კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იკრძალება ერთნაირი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების გავრცელება - კიდევ რის აკრძალვა იგეგმება "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი?
იკრძალება ერთნაირი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების გავრცელება - კიდევ რის აკრძალვა იგეგმება "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი?

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ერთი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ინ­ტი­მუ­რი სცე­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა მა­უ­წყებ­ლებს აეკ­რძა­ლე­ბათ. შე­ზღუდ­ვა შე­ე­ხე­ბა კი­ნო­თე­ატ­რებ­ში გა­სულ ფილმში მსგავ­სი ში­ნა­არ­სის კად­რებ­საც.

  • რო­გორც პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მმარ­თვე­ლი გუნ­დი დღეს კა­ნო­ნე­ბის პა­კეტს "ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ აი­ნი­ცი­რებს, რი­თაც რიგ კა­ნო­ნებ­ში შევა ცვლი­ლე­ბე­ბი და ერთი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ინ­ტი­მუ­რი სცე­ნე­ბის პრო­პა­გან­დის შე­ზღუდ­ვა, მათ შო­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­საც შე­ე­ხე­ბათ.

"რაც შე­ე­ხე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სექ­ტორს, აქ სა­კი­თხი ეხე­ბა პროგ­რა­მებ­ში პრო­პა­გან­დას. ეს ეხე­ბა პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, რეკ­ლა­მი­რე­ბას, პრო­პა­გან­დას, რომ ერთი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ადა­მი­ან­მა თავი მი­ა­კუთ­ვნოს სა­პი­რის­პი­როს ან სხვა სქესს. პრო­პა­გან­დაა, რომ ერთი სქე­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დეთ ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და ეს არის ინ­ცეს­ტის პრო­პა­გან­და. თუ იქ­ნე­ბა ამ სამი სა­კი­თხის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და პრო­პა­გან­და, ეს იქ­ნე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და მა­უ­წყებ­ლებ­ში, ასე­თი სა­ხის პროგ­რა­მე­ბი.

  • რაც შე­ე­ხე­ბა მა­უ­წყებ­ლებს და შე­მოქ­მე­დე­ბით პროგ­რა­მებს თუ მა­სა­ლებს, აქ დათ­ქმა არის გა­კე­თე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად, რომ ეს ეხე­ბა იმ­დე­ნად რამ­დე­ნა­დაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ინ­ტი­მუ­რი სცე­ნე­ბის არ გაშ­ვე­ბას. არა თე­მა­ტუ­რად, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად შე­ზღუდ­ვას, არა­მედ თა­ვად სცე­ნე­ბის, რაც არის ასე­ვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრაქ­ტი­კა.

და­ვა­ზუს­ტებ, ეს ეხე­ბა მა­უ­წყებ­ლებ­სა და კი­ნოჩ­ვე­ნე­ბას. არ ეხე­ბა სხვა მხრივ კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ამ შემ­თხვე­ვა­შიც მა­უ­წყებ­ლებს ეხე­ბა იმ ფარ­გლებ­ში მხო­ლოდ, რომ პი­რო­ბი­თად თუ ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­დის რა­ი­მე ფილ­მი და არის ინ­ტი­მუ­რი სცე­ნა ამ ში­ნა­არ­სის, ეს სცე­ნა უნდა იყოს შე­ზღუ­დუ­ლი. ეს შე­ზღუდ­ვა ეხე­ბა კი­ნო­თე­ატ­რებ­საც“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

ავტორი:

იკრძალება ერთნაირი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების გავრცელება - კიდევ რის აკრძალვა იგეგმება "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი?

იკრძალება ერთნაირი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების გავრცელება - კიდევ რის აკრძალვა იგეგმება "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი?

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელება მაუწყებლებს აეკრძალებათ. შეზღუდვა შეეხება კინოთეატრებში გასულ ფილმში მსგავსი შინაარსის კადრებსაც.

  • როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდი დღეს კანონების პაკეტს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ აინიცირებს, რითაც რიგ კანონებში შევა ცვლილებები და ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების პროპაგანდის შეზღუდვა, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც შეეხებათ.

"რაც შეეხება საგანმანათლებლო სექტორს, აქ საკითხი ეხება პროგრამებში პროპაგანდას. ეს ეხება პოპულარიზაციას, რეკლამირებას, პროპაგანდას, რომ ერთი სქესის წარმომადგენელმა ადამიანმა თავი მიაკუთვნოს საპირისპიროს ან სხვა სქესს. პროპაგანდაა, რომ ერთი სქესის მქონე ადამიანებს ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობა და ეს არის ინცესტის პროპაგანდა. თუ იქნება ამ სამი საკითხის პოპულარიზაცია და პროპაგანდა, ეს იქნება შეზღუდული საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მაუწყებლებში, ასეთი სახის პროგრამები.

  • რაც შეეხება მაუწყებლებს და შემოქმედებით პროგრამებს თუ მასალებს, აქ დათქმა არის გაკეთებული სპეციალურად, რომ ეს ეხება იმდენად რამდენადაც შეეხება თავად ინტიმური სცენების არ გაშვებას. არა თემატურად, შინაარსობრივად შეზღუდვას, არამედ თავად სცენების, რაც არის ასევე ჩვეულებრივი პრაქტიკა.

დავაზუსტებ, ეს ეხება მაუწყებლებსა და კინოჩვენებას. არ ეხება სხვა მხრივ კულტურულ ღონისძიებებს. ამ შემთხვევაშიც მაუწყებლებს ეხება იმ ფარგლებში მხოლოდ, რომ პირობითად თუ ტელევიზიით გადის რაიმე ფილმი და არის ინტიმური სცენა ამ შინაარსის, ეს სცენა უნდა იყოს შეზღუდული. ეს შეზღუდვა ეხება კინოთეატრებსაც“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნახეთ ასევე: