სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვწუხვარ იმ ტანჯვის გამო, რომელიც მან განიცადა" - ინდონეზიაში გიგანტურმა პითონმა ქალი გადაყლაპა
"ვწუხვარ იმ ტანჯვის გამო, რომელიც მან განიცადა" - ინდონეზიაში გიგანტურმა პითონმა ქალი გადაყლაპა

გა­სულ კვი­რას, ინ­დო­ნე­ზი­ა­ში შემ­ზა­რა­ვი შემ­თხვე­ვა მოხ­და. ოთხი შვი­ლის დედა, ფა­რი­და, ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ში წა­ვი­და, სა­ი­და­ნაც ის გა­უ­ჩი­ნარ­და.

რო­დე­საც ქალი სა­ღა­მოს სახ­ლში არ დაბ­რუნ­და, მე­უღ­ლემ, სა­ხე­ლად ნო­ნიმ ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან ერ­თად ცო­ლის მო­ძებ­ნა და­ი­წყო. მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­გან შემ­დგარ­მაჯ­გუფ­მა ტყე­ში გი­გან­ტუ­რი პი­თო­ნი იპო­ვეს, რო­მელ­საც მუ­ცე­ლი უჩ­ვე­უ­ლოდ ჰქონ­და გა­ბე­რი­ლი.

მა­მა­კა­ცებ­მა ქვე­წარ­მა­ვა­ლი ად­გილ­ზე მოკ­ლეს და მუ­ცე­ლი მა­ჩე­ტე­თი გა­უჭ­რეს. სამ­წუ­ხა­როდ ქალი გვე­ლის ნაწ­ლავ­ში იპო­ვეს. რო­გორც ჩანს, პი­თონ­მა ჯერ ფეხ­ზე უკბი­ნა, შემ­დეგ და­ახ­რჩო და მთლი­ა­ნად გა­დაყ­ლა­პა.

მე­დი­ა­ში შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი გავ­რცელ­და, სა­დაც ჩანს, რო­გორ ამო­ი­ღეს ფა­რი­დას ცხე­და­რი პი­თო­ნის მუც­ლი­დან.

  • კა­ცის თქმით, იმ დღეს ცოლი ბა­ზარ­ში მარ­ტო რომ არ გა­ეშ­ვა, ეს შემ­თხვე­ვა არ მოხ­დე­ბო­და.

"ვწუხ­ვარ იმ ტან­ჯვის გამო, რო­მე­ლიც მან გა­ნი­ცა­და. ვწუხ­ვარ ჩვე­ნი ოჯა­ხის გამო", - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის ქმა­რი.

"ჩვენს სო­ფელ­ში მსგავ­სი რამ აქამ­დე არ მომ­ხდა­რა. ყვე­ლა გა­ვაფრ­თხი­ლეთ, რომ ფრთხი­ლად იყ­ვნენ ტყე­ში გავ­ლი­სას. ქა­ლებს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ახ­ლდეს ვინ­მე...“ - ამ­ბობს მე­დი­ას­თან სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლი.

ინ­დო­ნე­ზი­ა­ში ვე­ლუ­რი პი­თო­ნე­ბის დიდი პო­პუ­ლა­ცია ცხოვ­რობს. სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ხელს უწყობს, რომ ქვე­წარ­მავ­ლე­ბი უსაშ­ვე­ლოდ გა­ი­ზარ­დონ.

პი­თო­ნის მიერ ადა­მი­ა­ნის შეჭ­მის ბოლო შემ­თხვე­ვა ასე­ვე ინ­დო­ნე­ზი­ა­ში 2022 წელს მოხ­და. მა­ში­ნაც მსხვერ­პლი ქალი იყო. 54 წლის ჯაჰ­რა, ჯამ­ბის პრო­ვინ­ცი­ა­ში პლან­ტა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბი­სას გა­უ­ჩი­ნარ­და. ორი დღის შემ­დეგ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა გი­გან­ტუ­რი პი­თო­ნი იპო­ვეს, რო­მე­ლიც ხე­ებს შო­რის იწვა და მუ­ცე­ლი უჩ­ვე­უ­ლოდ ჰქონ­და გა­ბე­რი­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ვწუხვარ იმ ტანჯვის გამო, რომელიც მან განიცადა" - ინდონეზიაში გიგანტურმა პითონმა ქალი გადაყლაპა

"ვწუხვარ იმ ტანჯვის გამო, რომელიც მან განიცადა" - ინდონეზიაში გიგანტურმა პითონმა ქალი გადაყლაპა

გასულ კვირას, ინდონეზიაში შემზარავი შემთხვევა მოხდა. ოთხი შვილის დედა, ფარიდა, ადგილობრივ ბაზარში წავიდა, საიდანაც ის გაუჩინარდა.

როდესაც ქალი საღამოს სახლში არ დაბრუნდა, მეუღლემ, სახელად ნონიმ ადგილობრივებთან ერთად ცოლის მოძებნა დაიწყო. მოხალისეებისგან შემდგარმაჯგუფმა ტყეში გიგანტური პითონი იპოვეს, რომელსაც მუცელი უჩვეულოდ ჰქონდა გაბერილი.

მამაკაცებმა ქვეწარმავალი ადგილზე მოკლეს და მუცელი მაჩეტეთი გაუჭრეს. სამწუხაროდ ქალი გველის ნაწლავში იპოვეს. როგორც ჩანს, პითონმა ჯერ ფეხზე უკბინა, შემდეგ დაახრჩო და მთლიანად გადაყლაპა.

მედიაში შემთხვევის ადგილიდან უმძიმესი კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ამოიღეს ფარიდას ცხედარი პითონის მუცლიდან.

  • კაცის თქმით, იმ დღეს ცოლი ბაზარში მარტო რომ არ გაეშვა, ეს შემთხვევა არ მოხდებოდა.

"ვწუხვარ იმ ტანჯვის გამო, რომელიც მან განიცადა. ვწუხვარ ჩვენი ოჯახის გამო", - ამბობს გარდაცვლილის ქმარი.

"ჩვენს სოფელში მსგავსი რამ აქამდე არ მომხდარა. ყველა გავაფრთხილეთ, რომ ფრთხილად იყვნენ ტყეში გავლისას. ქალებს აუცილებლად უნდა ახლდეს ვინმე...“ - ამბობს მედიასთან სოფლის რწმუნებული.

ინდონეზიაში ველური პითონების დიდი პოპულაცია ცხოვრობს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ურბანული განვითარება ხელს უწყობს, რომ ქვეწარმავლები უსაშველოდ გაიზარდონ.

პითონის მიერ ადამიანის შეჭმის ბოლო შემთხვევა ასევე ინდონეზიაში 2022 წელს მოხდა. მაშინაც მსხვერპლი ქალი იყო. 54 წლის ჯაჰრა, ჯამბის პროვინციაში პლანტაციაში მუშაობისას გაუჩინარდა. ორი დღის შემდეგ ადგილობრივებმა გიგანტური პითონი იპოვეს, რომელიც ხეებს შორის იწვა და მუცელი უჩვეულოდ ჰქონდა გაბერილი.

წაიკითხეთ ასევე: