სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სავიზო შეზღუდვები "მარტივ" სანქციებად ითვლება, რადგან ტოვებს განცდას, რომ ობიექტს მხოლოდ აშშ-ში შესვლა ეზღუდება, სინამდვილეში..." - როგორია პროგნოზი აშშ-ის მორიგი მკაცრი ნაბიჯის შემდეგ?
"სავიზო შეზღუდვები "მარტივ" სანქციებად ითვლება, რადგან ტოვებს განცდას, რომ ობიექტს მხოლოდ აშშ-ში შესვლა ეზღუდება, სინამდვილეში..." - როგორია პროგნოზი აშშ-ის მორიგი მკაცრი ნაბიჯის შემდეგ?

გუ­შინ აშშ-მა სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბის პირ­ვე­ლი ტრან­ში გა­მო­ა­ცხა­და - შე­ზღუდ­ვე­ბი და­უ­წეს­დე­ბათ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რებს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს და კერ­ძო პი­რებს. რო­გორც აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კერ­მა მე­თიუ მი­ლერ­მა გან­მარ­ტა, სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბის პირ­ვე­ლი ტრან­ში 24-დან 34 პირს მო­ი­ცავს.

"აშშ ისევ ღრმა შეშ­ფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტავს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის, ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და რი­ტო­რი­კის გამო. ეს ქმე­დე­ბე­ბი რის­კის ქვეშ აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­სა და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, ისე­ვე, რო­გორც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი სურ­ვილს.

სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა გა­მო­ა­ცხა­და უკვე ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­და­ხედ­ვა. ამის ფარ­გლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა და­ა­წე­სა ახა­ლი სა­ვი­ზო აკ­რძალ­ვის პო­ლი­ტი­კა... დღეს ამ პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში ჩვენ ვა­წე­სებთ სა­ვი­ზო აკ­რძალ­ვებს ათე­უ­ლო­ბით პირ­ზე და მათ შო­რის, ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, მათ­ზე ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის ძი­რის გა­მო­თხრა­ზე, თა­ვი­სუ­ფა­ლი შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბა­ზე, მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ზე... სან­ქცი­ე­ბის ამ პირ­ველ ნა­კად­ში, მო­ი­აზ­რე­ბი­ან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი, პო­ლი­ცია და კერ­ძო პი­რე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მე­თიუ მი­ლერ­მა.

  • მე­თიუ მი­ლერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მას კა­ნო­ნი უკ­რძა­ლავს, და­ა­სა­ხე­ლოს კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი, ისი­ნი, ვი­საც სა­ვი­ზო აკ­რძალ­ვა შე­ე­ხო.

"არ შე­მიძ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბი­სა და გვა­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ კა­ნო­ნით, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია სა­ვი­ზო ინ­ფორ­მა­ცია. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ეს შე­ე­ხო მათ, ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ზე, დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ძი­რის გა­მო­თხრა­ზე, მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ზე და ეს არის ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბის სე­რი­ის მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ნა­კა­დი".

კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ან­დრო გო­ცი­რი­ძე გვე­უბ­ნე­ბა, პროგ­ნო­ზი მა­ინ­ცდა­მა­ინც ოპ­ტი­მის­ტუ­რი არ არის, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი სან­ქცია და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ფუ­ჭე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, აუ­ცი­ლებ­ლად აი­სა­ხე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­სა და თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქე­ზე, ხოლო იზო­ლა­ცი­ა­ში მოქ­ცე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სან­ქცი­ებს ელო­და და პირ­ვე­ლი ეტა­პის­თვის ფი­ნან­სურ მომ­ზა­დე­ბას მო­ას­წრებ­და, ამას აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნებს შიდა მოხ­მა­რე­ბის­თვის, რათა ისევ და­სავ­ლე­თი და­ა­და­ნა­შა­უ­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის შე­ლახ­ვა­ში.

"სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბი ერ­თის მხრივ ყვე­ლა­ზე "მარ­ტივ" სან­ქცი­ე­ბად ით­ვლე­ბა, რად­გან ტო­ვებს გან­ცდას, რომ ობი­ექტს მხო­ლოდ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში შეს­ვლა ეზღუ­დე­ბა, თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს ძა­ლი­ან და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი აქ­ტია, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, ასე­ვე, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ხელ­მწი­ფოს­თვის. აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ამ­გვარ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ის, რომ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ამ ფა­ზა­ში შე­ვი­და, ან სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სრუ­ლი ჩა­ვარ­დნაა, ან სა­გა­რეო კურ­სის, ვექ­ტო­რის შეგ­ნე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა. ორი­ვე მათ­გა­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იწ­ვევს.

პირ­ველ რიგ­ში, ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ რო­დე­საც ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სან­ქცი­რე­ბუ­ლია რა­ი­მე ფორ­მით, ნე­ბის­მი­ე­რი პო­ზი­ტი­უ­რი კონ­ტაქ­ტი, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მა­ტი, თუ პლატ­ფორ­მა შე­ფერ­ხე­ბუ­ლია და ხდე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­და­ხედ­ვა. ბუ­ნებ­რი­ვია, თუკი ასან­ქცი­რებ ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, თა­ნაც დე­მოკ­რა­ტი­ის ძი­რის გა­მო­თხრის, რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის გავ­რცე­ლე­ბის, ძა­ლა­დო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის ბრალ­დე­ბით, მათ­თან აღარ სა­უბ­რობ დახ­მა­რე­ბი­სა თუ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც აუ­ცი­ლე­ბელ მი­ნი­მუ­მამ­დე გყავს დაყ­ვა­ნი­ლი. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა, ფაქ­ტობ­რი­ვად, თან­ხვედ­რა­შია აშშ-სთან, ხოლო ევ­რო­კავ­ში­რი, მი­უ­ხე­და­ვად გარ­კვე­უ­ლი გან­სხვა­ვე­ბე­ბი­სა, ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს ამე­რი­კის ძი­რი­თად ხაზს.

სან­ქცი­ებ­ზე გა­ცი­ლე­ბით და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია ის გან­ცხა­დე­ბა, რაც სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მხრი­დან გაჟ­ღერ­და და რაც სა­ქარ­თვე­ლო-აშშ-ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ყო­ველ­მხრივ გა­და­ხედ­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ად­რინ­დე­ლი და პრეს-სპი­კე­რის გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბი­დან ჩანს, რომ ეს პრო­ცე­სი, სამ­წუ­ხა­როდ და­წყე­ბუ­ლია.

გარ­და ეკო­ნო­მი­კის, სა­ბან­კო, ჯან­დაც­ვის, ეკო­ლო­გი­ის, კულ­ტუ­რი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სფე­რო­ში უამ­რა­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი­სა, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა პირ­და­პირ აცო­ცხლებს თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­როს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მი­მარ­თუ­ლე­ბებს:

სამ­ხედ­რო აღმშე­ნებ­ლო­ბა პირ­და­პირ არის მიბ­მუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ის სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბა­ზე. ქარ­თუ­ლი ჯა­რის აღ­ჭურ­ვა, შე­ი­ა­რა­ღე­ბა, წვრთნე­ბი ნა­ტოს, ორ­მხრივ თუ მრა­ვალ­მხრივ ფორ­მა­ტებ­ში, ფი­ნან­სუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი, თუ სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა პირ­და­პირ აშშ-ის პატ­რო­ნა­ჟით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამ სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში "წვრთნი­სა და აღ­ჭურ­ვის პროგ­რა­მით" და­წყე­ბუ­ლი, ამ დახ­მა­რე­ბის ხარ­ჯზე ქარ­თუ­ლი ჯარი და მთლი­ა­ნად თავ­დაც­ვის სის­ტე­მა სან­დო პარტნი­ო­რად გა­და­იქ­ცა. უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ბევ­რი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის­თვის, რომ­ლე­ბიც ასე­ვე ეხ­მა­რე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლებს, ამე­რი­კუ­ლი დახ­მა­რე­ბის უწყვე­ტო­ბა გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რია. ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­ფერ­ხე­ბა გა­მო­უს­წო­რე­ბელ ზა­რალს მი­ა­ყე­ნებს ქარ­თულ თავ­დაც­ვის ძა­ლებს.

ქარ­თუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის და პო­ლი­ცი­ის ძლი­ე­რე­ბა სწო­რედ ამე­რი­კუ­ლი მხა­რის მრა­ვალ­წლი­ა­ნი ტექ­ნი­კუ­რი, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, თუ ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის ხარ­ჯზეა მიღ­წე­უ­ლი. დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი ღია ფორ­მატ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა ფაქ­ტია, სწო­რედ ამე­რი­კის დახ­მა­რე­ბით და თა­ნა­მედ­რო­ვე ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი და­ნა­ყო­ფის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბით გა­ნე­იტ­რალ­და ჯერ კი­დევ 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში რუ­სუ­ლი მუ­ქა­რა პან­კი­სის და­ბომბვას­თან და სა­ერ­თო ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ქვეყ­ნის ხელ­მე­ო­რე ოკუ­პა­ცი­ას ნიშ­ნავ­და.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის როლი გა­დამ­წყვე­ტია ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არ­სე­ბუ­ლი სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­ჟი­მე­ბის არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში, რო­მე­ლიც 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის შემ­დგომ წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. რო­დე­საც ამ თე­მა­ზე ვსა­უბ­რობთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს სა­უ­ბა­რი ისევ რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის სტილ­ში წარ­მარ­თოს და ამომ­რჩე­ველს უთხრას, თით­ქოს ვინ­მე სა­ქარ­თვე­ლოს ამ რე­გი­ო­ნე­ბის აღი­ა­რე­ბით ემუქ­რე­ბო­დეს. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ასე არ არის, უბ­რა­ლოდ რუ­სე­თი დიდ ძა­ლის­ხმე­ვას და ფი­ნან­სურ რე­სურსს ხარ­ჯავ­და და ხარ­ჯავს აფ­რი­კის, სამ­ხრეთ ამე­რი­კის და წყნა­რი ოკე­ა­ნის ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბებ­თან აღი­ა­რე­ბის მი­საღ­წე­ვად. ამის სა­პი­რის­პი­როდ, მხო­ლოდ ამე­რი­კის ფაქ­ტო­რი, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის უპი­რო­ბო მხარ­და­ჭე­რა, ზოგ­ჯერ კი წნე­ხიც აკა­ვებთ ამ ქვეყ­ნებს მსგავ­სი და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმი­სა­გან. ცხა­დია, სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­და­ხედ­ვა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზეც ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი იყო. ამას გარ­და, მისი ნე­ბის­მი­ე­რი ად­მი­ნის­ტრა­ცია ყო­ველ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დით იდგა რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას. რამ­დე­ნად შეძ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო რე­ა­ლუ­რი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაც­ვას იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ამ ფორ­მებს იღებს, ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რია. რუ­სე­თი­დან მომ­დი­ნა­რე რე­ა­ლუ­რი საფრ­თხის სა­ნაც­ვლოდ, რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და ამომ­რჩე­ველს „სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტად“ ვი­ღა­ცის სქე­სობ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კონ­ტროლს ასა­ღებს და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ა­ში აქ­ცევს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­დე­გე­ბით.

პროგ­ნო­ზი მა­ინ­ცდა­მა­ინც ოპ­ტი­მის­ტუ­რი არ არის, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი სან­ქცია და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ფუ­ჭე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, აუ­ცი­ლებ­ლად აი­სა­ხე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­სა და თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქე­ზე, იზო­ლა­ცი­ა­ში მოქ­ცე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სან­ქცი­ებს ელო­და და პირ­ვე­ლი ეტა­პის­თვის ფი­ნან­სურ მომ­ზა­დე­ბას მო­ას­წრებ­და, ამას აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნებს შიდა მოხ­მა­რე­ბის­თვის, რათა ისევ და­სავ­ლე­თი და­ა­და­ნა­შა­უ­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის შე­ლახ­ვა­ში“.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"სავიზო შეზღუდვები "მარტივ" სანქციებად ითვლება, რადგან ტოვებს განცდას, რომ ობიექტს მხოლოდ აშშ-ში შესვლა ეზღუდება, სინამდვილეში..." - როგორია პროგნოზი აშშ-ის მორიგი მკაცრი ნაბიჯის შემდეგ?

"სავიზო შეზღუდვები "მარტივ" სანქციებად ითვლება, რადგან ტოვებს განცდას, რომ ობიექტს მხოლოდ აშშ-ში შესვლა ეზღუდება, სინამდვილეში..." - როგორია პროგნოზი აშშ-ის მორიგი მკაცრი ნაბიჯის შემდეგ?

გუშინ აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა - შეზღუდვები დაუწესდებათ "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებს და კერძო პირებს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განმარტა, სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 34 პირს მოიცავს.

"აშშ ისევ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული ქმედებების, ბოლოდროინდელი განცხადებებისა და რიტორიკის გამო. ეს ქმედებები რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალსა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ისევე, როგორც ქართველი ხალხი სურვილს.

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა უკვე ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა. ამის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა ახალი სავიზო აკრძალვის პოლიტიკა... დღეს ამ პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ ვაწესებთ სავიზო აკრძალვებს ათეულობით პირზე და მათ შორის, ოჯახის წევრებზე, მათზე ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე, თავისუფალი შეკრების უფლებაზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე... სანქციების ამ პირველ ნაკადში, მოიაზრებიან "ქართული ოცნების" წევრები, პარლამენტის წევრები, პოლიცია და კერძო პირები", - განაცხადა მეთიუ მილერმა.

  • მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ მას კანონი უკრძალავს, დაასახელოს კონკრეტული პირები, ისინი, ვისაც სავიზო აკრძალვა შეეხო.

"არ შემიძლია კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება. შეგახსენებთ, რომ კანონით, კონფიდენციალურია სავიზო ინფორმაცია. როგორც აღვნიშნე, ეს შეეხო მათ, ვინც პასუხისმგებელია დეზინფორმაციის გავრცელებაზე, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე და ეს არის ჩვენი ქმედებების სერიის მხოლოდ პირველი ნაკადი".

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე გვეუბნება, პროგნოზი მაინცდამაინც ოპტიმისტური არ არის, რადგან ნებისმიერი სანქცია და ურთიერთობების გაფუჭება ხელისუფლებასთან, აუცილებლად აისახება სახელმწიფოსა და თითოეულ მოქალაქეზე, ხოლო იზოლაციაში მოქცეული ხელისუფლება, რომელიც სანქციებს ელოდა და პირველი ეტაპისთვის ფინანსურ მომზადებას მოასწრებდა, ამას აუცილებლად გამოიყენებს შიდა მოხმარებისთვის, რათა ისევ დასავლეთი დაადანაშაულოს სუვერენიტეტის შელახვაში.

"სავიზო შეზღუდვები ერთის მხრივ ყველაზე "მარტივ" სანქციებად ითვლება, რადგან ტოვებს განცდას, რომ ობიექტს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა ეზღუდება, თუმცა, სინამდვილეში ეს ძალიან დამაზიანებელი აქტია, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე, სამწუხაროდ, სახელმწიფოსთვის. აქ მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სწორედ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ამგვარ განვითარებაზე და ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები ამ ფაზაში შევიდა, ან საგარეო პოლიტიკის სრული ჩავარდნაა, ან საგარეო კურსის, ვექტორის შეგნებული ცვლილება. ორივე მათგანი პასუხისმგებლობას იწვევს.

პირველ რიგში, ხაზგასასმელია, რომ როდესაც ქვეყნის ხელისუფლება სანქცირებულია რაიმე ფორმით, ნებისმიერი პოზიტიური კონტაქტი, თანამშრომლობის ნებისმიერი ფორმატი, თუ პლატფორმა შეფერხებულია და ხდება ურთიერთობების გადახედვა. ბუნებრივია, თუკი ასანქცირებ ქვეყნის ხელისუფლებას, თანაც დემოკრატიის ძირის გამოთხრის, რუსული პროპაგანდის გავრცელების, ძალადობის წახალისების ბრალდებით, მათთან აღარ საუბრობ დახმარებისა თუ თანამშრომლობის წარმატებულ პროექტებზე და ურთიერთობებიც აუცილებელ მინიმუმამდე გყავს დაყვანილი. საგულისხმოა, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკა, ფაქტობრივად, თანხვედრაშია აშშ-სთან, ხოლო ევროკავშირი, მიუხედავად გარკვეული განსხვავებებისა, ასევე ითვალისწინებს ამერიკის ძირითად ხაზს.

სანქციებზე გაცილებით დამაზიანებელია ის განცხადება, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან გაჟღერდა და რაც საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ყოველმხრივ გადახედვას ითვალისწინებს. სახელმწიფო მდივნის ადრინდელი და პრეს-სპიკერის გუშინდელი განცხადებიდან ჩანს, რომ ეს პროცესი, სამწუხაროდ დაწყებულია.

გარდა ეკონომიკის, საბანკო, ჯანდაცვის, ეკოლოგიის, კულტურისა და მეცნიერების სფეროში უამრავი წარმატებული პროექტისა, შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა პირდაპირ აცოცხლებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს უმნიშვნელოვანეს მიმართულებებს:

სამხედრო აღმშენებლობა პირდაპირ არის მიბმული საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ქართული ჯარის აღჭურვა, შეიარაღება, წვრთნები ნატოს, ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში, ფინანსური, პოლიტიკური, ტექნოლოგიური, თუ სამხედრო დახმარება პირდაპირ აშშ-ის პატრონაჟით ხორციელდება. ამ საუკუნის დასაწყისში "წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით" დაწყებული, ამ დახმარების ხარჯზე ქართული ჯარი და მთლიანად თავდაცვის სისტემა სანდო პარტნიორად გადაიქცა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრი მეგობარი ქვეყნისთვის, რომლებიც ასევე ეხმარებიან საქართველოს თავდაცვის ძალებს, ამერიკული დახმარების უწყვეტობა გადამწყვეტი ფაქტორია. ამ ურთიერთობების შეფერხება გამოუსწორებელ ზარალს მიაყენებს ქართულ თავდაცვის ძალებს.

ქართული სპეცსამსახურების და პოლიციის ძლიერება სწორედ ამერიკული მხარის მრავალწლიანი ტექნიკური, ტექნოლოგიური, ინფორმაციული, ინტელექტუალური, თუ ფინანსური დახმარების ხარჯზეა მიღწეული. დეტალებზე საუბარი ღია ფორმატში შეუძლებელია, თუმცა ფაქტია, სწორედ ამერიკის დახმარებით და თანამედროვე ანტიტერორისტული დანაყოფის ჩამოყალიბებით განეიტრალდა ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში რუსული მუქარა პანკისის დაბომბვასთან და საერთო ანტიტერორისტული ცენტრის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რაც, ფაქტობრივად, ქვეყნის ხელმეორე ოკუპაციას ნიშნავდა.

შეერთებული შტატების როლი გადამწყვეტია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სეპარატისტული რეჟიმების არაღიარების პოლიტიკაში, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ წარმატებით ხორციელდება. როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, ხელისუფლება ცდილობს საუბარი ისევ რუსული პროპაგანდის სტილში წარმართოს და ამომრჩეველს უთხრას, თითქოს ვინმე საქართველოს ამ რეგიონების აღიარებით ემუქრებოდეს. ბუნებრივია, ეს ასე არ არის, უბრალოდ რუსეთი დიდ ძალისხმევას და ფინანსურ რესურსს ხარჯავდა და ხარჯავს აფრიკის, სამხრეთ ამერიკის და წყნარი ოკეანის ქვეყნების მთავრობებთან აღიარების მისაღწევად. ამის საპირისპიროდ, მხოლოდ ამერიკის ფაქტორი, საგარეო პოლიტიკაში არაღიარების პოლიტიკის უპირობო მხარდაჭერა, ზოგჯერ კი წნეხიც აკავებთ ამ ქვეყნებს მსგავსი დამაზიანებელი ნაბიჯის გადადგმისაგან. ცხადია, სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების გადახედვა ამ მიმართულებაზეც ნეგატიურად აისახება.

შეერთებული შტატები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად, საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერი იყო. ამას გარდა, მისი ნებისმიერი ადმინისტრაცია ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებისას. რამდენად შეძლებს საქართველო რეალური სუვერენიტეტის დაცვას იმ პირობებში, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა ამ ფორმებს იღებს, ადვილი მისახვედრია. რუსეთიდან მომდინარე რეალური საფრთხის სანაცვლოდ, რუსული პროპაგანდა ამომრჩეველს „სუვერენიტეტად“ ვიღაცის სქესობრივი ურთიერთობების, პირადი ცხოვრების, გამოხატვის თავისუფლების კონტროლს ასაღებს და საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს, აქედან გამომდინარე შედეგებით.

პროგნოზი მაინცდამაინც ოპტიმისტური არ არის, რადგან ნებისმიერი სანქცია და ურთიერთობების გაფუჭება ხელისუფლებასთან, აუცილებლად აისახება სახელმწიფოსა და თითოეულ მოქალაქეზე, იზოლაციაში მოქცეული ხელისუფლება, რომელიც სანქციებს ელოდა და პირველი ეტაპისთვის ფინანსურ მომზადებას მოასწრებდა, ამას აუცილებლად გამოიყენებს შიდა მოხმარებისთვის, რათა ისევ დასავლეთი დაადანაშაულოს სუვერენიტეტის შელახვაში“.

წაიკითხეთ ასევე: