მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული ფლოტი ფლორიდის სანაპიროსთან სულ რაღაც 300 კმ-ში - რას მოიცავს კუბაში შესული არმადა და რის მიღწევა სურს რუსეთს ძალის დემონსტრირებით?
რუსული ფლოტი ფლორიდის სანაპიროსთან სულ რაღაც 300 კმ-ში - რას მოიცავს კუბაში შესული არმადა და რის მიღწევა სურს რუსეთს ძალის დემონსტრირებით?

ოთხმა რუ­სულ­მა სამ­ხედ­რო ხო­მალდმა, მათ შო­რის, ბირ­თვულ­მა წყალ­ქვე­შა ნავ­მა, ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში და­გეგ­მი­ლი სამ­ხედ­რო წვრთნე­ბის წინ კუ­ბამ­დე მი­აღ­წია და ამ­ჟა­მად ფლო­რი­დის სა­ნა­პი­რო­დან მხო­ლოდ 200 მი­ლის (და­ახ­ლო­ე­ბით 300კმ) და­შო­რე­ბით იმ­ყო­ფე­ბა.

  • ფლო­ტი - რო­მე­ლიც ფრე­გა­ტის, ატო­მუ­რი წყალ­ქვე­შა ნა­ვის, ნავ­თო­ბის ტან­კე­რი­სა და სა­ბუქ­სი­რო-სა­მაშ­ვე­ლო გე­მის­გან შედ­გე­ბა, ჰა­ვა­ნის ყუ­რე­ში ოთხშა­ბათს შე­ვი­და და კუ­ბამ 21 ზარ­ბაზ­ნის გას­რო­ლით მი­ი­ღო, რაც უმაღ­ლე­სი პა­ტი­ვის მი­გე­ბას აღ­ნიშ­ნავს.

ფლო­ტის ყუ­რე­ში შეს­ვლის ამ­სახ­ველ კად­რებ­ში ჩანს უზარ­მა­ზა­რი გე­მე­ბი, ისე­ვე, რო­გორც კუ­ბე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კრემ­ლის სა­ზღვაო ძა­ლე­ბის­თვის სუ­რა­თე­ბის გა­და­სა­ღე­ბად ქუ­ჩებ­ში გა­მო­ვიდ­ნენ.

ზო­გი­ერ­თი სა­მო­ქა­ლა­ქო პირი რუ­სულ დრო­შა­ში იყო გახ­ვე­უ­ლი, ხოლო ფრე­გა­ტი, თა­ვის მხრივ, კრემ­ლი­სა და კუ­ბის ფე­რებს აფ­რი­ა­ლებ­და, მისი მე­ზღვა­უ­რე­ბი კი კუნ­ძუ­ლო­ვან სა­ხელ­მწი­ფოს­თან მი­ახ­ლო­ე­ბი­სას სამ­ხედ­რო წყო­ბით იდ­გნენ.

კუ­ბა­ში მყო­ფი წყალ­ქვე­შა გემი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, რო­გორც "ყა­ზა­ნი", ია­სე­ნის კლა­სის ატო­მუ­რი საკ­რუ­ი­ზო სა­რა­კე­ტო წყალ­ქვე­შა გემი.

ჩვე­უ­ლებ­რივ, ეს წყალ­ქვე­შა გემი "ცირ­კო­ნის" ჰი­პერბგე­რი­თი რა­კე­ტე­ბი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი, თუმ­ცა რუ­სულ სამ­თავ­რო­ბო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო TASS-ი წერს, რომ უც­ნო­ბია, ამ­ჟა­მად აქვს თუ არა"ყა­ზანს" ამ­გვა­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბა.

  • ამას­თან, აშშ-ისა და კუ­ბის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წყალ­ქვე­შა გემი ბირ­თვუ­ლი ძრა­ვით მუ­შა­ობს, მას ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი არ გა­და­აქვს.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის მრჩე­ველ­მა, ჯეიკ სა­ლი­ვან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ აშშ ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო წვრთნებს ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში და დას­ძი­ნა, რომ არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ რუ­სე­თი კუ­ბა­ში რა­კე­ტებს გა­ნა­თავ­სებს.

ექ­სპერ­ტე­ბი თვლი­ან, რომ წვრთნე­ბი კრემ­ლის მხრი­დან ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბაა მას შემ­დეგ, რაც აშშ-მ უკ­რა­ი­ნას ნება დარ­თო, ამე­რი­კუ­ლი წარ­მო­ე­ბის ია­რა­ღი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხარ­კო­ვის, უკ­რა­ი­ნის მე­ო­რე უდი­დე­სი ქა­ლა­ქის და­სა­ცა­ვად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა.

რუ­სუ­ლი გე­მე­ბი და წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბი ჰა­ვა­ნა­ში 2008 წლი­დან, რუ­სე­თის სამ­ხედ­რო წვრთნე­ბის ფარ­გლებ­ში დგა­ნან. აშშ-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მო­ლო­დი­ნით, ხო­მალ­დე­ბის უახ­ლე­სი ნა­კა­დი რე­გი­ონ­ში ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბა და შე­საძ­ლოა, დრო­ე­ბით ვე­ნე­სუ­ე­ლა­შიც გა­ჩერ­დეს.

წყა­რო

ნა­ხეთ ასე­ვე:

რუ­სეთ­სა და აშშ-ს შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე, რუ­სუ­ლი ატო­მუ­რი წყალ­ქვე­შა ნავი კუ­ბას ეწ­ვე­ვა - რა არის მი­ზა­ნი და რას აცხა­დე­ბენ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რუსული ფლოტი ფლორიდის სანაპიროსთან სულ რაღაც 300 კმ-ში - რას მოიცავს კუბაში შესული არმადა და რის მიღწევა სურს რუსეთს ძალის დემონსტრირებით?

რუსული ფლოტი ფლორიდის სანაპიროსთან სულ რაღაც 300 კმ-ში - რას მოიცავს კუბაში შესული არმადა და რის მიღწევა სურს რუსეთს ძალის დემონსტრირებით?

ოთხმა რუსულმა სამხედრო ხომალდმა, მათ შორის, ბირთვულმა წყალქვეშა ნავმა, ატლანტის ოკეანეში დაგეგმილი სამხედრო წვრთნების წინ კუბამდე მიაღწია და ამჟამად ფლორიდის სანაპიროდან მხოლოდ 200 მილის (დაახლოებით 300კმ) დაშორებით იმყოფება.

  • ფლოტი - რომელიც ფრეგატის, ატომური წყალქვეშა ნავის, ნავთობის ტანკერისა და საბუქსირო-სამაშველო გემისგან შედგება, ჰავანის ყურეში ოთხშაბათს შევიდა და კუბამ 21 ზარბაზნის გასროლით მიიღო, რაც უმაღლესი პატივის მიგებას აღნიშნავს.

ფლოტის ყურეში შესვლის ამსახველ კადრებში ჩანს უზარმაზარი გემები, ისევე, როგორც კუბელები, რომლებიც კრემლის საზღვაო ძალებისთვის სურათების გადასაღებად ქუჩებში გამოვიდნენ.

ზოგიერთი სამოქალაქო პირი რუსულ დროშაში იყო გახვეული, ხოლო ფრეგატი, თავის მხრივ, კრემლისა და კუბის ფერებს აფრიალებდა, მისი მეზღვაურები კი კუნძულოვან სახელმწიფოსთან მიახლოებისას სამხედრო წყობით იდგნენ.

კუბაში მყოფი წყალქვეშა გემი იდენტიფიცირებულია, როგორც "ყაზანი", იასენის კლასის ატომური საკრუიზო სარაკეტო წყალქვეშა გემი.

ჩვეულებრივ, ეს წყალქვეშა გემი "ცირკონის" ჰიპერბგერითი რაკეტებითაა აღჭურვილი, თუმცა რუსულ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი წერს, რომ უცნობია, ამჟამად აქვს თუ არა"ყაზანს" ამგვარი შეიარაღება.

  • ამასთან, აშშ-ისა და კუბის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წყალქვეშა გემი ბირთვული ძრავით მუშაობს, მას ბირთვული იარაღი არ გადააქვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება რუსეთის სამხედრო წვრთნებს ატლანტის ოკეანეში და დასძინა, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი კუბაში რაკეტებს განათავსებს.

ექსპერტები თვლიან, რომ წვრთნები კრემლის მხრიდან ძალის დემონსტრირებაა მას შემდეგ, რაც აშშ-მ უკრაინას ნება დართო, ამერიკული წარმოების იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე ხარკოვის, უკრაინის მეორე უდიდესი ქალაქის დასაცავად გამოეყენებინა.

რუსული გემები და წყალქვეშა ნავები ჰავანაში 2008 წლიდან, რუსეთის სამხედრო წვრთნების ფარგლებში დგანან. აშშ-ის ოფიციალური პირების მოლოდინით, ხომალდების უახლესი ნაკადი რეგიონში ზაფხულის განმავლობაში დარჩება და შესაძლოა, დროებით ვენესუელაშიც გაჩერდეს.

წყარო

ნახეთ ასევე:

რუსეთსა და აშშ-ს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, რუსული ატომური წყალქვეშა ნავი კუბას ეწვევა - რა არის მიზანი და რას აცხადებენ ოფიციალური პირები?