპი­რებს, ყვე­ლა­ფერს ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს, რე­ა­ლურ სუ­რათს ხე­დავს და იმის მი­ხედ­ვით იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ამი­ტომ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის 64%-იანი შემ­ცი­რე­ბა პირ­ველ კვარ­ტალ­ში ლო­გი­კუ­რია, თუ გა­დავ­ხე­დავთ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ბო­ლოდ­რო­ინ­დელ პო­ლი­ტი­კას (არა მხო­ლოდ ბოლო თვე­ე­ბის, არა­მედ - ზო­გა­დად). ინ­ვეს­ტორს სჭირ­დე­ბა გა­რან­ტია, რომ მისი კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა, მათ შო­რის სა­სა­მარ­თლოს მიერ და ის შეძ­ლებს თა­ვი­სი მო­გე­ბის მი­ღე­ბას... ის ნაკ­ლე­ბი ინ­ტე­რე­სით მი­დის ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ამის გა­რან­ტი­ე­ბის არ არ­სე­ბობს...

რა­ტომ მცირ­დე­ბა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი - ეს ერ­თგვა­რი სიგ­ნა­ლი უნდა იყოს, მათ შო­რის მთავ­რო­ბის­თვის. კარ­გად ვი­ცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შიდა და­ნა­ზო­გი და შიდა კა­პი­ტა­ლი იმ­ხე­ლა არ გვაქვს, რომ ეყოს ქვე­ყა­ნას, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ზიდ­ვა, წლე­ბია ამა­ზე დგას სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა და ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თუ რამ გა­კეთ­და ამ ქვე­ყა­ნა­ში, ყვე­ლა­ფე­რი და­სავ­ლუ­რი და­ფი­ნან­სე­ბით, იქ­ნე­ბო­და ეს პირ­და­პირ უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცია, სეს­ხი, თუ გრან­ტი. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მით უმე­ტეს, სა­არ­ჩევ­ნო წელს ინ­ვეს­ტო­რე­ბი ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბის­გან ისე­დაც თავს იკა­ვე­ბენ, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ფიქ­რო­ბენ, რო­გორ და­ლაგ­დე­ბი­ან ახალ მთავ­რო­ბას­თან და სხვა. ისიც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ეს პირ­ვე­ლი კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბია და მე­ო­რე და მე­სა­მე კვარ­ტალ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­დეს. ინ­ვეს­ტი­ცია ხომ მარ­ტო ფული არ არის, ინ­ვეს­ტორს შე­მო­აქვს ახა­ლი ცოდ­ნა, გა­ნათ­ლე­ბა, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ად­გილ­ზე ასაქ­მებს ადა­მი­ა­ნებს და შემ­დეგ იხ­დის გა­და­სა­ხა­დებს, არა მხო­ლოდ ის, რომ ვი­ღა­ცამ ფული ჩა­რი­ცხა, მო­გე­ბა ნახა და უკან წა­ი­ღო.

სა­ინ­ვეს­ტი­ციო თვალ­საზ­რი­სით, წამ­ყვა­ნი სექ­ტო­რი არის სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რი. დღეს ორი ქარ­თუ­ლი ბან­კი ივაჭ­რე­ბა ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე, ისი­ნი არი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი, ბოლო დრო­ინ­დელ მოვ­ლე­ნებს თუ არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, აქ­ცი­ე­ბის ფასი ბოლო თვე­ებ­ში იზ­რდე­ბო­და, მაგ­რამ ბოლო თვე ნა­ხე­ვარ­ში რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის ინი­ცი­ი­რე­ბის და ამე­რი­კუ­ლი სან­ქცი­ე­ბის და­ა­ნონ­სე­ბის შემ­დეგ, ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე მათი აქ­ცი­ე­ბის ფა­სიც შემ­ცირ­და, რაც პირ­და­პირ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა, ეს პირ­და­პირ აი­სა­ხა ამ კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ზე და აქ­ცი­ე­ბის ფას­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი მთლი­ა­ნად პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ჩვე­ნი უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­თვის სა­ინ­ვეს­ტი­ციო თვალ­საზ­რი­სით, სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ტუ­რიზ­მის და სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რი, მაგ­რამ რო­დე­საც ინ­ვეს­ტო­რი სა­ერ­თო სუ­რათს უყუ­რებს, ის იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­კუ­თა­რი და მისი კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ის ასეთ ქვე­ყა­ნა­ში ფულს არ ჩა­დებს. ჯერ კი­დევ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ შემ­დეგ, რო­დე­საც პირ­ვე­ლი დიდი ტალ­ღა და­ი­წყო, ბაქო-ჯე­ი­ჰა­ნის ნავ­თობ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბა იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე დიდი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც დიდი უცხო­უ­რი კა­პი­ტა­ლი მო­ი­ზი­და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პრი­ო­რი­ტე­ტი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მთავ­რო­ბის­თვის და უნდა იყოს ახ­ლაც, მაგ­რამ ამას სჭირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ის შე­დე­გი მი­ვი­ღოთ, რაც გა­მო­იწ­ვევს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის არა შემ­ცი­რე­ბას, არა­მედ ზრდას, მაგ­რამ რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ეს ბევრ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ბოლო წლებ­ში ყვე­ლა ეს ფაქ­ტო­რი, სამ­წუ­ხა­როდ, უა­რეს­დე­ბა.

ქვე­ყა­ნამ რომ შე­იც­ვა­ლოს და­სავ­ლუ­რი კურ­სი, ეს იქ­ნე­ბა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი და­სავ­ლე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის, ქვე­ყა­ნა ისევ ევ­რო­კავ­ში­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა წა­ვი­დეს. ჩვე­ნი სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­დე­ბი­თი სიგ­ნა­ლი უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის - ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს, არის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის, მაგ­რამ ჩვენ თუ ვა­პი­რებთ გეზი შე­ვიც­ვა­ლოთ (დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ამას არ გა­ა­კე­თებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და სა­ქარ­თვე­ლოს ეყო­ლე­ბა ისე­თი მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად პრო­და­სავ­ლუ­რი იქ­ნე­ბა, და­სავ­ლურ კურსს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს და მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცია იქ­ნე­ბა), რა თქმა უნდა, დავ­კარ­გავთ მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას. პირ­ველ რიგ­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბია გა­და­სად­გმე­ლი, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დო­ნე­ზეც უფრო მეტი ინ­ტე­რე­სი უნდა გა­ვუ­ჩი­ნოთ უცხო­ელ ინ­ვეს­ტო­რებს, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ამ ეტაპ­ზე რა­ღაც ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს, რომ უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამე შე­იც­ვლე­ბა, მდგო­მა­რე­ო­ბის ცვლი­ლე­ბის იმე­დი ნაკ­ლე­ბად მაქვს.

ეს ეტყო­ბა ბიზ­ნეს­საც - დღეს იგი­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სი ცდი­ლობს, რომ შე­ამ­ცი­როს თა­ვი­სი ხარ­ჯე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლი კრი­ზი­სის და სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, და­ზო­გოს გარ­კვე­უ­ლი თან­ხა, ვი­ნა­ი­დან ბიზ­ნე­სი ხომ პირ­ვე­ლი გრძნობს, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მო­იქ­მნე­ბა პრობ­ლე­მა. ამი­ტომ გა­მო­სა­ვა­ლი, რა თქმა უნდა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და ამ არ­ჩევ­ნებ­ზე იმ აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბაა, რაც არის ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის აზრი - საქ­რათ­ვე­ლო წა­ვი­დეს ევ­რო­კავ­ში­რის და არა რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სუ­ლაც იზო­ლა­ცი­ა­ში მო­ექ­ცეს და აღარ დაგ­ვრჩეს მე­გობ­რე­ბი და­სავ­ლეთ­ში".

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

64,4%-ით შემცირებული უცხოური ინვესტიციები - რა არის მიზეზი და როგორ მოქმედებს ამ პროცესზე პოლიტიკური დაძაბულობა?

64,4%-ით შემცირებული უცხოური ინვესტიციები - რა არის მიზეზი და როგორ მოქმედებს ამ პროცესზე პოლიტიკური დაძაბულობა?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის 27 ქვეყნისგან მიღებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 116 მილიონი დოლარი შეადგინა - ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ინვესტიციების მოცულობა 59.4 პროცენტით არის შემცირებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სრულმა მოცულობამ 2024 წლის 1-ელ კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის 1-ლი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ამავე პერიოდში ქვეყანაში განხორციელებულ ფულად გზავნილებს 4-ჯერ ჩამორჩება.

ეკონომიკის ექსპერტების აზრით, ეს მონაცემები მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში ინვესტიციები მცირდება, შესაბამისად, FDI ვერ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. ზოგადად, ეკონომიკური ზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი, რადგან ასეთი სახის ინვესტიციებს მოაქვს ცოდნა როგორც ტექნოლოგიების, ასევე, საერთაშორისო ბაზრების, მენეჯმენტის მიმართულებით. ამ ცოდნისა და ტექნოლოგიების გარეშე, მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა კი ძალიან რთული იქნება.

ვახტანგ ჭარაია, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში:

"ეს კომპლექსური საკითხია და არ არის სასიამოვნო, როდესაც უცხოური ინვესტიციებში დიდი ვარდნაა. ამის ახსნად ამ ეტაპზე ალბათ საარჩევნო წლის ფაქტორი გვევლინება. ამასთანავე, ეს წლის პირველი კვარტალია და მარტო საარჩევნო ფაქტორის დასახელება შეგვიძლია და არა ის პოლიტიკური სირთულეები, რომელიც იყო ქვეყანაში უკვე მეორე კვარტალში (მეორე კვარტლის შედეგებს უნდა დაველოდოთ, ჯერ მაგის მონაცემები არ გვაქვს). გასათვალისწინებელია, რომ მაგ. საფინანსო სექტორშია თვალშისაცემად შემცირებული უცხოური ინვესტიციები, მეორეს მხრივ, მომატებულია ენერგეტიკაში წინა წლის ამ პერიოდთან შედარებით. შესაბამისად, არის მიმართულებები, სადაც არის გარკვეული წინსვლა, თუმცა მთლიანობაში ფაქტია, რომ უცხოურმა ინვესტიციებმა იკლო. გასათვალისწინებელია ის, რომ ინვესტიციები, რომლებიც შემოვიდა, ძირითადად რეინვესტირებას წარმოადგენდა და არა ახალ ინვესტიციებს, ანუ ის ინვესტორები, ვინც უკვე არიან ქვეყანაში, ადგილობრივ ბაზარს ენდობიან, მაგრამ ახალი ინვესტორების შემოყვანა არის გამოწვევა, რომელიც დასაძლევია.

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ განსაკუთრებით საარჩევნო წელს ახალი ინვესტორები არ აქტიურობენ და ისევ და ისევ იმათ მხრებზე გადადის უცხოური ინვესტიციების ჯამური მოცულობა, ვინც უკვე ადგილზეა, ოპერირებს ბაზარზე, ხედავს გარკვეულ ადგილს მისი განვითარებისთვის და, შესაბამისად, ახდენს ინვესტირებას. აქამდე ამ მხრივ წამყვანი მიმართულებები, როგორც წესი, არის საფინანსო სექტორი, ტურიზმთან დაკავშირებული სფეროები, დამამუშავებელი მრეწველობა, ბევრად გასააქტიურებელია სოფლის მეურნეობის სფერო (რათა მეტი უცხოური ინვესტიციები წამოვიდეს, რომელიც გვჭირდება და რაშიც ცოტა ინვესტიცია იდება), ტექნოლოგიების სფეროშია მეტი ინვესტიცია მოსაზიდი, რადგან ამ ეტაპზე ტექნოლოგიები გადამწყვეტია. ინვესტიციების მოზიდვა არ არის მარტივი და ამაზე სახელმწიფო უფრო მეტად უნდა ზრუნავდეს. ინვესტიცია არ არის მარტო ფული, არის თუნდაც კადრების ამაღლება, ახალი კონტაქტები, ახალი ტექნოლოგიები, რომელიც მოჰყვება ამ ინვესტიციებს, ახალი ბაზრები და აშ. სახელმწიფო "აწარმოვე საქართველოში“ გავლით სხვადასხვა პროგრამებს ნერგავს და უკვე აქვს საკმაოდ მრავალფეროვანი შეთავაზებები ინვესტორებისთვის, შემუშავებული აქვთ დარგების მიხედვით წამახალისებელი პროექტები, თუმცა ფაქტია, რომ ახალი ინვესტორების მოზიდვა საქართველოს უჭირს და აქ არის მეტი სამუშაო, რათა ახლები შემოვიდნენ ქვეყანაში და არა ერთი და იგივე ინვესტორზე იყოს დამოკიდებული, რადგან გვჭირდება ახალი მოთამაშეები, რომლებიც ახალ სფეროებს განავითარებენ.

უცხოური ინვესტიციები ევროპიდან და დასავლეთიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მას დიდი წილი უჭირავს ჯამურ ინვესტიციებში, თუმცა ევროპა და ამერიკა არ არის ერთადერთი, ვინც ამ ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოში. ფინანსური ინვესტიციების თვალსაზრისით, ჯამურად შეიძლება ევროკავშირს მართლაც ეკავოს გადამწყვეტი პოზიცია, მაგრამ ქვეყნების მიხედვით თუ ავიღებთ, ბევრი სხვა ქვეყანა გამოჩნდება, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის და საქართველოში დიდ ინვესტიციებს დებს. ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს არა იმას, რომ საქართველომ კონკრეტულად ერთი ქვეყნიდან ან რეგიონიდან მიიღოს ყველა ინვესტიცია, არამედ მაქსიმალურად დივერსიფიცირება მოახდინოს იმიტომ, რომ პოლიტიკური სირთულეები, გამოწვევები ჩვენთან, თუ ინვესტორ ქვეყანაში ყოველთვის არის ხოლმე, როგორც ასეთი (არ არსებობს ქვეყანა, სადაც მუდამ სტაბილურობა და პროგრესია, ყველას აქვს აღმავლობის და დაღმავლობის ფაზები), შესაბამისად, ჩვენი ინტერესი უნდა იყოს, მაქსიმალურად დივერსიფიცირებული იყოს ქვეყნები, საიდანაც ინვესტიციები შემოდის.

პოლიტიკური სირთულეები და დაძაბულობა ევროკავშირთან და ზოგადად დასავლეთის ქვეყნებთან, რა თქმა უნდა, ინვესტიციების მოზიდვისთვის არ არის სასარგებლო, პირიქით, გვართმევს შესაძლებლობას ინვესტორები მოვხიბლოთ, თუმცა ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებას აქვს გასაწევი დიდი მუშაობა იმისთვის, რომ ხელახლა აღადგინოს ის ურთიერთობები, რომელიც გვქონდა დასავლეთთან, რაღაცნაირად გადატვირთვაა საჭირო ქართულ-დასავლური ურთიერთობებისთვის, ვინაიდან ამ ფორმატში არც დასავლეთი დარჩება მოგებული და არც საქართველო. საბოლოო ჯამში, საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნება და ეკონომიკის განვითარება ორივე მხარის ინტერესია და შესაბამისად, მნიშვნელოვანია ეს რთული პერიოდი მალე დაიძლიოს, ერთის მხრივ გვქონდეს შესაძლებლობა მივიღოთ უცხოური ინვესტიციები და სხვა ტიპის მხარდაჭერა, რასაც მუდამ ვიღებთ დასავლეთის მხრიდან და ჩვენც თავად გავუწიოთ მათ ის მხარდაჭერა ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მაგ. იმავე ალტერნატიული სატრანზიტო კორიდორის არსებობის სახით. ჩვენ უცხოური ინვესტიციების არა თუ კლება, რამდენჯერმე ზრდა უნდა დავისახოთ მიზნად იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკას წაადგეს, ამაში ჩვენი დასავლელი პარტნიორები თუ დაგვეხმარებიან, ხომ კარგი, თუ რაღაც პრობლემები შეიქნა, ჩვენთვისვე ცუდია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მაქსიმალურად კარგი ურთიერთობები ჰქონდეს დასავლეთთან მეტი ინვესტიციის მოსაზიდად, თუმცა პარალელურად, მნიშვნელოვანია დივერსიფიცირება იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტი გზით მივიღოთ ის ფინანსური რესურსი, თუ მისი თანმდევი სხვა პოზიტიური რესურსი, რათა არ ვიყოთ მხოლოდ ერთ რეგიონზე დიდი დოზით დამოკიდებული და ჩვენი ბაზარი იყოს მაქსიმალურად დივერსიფიცირებული.“

გიორგი კეპულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი:

"ზოგადად, ყველა ხელისუფლების მიზანი უნდა იყოს ქვეყანაში ინვესტიციებისთვის პოზიტიური მოლოდინების შექმნა, რაც განაპირობებს იმას, რომ ადგილობრივი ბიზნესიც უფრო მოტივირებულია დახარჯოს გარკვეული თანხა შიდა ინვესტიციაზე და უცხოელი ინვესტორებისთვისაც ქვეყანაში უნდა იყოს შექმნილი საინტერესო გარემო და პირობები იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩადოს ფული. ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა - კანონმდებლობაზე, როგორ მიმდინარეობს ბიზნესის რეგისტრაცია, რამდენად ღიაა ქვეყანა, რამდენად თავისუფალია კაპიტალის მოძრაობა, რამდენად სტაბილურია პოლიტიკური გარემო, მნიშვნელოვანი რგოლია სასამართლო და სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა... ამას ყველა აქცევს ყურადღებას, რაც სამწუხაროდ, საქართველოში წლების განმავლობაში მხოლოდ გაუარესების მიმართულებით მიდიოდა და ეს აისახება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე.

უცხოური კომპანია, თუ კერძო პირი, ვინც საქართველოში ფულის ჩადებას აპირებს, ყველაფერს ყურადღებას აქცევს, რეალურ სურათს ხედავს და იმის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას. ამიტომ ინვესტიციების 64%-იანი შემცირება პირველ კვარტალში ლოგიკურია, თუ გადავხედავთ "ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ პოლიტიკას (არა მხოლოდ ბოლო თვეების, არამედ - ზოგადად). ინვესტორს სჭირდება გარანტია, რომ მისი კერძო საკუთრება დაცული იქნება, მათ შორის სასამართლოს მიერ და ის შეძლებს თავისი მოგების მიღებას... ის ნაკლები ინტერესით მიდის ქვეყანაში, სადაც ამის გარანტიების არ არსებობს...

რატომ მცირდება ინვესტიციები - ეს ერთგვარი სიგნალი უნდა იყოს, მათ შორის მთავრობისთვის. კარგად ვიცით, რომ საქართველოში შიდა დანაზოგი და შიდა კაპიტალი იმხელა არ გვაქვს, რომ ეყოს ქვეყანას, ამიტომ მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციის მოზიდვა, წლებია ამაზე დგას საქართველოს ეკონომიკა და ბოლო 30 წლის განმავლობაში თუ რამ გაკეთდა ამ ქვეყანაში, ყველაფერი დასავლური დაფინანსებით, იქნებოდა ეს პირდაპირ უცხოური ინვესტიცია, სესხი, თუ გრანტი. ასეთ სიტუაციაში, მით უმეტეს, საარჩევნო წელს ინვესტორები ახალი პროექტების დაწყებისგან ისედაც თავს იკავებენ, რადგან ქვეყანაში როცა ხელისუფლების ცვლილებაა მოსალოდნელი, ფიქრობენ, როგორ დალაგდებიან ახალ მთავრობასთან და სხვა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს პირველი კვარტლის მონაცემებია და მეორე და მესამე კვარტალში მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს. ინვესტიცია ხომ მარტო ფული არ არის, ინვესტორს შემოაქვს ახალი ცოდნა, განათლება, ახალი ტექნოლოგიები, ადგილზე ასაქმებს ადამიანებს და შემდეგ იხდის გადასახადებს, არა მხოლოდ ის, რომ ვიღაცამ ფული ჩარიცხა, მოგება ნახა და უკან წაიღო.

საინვესტიციო თვალსაზრისით, წამყვანი სექტორი არის საფინანსო სექტორი. დღეს ორი ქართული ბანკი ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ისინი არიან წარმატებულები, ბოლო დროინდელ მოვლენებს თუ არ გავითვალისწინებთ, აქციების ფასი ბოლო თვეებში იზრდებოდა, მაგრამ ბოლო თვე ნახევარში რუსული კანონის ინიციირების და ამერიკული სანქციების დაანონსების შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე მათი აქციების ფასიც შემცირდა, რაც პირდაპირ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამოხატულებაა, ეს პირდაპირ აისახა ამ კომპანიების წარმატებაზე და აქციების ფასზე. ეს ყველაფერი მთლიანად პოლიტიკური სიტუაციითაა განპირობებული. ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის საინვესტიციო თვალსაზრისით, საფინანსო სექტორია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ტურიზმის და სამშენებლო სექტორი, მაგრამ როდესაც ინვესტორი საერთო სურათს უყურებს, ის იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი და მისი კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე. ის ასეთ ქვეყანაში ფულს არ ჩადებს. ჯერ კიდევ "ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როდესაც პირველი დიდი ტალღა დაიწყო, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა იყო ერთ-ერთი პირველი და ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტი, რომელმაც დიდი უცხოური კაპიტალი მოიზიდა ჩვენს ქვეყანაში, ის წლების განმავლობაში პრიორიტეტი იყო საქართველოს ყველა მთავრობისთვის და უნდა იყოს ახლაც, მაგრამ ამას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური, ეკონომიკური ნაბიჯების გადადგმა, საბოლოო ჯამში ის შედეგი მივიღოთ, რაც გამოიწვევს ინვესტიციების არა შემცირებას, არამედ ზრდას, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და ბოლო წლებში ყველა ეს ფაქტორი, სამწუხაროდ, უარესდება.

ქვეყანამ რომ შეიცვალოს დასავლური კურსი, ეს იქნება საფრთხის შემცველი დასავლელი ინვესტორებისთვის, ქვეყანა ისევ ევროკავშირის მიმართულებით უნდა წავიდეს. ჩვენი სტატუსის მიღება იყო ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი სიგნალი უცხოელი ინვესტორებისთვის - ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს, არის ძალიან საინტერესო ინვესტორებისთვის, მაგრამ ჩვენ თუ ვაპირებთ გეზი შევიცვალოთ (დარწმუნებული ვარ ამას არ გააკეთებს ქართველი ხალხი და საქართველოს ეყოლება ისეთი მთავრობა, რომელიც აუცილებლად პროდასავლური იქნება, დასავლურ კურსს შეინარჩუნებს და მისი მთავარი მიზანი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია იქნება), რა თქმა უნდა, დავკარგავთ მიმზიდველობას. პირველ რიგში, პოლიტიკური ნაბიჯებია გადასადგმელი, კანონმდებლობის დონეზეც უფრო მეტი ინტერესი უნდა გავუჩინოთ უცხოელ ინვესტორებს, თუმცა სამწუხაროდ, ამ ეტაპზე რაღაც ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს, რომ უახლოეს თვეებში, არჩევნებამდე რამე შეიცვლება, მდგომარეობის ცვლილების იმედი ნაკლებად მაქვს.

ეს ეტყობა ბიზნესსაც - დღეს იგივე ადგილობრივი ბიზნესი ცდილობს, რომ შეამციროს თავისი ხარჯები მოსალოდნელი კრიზისის და საარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, დაზოგოს გარკვეული თანხა, ვინაიდან ბიზნესი ხომ პირველი გრძნობს, რა მიმართულებით წარმოიქმნება პრობლემა. ამიტომ გამოსავალი, რა თქმა უნდა, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ამ არჩევნებზე იმ აზრის დაფიქსირებაა, რაც არის ქართული საზოგადოების უმრავლესობის აზრი - საქრათველო წავიდეს ევროკავშირის და არა რუსეთის მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ჩვენი ქვეყანა სულაც იზოლაციაში მოექცეს და აღარ დაგვრჩეს მეგობრები დასავლეთში".