პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კანონპროექტი წარადგინა "ქართულმა ოცნებამ", რომლის საპატიო თავმჯდომარე საიდუმლოებით მოცული მილიარდერი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია" - რას წერს Washington post-ი?
"კანონპროექტი წარადგინა "ქართულმა ოცნებამ", რომლის საპატიო თავმჯდომარე საიდუმლოებით მოცული მილიარდერი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია" - რას წერს Washington post-ი?

"სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ 28 მა­ისს პრე­ზი­დენ­ტის ვეტო დაძ­ლია, რათა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის" კა­ნო­ნი მი­ი­ღოს, რო­მელ­საც, კრი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ის ჩა­სახ­შო­ბად გა­მო­ი­ყე­ნებს", - ასე იწყე­ბა Washington Post-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ანა­ლი­ტი­კუ­რი სტა­ტია, რო­მე­ლიც მკი­თხველს სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს აც­ნობს.

"ყო­ფილ საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კა­ში, რო­მელ­შიც 3.7 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, ბოლო კვი­რე­ბია არე­უ­ლო­ბაა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მა­ში­ნაც კი, როცა დე­პუ­ტა­ტე­ბი ხმის მი­სა­ცე­მად შე­იკ­რიბ­ნენ, პარ­ლა­მენ­ტთან ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შე­ბით გა­მო­ცხად­და და პო­ლი­ცი­ის ფა­ლან­გას და­უ­პი­რის­პირ­და", - წერს გა­მო­ცე­მა.

Washington Post - ი პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მტკი­ცე კრი­ტი­კო­სად მო­იხ­სე­ნი­ებს და მისი გან­ცხა­დე­ბა მოჰ­ყავს, რო­მელ­შიც ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ კა­ნო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და ევ­რო­პულ, დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და.

"პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს დაძ­ლე­ვის შემ­დეგ, ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ღრმა სი­ნა­ნუ­ლი გა­მო­ით­ქვა პარ­ლა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო. თვე­ზე მე­ტია, ამე­რი­კე­ლი და ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს აფრ­თხი­ლებ­დნენ, რომ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა და­სავ­ლეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბი­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის გეგ­მებს ძირს გა­მო­უ­თხრი­და. ამ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბით, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს დღე­ებ­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო რამ­დე­ნი­მე საკ­ვან­ძო სფე­რო­ში უკუს­ვლით წავა. კო­მი­სი­ის გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, ეს სფე­რო­ე­ბი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და პო­ლა­რი­ზა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას მო­ი­ცავს".

Washington post-ს ევ­რო­კო­მი­სი­ის გან­ცხა­დე­ბის ის მო­ნაკ­ვე­თი მოჰ­ყავს, რო­მელ­შიც ისი­ნი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მი­მარ­თა­ვენ:

"სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­ვუ­წო­დებთ, შეც­ვა­ლოს ეს ტენ­დენ­ცია და ევ­რო­კავ­ში­რის გზა­ზე დაბ­რუნ­დეს. ჯერ კი­დევ არის დრო დი­ნა­მი­კის შე­საც­ვლე­ლად, მაგ­რამ ამის­თვის მმარ­თვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მტკი­ცე ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა სა­ჭი­რო", - ნათ­ქვა­მია ევ­რო­კო­მი­სი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გა­მო­ცე­მა სტა­ტი­ა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გავ­ლე­ნებ­ზეც სა­უბ­რობს:

"ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი წა­რად­გი­ნა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" , რომ­ლის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი მი­ლი­არ­დე­რი ოლი­გარ­ქი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია. ეს იმის­თვის, რომ იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც 20%-ზე მეტ და­ფი­ნან­სე­ბას სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან იღე­ბენ, აგენ­ტე­ბის იარ­ლი­ყი მი­აკ­რან. ამ წლის მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის ან­გა­რიშ­ში ივა­ნიშ­ვი­ლი აღ­წე­რი­ლია, რო­გორც "პრო­რუ­სი ოლი­გარ­ქი", რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ დე­მოკ­რა­ტი­ულ უკუს­ვლა­ზე და ევ­რო­კავ­ში­რის­გან და­შო­რე­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რაც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის სურ­ვილს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა".

"მთავ­რო­ბა პა­რა­ლე­ლუ­რად ამ­ტკი­ცებს, რომ კა­ნო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად და და­სავ­ლე­თის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გავ­ლე­ნის და­საძ­ლე­ვა­დაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. თუმ­ცა ცალ­სა­ხაა, რომ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის" კა­ნო­ნი რუ­სულ კა­ნონს ჰგავს, სა­დაც ის ფარ­თოდ იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბი­სა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის ჩა­სახ­შო­ბად", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

"კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, პარ­ლა­მენ­ტში მუშ­ტე­ბი, მო­მი­ტინ­გე­ე­ბის და­საშ­ლე­ლად გაშ­ვე­ბუ­ლი ცრემლსა­დე­ნი გაზი, წყლის ჭავ­ლი და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი უკვე კვი­რე­ბია გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა ქარ­თვე­ლე­ბი, მათ შო­რის ბევ­რი სტუ­დენ­ტი და ახალ­გაზ­რდა, კვლავ ქუ­ჩა­შია გა­სუ­ლი", - წერს Washington post-ი.

წყა­რო: washingtonpost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"კანონპროექტი წარადგინა "ქართულმა ოცნებამ", რომლის საპატიო თავმჯდომარე საიდუმლოებით მოცული მილიარდერი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია" - რას წერს Washington post-ი?

"კანონპროექტი წარადგინა "ქართულმა ოცნებამ", რომლის საპატიო თავმჯდომარე საიდუმლოებით მოცული მილიარდერი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია" - რას წერს Washington post-ი?

"საქართველოს მმართველმა პარტიამ 28 მაისს პრეზიდენტის ვეტო დაძლია, რათა "უცხოური გავლენის" კანონი მიიღოს, რომელსაც, კრიტიკოსების აზრით, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ჩასახშობად გამოიყენებს", - ასე იწყება Washington Post-ში გამოქვეყნებული ანალიტიკური სტატია, რომელიც მკითხველს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აცნობს.

"ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელშიც 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ბოლო კვირებია არეულობაა და საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მაშინაც კი, როცა დეპუტატები ხმის მისაცემად შეიკრიბნენ, პარლამენტთან ათასობით ადამიანი საქართველოს დროშებით გამოცხადდა და პოლიციის ფალანგას დაუპირისპირდა", - წერს გამოცემა.

Washington Post - ი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს "ქართული ოცნების" მტკიცე კრიტიკოსად მოიხსენიებს და მისი განცხადება მოჰყავს, რომელშიც ზურაბიშვილი ამბობს, რომ კანონი საქართველოს კონსტიტუციას და ევროპულ, დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდა.

"პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ღრმა სინანული გამოითქვა პარლამენტის გადაწყვეტილების გამო. თვეზე მეტია, ამერიკელი და ევროპელი ლიდერები საქართველოს აფრთხილებდნენ, რომ კანონის მიღება დასავლეთთან დაახლოებისა და ევროკავშირში გაწევრების გეგმებს ძირს გამოუთხრიდა. ამ კანონის ამოქმედებით, რომელიც უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი, საქართველო ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო რამდენიმე საკვანძო სფეროში უკუსვლით წავა. კომისიის განცხადების მიხედვით, ეს სფეროები დეზინფორმაციისა და პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას და სამოქალაქო საზოგადოების ფუნდამენტური უფლებების დაცვას მოიცავს".

Washington post-ს ევროკომისიის განცხადების ის მონაკვეთი მოჰყავს, რომელშიც ისინი "ქართულ ოცნებას" მიმართავენ:

"საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეცვალოს ეს ტენდენცია და ევროკავშირის გზაზე დაბრუნდეს. ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად, მაგრამ ამისთვის მმართველი ხელისუფლების მტკიცე ვალდებულებაა საჭირო", - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

გამოცემა სტატიაში ბიძინა ივანიშვილის გავლენებზეც საუბრობს:

"ეს კანონპროექტი წარადგინა "ქართულმა ოცნებამ" , რომლის საპატიო თავმჯდომარე საიდუმლოებით მოცული მილიარდერი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია. ეს იმისთვის, რომ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც 20%-ზე მეტ დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ, აგენტების იარლიყი მიაკრან. ამ წლის მიუნხენის უსაფრთხოების ანგარიშში ივანიშვილი აღწერილია, როგორც "პრორუსი ოლიგარქი", რომელიც ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლაზე და ევროკავშირისგან დაშორებაზეა პასუხისმგებელი, რაც ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილს ეწინააღმდეგება".

"მთავრობა პარალელურად ამტკიცებს, რომ კანონი საქართველოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად და დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების გავლენის დასაძლევადაა აუცილებელი. თუმცა ცალსახაა, რომ "უცხოური გავლენის" კანონი რუსულ კანონს ჰგავს, სადაც ის ფართოდ იქნა გამოყენებული სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისა და განსხვავებული აზრის ჩასახშობად", - ვკითხულობთ სტატიაში.

"კანონპროექტთან დაკავშირებული საპროტესტო აქციები, პარლამენტში მუშტები, მომიტინგეების დასაშლელად გაშვებული ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები უკვე კვირებია გრძელდება, თუმცა ქართველები, მათ შორის ბევრი სტუდენტი და ახალგაზრდა, კვლავ ქუჩაშია გასული", - წერს Washington post-ი.

წყარო: washingtonpost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა