კულტურა/შოუბიზნესი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხმაური ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე - რა მოხდა პრემიერის გამოსვლისას?
ხმაური ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე - რა მოხდა პრემიერის გამოსვლისას?

"ექ­სპო ჯორ­ჯი­ა­ში", სა­დაც ევ­რო­პის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გახ­სნი­თი ცე­რე­მო­ნია იმარ­თე­ბა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გა­მოს­ვლას ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

  • უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, კო­ბა­ხი­ძის სი­ტყვით გა­მოს­ვლის დროს დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა და­ი­წყო სკან­დი­რე­ბა: “არა რუ­სულ კა­ნონს”.

მა­ნამ­დე ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს სი­ტყვით მი­მარ­თა ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ.

ელ­ჩის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი არ უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი არ­სე­ბუ­ლი ფორ­მით, შე­სა­ბა­მი­სად, დიპ­ლო­მატ­მა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ მო­მა­ვა­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი გა­და­წყდე­ბა.

"ჩვენ აქ ვართ, რათა ევ­რო­პის დღე აღ­ვნიშ­ნოთ, ეს აღ­ნიშ­ვნის­თვის ძა­ლი­ან ლა­მა­ზი მი­ზე­ზია. ჩვენ გვსურს, რომ ეს ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად გა­ვა­კე­თოთ. ვი­ცით, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა მხარს უჭერს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას. ჩვენ ვმუ­შა­ობთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად, ყვე­ლას­თან ერ­თად, რათა წინ წა­ვი­წი­ოთ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე. გულ­წრფე­ლად ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ყვე­ლა სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, რაც უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ ახლა არ­სე­ბობს, ჩვენ მა­ინც შევ­ძლებთ წინსვლას და სწო­რედ ამი­ტომ, მსურს, თავი ავა­რი­დო უარ­ყო­ფით შე­დე­გებ­ზე სა­უ­ბარს. ნამ­დვი­ლად ვამ­ჯო­ბი­ნებ­დი, მე­სა­უბ­რა კვლა­ვაც სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის­თვის გახ­სნილ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ მო­მა­ვა­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გზა მო­ი­ძებ­ნე­ბა წინსვლის­თვის და იმის­თვის, რომ მოვ­ლე­ნე­ბის უარ­ყო­ფით სპი­რალ­ში არ შე­ვი­დეთ.

რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რი, ჩვენ ვმუ­შა­ობთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან იმის­თვის, რომ ვი­პო­ვოთ გზა წინსვლის­თვის. ჩვენ ძა­ლი­ან მჭიდ­როდ ვმუ­შა­ობ­დით ყვე­ლა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, ჩვენ ძა­ლი­ან მჭიდ­როდ ვმუ­შა­ობთ არ­სე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და ვი­მუ­შა­ვებთ ყვე­ლა მო­მა­ვალ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით არ­ჩე­ულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ. გულ­წრფე­ლად ვი­მე­დოვ­ნებ, რომ მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში, გზა გა­მო­ი­ნა­ხე­ბა იმის­თვის, რომ გა­და­იჭ­რას „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხი, რაც, რო­გორც ჩვენ აქამ­დეც არა­ერ­თხელ გან­გვი­ცხა­დე­ბია, არ უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი არ­სე­ბუ­ლი ფორ­მით“, - გა­ნა­ცხა­და პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

ხმაური ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე - რა მოხდა პრემიერის გამოსვლისას?

ხმაური ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე - რა მოხდა პრემიერის გამოსვლისას?

"ექსპო ჯორჯიაში", სადაც ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნითი ცერემონია იმართება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლას ხმაური მოჰყვა.

  • უფრო კონკრეტულად, კობახიძის სიტყვით გამოსვლის დროს დამსწრე საზოგადოების ნაწილმა დაიწყო სკანდირება: “არა რუსულ კანონს”.

მანამდე ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

ელჩის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული არსებული ფორმით, შესაბამისად, დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში აღნიშნული საკითხი გადაწყდება.

"ჩვენ აქ ვართ, რათა ევროპის დღე აღვნიშნოთ, ეს აღნიშვნისთვის ძალიან ლამაზი მიზეზია. ჩვენ გვსურს, რომ ეს ქართველ ხალხთან ერთად გავაკეთოთ. ვიცით, რომ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას. ჩვენ ვმუშაობთ ხელისუფლებასთან ერთად, ყველასთან ერთად, რათა წინ წავიწიოთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, რაც უნდა ვაღიარო, რომ ახლა არსებობს, ჩვენ მაინც შევძლებთ წინსვლას და სწორედ ამიტომ, მსურს, თავი ავარიდო უარყოფით შედეგებზე საუბარს. ნამდვილად ვამჯობინებდი, მესაუბრა კვლავაც საქართველოს წინსვლისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე. ვიმედოვნებ, რომ მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში გზა მოიძებნება წინსვლისთვის და იმისთვის, რომ მოვლენების უარყოფით სპირალში არ შევიდეთ.

როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ ვიპოვოთ გზა წინსვლისთვის. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობდით ყველა წინა ხელისუფლებასთან, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ არსებულ ხელისუფლებასთან და ვიმუშავებთ ყველა მომავალ დემოკრატიული გზით არჩეულ ხელისუფლებასთან საქართველოს სასარგებლოდ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომდევნო რამდენიმე კვირაში, გზა გამოინახება იმისთვის, რომ გადაიჭრას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხი, რაც, როგორც ჩვენ აქამდეც არაერთხელ განგვიცხადებია, არ უნდა იქნას მიღებული არსებული ფორმით“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.