სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა - ამით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა" - გრიგოლ ლილუაშვილი
"ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა - ამით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა" - გრიგოლ ლილუაშვილი

ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კე­ბის გა­და­ცე­მას რუ­სე­თის­თვის პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სის რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ დას­რუ­ლე­ბით მოს­კოვ­მა დე­მონ­სტრი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, რომ მისი ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ტეს­ტი უშე­დე­გოა, - ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა, პარ­ლა­მენ­ტში, სუს-ის 2023 წლის ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კე­ბის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის გა­და­ცე­მა, ანექ­სი­ის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა.

„ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კე­ბის გა­და­ცე­მას რუ­სე­თის­თვის პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სის რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ დას­რუ­ლე­ბით მოს­კოვ­მა დე­მონ­სტრი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, რომ მისი ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ტეს­ტი უშე­დე­გოა. მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ნი­მი­ზე­ბის­თვის სა­ო­კუ­პა­ციო ძალა მუდ­მი­ვად ცდი­ლობ­და წარ­მო­ჩე­ნას, თით­ქოს ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კის გას­ხვი­სე­ბის შე­სა­ხებ ე.წ. შე­თან­ხმე­ბა­ზე უა­რის თქმა პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებს და რუ­სეთ­თან ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ურ­თი­ერ­თო­ბას და­ა­ზი­ა­ნებ­და“, - გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში „აპარტ-ოტე­ლე­ბი­სა და აპარ­ტა­მენ­ტე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სის რე­გუ­ლი­რე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი ე.წ. პარ­ლა­მენტს და­სამ­ტკი­ცებ­ლად 2023 წელს წა­რედ­გი­ნა. დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, აფხა­ზეთ­ში 30 ათა­სი აპარ­ტა­მენ­ტი უნდა აშენ­დეს.

„კა­ნონპ­რო­ექ­ტი“ ანექ­სი­უ­რი პო­ლი­ტი­კის ინ­სტრუ­მენ­ტია, ვი­ნა­ი­დან ხსე­ნე­ბუ­ლით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი დის­ბა­ლან­სის შექ­მნა“, - გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბი გა­ნაგ­რძობ­დნენ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბებ­სა და უკა­ნო­ნო ე.წ. ბორ­დე­რი­ზა­ცი­ას, რომ­ლის მთა­ვარ მი­ზანს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდის გაღ­ვი­ვე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ნი­ჰი­ლიზ­მის გავ­რცე­ლე­ბა წარ­მო­ად­გენ­და.

„სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დამ­ძიმ­და და გარ­თულ­და 2023 წლის ნო­ემ­ბერ­ში, რო­დე­საც რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად მოკ­ლეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე თა­მაზ გინ­ტუ­რი”, - გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ლი­ლუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, გა­სულ წელს და­მა­ტე­ბით ად­გი­ლი ჰქონ­და სხვა­დას­ხვა შიდა და გარე აქ­ტო­რე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით ცვლი­ლე­ბის­თვის ნი­ა­და­გის მომ­ზა­დე­ბი­სა და რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის მცდე­ლო­ბებს.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში მაქ­სი­მა­ლურ კონ­ტროლ­ზე გვქონ­და აყ­ვა­ნი­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა და გა­ტა­რე­ბულ იქნა ყვე­ლა სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა, რი­თაც მო­ვა­ხერ­ხეთ ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის პრე­ვენ­ცია და გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა - ამით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა" - გრიგოლ ლილუაშვილი

"ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა - ამით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა" - გრიგოლ ლილუაშვილი

ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, პარლამენტში, სუს-ის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა, ანექსიის გამოხატულებაა.

„ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა. მოსახლეობაში გაჩენილი უკმაყოფილების მინიმიზებისთვის საოკუპაციო ძალა მუდმივად ცდილობდა წარმოჩენას, თითქოს ე.წ. სახელმწიფო აგარაკის გასხვისების შესახებ ე.წ. შეთანხმებაზე უარის თქმა პირდაპირ უკავშირდებოდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ინტერესებს და რუსეთთან ოკუპირებული აფხაზეთის ურთიერთობას დააზიანებდა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში „აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ კანონპროექტი ე.წ. პარლამენტს დასამტკიცებლად 2023 წელს წარედგინა. დოკუმენტის თანახმად, აფხაზეთში 30 ათასი აპარტამენტი უნდა აშენდეს.

„კანონპროექტი“ ანექსიური პოლიტიკის ინსტრუმენტია, ვინაიდან ხსენებულით შესაძლებელი გახდება რუსეთის მოქალაქეების მიერ ოკუპირებულ რეგიონებში უძრავი ქონების შეძენა და მნიშვნელოვანი დემოგრაფიული დისბალანსის შექმნა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, მთელი წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალები განაგრძობდნენ უკანონო დაკავებებსა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას, რომლის მთავარ მიზანს მოსახლეობაში დაუცველობის განცდის გაღვივება, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და საზოგადოებაში ნიჰილიზმის გავრცელება წარმოადგენდა.

„საანგარიშო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა და გართულდა 2023 წლის ნოემბერში, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად მოკლეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური”, - განაცხადა ლილუაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, გასულ წელს დამატებით ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შიდა და გარე აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავების, ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადებისა და რესურსების მობილიზების მცდელობებს.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, საანგარიშო პერიოდში მაქსიმალურ კონტროლზე გვქონდა აყვანილი უსაფრთხოების ყველა მიმართულება და გატარებულ იქნა ყველა საჭირო ღონისძიება, რითაც მოვახერხეთ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების პრევენცია და განეიტრალება“, - განაცხადა ლილუაშვილმა.