სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ 2012 წლიდან მოქმედი ყველა მაღალჩინოსნების სანქცირება? ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა დაეფარათ, ვინც დღეს პოსტზე აღარ არიან" - ექსპერტი
"რატომ 2012 წლიდან მოქმედი ყველა მაღალჩინოსნების სანქცირება? ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა დაეფარათ, ვინც დღეს პოსტზე აღარ არიან" - ექსპერტი

მთა­ვა­რი ფოტო: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, თბი­ლის­ში აშშ-ის სა­ელ­ჩო­ში, 2013 წელი

სა­ქარ­თვე­ლომ ამე­რი­კი­დან დღეს მძი­მე გზავ­ნი­ლე­ბი მი­ი­ღო. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის სან­ქცი­ებს აა­ნონ­სებს, მათ შო­რის ოჯა­ხის წევ­რებ­ზე. 23 მა­ისს, სე­ნა­ტო­რებ­მა ჯინ შა­ჰინ­მა (დე­მოკ­რა­ტი ნიუ-ჰემფში­რი­დან) და ჯიმ რიშ­მა (რეს­პუბ­ლი­კე­ლი ნიუ-ჰემ­ში­რი­დან) შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სე­ნატ­ში ორ­პარ­ტი­უ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი წა­რად­გი­ნეს, რო­მელ­საც "ქარ­თვე­ლი ხალ­ხის აქტი" ეწო­დე­ბა.

აქ­ტში სა­უ­ბა­რია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ყო­ფი­ლი და ახ­ლან­დე­ლი წევ­რე­ბის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2012 წლის შემ­დეგ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და ასე­ვე იმ პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ძა­ლა­დო­ბა­ში, მუ­ქა­რა­სა და შან­ტაჟ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მე­დი­ი­სა თუ ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ.

სე­ნა­ტო­რე­ბის მიერ წარ­დგე­ნი­ლი აქტი ავალ­დე­ბუ­ლებს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს, შე­ად­გი­ნოს იმ პირ­თა სია, ვინც ძირს უთხრის სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებს, ჩარ­თუ­ლია კო­რუფ­ცი­ა­ში ან “ბლო­კავს ევრო-ატ­ლან­ტი­კურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში". კა­ნონპ­რო­ექ­ტი მო­ი­ცავს რო­გორც სა­ვი­ზო, ისე ქო­ნებ­რივ სან­ქცი­ებს.

  • კა­ნონპ­რო­ექ­ტი ასე­ვე გა­ნი­ხი­ლავს კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის გა­ყინ­ვას და ავ­რცე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ზე "რუ­სე­თის მავ­ნე სა­გა­რეო საქ­მი­ა­ნო­ბის" და ე.წ. "მაგ­ნიტსკის აქ­ტით" გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სან­ქცი­ებს.

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი ახორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვის ახალ პო­ლი­ტი­კას, რო­მე­ლიც გავ­რცელ­დე­ბა იმ პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი ან თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ძი­რის გა­მო­თხრა­ში, ასე­ვე მათი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე. ეს მო­ი­ცავს პი­რებს, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა­ზე ძა­ლა­დო­ბის ან და­ში­ნე­ბის კამ­პა­ნი­ის გზით.

"ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ამ­ბო­ბენ, რომ არ აპი­რე­ბენ ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­თა და უსაფრ­თხო­ე­ბით ვაჭ­რო­ბას.

"სან­ქცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, მათ შო­რის არას­რულ­წლო­ვან შვი­ლებ­ზე, არის სან­ქცი­ის ფორ­მა, რო­მელ­ზეც არა მხო­ლოდ ევ­რო­პამ თქვა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 40-იანი წლე­ბი­დან მკაც­რად უარი, არა­მედ 60-იანი წლე­ბი­დან საბ­ჭო­თა კავ­შირ­შიც კი აღარ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და" - აცხა­დე­ბენ მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში. (წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გან­ცხა­დე­ბა)

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, პო­ლი­ტო­ლო­გი:

"სამ­წუ­ხა­რო პრო­ცე­სია, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენ მი­ვე­დით იქამ­დე, რო­დე­საც ძა­ლი­ან ახ­ლოს ვართ შე­უქ­ცე­ვად პრო­ცე­სებ­თან, უკვე გა­ცხად­და სან­ქცი­ე­ბი... ამა­თი ყვე­ლა­ფე­რი ჯან­და­ბას წა­უ­ღია, სად და რო­გორ იქ­ნე­ბი­ან, ვის აინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ამით ჩვენც ხომ დავ­ზა­რალ­დე­ბით? ესე­ნი კი ცდი­ლო­ბენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ამე­რი­კა­ში მგზავ­რო­ბამ­დე და­იყ­ვა­ნონ, მაგ­რამ ჩვენ უნდა გვეს­მო­დეს, რომ სა­სან­ქციო პო­ლი­ტი­კა ისე­თი პო­ლი­ტი­კაა, რო­მე­ლიც დო­მი­ნოს პრინ­ცი­პით ვი­თარ­დე­ბა და ყვე­ლა ას­პექტს შე­ე­ხე­ბა.

ამათ ნუ ექ­ნე­ბათ იმე­დი, რომ მხო­ლოდ აშშ-ში მგზავ­რო­ბა­ზე იქ­ნე­ბა ლა­პა­რა­კი, ეს შე­ე­ხე­ბა მათი კე­თილ­დღე­ო­ბის და უსაფრ­თხო­ე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ას­პექტს, მათ შო­რის - სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ასე რომ, პრო­ცე­სი მძი­მეა, რომ­ლის გა­მოც ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი ვი­ზა­რა­ლებთ იმი­ტომ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს ცხოვ­რე­ბის გა­მი­ჯვნა 100%-ით შე­უძ­ლე­ბე­ლია. იმე­დი მაქვს, რო­დე­საც ეს ქარ­თუ­ლი კოშ­მა­რი დას­რულ­დე­ბა, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო ამ ზა­რალს სწრა­ფად აი­ნა­ზღა­უ­რებს.

  • 2012 წლი­დან მოქ­მედ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს შე­ე­ხე­ბათ სან­ქცი­ე­ბი, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, დღეს სად არი­ან, რაც იმას ნიშ­ნავს, ვი­საც ამ მა­რაზმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი, ყვე­ლა და­სან­ქცირ­დე­ბა. ეს ფაქ­ტობ­რი­ვად, იმის­თვის გა­კეთ­და, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც და­ე­ფა­რათ, ის ხომ დღეს არა­ნა­ირ პოსტზე არაა. და არა მარ­ტო ის, მას ჰყავს გავ­ლე­ნის, ასე ვთქვათ, ინ­ტე­რეს ჯგუ­ფი, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც დღეს აღარ არი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მაგ. ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე და რამ­დე­ნია ასე­თი, რომ­ლე­ბიც დღეს მარ­თა­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ არი­ან, მაგ­რამ თა­ვის დრო­ზე ამ მან­კი­ე­რი სის­ტე­მის ფორ­მი­რე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

სან­ქცი­ე­ბი ბევრ ას­პექტს ეხე­ბა, მათი ოჯა­ხის წევ­რებ­საც, რა თქმა უნდა, ბევ­რს აქვს ქო­ნე­ბა უცხო­ეთ­ში, ასე­ვე ბევ­რის შვი­ლი სწავ­ლობს ამე­რი­კა­ში და მათ, ალ­ბათ, ვი­ზე­ბი გა­უ­უქ­მდე­ბათ. სან­ქცი­ე­ბი ამათ არა მარ­ტო ამე­რი­კა­ში შე­ე­ხე­ბათ. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, უნდა გვეს­მო­დეს, რას ნიშ­ნავს სან­ქცი­ე­ბი - ის მოქ­მე­დებს ყველ­გან, მათ შო­რის, ზემო მა­ჩხა­ან­შიც ვერ და­ი­მა­ლე­ბი­ან, მათ ბან­კში ან­გა­რი­შე­ბი აქვთ, ფული დო­ლარ­ში აქვთ შე­ნა­ხუ­ლი, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში - უცხო­ე­თის ბან­კებ­ში, რო­მე­ლიც გა­ე­ყი­ნე­ბათ, ასე­ვე, აქვთ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა უცხო­ეთ­ში... ბევ­რი პრობ­ლე­მაა და ამათ ვერც წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, რამ­ხე­ლა პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბათ. სამ­წუ­ხა­როდ, ამათ გამო ქვე­ყა­ნაც და­ზა­რალ­დე­ბა - სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მო გა­ფუჭ­დე­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გაჩ­ნდე­ბა, სამ­ხედ­რო და ეკო­ნო­მი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა არ იქ­ნე­ბა და სხვა. ბოლო-ბოლო, და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ის­თვი­საც ცუ­დია და ეს მხო­ლოდ მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. რო­გორც წესი, ამე­რი­კის მერე, ევ­რო­კავ­ში­რიც ანა­ლო­გი­ურ ზო­მებს მი­ი­ღებს.“

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"რატომ 2012 წლიდან მოქმედი ყველა მაღალჩინოსნების სანქცირება? ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა დაეფარათ, ვინც დღეს პოსტზე აღარ არიან" - ექსპერტი

"რატომ 2012 წლიდან მოქმედი ყველა მაღალჩინოსნების სანქცირება? ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა დაეფარათ, ვინც დღეს პოსტზე აღარ არიან" - ექსპერტი

მთავარი ფოტო: ბიძინა ივანიშვილი, თბილისში აშშ-ის საელჩოში, 2013 წელი

საქართველომ ამერიკიდან დღეს მძიმე გზავნილები მიიღო. შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციებს აანონსებს, მათ შორის ოჯახის წევრებზე. 23 მაისს, სენატორებმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი ნიუ-ჰემფშირიდან) და ჯიმ რიშმა (რესპუბლიკელი ნიუ-ჰემშირიდან) შეერთებული შტატების სენატში ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს, რომელსაც "ქართველი ხალხის აქტი" ეწოდება.

აქტში საუბარია საქართველოს ხელისუფლების, ყოფილი და ახლანდელი წევრებისთვის სანქციების დაწესებაზე, რომლებიც თანამდებობაზე 2012 წლის შემდეგ იმყოფებოდნენ და ასევე იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა თუ ოპოზიციის წინააღმდეგ.

სენატორების მიერ წარდგენილი აქტი ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს, შეადგინოს იმ პირთა სია, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს, ჩართულია კორუფციაში ან “ბლოკავს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას საქართველოში". კანონპროექტი მოიცავს როგორც სავიზო, ისე ქონებრივ სანქციებს.

  • კანონპროექტი ასევე განიხილავს კერძო საკუთრების გაყინვას და ავრცელებს საქართველოზე "რუსეთის მავნე საგარეო საქმიანობის" და ე.წ. "მაგნიტსკის აქტით" გათვალისწინებულ სანქციებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ არ აპირებენ ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას.

"სანქციების გავრცელება ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვან შვილებზე, არის სანქციის ფორმა, რომელზეც არა მხოლოდ ევროპამ თქვა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან მკაცრად უარი, არამედ 60-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირშიც კი აღარ გამოიყენებოდა" - აცხადებენ მმართველ პარტიაში. (წაიკითხეთ სრულად "ქართული ოცნების" განცხადება)

გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი:

"სამწუხარო პროცესია, ფაქტობრივად, ჩვენ მივედით იქამდე, როდესაც ძალიან ახლოს ვართ შეუქცევად პროცესებთან, უკვე გაცხადდა სანქციები... ამათი ყველაფერი ჯანდაბას წაუღია, სად და როგორ იქნებიან, ვის აინტერესებს, მაგრამ ამით ჩვენც ხომ დავზარალდებით? ესენი კი ცდილობენ, რომ ყველაფერი ამერიკაში მგზავრობამდე დაიყვანონ, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სასანქციო პოლიტიკა ისეთი პოლიტიკაა, რომელიც დომინოს პრინციპით ვითარდება და ყველა ასპექტს შეეხება.

ამათ ნუ ექნებათ იმედი, რომ მხოლოდ აშშ-ში მგზავრობაზე იქნება ლაპარაკი, ეს შეეხება მათი კეთილდღეობის და უსაფრთხოების პრაქტიკულად ყველა ასპექტს, მათ შორის - საქართველოშიც. ასე რომ, პროცესი მძიმეა, რომლის გამოც ყველა ჩვენგანი ვიზარალებთ იმიტომ, რომ ხელისუფლების და სახელმწიფოს ცხოვრების გამიჯვნა 100%-ით შეუძლებელია. იმედი მაქვს, როდესაც ეს ქართული კოშმარი დასრულდება, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ჩვენი სახელმწიფო ამ ზარალს სწრაფად აინაზღაურებს.

  • 2012 წლიდან მოქმედ მაღალჩინოსნებს შეეხებათ სანქციები, არ აქვს მნიშვნელობა, დღეს სად არიან, რაც იმას ნიშნავს, ვისაც ამ მარაზმში მონაწილეობა აქვს მიღებული, ყველა დასანქცირდება. ეს ფაქტობრივად, იმისთვის გაკეთდა, რომ ბიძინა ივანიშვილიც დაეფარათ, ის ხომ დღეს არანაირ პოსტზე არაა. და არა მარტო ის, მას ჰყავს გავლენის, ასე ვთქვათ, ინტერეს ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებიც დღეს აღარ არიან ხელისუფლებაში, მაგ. ოთარ ფარცხალაძე და რამდენია ასეთი, რომლებიც დღეს მართალია ხელისუფლებაში არ არიან, მაგრამ თავის დროზე ამ მანკიერი სისტემის ფორმირებაში მიიღო მონაწილეობა?

სანქციები ბევრ ასპექტს ეხება, მათი ოჯახის წევრებსაც, რა თქმა უნდა, ბევრს აქვს ქონება უცხოეთში, ასევე ბევრის შვილი სწავლობს ამერიკაში და მათ, ალბათ, ვიზები გაუუქმდებათ. სანქციები ამათ არა მარტო ამერიკაში შეეხებათ. საბოლოო ჯამში, უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს სანქციები - ის მოქმედებს ყველგან, მათ შორის, ზემო მაჩხაანშიც ვერ დაიმალებიან, მათ ბანკში ანგარიშები აქვთ, ფული დოლარში აქვთ შენახული, ზოგ შემთხვევაში - უცხოეთის ბანკებში, რომელიც გაეყინებათ, ასევე, აქვთ უძრავი ქონება უცხოეთში... ბევრი პრობლემაა და ამათ ვერც წარმოუდგენიათ, რამხელა პრობლემები შეექმნებათ. სამწუხაროდ, ამათ გამო ქვეყანაც დაზარალდება - საინვესტიციო გარემო გაფუჭდება, ეკონომიკური პრობლემები გაჩნდება, სამხედრო და ეკონომიკური დახმარება არ იქნება და სხვა. ბოლო-ბოლო, დასანქცირებული ხელისუფლება ქვეყნის რეპუტაციისთვისაც ცუდია და ეს მხოლოდ მათი პასუხისმგებლობაა. როგორც წესი, ამერიკის მერე, ევროკავშირიც ანალოგიურ ზომებს მიიღებს.“

წაიკითხეთ ასევე: