კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედაქალაქში უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია, გლდანში სახლიდან საჭირო გახდა ოჯახის გადაყვანა სასტუმროში, ვერეს ხეობაში არსებული მდგომარეობა კი..." - მერიის განცხადება
"დედაქალაქში უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია, გლდანში სახლიდან საჭირო გახდა ოჯახის გადაყვანა სასტუმროში, ვერეს ხეობაში არსებული მდგომარეობა კი..." - მერიის განცხადება

დე­და­ქა­ლაქ­ში მო­სულ­მა უხვმა ნა­ლექ­მა თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იწ­ვია. კერ­ძოდ, ად­გი­ლი ჰქონ­და მი­წის ჩა­მოშ­ლის და ხის წაქ­ცე­ვის ფაქ­ტებს. ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე მი­სა­მარ­თზე ჩა­მო­ინ­გრა დამ­ცა­ვი კე­დე­ლი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლი­სის მე­რია ავ­რცე­ლებს.

მე­რი­ის ცნო­ბით, გლ­და­ნის რა­ი­ონ­ში, გი­ორ­გი წმინ­დას და­სახ­ლე­ბა­ში მი­წის მა­სის ჩა­მოშ­ლის გამო, მიმ­დე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან სა­ჭი­რო გახ­და ოჯა­ხის გა­დაყ­ვა­ნა სას­ტუმ­რო­ში.

"სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში დე­და­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი, გამ­გე­ო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. ყვე­ლა პრობ­ლე­მურ ად­გილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

ასე­ვე, გვინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში“ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს ვე­რეს ხე­ო­ბა­ში წყლის დონე კრი­ტი­კულ ზღვარ­ზეა, რაც არის დე­ზინ­ფორ­მა­ცია. გაც­ნო­ბებთ, რომ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი 24-სა­ა­თი­ან მო­ნი­ტო­რინგს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სხვა­დას­ხვა სად­გუ­რე­ბის მი­ხედ­ვით, წყლის დო­ნის გა­სა­ზო­მად. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, რო­გორც ვე­რეს ხე­ო­ბა­ში, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, სხვა მდი­ნა­რე­ებ­ში წყლის დო­ნემ კლე­ბა და­ი­წყო.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ვე­რეს ხე­ო­ბა­ში მო­წყო­ბი­ლია ნა­ტან­დამ­ჭე­რი ცხა­უ­რე­ბი, სის­ტე­მა­ტუ­რად ხდე­ბა მათი შე­მოწ­მე­ბა და გაწ­მენ­და.

გარ­და ამი­სა, 2015 წლის სტი­ქი­ის შემ­დეგ მოხ­და მდი­ნა­რე ვე­რეს კა­ლა­პო­ტის ფორ­მი­რე­ბა, გან­ხორ­ცი­ელ­და ნა­პირ­სა­მაგ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და მდი­ნა­რე ვე­რეს გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბის­თვის სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და.

შე­სა­ბა­მი­სად, მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"დედაქალაქში უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია, გლდანში სახლიდან საჭირო გახდა ოჯახის გადაყვანა სასტუმროში, ვერეს ხეობაში არსებული მდგომარეობა კი..." - მერიის განცხადება

"დედაქალაქში უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია, გლდანში სახლიდან საჭირო გახდა ოჯახის გადაყვანა სასტუმროში, ვერეს ხეობაში არსებული მდგომარეობა კი..." - მერიის განცხადება

დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები გამოიწვია. კერძოდ, ადგილი ჰქონდა მიწის ჩამოშლის და ხის წაქცევის ფაქტებს. ასევე, რამდენიმე მისამართზე ჩამოინგრა დამცავი კედელი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, გლდანის რაიონში, გიორგი წმინდას დასახლებაში მიწის მასის ჩამოშლის გამო, მიმდებარე საცხოვრებელი სახლიდან საჭირო გახდა ოჯახის გადაყვანა სასტუმროში.

"სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დედაქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებები, გამგეობების წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არიან ჩართულები. ყველა პრობლემურ ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

ასევე, გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვერეს ხეობაში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზეა, რაც არის დეზინფორმაცია. გაცნობებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებენ სხვადასხვა სადგურების მიხედვით, წყლის დონის გასაზომად. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, როგორც ვერეს ხეობაში, ასევე, საქართველოს მასშტაბით, სხვა მდინარეებში წყლის დონემ კლება დაიწყო.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ვერეს ხეობაში მოწყობილია ნატანდამჭერი ცხაურები, სისტემატურად ხდება მათი შემოწმება და გაწმენდა.

გარდა ამისა, 2015 წლის სტიქიის შემდეგ მოხდა მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირება, განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები და მდინარე ვერეს გამტარუნარიანობისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა.

შესაბამისად, მდინარე ვერეს ხეობაში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა საფრთხეს არ წარმოადგენს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.