სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა" - World Vision საქართველოს პროექტი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად
"არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა" - World Vision საქართველოს პროექტი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად

World Vision სა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ბია აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ბავ­შვე­ბის და მათი ოჯა­ხე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის და სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით. „არა­ვინ დარ­ჩეს ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა“ წარ­მო­ად­გენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე პრო­ექტს, რო­მე­ლიც და­სა­ხე­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ემ­სა­ხუ­რე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სის­ტე­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, იმის­თვის რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბი არ დარ­ჩნენ ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა და ისარ­გებ­ლონ ყვე­ლა სერ­ვი­სით, რო­მე­ლიც მათ­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი. პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ავ­სტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით და მიზ­ნად ისა­ხავს ჯან­დაც­ვის სერ­ვი­სე­ბი­სა და ბავ­შვთა დაც­ვის სის­ტე­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას; მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას იმუ­ნი­ზა­ცი­ი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხებ­ზე; სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ქვეშ მყო­ფი ყვე­ლა­ზე მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბის დახ­მა­რე­ბას მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბით. ეს უკა­ნას­კნე­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის ნა­წი­ლია, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად ესა­ჭი­რო­ე­ბა მხარ­და­ჭე­რა, ყუ­რა­დღე­ბა და სა­ჭი­რო სერ­ვი­სე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, გან­სა­კუთ­რე­ბით კო­ვიდ-პან­დე­მი­ის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თი კვა­ლის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად. სწო­რედ ამი­ტომ, პრო­ექ­ტის მთა­ვარ სა­მიზ­ნეს შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, მათ შო­რის, ბავ­შვე­ბი, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლე­ბი და გო­გო­ნე­ბი, ხან­დაზ­მუ­ლი პი­რე­ბი და მი­უ­სა­ფა­რი ბავ­შვე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ. პრო­ექ­ტი ასე­ვე მო­ი­ცავს ჯან­დაც­ვის მუ­შა­კებ­თან და სო­ცი­ა­ლურ მუ­შა­კებ­თან აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას, რად­გან სწო­რედ ამ პრო­ფე­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა სხვა­დას­ხვა სტრუქ­ტუ­რას­თან და სერ­ვის­თან გა­და­მი­სა­მარ­თე­ბით.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, სხვა­დას­ხვა მო­წყვლა­დი ჯგუ­ფის დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით, ჩა­ტარ­და სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის ცენ­ტრებ­ში მცხოვ­რე­ბი და ამ სერ­ვი­სე­ბით მო­სარ­გებ­ლე პი­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა. გა­მოვ­ლე­ნი­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ხან­დაზ­მულ­თა პან­სი­ო­ნა­ტებს; ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლე­ბის თავ­შე­საფ­რებს; მი­უ­სა­ფარ ბავ­შვთა ცენ­ტრებს; შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის, მოზ­რდი­ლე­ბი­სა და ჩვილ ბავ­შვთა დღის ცენ­ტრებს (სულ 12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბას) გა­და­ე­ცათ სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი, ტექ­ნი­კა და ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

„World Vison სა­ქარ­თვე­ლო არის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან დიდი მხარ­და­ჭე­რა აღ­მოგ­ვი­ჩი­ნა. ბა­თუ­მის ხან­დაზ­მულ­თა სახ­ლს გად­მო­ე­ცა სხვა­დას­ხვა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კა და ნივ­თე­ბი, რის­თვი­საც დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გუნდს. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­სურ­სი მო­ხუ­ცე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნოზ­მა იო­ა­ნე ბა­რა­მი­ძემ, „წმ. დიდ­მო­წა­მე ეკა­ტე­რი­ნეს სა­ხე­ლო­ბის სათ­ნო­ე­ბის სა­ვა­ნეს“ ხელ­მძღვა­ნელ­მა.

რო­გორც თბი­ლი­სის ჩვი­ლი და ბაგა ბა­ღის ასა­კის ბავ­შვე­ბის დღის ცენ­ტრის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი მზია მი­მი­ნოშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ცენ­ტრის­თვის გა­და­ცე­მუ­ლი ტექ­ნი­კა და სხვა სა­ჭი­რო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, კი­დევ მე­ტად და­ეხ­მა­რე­ბა მათ პა­ტა­რე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ში. „თქვე­ნი ჩარ­თუ­ლო­ბა და დახ­მა­რე­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პა­ტა­რე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის,“- ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი მზია. ცენ­ტრი გან­კუთ­ვნი­ლია მო­წყვლა­დი ოჯა­ხე­ბის ბავ­შვე­ბის­თვის და ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს დი­ლის 9-დან სა­ღა­მოს 9-მდე, რაც მშობ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს იმუ­შა­ონ, სა­ნამ მათ პა­ტა­რებ­ზე მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე ზრუ­ნა­ვენ. ამ პრო­ექ­ტის მიღ­მა ცენ­ტრს წლე­ბია აქ­ტი­ურ მხარ­და­ჭე­რას უწევს World Vision სა­ქარ­თვე­ლო.

ახალ­გაზ­რდუ­ლი სახ­ლი, ასე­ვე წარ­მო­ად­გენს ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა სა­ხის დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია World Vision სა­ქარ­თვე­ლოს მიერ. ცენ­ტრი გან­კუთ­ვნი­ლია 15 წლი­დან ზე­მოთ ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის და მრა­ვალ­ფე­რო­ვან პროგ­რა­მებს სთა­ვა­ზობს სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის ქვეშ მყოფ ახალ­გაზ­რდებს და მათ, ვინც უკვე გა­სუ­ლია ზრუნ­ვის სის­ტე­მი­დან და ესა­ჭი­რო­ე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი, ემო­ცი­უ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა.

„აქ ახალ­გაზ­რდებს ეხ­მა­რე­ბი­ან სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის ათ­ვი­სე­ბა­ში და უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რაც მათი თვით­რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის და სა­მო­მავ­ლოდ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. გარ­და ამი­სა, გა­და­უ­დე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის დროს იმ ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლებ­საც არ აქვთ სხვა­გან წა­სას­ვლე­ლი, შე­უძ­ლი­ათ ცენ­ტრში დარ­ჩე­ნა და ცხოვ­რე­ბა. ჩვენ გვსურ­და მათ­თვის უფრო ღირ­სე­უ­ლი და შე­სა­ფე­რი­სი პი­რო­ბე­ბის შექ­მნა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მი­ღე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა,“ - გან­მარ­ტავს ლელა ეხ­ვა­ია, ორ­გა­ნი­ზა­ცია „ახალ­გაზ­რდუ­ლი სახ­ლის“ დი­რექ­ტო­რი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ვი­სე­ბის მიმ­წო­დებ­ლე­ბის კვლე­ვამ ასე­ვე გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ თა­ნამ­შრომ­ლებს სჭირ­დე­ბათ გა­დამ­ზა­დე­ბა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ცენ­ტრე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს ასე­ვე ჩა­უ­ტარ­დათ პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ტრე­ნინ­გე­ბი. ტრე­ნინ­გე­ბი შედ­გე­ბო­და თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლის­გან, მო­ნა­წი­ლე­ებ­მა შე­ი­ძი­ნეს სა­ჭი­რო ცოდ­ნა და უნა­რე­ბი, რაც მათ გა­მო­ად­გე­ბათ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პი­რის დახ­მა­რე­ბის­თვის.

მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და ,გან­სა­კუთ­რე­ბით მო­წყვლად ჯგუ­ფებ­ში, ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ზე ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად, ჩა­ტარ­და სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი ყვე­ლა სა­მიზ­ნე რე­გი­ონ­ში. შეხ­ვედ­რე­ბი მო­ი­ცავ­და ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მებს რო­გო­რი­ცაა: იმუ­ნი­ზა­ცია, ვაქ­ცი­ნა­ცია, რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბა, COVID-19, ორ­სუ­ლო­ბა, ძუ­ძუ­თი კვე­ბა, და­ა­ვა­დე­ბა­თა პრე­ვენ­ცი­ის უფა­სო სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბი და პროგ­რა­მე­ბი. შეხ­ვედ­რებს 800-მდე პირი და­ეს­წრო, მათ შო­რის ზრუნ­ვის 24-სა­ა­თი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბით მო­სარ­გებ­ლე მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბი, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლე­ბი, თე­მის ლი­დე­რე­ბი, რე­ლი­გი­უ­ლი ლი­დე­რე­ბი, სა­თე­მო ცენ­ტრე­ბი­სა და დღის ცენ­ტრე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გარ­და, ად­ვო­კა­ტი­რე­ბა არის პრო­ექ­ტის და ზო­გა­დად World Vision სა­ქარ­თვე­ლოს მუ­შა­ო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის წინ წა­მო­წე­ვას ცენ­ტრა­ლურ დო­ნე­ზე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მეტი მხარ­და­ჭე­რის აღ­მო­ჩე­ნის მიზ­ნით, სხვა­დას­ხვა თავ­შე­საფ­რის, ცენ­ტრე­ბი­სა და მო­წყვლა­დი პი­რე­ბის­თვის გა­ი­მარ­თა სა­ად­ვო­კა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც ერთ სივ­რცე­ში გა­ერ­თი­ან­დნენ სერ­ვი­სის მიმ­წო­დე­ბე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. შეხ­ვედ­რებ­ზე გა­ნი­ხი­ლეს ცენ­ტრე­ბის კვლე­ვის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი 24-სა­ა­თი­ა­ნი სერ­ვი­სით მო­სარ­გებ­ლე ჯგუ­ფე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რომ­ლის წი­ნა­შეც სერ­ვი­სის მიმ­წო­დებ­ლე­ბი დგა­ნან სხვა­დას­ხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­სა და რე­გი­ონ­ში.

„კვლე­ვამ გა­მო­ავ­ლი­ნა გარ­კვე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, კერ­ძოდ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბენ მრა­ვალ­ფე­რო­ვან სერ­ვი­სებ­სა და პროგ­რა­მებს სხვა­დას­ხვა ტი­პის მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფო გას­ცემს, არ ყოფ­ნის ზო­გი­ერთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, რათა ხა­რის­ხი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­უ­წი­ოს სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფებს. ასე­ვე, ბევრ ცენ­ტრსა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბას არ აქვს შე­სა­ბა­მი­სი მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი რე­სურ­სი. ასე­თი სა­კი­თხე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია კო­ორ­დი­ნა­ცი­ის­თვის, უწყე­ბათ­შო­რი­სი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის და იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის, ვინც მო­წყვლად ჯგუ­ფებს ემ­სა­ხუ­რე­ბა. World Vison სა­ქარ­თვე­ლო და კონ­კრე­ტუ­ლად ეს პრო­ექ­ტი არის ამ კავ­ში­რე­ბის მა­კო­ორ­დი­ნი­რე­ბე­ლი რგო­ლი. ჩვენ ვი­ღებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რომ ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი,რაც გა­მო­იკ­ვე­თა, გა­დავ­ჭრათ სა­კუ­თა­რი რე­სურ­სით , ხოლო ის პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც მუ­ნი­ცი­პა­ლურ და ცენ­ტრა­ლურ დო­ნე­ზეა მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი, ვახ­დენთ მათ ად­ვო­კა­ტი­რე­ბას პა­სუ­ხის­მგე­ბელ უწყე­ბებ­თან“, - აღ­ნიშ­ნავს ნანა ათუ­აშ­ვი­ლი, World Vison სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი მე­ნე­ჯე­რი.

რო­გორც, სოფო ქუმ­სი­აშ­ვი­ლი, გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, გან­მარ­ტავს, მსგავ­სი შეხ­ვედ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­ქა­ნიზ­მით მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ის ეხ­მა­რე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს უშუ­ა­ლოდ სერ­ვი­სის მიმ­წო­დებ­ლე­ბის­გან გა­ი­გონ რა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი აქვთ ცენ­ტრებს და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, თა­ვი­ან­თი პროგ­რა­მე­ბი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის.

„ად­ვო­კა­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის როლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ გვაქვს რამ­დე­ნი­მე ქვე პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სერ­ვი­სე­ბის მიმ­წო­დებ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას გუ­ლის­ხმობს, თუმ­ცა მივ­ხვდით რომ არ არის ეს საკ­მა­რი­სი. მა­გა­ლი­თად აღ­მოჩ­ნდა რომ ცენ­ტრე­ბით მო­სარ­გებ­ლე­ებს ესა­ჭი­რო­ე­ბათ სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი სერ­ვი­სის და­ფი­ნან­სე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ჩვენს ბი­უ­ჯეტ­ში. ასე­ვე გან­ვი­ხი­ლავთ ცენ­ტრე­ბის კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის და­ფარ­ვის გაზ­რდას. აღ­ნიშ­ნულ­მა შეხ­ვედ­რებ­მა დაგ­ვა­ფიქ­რა, რო­გორ გა­ვაგ­რძე­ლოთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სერ­ვი­სე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. World Vision-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აქამ­დეც არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი წარ­გვი­მარ­თავს ერ­თად და იმე­დი გვაქვს მო­მა­ვალ­შიც ნა­ყო­ფი­ე­რად გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას “, - ამ­ბობს სოფო ქუმ­სი­აშ­ვი­ლი.

პრო­ექ­ტი “არა­ვინ დარ­ჩეს ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა” ხორ­ცი­ელ­დე­ბა 5 რე­გი­ო­ნის სა­მიზ­ნე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში (თბი­ლი­სი, ქუ­თა­ი­სი, ზეს­ტა­ფო­ნი, ბაღ­და­თი, თე­ლა­ვი, გურ­ჯა­ა­ნი, ყვა­რე­ლი, ადი­გე­ნი, ახალ­ცი­ხე, ბორ­ჯო­მი, ბა­თუ­მი) World Vision სა­ქარ­თვე­ლოს მიერ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან (NCDC) თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ავ­სტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (ADA-ს) და­ფი­ნან­სე­ბით, ავ­სტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. დღემ­დე, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მოხ­და 12 სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრის აღ­ჭურ­ვა სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო და სა­ო­ფი­სე ინ­ვენ­ტა­რით, რაც მათ სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ასე­ვე, ოჯა­ხის ექი­მებ­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლურ სო­ცი­ა­ლურ მუ­შა­კებს, სულ 758 პირს, ჩა­უ­ტარ­დათ ტრე­ნინ­გე­ბი ბავ­შვთა დაც­ვის რე­ფე­რი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ, რაც მათ ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბის და არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ში მყო­ფი ბავ­შვე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ში და სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­მა­ვალ­შიც გეგ­მავს მრა­ვალ­ფე­რო­ვან აქ­ტი­ვო­ბებს სა­მიზ­ნე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, მათ შო­რის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ებ­სა და მცი­რე ინი­ცი­ა­ტი­ვებს ჯან­დაც­ვი­სა და ბავ­შვთა დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა" - World Vision საქართველოს პროექტი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად

"არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა" - World Vision საქართველოს პროექტი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად

World Vision საქართველოში წლებია აქტიურად მუშაობს ბავშვების და მათი ოჯახების კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის და სხვადასხვა საჭიროების მქონე პირების მხარდაჭერის მიზნით. „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“ წარმოადგენს ორგანიზაციის მიმდინარე პროექტს, რომელიც დასახელებიდან გამომდინარე ემსახურება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერებას, იმისთვის რომ ადამიანები, განსაკუთრებით საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფები არ დარჩნენ ყურადღების მიღმა და ისარგებლონ ყველა სერვისით, რომელიც მათთვის არის განკუთვნილი. პროექტი ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ჯანდაცვის სერვისებისა და ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერებას; მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლებას იმუნიზაციისა და ჯანმრთელობის საკითხებზე; სახელმწიფო დაწესებულებების ქვეშ მყოფი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებით. ეს უკანასკნელი, საზოგადოების ის ნაწილია, რომელსაც ყველაზე მეტად ესაჭიროება მხარდაჭერა, ყურადღება და საჭირო სერვისებით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით კოვიდ-პანდემიის მიერ დატოვებული უარყოფითი კვალის აღმოსაფხვრელად. სწორედ ამიტომ, პროექტის მთავარ სამიზნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის, ბავშვები, ძალადობის მსხვერპლი ქალები და გოგონები, ხანდაზმული პირები და მიუსაფარი ბავშვები წარმოადგენენ. პროექტი ასევე მოიცავს ჯანდაცვის მუშაკებთან და სოციალურ მუშაკებთან აქტიურ მუშაობას, რადგან სწორედ ამ პროფესიების წარმომადგენლების პასუხისმგებლობაა ზემოაღნიშნული პირების საჭიროებების იდენტიფიცირება და დაკმაყოფილება სხვადასხვა სტრუქტურასთან და სერვისთან გადამისამართებით.

პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის დახმარების მიზნით, ჩატარდა სახელმწიფო ზრუნვის ცენტრებში მცხოვრები და ამ სერვისებით მოსარგებლე პირების საჭიროებების შეფასება. გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, ხანდაზმულთა პანსიონატებს; ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფრებს; მიუსაფარ ბავშვთა ცენტრებს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, მოზრდილებისა და ჩვილ ბავშვთა დღის ცენტრებს (სულ 12 დაწესებულებას) გადაეცათ საჭირო ინვენტარი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა და ჰიგიენური საშუალებები.

„World Vison საქართველო არის ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელმაც ძალიან დიდი მხარდაჭერა აღმოგვიჩინა. ბათუმის ხანდაზმულთა სახლს გადმოეცა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზაციის გუნდს. აღნიშნული რესურსი მოხუცებულების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება,“ - განაცხადა დეკანოზმა იოანე ბარამიძემ, „წმ. დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს“ ხელმძღვანელმა.

როგორც თბილისის ჩვილი და ბაგა ბაღის ასაკის ბავშვების დღის ცენტრის კოორდინატორი მზია მიმინოშვილი აღნიშნავს, ცენტრისთვის გადაცემული ტექნიკა და სხვა საჭირო საშუალებები, კიდევ მეტად დაეხმარება მათ პატარების ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილებაში. „თქვენი ჩართულობა და დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პატარების კეთილდღეობისთვის და განვითარებისთვის,“- ამბობს ქალბატონი მზია. ცენტრი განკუთვნილია მოწყვლადი ოჯახების ბავშვებისთვის და ფუნქციონირებს დილის 9-დან საღამოს 9-მდე, რაც მშობლებს საშუალებას აძლევს იმუშაონ, სანამ მათ პატარებზე მთელი დღის მანძილზე ზრუნავენ. ამ პროექტის მიღმა ცენტრს წლებია აქტიურ მხარდაჭერას უწევს World Vision საქართველო.

ახალგაზრდული სახლი, ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაწესებულებას, რომელსაც სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია World Vision საქართველოს მიერ. ცენტრი განკუთვნილია 15 წლიდან ზემოთ ახალგაზრდებისთვის და მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობს სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს და მათ, ვინც უკვე გასულია ზრუნვის სისტემიდან და ესაჭიროება პროფესიული, ემოციური, სოციალური მხარდაჭერა.

„აქ ახალგაზრდებს ეხმარებიან სხვადასხვა პროფესიის ათვისებაში და უნარების განვითარებაში, რაც მათი თვითრეალიზებისთვის და სამომავლოდ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, გადაუდებელი სიტუაციის დროს იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც არ აქვთ სხვაგან წასასვლელი, შეუძლიათ ცენტრში დარჩენა და ცხოვრება. ჩვენ გვსურდა მათთვის უფრო ღირსეული და შესაფერისი პირობების შექმნა, აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მიღებული მხარდაჭერა,“ - განმარტავს ლელა ეხვაია, ორგანიზაცია „ახალგაზრდული სახლის“ დირექტორი.

აღნიშნული სერვისების მიმწოდებლების კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ თანამშრომლებს სჭირდებათ გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, შესაბამისად ცენტრების თანამშრომლებს ასევე ჩაუტარდათ პირველადი დახმარების ტრენინგები. ტრენინგები შედგებოდა თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან, მონაწილეებმა შეიძინეს საჭირო ცოდნა და უნარები, რაც მათ გამოადგებათ დაზარალებული პირის დახმარებისთვის.

მოსახლეობაში და ,განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში, ჯანდაცვის საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებლად, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ყველა სამიზნე რეგიონში. შეხვედრები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა: იმუნიზაცია, ვაქცინაცია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, COVID-19, ორსულობა, ძუძუთი კვება, დაავადებათა პრევენციის უფასო სახელმწიფო სერვისები და პროგრამები. შეხვედრებს 800-მდე პირი დაესწრო, მათ შორის ზრუნვის 24-საათიანი მომსახურებით მოსარგებლე მოწყვლადი ჯგუფები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, თემის ლიდერები, რელიგიული ლიდერები, სათემო ცენტრებისა და დღის ცენტრების წარმომადგენლები.

ზემოაღნიშნული კომპლექსური სამუშაოების გარდა, ადვოკატირება არის პროექტის და ზოგადად World Vision საქართველოს მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც ემსახურება მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოწევას ცენტრალურ დონეზე. ამ მიმართულებით მეტი მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით, სხვადასხვა თავშესაფრის, ცენტრებისა და მოწყვლადი პირებისთვის გაიმართა საადვოკაციო შეხვედრები რეგიონებში, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანდნენ სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტების თანამშრომლები. შეხვედრებზე განიხილეს ცენტრების კვლევის შედეგად გამოვლენილი 24-საათიანი სერვისით მოსარგებლე ჯგუფების საჭიროებები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც სერვისის მიმწოდებლები დგანან სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა და რეგიონში.

„კვლევამ გამოავლინა გარკვეული გამოწვევები, კერძოდ მუნიციპალიტეტები საჭიროებენ მრავალფეროვან სერვისებსა და პროგრამებს სხვადასხვა ტიპის მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ვაუჩერული დაფინანსება რომელსაც სახელმწიფო გასცემს, არ ყოფნის ზოგიერთ დაწესებულებას, რათა ხარისხიანი მომსახურება გაუწიოს სხვადასხვა ჯგუფებს. ასევე, ბევრ ცენტრსა და დაწესებულებას არ აქვს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსი. ასეთი საკითხების ადვოკატირება აუცილებელია კოორდინაციისთვის, უწყებათშორისი კომუნიკაციისთვის და იმ დაწესებულების მხარდაჭერისთვის, ვინც მოწყვლად ჯგუფებს ემსახურება. World Vison საქართველო და კონკრეტულად ეს პროექტი არის ამ კავშირების მაკოორდინირებელი რგოლი. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ის გამოწვევები,რაც გამოიკვეთა, გადავჭრათ საკუთარი რესურსით , ხოლო ის პრობლემები, რომელიც მუნიციპალურ და ცენტრალურ დონეზეა მოსაგვარებელი, ვახდენთ მათ ადვოკატირებას პასუხისმგებელ უწყებებთან“, - აღნიშნავს ნანა ათუაშვილი, World Vison საქართველოს რეგიონული მენეჯერი.

როგორც, სოფო ქუმსიაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი, განმარტავს, მსგავსი შეხვედრების ჩატარება და აღნიშნული მექანიზმით მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხმარება მუნიციპალიტეტებს უშუალოდ სერვისის მიმწოდებლებისგან გაიგონ რა საჭიროებები აქვთ ცენტრებს და ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით, თავიანთი პროგრამები გააუმჯობესონ მოწყვლადი ჯგუფების კეთილდღეობისთვის.

„ადვოკატირების პროცესში თითოეული ჩვენგანის როლი მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ქვე პროგრამა, რომელიც სერვისების მიმწოდებლების დაფინანსებას გულისხმობს, თუმცა მივხვდით რომ არ არის ეს საკმარისი. მაგალითად აღმოჩნდა რომ ცენტრებით მოსარგებლეებს ესაჭიროებათ სტომატოლოგიური სერვისის დაფინანსება. შესაბამისად სტომატოლოგიური სამედიცინო მომსახურება აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ჩვენს ბიუჯეტში. ასევე განვიხილავთ ცენტრების კომუნალური გადასახადების დაფარვის გაზრდას. აღნიშნულმა შეხვედრებმა დაგვაფიქრა, როგორ გავაგრძელოთ თანამშრომლობა სერვისების გასაუმჯობესებლად. World Vision-თან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, აქამდეც არაერთი საინტერესო პროექტი წარგვიმართავს ერთად და იმედი გვაქვს მომავალშიც ნაყოფიერად გავაგრძელებთ მუშაობას “, - ამბობს სოფო ქუმსიაშვილი.

პროექტი “არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა” ხორციელდება 5 რეგიონის სამიზნე მუნიციპალიტეტებში (თბილისი, ქუთაისი, ზესტაფონი, ბაღდათი, თელავი, გურჯაანი, ყვარელი, ადიგენი, ახალციხე, ბორჯომი, ბათუმი) World Vision საქართველოს მიერ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA-ს) დაფინანსებით, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. დღემდე, პროექტის ფარგლებში მოხდა 12 საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის აღჭურვა საჭირო სამედიცინო და საოფისე ინვენტარით, რაც მათ სხვადასხვა დაავადების პრევენციასა და მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში დაეხმარება. ასევე, ოჯახის ექიმებსა და მუნიციპალურ სოციალურ მუშაკებს, სულ 758 პირს, ჩაუტარდათ ტრენინგები ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურების შესახებ, რაც მათ ძალადობის ნიშნების და არასათანადო პირობებში მყოფი ბავშვების იდენტიფიცირებაში და სათანადო რეაგირებაში დაეხმარება.

ორგანიზაცია მომავალშიც გეგმავს მრავალფეროვან აქტივობებს სამიზნე მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თემების ჩართულობით, მათ შორის ცნობიერების ამაღლების კამპანიებსა და მცირე ინიციატივებს ჯანდაცვისა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით.

NS