მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპარლამენტის უმრავლესობა ნამდვილად პროევროპული და პროუკრაინული იქნება" - დიმიტრი პესკოვი
"ევროპარლამენტის უმრავლესობა ნამდვილად პროევროპული და პროუკრაინული იქნება" - დიმიტრი პესკოვი

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბა პრო­ევ­რო­პუ­ლი და პრო­უკ­რა­ი­ნუ­ლი იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ კრემ­ლის პრესს­პი­კერ­მა, დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

"რო­გორც ჩანს, უმ­რავ­ლე­სო­ბა ნამ­დვი­ლად პრო­ევ­რო­პუ­ლი და პრო­უკ­რა­ი­ნუ­ლი იქ­ნე­ბა. ჩვენ ამას ვხე­დავთ. თუმ­ცა, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მო­მა­ვა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბაც უნდა მოხ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტი­ე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბის ზრდა შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც კარ­გად ჩანს და კრემ­ლი ამ პრო­ცე­სებს ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა.

დი­მიტ­რი პეს­კო­ვი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის მიერ საფ­რან­გე­თის პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნას და ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს საფ­რან­გე­თის სა­ში­ნაო საქ­მეა.

"ეს საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ში­ნაო საქ­მეა. ჩვენ სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვა არ გვსურს. ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცი­ლის­წა­მე­ბის სა­პი­რის­პი­როდ, ჩვენ სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში არ ვე­რე­ვით“, - აღ­ნიშ­ნა კრემ­ლის პრეს­პი­კერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ევროპარლამენტის უმრავლესობა ნამდვილად პროევროპული და პროუკრაინული იქნება" - დიმიტრი პესკოვი

"ევროპარლამენტის უმრავლესობა ნამდვილად პროევროპული და პროუკრაინული იქნება" - დიმიტრი პესკოვი

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ უმრავლესობა პროევროპული და პროუკრაინული იქნება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"როგორც ჩანს, უმრავლესობა ნამდვილად პროევროპული და პროუკრაინული იქნება. ჩვენ ამას ვხედავთ. თუმცა, ევროპარლამენტის მომავალი შემადგენლობის გაანალიზებაც უნდა მოხდეს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისივე თქმით, მემარჯვენე პარტიების პოპულარობის ზრდა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს და კრემლი ამ პროცესებს ყურადღებით აკვირდება.

დიმიტრი პესკოვი ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ემანუელ მაკრონის მიერ საფრანგეთის პარლამენტის დათხოვნას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საფრანგეთის საშინაო საქმეა.

"ეს საფრანგეთის რესპუბლიკის საშინაო საქმეა. ჩვენ საშინაო საქმეებში ჩარევა არ გვსურს. ევროპასა და ამერიკაში ფართოდ გავრცელებული ცილისწამების საპირისპიროდ, ჩვენ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში არ ვერევით“, - აღნიშნა კრემლის პრესპიკერმა.