მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანეთში მცხოვრები, ქართველი მომღერლის მორიგი წარმატება - ეკატერინე გოგლიძემ ხელშეკრულება ხმის ჩამწერი კომპანიების ერთ-ერთ გიგანტთან გააფორმა
ბრიტანეთში მცხოვრები, ქართველი მომღერლის მორიგი წარმატება - ეკატერინე გოგლიძემ ხელშეკრულება ხმის ჩამწერი კომპანიების ერთ-ერთ გიგანტთან გააფორმა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ბრი­ტა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თველ­მა მომ­ღერ­ლის ეკა­ტე­რი­ნე გოგ­ლი­ძის მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბის ამ­ბა­ვი გახ­და ცნო­ბი­ლი - მან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა Warner Music Group-თან.

Warner Music Group მე­სა­მე უდი­დე­სი ბიზ­ნეს ჯგუ­ფია,რო­მე­ლიც ხმის ჩამ­წერ ლე­იბლთა ჯგუფს ეკუთ­ვნის და შე­დის მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­დუსტრი­ის ხმის ჩამ­წე­რი კომ­პა­ნი­ე­ბის დიდ ოთხე­ულ­ში.

ეკა­ტე­რი­ნე გოგ­ლი­ძე პოპ-როკ ჟან­რის სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტო­რი და შემ­სრუ­ლე­ბე­ლია. მისი დე­ბი­უ­ტი 2016 წელს შეს­დგა რა­დიო BBC- ზე, სა­დაც მან პირ­და­პირ ეთერ­ში რამ­დე­ნი­მე სა­კუ­თა­რი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლა.

მომ­დევ­ნო წლებ­ში კი არა­ერ­თი სინ­გლი ჩა­წე­რა და კლი­პი გა­და­ი­ღო მი­სი­ვე ავ­ტო­რო­ბით.

ეკა­ტე­რი­ნე თა­ნამ­შრომ­ლობ­და მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ ისეთ პრო­დი­უ­სე­რებ­თან , რო­გო­რი­ცაა ტო­მა­სო კო­ლი­ვა. ახა­ლი სიმ­ღე­რა Your Girl 2024 წელს ჩა­ი­წე­რა ლონ­დონ­ში, Pierce entertainment სტუ­დი­ა­ში, სა­დაც ასე­ვე იწე­რე­ბა სემ სმი­ტის, U2-ს, Asap Rocky-ს სიმ­ღე­რე­ბი.

ივ­ნი­სის შუა რი­ცხვებ­ში, Warner music და ეკა­ტე­რი­ნე გოგ­ლი­ძის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, შედ­გე­ბა Your Girl- ის მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რა. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ 2020 წელს ბრი­ტა­ნეთ­მა ეკა­ტე­რი­ნეს მი­ა­ნი­ჭა Exeptional TalanT visa მუ­სი­კის დარ­გში.

ქარ­თველ­მა მუ­სი­კო­სი უცხო­ე­თის მუ­სი­კა­ლურ ბა­ზარ­ზე ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ გა­მოჩ­ნდა. მისი სიმ­ღე­რე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ საფ­რან­გე­თის, ამე­რი­კის, ინ­გლი­სის, კვიპ­რო­სის, შვე­ი­ცა­რი­ის რა­დი­ო­ე­ბი.

იმ­ჟა­მად ეკა­ტე­რი­ნე ინ­გლის­ში, კემ­ბრი­ჯის კო­ლე­ჯში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე სწავ­ლობ­და. ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მა­გის­ტრა­ტუ­რა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აგ­რძე­ლა, მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო "ფორბსში“.

პა­რა­ლე­ლუ­რად ჰყავ­და ბენ­დი და წერ­და სიმ­ღე­რებს. სა­ბო­ლო­ოდ მო­ა­ხერ­ხა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა და მუ­სი­კა ერ­თმა­ნეთ­თან და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნა. პან­დე­მი­ის დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და ახალ სიმ­ღე­რა­ზე კლი­პი გა­და­ი­ღო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ბრიტანეთში მცხოვრები, ქართველი მომღერლის მორიგი წარმატება - ეკატერინე გოგლიძემ ხელშეკრულება ხმის ჩამწერი კომპანიების ერთ-ერთ გიგანტთან გააფორმა

ბრიტანეთში მცხოვრები, ქართველი მომღერლის მორიგი წარმატება - ეკატერინე გოგლიძემ ხელშეკრულება ხმის ჩამწერი კომპანიების ერთ-ერთ გიგანტთან გააფორმა

რამდენიმე დღის წინ, ბრიტანეთში მცხოვრები ქართველმა მომღერლის ეკატერინე გოგლიძის მორიგი წარმატების ამბავი გახდა ცნობილი - მან ხელშეკრულება გააფორმა Warner Music Group-თან.

Warner Music Group მესამე უდიდესი ბიზნეს ჯგუფია,რომელიც ხმის ჩამწერ ლეიბლთა ჯგუფს ეკუთვნის და შედის მუსიკალური ინდუსტრიის ხმის ჩამწერი კომპანიების დიდ ოთხეულში.

ეკატერინე გოგლიძე პოპ-როკ ჟანრის სიმღერების ავტორი და შემსრულებელია. მისი დებიუტი 2016 წელს შესდგა რადიო BBC- ზე, სადაც მან პირდაპირ ეთერში რამდენიმე საკუთარი სიმღერა შეასრულა.

მომდევნო წლებში კი არაერთი სინგლი ჩაწერა და კლიპი გადაიღო მისივე ავტორობით.

ეკატერინე თანამშრომლობდა მსოფლიოში ცნობილ ისეთ პროდიუსერებთან , როგორიცაა ტომასო კოლივა. ახალი სიმღერა Your Girl 2024 წელს ჩაიწერა ლონდონში, Pierce entertainment სტუდიაში, სადაც ასევე იწერება სემ სმიტის, U2-ს, Asap Rocky-ს სიმღერები.

ივნისის შუა რიცხვებში, Warner music და ეკატერინე გოგლიძის თანამშრომლობის ფარგლებში, შედგება Your Girl- ის მსოფლიო პრემიერა. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს ბრიტანეთმა ეკატერინეს მიანიჭა Exeptional TalanT visa მუსიკის დარგში.

ქართველმა მუსიკოსი უცხოეთის მუსიკალურ ბაზარზე ჯერ კიდევ წლების წინ გამოჩნდა. მისი სიმღერებით ინტერესდებოდნენ საფრანგეთის, ამერიკის, ინგლისის, კვიპროსის, შვეიცარიის რადიოები.

იმჟამად ეკატერინე ინგლისში, კემბრიჯის კოლეჯში საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობდა. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ მაგისტრატურა ჟურნალისტიკის მიმართულებით გააგრძელა, მუშაობა დაიწყო "ფორბსში“.

პარალელურად ჰყავდა ბენდი და წერდა სიმღერებს. საბოლოოდ მოახერხა, რომ ჟურნალისტიკა და მუსიკა ერთმანეთთან დაეკავშირებინა. პანდემიის დროს საქართველოში ჩამოვიდა და ახალ სიმღერაზე კლიპი გადაიღო.