მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მკვეთრად მოიმატა პარვოვირუსმა, იგივე "მეხუთე დაავადებამ", როგორც ბავშვებში ისე მოზრდილებში" - რას გვირჩევს ინფექციონისტი?
"მკვეთრად მოიმატა პარვოვირუსმა, იგივე "მეხუთე დაავადებამ", როგორც ბავშვებში ისე მოზრდილებში" - რას გვირჩევს ინფექციონისტი?

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს ავ­რცე­ლებს, სა­დაც ბოლო პე­რი­ოდ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვირუს­ზე წერს:

ბოლო თვე­ებ­ში მკვეთ­რად მო­ი­მა­ტა პარ­ვო­ვირუ­სის შემ­თხვე­ვებ­მა რო­გორც ბავ­შვებ­ში, ასე­ვე მოზ­რდი­ლებ­ში. ამ და­ა­ვა­დე­ბას მე­ხუ­თე და­ა­ვა­დე­ბა­საც უწო­დე­ბენ, რად­გან ის­ტო­რი­უ­ლად ის იყო მე­ხუ­თე გა­მო­ნა­ყა­რით მიმ­დი­ნა­რე ექვს და­ა­ვა­დე­ბას შო­რის, რა­საც ჩვენ­ში ჯერ კი­დევ „ბა­ტო­ნებს“ უწო­დე­ბენ. ეს გა­მო­ნა­ყა­რით მიმ­დი­ნა­რე ინ­ფექ­ცია ხში­რად არა­დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბუ­ლი რჩე­ბა. ზოგ­ჯერ არას­წო­რად კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა, რო­გორც ალერ­გი­უ­ლი გა­მო­ნა­ყა­რი და ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი არას­წორ და უშე­დე­გო მკურ­ნა­ლო­ბას იღე­ბენ.

რო­გორ გა­და­ე­ცე­მა პარ­ვო­ვირუ­სი?

ვირუ­სი წვე­თე­ბით გა­დამ­დე­ბია (რო­გორც, მა­გა­ლი­თად, გრი­პის ვირუ­სი და კო­რო­ნა­ვირუ­სი). ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი სა­შუ­ა­ლოდ 14 დღეა. პა­ცი­ენ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­დამ­დე­ბია გა­მო­ნა­ყა­რის გა­ჩე­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე დღე.

სიმპტო­მე­ბი

და­ა­ვა­დე­ბა ვლინ­დე­ბა გა­მო­ნა­ყა­რის და ზოგ­ჯერ სახ­სრე­ბის ან­თე­ბის სა­ხით (სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, შე­შუ­პე­ბა). ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა ახა­სი­ა­თებს სი­სუს­ტე, თა­ვის და კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა, გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა და სურ­დო. ზოგ­ჯერ ვლინ­დე­ბა მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი წი­თე­ლი ფე­რის გა­მო­ნა­ყა­რი უპი­რა­ტე­სად ლო­ყებ­ზე. ბავ­შვებ­ში ასეთ გა­მო­ნა­ყარს „გა­ლა­წუ­ნე­ბულ ლო­ყას“ ამ­სგავ­სე­ბენ. გა­მო­ნა­ყა­რი ტან­ზე და კი­დუ­რებ­ზეც ვრცელ­დე­ბა და ხში­რად თან ახ­ლავს ქა­ვი­ლი. პარ­ვო­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია იშ­ვი­ა­თად შე­იძ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს არა­ტი­პი­უ­რად და, მა­გა­ლი­თად, ია­სამ­ნის­ფე­რი ლა­ქო­ვა­ნი, მტკივ­ნე­უ­ლი გა­მო­ნა­ყა­რი გან­ვი­თარ­დეს მხო­ლოდ ხე­ლებ­ზე და ფე­ხებ­ზე („ხელ­თათ­მა­ნე­ბის და წინ­დე­ბის“ სინ­დრომ­საც უწო­დე­ბენ).შე­საძ­ლე­ბე­ლია სრუ­ლი­ად უსიმპტო­მო მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაც. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის სის­ხლში ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვით ვლინ­დე­ბა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და ხში­რად არც იცი­ან, რომ გა­და­ტა­ნი­ლი ჰქო­ნი­ათ ეს ინ­ფექ­ცია.

გარ­თუ­ლე­ბე­ბი

შე­საძ­ლო გარ­თუ­ლე­ბე­ბია მი­ო­კარ­დი­ტი, ვას­კუ­ლი­ტი, გლო­მე­რუ­ლო­ნეფ­რი­ტი ან ენ­ცე­ფა­ლი­ტი.ორ­სუ­ლის ინ­ფი­ცი­რე­ბას შე­საძ­ლე­ბე­ლია ნა­ყო­ფის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა და წყალ­მან­კის გან­ვი­თა­რე­ბა მოჰ­ყვეს, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ნა­ყო­ფის და­ღუპ­ვით დას­რულ­დეს (შემ­თხვე­ვა­თა 2-6%-ში). დე­დი­დან ბავ­შვზე ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ცე­მის რის­კი მერ­ყე­ობს 25-50%-ის ფარ­გლებ­ში. ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი ასა­კი ნა­ყო­ფის და­ზი­ა­ნე­ბის კუ­თხით ორ­სუ­ლო­ბის მე-13-16 კვი­რაა.გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბო გარ­თუ­ლე­ბაა მძი­მე ანე­მია. ამ დროს აღი­ნიშ­ნე­ბა სი­ფერ­მკრთა­ლე, ძლი­ე­რი დაღ­ლი­ლო­ბა და ანე­მი­ი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი.

დი­აგ­ნოს­ტი­კა

სა­დი­აგ­ნოს­ტი­კოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პარ­ვო­ვირუს B19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო IgM და IgG ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გან­სა­ზღვრა სის­ხლში. IgM ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ჩნდე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან 10-12 დღე­ში, ხოლო IgG ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი - 2 კვი­რის შემ­დეგ. IgM ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ორ­გა­ნიზ­მში რჩე­ბა რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხოლო IgG ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი - მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე.

მკურ­ნა­ლო­ბა

პარ­ვო­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლო სპე­ცი­ფი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ არ­სე­ბობს. ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბის ან სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლის დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა არას­ტე­რო­ი­დუ­ლი ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბი (იბუპრო­ფე­ნი და სხვ.). ას­პი­რი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. ქა­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი. პარ­ვო­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა არ არ­სე­ბობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მკვეთრად მოიმატა პარვოვირუსმა, იგივე "მეხუთე დაავადებამ", როგორც ბავშვებში ისე მოზრდილებში" - რას გვირჩევს ინფექციონისტი?

"მკვეთრად მოიმატა პარვოვირუსმა, იგივე "მეხუთე დაავადებამ", როგორც ბავშვებში ისე მოზრდილებში" - რას გვირჩევს ინფექციონისტი?

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც ბოლო პერიოდში გავრცელებულ ვირუსზე წერს:

ბოლო თვეებში მკვეთრად მოიმატა პარვოვირუსის შემთხვევებმა როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. ამ დაავადებას მეხუთე დაავადებასაც უწოდებენ, რადგან ისტორიულად ის იყო მეხუთე გამონაყარით მიმდინარე ექვს დაავადებას შორის, რასაც ჩვენში ჯერ კიდევ „ბატონებს“ უწოდებენ. ეს გამონაყარით მიმდინარე ინფექცია ხშირად არადიაგნოსტირებული რჩება. ზოგჯერ არასწორად კვალიფიცირდება, როგორც ალერგიული გამონაყარი და ასეთი პაციენტები არასწორ და უშედეგო მკურნალობას იღებენ.

როგორ გადაეცემა პარვოვირუსი?

ვირუსი წვეთებით გადამდებია (როგორც, მაგალითად, გრიპის ვირუსი და კორონავირუსი). ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 14 დღეა. პაციენტი განსაკუთრებით გადამდებია გამონაყარის გაჩენამდე რამდენიმე დღე.

სიმპტომები

დაავადება ვლინდება გამონაყარის და ზოგჯერ სახსრების ანთების სახით (სახსრების ტკივილი, შეშუპება). ასევე შეიძლება ახასიათებს სისუსტე, თავის და კუნთების ტკივილი, ტემპერატურის მომატება, გულისრევის შეგრძნება და სურდო. ზოგჯერ ვლინდება მკვეთრად გამოხატული წითელი ფერის გამონაყარი უპირატესად ლოყებზე. ბავშვებში ასეთ გამონაყარს „გალაწუნებულ ლოყას“ ამსგავსებენ. გამონაყარი ტანზე და კიდურებზეც ვრცელდება და ხშირად თან ახლავს ქავილი. პარვოვირუსული ინფექცია იშვიათად შეიძლება მიმდინარეობდეს არატიპიურად და, მაგალითად, იასამნისფერი ლაქოვანი, მტკივნეული გამონაყარი განვითარდეს მხოლოდ ხელებზე და ფეხებზე („ხელთათმანების და წინდების“ სინდრომსაც უწოდებენ).შესაძლებელია სრულიად უსიმპტომო მიმდინარეობაც. ასეთი ადამიანების სისხლში ლაბორატორიული კვლევით ვლინდება ანტისხეულები და ხშირად არც იციან, რომ გადატანილი ჰქონიათ ეს ინფექცია.

გართულებები

შესაძლო გართულებებია მიოკარდიტი, ვასკულიტი, გლომერულონეფრიტი ან ენცეფალიტი.ორსულის ინფიცირებას შესაძლებელია ნაყოფის მძიმე დაზიანება და წყალმანკის განვითარება მოჰყვეს, რაც შესაძლებელია ნაყოფის დაღუპვით დასრულდეს (შემთხვევათა 2-6%-ში). დედიდან ბავშვზე ინფექციის გადაცემის რისკი მერყეობს 25-50%-ის ფარგლებში. ყველაზე კრიტიკული ასაკი ნაყოფის დაზიანების კუთხით ორსულობის მე-13-16 კვირაა.განსაკუთრებით საყურადღებო გართულებაა მძიმე ანემია. ამ დროს აღინიშნება სიფერმკრთალე, ძლიერი დაღლილობა და ანემიისათვის დამახასიათებელი ლაბორატორიული ცვლილებები.

დიაგნოსტიკა

სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება პარვოვირუს B19-ის საწინააღმდეგო IgM და IgG ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში. IgM ანტისხეულები ჩნდება ინფიცირებიდან 10-12 დღეში, ხოლო IgG ანტისხეულები - 2 კვირის შემდეგ. IgM ანტისხეულები ორგანიზმში რჩება რამდენიმე თვის განმავლობაში, ხოლო IgG ანტისხეულები - მთელი ცხოვრების მანძილზე.

მკურნალობა

პარვოვირუსის სამკურნალო სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ტემპერატურის მომატების ან სახსრების ტკივილის დროს გამოიყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (იბუპროფენი და სხვ.). ასპირინის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ქავილის შემთხვევაში გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები. პარვოვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.