სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრემიერის განცხადებაში არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს - არ არის სათანადო მტკიცებულებები" - სუს-ის ხელმძღვანელი
"პრემიერის განცხადებაში არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს - არ არის სათანადო მტკიცებულებები" - სუს-ის ხელმძღვანელი

სა­მარ­თლებ­რივ სივ­რცე­ში მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად, [პრე­მი­ე­რის] გან­ცხა­დე­ბა­ში არ არის საკ­მა­რი­სი ნიშ­ნე­ბი იმი­სა, რომ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იყოს , - ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცის­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, რო­ბერტ ფი­ცოს ბე­დის გა­ზი­ა­რე­ბით და­ე­მუქრნენ.

გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, რჩე­ვის სა­ხით მი­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ა­ზე გა­მო­ძი­ე­ბის პრე­ცე­დენ­ტი ქარ­თულ სა­მარ­თლებ­რივ სივ­რცე­ში არ არ­სე­ბობს.

"პრე­მი­ერ­მა ბრძა­ნა: მან გა­მაფრ­თხი­ლა მე­გობ­რუ­ლად, რათა მი­მე­ღო უსაფრ­თხო­ე­ბის და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბიო. ეს პირ­და­პირ მუ­ქა­რად ჩა­ით­ვა­ლა? ჩვენს სა­მარ­თლებ­რივ სივ­რცე­ში არ არ­სე­ბობს რჩე­ვის სა­ხით მი­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ა­ზე გა­მო­ძი­ე­ბის პრე­ცე­დენ­ტი “, - გა­ნა­ცხა­და გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბის და­სა­წყე­ბად არ არის სა­თა­ნა­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

"უწყე­ბა თა­ვად წყვეტს არის თუ არა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი ნიშ­ნე­ბი ამა თუ იმ სა­ჯა­როდ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში. ამ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ით­ვა­ლა, რომ საკ­მა­რი­სი არ არის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­სა­წყე­ბად, ანუ გა­მო­ძი­ე­ბის და­სა­წყე­ბად არ არის სა­თა­ნა­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი მუ­შა­ობს, ეს არ იყო საკ­მა­რი­სი“, - გა­ნა­ცხა­და გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ 23 მა­ისს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც აღ­ნიშ­ნავს, რომ ევ­რო­კო­მი­სარ­მა მას­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის“ შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს დაძ­ლე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, და­სავ­ლელ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა შე­საძ­ლოა გარ­კვე­უ­ლი ზო­მე­ბი მი­ი­ღონ და ამა­ვე კონ­ტექ­სტში მან სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი "ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმაც" ახ­სე­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ევ­რო­კო­მი­სარ­მა ოლი­ვერ ვარ­ჰე­იმ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. ვარ­ჰეი წუ­ხი­ლი გა­მოთ­ქვა, რომ მისი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის კონ­კრე­ტუ­ლი ნა­წი­ლი კონ­ტექ­სტი­დან იქნა ამო­ღე­ბუ­ლი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მზა­დაა, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დე­ტა­ლე­ბი, სა­დაც მას სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, რო­ბერტ ფი­ცოს ბე­დის გა­ზი­ა­რე­ბით და­ე­მუქრნენ, უცხო ქვეყ­ნის სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებს მო­უყ­ვეს და მათ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­დას­ცეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"პრემიერის განცხადებაში არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს - არ არის სათანადო მტკიცებულებები" - სუს-ის ხელმძღვანელი

"პრემიერის განცხადებაში არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს - არ არის სათანადო მტკიცებულებები" - სუს-ის ხელმძღვანელი

სამართლებრივ სივრცეში მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, [პრემიერის] განცხადებაში არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს , - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაცისთან დაკავშირებით, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ.

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, რჩევის სახით მიცემულ რეკომენდაციაზე გამოძიების პრეცედენტი ქართულ სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს.

"პრემიერმა ბრძანა: მან გამაფრთხილა მეგობრულად, რათა მიმეღო უსაფრთხოების დამატებითი ზომებიო. ეს პირდაპირ მუქარად ჩაითვალა? ჩვენს სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს რჩევის სახით მიცემულ რეკომენდაციაზე გამოძიების პრეცედენტი “, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, გამოძიების დასაწყებად არ არის სათანადო მტკიცებულებები.

"უწყება თავად წყვეტს არის თუ არა სისხლის სამართლებრივი ნიშნები ამა თუ იმ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაითვალა, რომ საკმარისი არ არის სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, ანუ გამოძიების დასაწყებად არ არის სათანადო მტკიცებულებები. იმ ქვეყანაში, სადაც მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტი მუშაობს, ეს არ იყო საკმარისი“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 23 მაისს სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ევროკომისარმა მასთან საუბრისას განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული "ტერორისტული თავდასხმაც" ახსენა. მოგვიანებით ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ვარჰეი წუხილი გამოთქვა, რომ მისი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული.

მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მზადაა, სატელეფონო საუბრის დეტალები, სადაც მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ, უცხო ქვეყნის საგამოძიებო უწყებებს მოუყვეს და მათ მტკიცებულებები გადასცეს.