პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

25

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 08:09-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:36-დან კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. აგრეთვე, დასვენებისა და შიმშილისთვის. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მეცნიერება
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენით დაჯარიმდებით ლგბტ პროპაგანდის წარმოების შემთხვევაში - ცვლილებათა პაკეტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებასაც ითვალისწინებს
რამდენით დაჯარიმდებით ლგბტ პროპაგანდის წარმოების შემთხვევაში - ცვლილებათა პაკეტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებასაც ითვალისწინებს

ე.წ. ლგბტ პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მე­ბი­სა და სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

19-კა­ნონპ­რო­ექ­ტის­გან შემ­დგარ სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კეტ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი მათ შო­რის „ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ და „სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში“ ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ორი­ვე კო­დექსს ახა­ლი მუხ­ლი ემა­ტე­ბა, სა­ხელ­წო­დე­ბით - „ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვა­ნის დაც­ვის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვა“.

„ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ფუ­ლა­დი ჯა­რი­მე­ბი 800 ლა­რი­დან 4 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ისე­თი რეკ­ლა­მის გავ­რცე­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სქე­სის­თვის მი­კუთ­ვნე­ბის, ერთი და იმა­ვე ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ნიშ­ნით გა­მო­ხა­ტუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ან ინ­ცეს­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ, თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი რეკ­ლა­მის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი მის გავ­რცე­ლე­ბა­ზე ფაქ­ტობ­რივ კონ­ტროლს ახორ­ცი­ე­ლებ­და − გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 800 ლა­რის ოდე­ნო­ბით, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საგ­ნის კონ­ფის­კა­ცი­ით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 2 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საგ­ნის კონ­ფის­კა­ცი­ით.

არას­რულ­წლო­ვა­ნის­თვის მას­თან პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზით ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის - მათ შო­რის, ისე­თი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­წარ­მო­ე­ბის მი­წო­დე­ბა, გა­ზი­ა­რე­ბა ან ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის (მათ შო­რის, ისე­თი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­წარ­მო­ე­ბის) ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შექ­მნა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სქე­სის­თვის მი­კუთ­ვნე­ბის, ერთი და იმა­ვე ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ნიშ­ნით გა­მო­ხა­ტუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ან ინ­ცეს­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ, გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 1 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საგ­ნის კონ­ფის­კა­ცი­ით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 3 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საგ­ნის კონ­ფის­კა­ცი­ით.

ამა­ვე პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ად­რე­უ­ლი აღ­ზრდის, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, ასე­ვე ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის/სკო­ლის, პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის/კო­ლე­ჯის ან უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ში ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­ტა­ნა ან აღ­ნიშ­ნუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლის მიერ ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის ფარ­გლებ­ში და და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა ან გავ­რცე­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სქე­სის­თვის მი­კუთ­ვნე­ბის, ერთი და იმა­ვე ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ნიშ­ნით გა­მო­ხა­ტუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ან ინ­ცეს­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ − გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 1 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საგ­ნის კონ­ფის­კა­ცი­ით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რი­სა − 4 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საგ­ნის კონ­ფის­კა­ცი­ით.

რაც შე­ე­ხე­ბა “სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში“ და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ­სახ­დელ­და­დე­ბუ­ლი პი­რის მი­მართ გავ­რცელ­დე­ბა. კა­ნონპ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს დას­ჯას ჯა­რი­მით, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით - 3-წლამ­დე ვა­დით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას, ვა­დით 2-წლამ­დე.

გარ­და ამი­სა, ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რის სქე­სის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სქე­სის­თვის მი­კუთ­ვნე­ბის მიზ­ნით ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის სხვის­თვის ჩა­ტა­რე­ბა ან სხვა სა­ხის სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის სხვის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბა და­ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით 3-წლამ­დე ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით 1-დან 4-წლამ­დე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის­თვის იუ­რი­დი­უ­ლი პირი ჯა­რი­მით და­ის­ჯე­ბა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი პარ­ლა­მენ­ტში უკვე ინი­ცი­რე­ბუ­ლია და ის ბი­უ­როს უახ­ლო­ეს სხდო­მა­ზე წა­რედ­გი­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კვარა და ჟორჟი ერთად ლიონი - პსჟ-ის მატჩის შემდეგ - ორი ქართველის ამაღელვეველი შეხვედრის კადრები
ავტორი:

რამდენით დაჯარიმდებით ლგბტ პროპაგანდის წარმოების შემთხვევაში - ცვლილებათა პაკეტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებასაც ითვალისწინებს

რამდენით დაჯარიმდებით ლგბტ პროპაგანდის წარმოების შემთხვევაში - ცვლილებათა პაკეტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებასაც ითვალისწინებს

ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ადმინისტრაციული ჯარიმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.

19-კანონპროექტისგან შემდგარ საკანონმდებლო პაკეტში ცვლილებები მათ შორის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ ხორციელდება.

ორივე კოდექსს ახალი მუხლი ემატება, სახელწოდებით - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევა“.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმები 800 ლარიდან 4 000 ლარის ოდენობით.

უფრო კონკრეტულად, ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, თუ აღნიშნული რეკლამის გამავრცელებელი მის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებდა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

არასრულწლოვანისთვის მასთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელების გზით ისეთი ინფორმაციის - მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების მიწოდება, გაზიარება ან ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის შექმნა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, ადრეული აღზრდის, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში და დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირისა − 4 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

რაც შეეხება “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიმართ გავრცელდება. კანონპროექტი ითვალისწინებს დასჯას ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით - 3-წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით 2-წლამდე.

გარდა ამისა, ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით ქირურგიული ოპერაციის სხვისთვის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის სხვის მიმართ გამოყენება დაისჯება ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3-წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 4-წლამდე. აღნიშნული ქმედებისთვის იურიდიული პირი ჯარიმით დაისჯება.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და ის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.