მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შევიტყვე სამწუხარო ამბავი.... რაჭაში ჩემი დანიელი მეგობრების ფონდის პროექტი შეჩერდა" - რა განმარტებას აკეთებს ბადრი ჯაფარიძე "ფეა თრიიზზე" და როგორია პრემიერის კომენტარი საკითხზე
"შევიტყვე სამწუხარო ამბავი.... რაჭაში ჩემი დანიელი მეგობრების ფონდის პროექტი შეჩერდა" - რა განმარტებას აკეთებს ბადრი ჯაფარიძე "ფეა თრიიზზე" და როგორია პრემიერის კომენტარი საკითხზე

პირ­ველ რიგ­ში, რაც შე­ე­ხე­ბა გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონს ზო­გა­დად, ვი­ღა­ცე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ გა­ვიღ­ვი­ძებ­დით რუ­სეთ­ში, თუმ­ცა ჩვენ გა­ვიღ­ვი­ძეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და იმ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ვი­თარ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

  • ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ერთ-ერთი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "ფეა თრი­ი­ზის" მიერ ონის მე­რი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­წყვე­ტის ფაქტს, რომ­ლის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­შიც ბავ­შვებს სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა უნდა გას­წე­ო­დათ და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნო­ნის მი­ღე­ბას­თან, არა­მედ აჩ­ვე­ნებს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის სა­ხეს, რომ­ლის ერთ-ერთი ლი­დე­რი ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბორ­დის თავ­მჯდო­მა­რე იყო.

"რაც შე­ე­ხე­ბა იმ სა­მარ­ცხვი­ნო ქმე­დე­ბას, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლად ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ და მთლი­ა­ნად პარ­ტია „ლე­ლომ“ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რომ ვი­თომ კონ­კრე­ტუ­ლი NGO გა­ვი­და კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტი­დან ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და აღარ და­უ­ჭერს მხარს ბავ­შვე­ბის­თვის სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვას, ამა­ზე მეტი სიმ­დაბ­ლე რა შე­იძ­ლე­ბა იყოს მე არ ვიცი. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს არ არის არა­ვი­თა­რი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი NGO, ბორ­დის თავ­მჯდო­მა­რე, ყვე­ლამ გა­ი­გო, რომ არის ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე, შე­სა­ბა­მი­სად ეს არის „ლე­ლოს­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი NGO, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას­თა­ნაც არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რაც ამ­ბრო­ლა­უ­რის და ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ეს არის უბ­რა­ლოდ სა­მარ­ცხვი­ნო საქ­ცი­ე­ლი ვი­თომ NGO-მ შე­უ­წყვი­ტა ბავ­შვებს სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა, სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს იყო უბ­რა­ლოდ ტყუ­ი­ლი და „ლე­ლოს“ სა­მარ­ცხვი­ნო სპე­კუ­ლა­ცია. ეს ყვე­ლა­ფე­რი აჩ­ვე­ნებს ამ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის, რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის სა­ხეს" - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

"ლე­ლოს" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა სოცქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა. მისი თქმით, ეს არის „რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის“ შე­დე­გი, რი­თაც ზი­ან­დე­ბი­ან ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

"შე­ვი­ტყვე სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი, რომ მშობ­ლი­ურ რა­ჭა­ში, სა­დაც ჩემი და­ნი­ე­ლი მე­გობ­რე­ბის ფონ­დი ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებ­და - "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის" მი­ღე­ბის გამო, ერთი პრო­ექ­ტი შე­ჩერ­და.

აღ­ნიშ­ნულ ფონდს წლე­ბის წინ ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი და მახ­სოვს ძა­ლი­ან ბევ­რი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნის ხელ­შე­წყო­ბის­თვის გან­ხორ­ცი­ელ­და. სამ­წუ­ხა­როდ, პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლამ იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხა­და და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა ფონდთან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა.

ონში ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის აშე­ნე­ბა და უფა­სო მომ­სა­ხუ­რე­ბა არ არის უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბა! „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით კი დღეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფონ­დი უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რებ­ლად ით­ვლე­ბა.

ეს არის "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის" შე­დე­გი, რი­თაც ზი­ან­დე­ბი­ან ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. მინ­და დარ­წმუ­ნე­ბით გი­თხრათ, რომ 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად შე­იც­ვლე­ბა ეს რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი და ეს კა­ნო­ნი. აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა და­ფი­ნან­სე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა ყვე­ლა იმ პრო­ექ­ტის, რო­მე­ლიც ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა“, - წერს ჯა­ფა­რი­ძე.

ცნო­ბის­თვის, ფონდმა "ფეა თრი­იზ" გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა და ონის მე­რი­ის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი, სა­დაც უწყე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­წყვე­ტის შე­სა­ხე­ბაა სა­უ­ბა­რი. წე­რილ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ფონ­დი იძუ­ლე­ბუ­ლია შე­წყვი­ტოს 2023 წელს და­წყე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ას­თან ონში ბავ­შვთა უფა­სო სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მი­ზე­ზად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა და გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, შე­საძ­ლოა, ფონდს და­ა­კის­რონ ჯა­რი­მე­ბი და შე­უქ­მნან ფი­ნან­სუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი. რო­გორც ფონდში აცხა­დე­ბენ, სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სივ­რცე აღარ დარ­ჩათ. რო­გორც ფონდში გან­მარ­ტა­ვენ, ინ­ფორ­მა­ცია ეხე­ბა ქა­ლაქ ონში და­გეგ­მი­ლი ბავ­შვთა უფა­სო სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის გახ­სნას და არა ამ­ბრო­ლა­ურ­ში არ­სე­ბულ, უკვე ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბად, ფონ­დის კლი­ნი­კას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"შევიტყვე სამწუხარო ამბავი.... რაჭაში ჩემი დანიელი მეგობრების ფონდის პროექტი შეჩერდა" - რა განმარტებას აკეთებს ბადრი ჯაფარიძე "ფეა თრიიზზე" და როგორია პრემიერის კომენტარი საკითხზე

"შევიტყვე სამწუხარო ამბავი.... რაჭაში ჩემი დანიელი მეგობრების ფონდის პროექტი შეჩერდა" - რა განმარტებას აკეთებს ბადრი ჯაფარიძე "ფეა თრიიზზე" და როგორია პრემიერის კომენტარი საკითხზე

პირველ რიგში, რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს ზოგადად, ვიღაცები ამბობდნენ, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ გავიღვიძებდით რუსეთში, თუმცა ჩვენ გავიღვიძეთ საქართველოში და იმ საქართველოში, რომელიც ვითარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • ის ასევე გამოეხმაურა ონის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის "ფეა თრიიზის" მიერ ონის მერიასთან თანამშრომლობის გაწყვეტის ფაქტს, რომლის პროექტის ფარგლებშიც ბავშვებს სტომატოლოგიური მომსახურება უნდა გასწეოდათ და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან, არამედ აჩვენებს ოპოზიციური პარტიების სახეს, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აღნიშნული ორგანიზაციის ბორდის თავმჯდომარე იყო.

"რაც შეეხება იმ სამარცხვინო ქმედებას, რომელიც კონკრეტულად ბადრი ჯაფარიძემ და მთლიანად პარტია „ლელომ“ განახორციელა, რომ ვითომ კონკრეტული NGO გავიდა კონკრეტული პროექტიდან ონის მუნიციპალიტეტში და აღარ დაუჭერს მხარს ბავშვებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, ამაზე მეტი სიმდაბლე რა შეიძლება იყოს მე არ ვიცი. სინამდვილეში, ეს არ არის არავითარი დამოუკიდებელი NGO, ბორდის თავმჯდომარე, ყველამ გაიგო, რომ არის ბადრი ჯაფარიძე, შესაბამისად ეს არის „ლელოსთან“ დაკავშირებული NGO, რომელიც კონკრეტული ბიზნესინტერესების დაცვასთანაც არის დაკავშირებული, რაც ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. ეს არის უბრალოდ სამარცხვინო საქციელი ვითომ NGO-მ შეუწყვიტა ბავშვებს სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა, სინამდვილეში ეს იყო უბრალოდ ტყუილი და „ლელოს“ სამარცხვინო სპეკულაცია. ეს ყველაფერი აჩვენებს ამ პოლიტიკური პარტიების, რადიკალური ოპოზიციური პარტიების სახეს" - განაცხადა კობახიძემ.

"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება სოცქსელში გაავრცელა. მისი თქმით, ეს არის „რუსული კანონის“ შედეგი, რითაც ზიანდებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები.

"შევიტყვე სამწუხარო ამბავი, რომ მშობლიურ რაჭაში, სადაც ჩემი დანიელი მეგობრების ფონდი ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებდა - "რუსული კანონის" მიღების გამო, ერთი პროექტი შეჩერდა.

აღნიშნულ ფონდს წლების წინ ვხელმძღვანელობდი და მახსოვს ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც რეგიონის ხელშეწყობისთვის განხორციელდა. სამწუხაროდ, პოლიტიკაში წასვლამ იძულებული გამხადა დამესრულებინა ფონდთან საქმიანი ურთიერთობა.

ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის აშენება და უფასო მომსახურება არ არის უცხოური ძალის ინტერესების გატარება! „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონის მიხედვით კი დღეს, აღნიშნული ფონდი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ითვლება.

ეს არის "რუსული კანონის" შედეგი, რითაც ზიანდებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებით, აუცილებლად შეიცვლება ეს რუსული რეჟიმი და ეს კანონი. აუცილებლად გაგრძელდება დაფინანსება და განვითარება ყველა იმ პროექტის, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობას ემსახურება“, - წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ფონდმა "ფეა თრიიზ" გაავრცელა განცხადება და ონის მერიისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც უწყებასთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებაა საუბარი. წერილში ნათქვამია, რომ ფონდი იძულებულია შეწყვიტოს 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით. მიზეზად დასახელებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და განმარტებულია, რომ აღნიშნული კანონის თანახმად, შესაძლოა, ფონდს დააკისრონ ჯარიმები და შეუქმნან ფინანსური სირთულეები. როგორც ფონდში აცხადებენ, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის სივრცე აღარ დარჩათ. როგორც ფონდში განმარტავენ, ინფორმაცია ეხება ქალაქ ონში დაგეგმილი ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნას და არა ამბროლაურში არსებულ, უკვე ფუნქციონირებად, ფონდის კლინიკას.