პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სპორტი
სამართალი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოლის თვალწინ მარტო იმიტომ სცემეს, რომ მათი ავტობუსის დანახვაზე მანქანა არ გაწია" - რა მოხდა ლეონიძის ქუჩაზე და ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც ვიდეოში ჩანს
"ცოლის თვალწინ მარტო იმიტომ სცემეს, რომ მათი ავტობუსის დანახვაზე მანქანა არ გაწია" - რა მოხდა ლეონიძის ქუჩაზე და ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც ვიდეოში ჩანს

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი ვრცელ­დე­ბა, სა­დაც ჩანს, რო­გორ უს­წორ­დე­ბი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მო­ქა­ლა­ქეს. ირ­კვე­ვა, რომ მომ­ხდა­რის შემ­დეგ მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ პო­ლი­ცი­ას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მან­ქა­ნა ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე ჰყავს შე­ჩე­რე­ბუ­ლი.

მა­მა­კა­ცი მან­ქა­ნა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი წე­რენ, რომ ახალ­გაზ­რდამ სპეც­რაზ­მის ავ­ტო­ბუსს, რო­მე­ლიც ე.წ. "პრო­წივ­ზე" მო­დი­ო­და, გზა არ და­უთ­მო, რა­საც ინ­ცი­დენ­ტი მოჰ­ყვა. ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც კად­რებ­ზეა ასა­ხუ­ლი, ირაკ­ლი წიგ­ნა­ძეა.

"შენ ვე­რა­ფერს და­გაკ­ლე­ბენ ჩემო ოქ­როს ბიჭო, ამა­თი კი ბოლო დღე­ე­ბია, მიყ­ვარ­ხარ" - წერს სოფო ჯა­ფა­რი­ძე ვი­დე­ოს კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი კი მომ­ხდარს ასე აღ­წერს:

"ჩემი დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა და თა­ნად­გო­მა ამ ადა­მი­ანს. ეს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მოხ­და, თა­ვის გზა­ზე მო­მა­ვალ­მა მან­ქა­ნის მძღოლ­მა მან­ქა­ნა არ გა­წია, სპეც­რაზ­მის ავ­ტო­ბუ­სის ე.წ. "პრო­წივ­ზე" გა­სა­ტა­რებ­ლად. ცო­ლის თვალ­წინ მარ­ტო იმი­ტომ ცემა ერ­თმა ავ­ტო­ბუს­მა სპეც­რაზმმა ერთი კაცი, რომ არ ჩაიჯ... ავ­ტო­ბუ­სის და­ნახ­ვა­ზე და სა­კუ­თარ გზა­ზე მო­მა­ვალ­მა ცუ­ცი­კი­ვით არ და­ზად­ნა მან­ქა­ნა მათ გა­სა­ტა­რებ­ლად.

ვინც ამ ყვე­ლაფ­რის შემ­ხედ­ვა­რე ჩუ­მად ხართ და კომ­ფორ­ტის ზო­ნა­ში ზი­ხართ, იცო­დეთ, რომ ყვე­ლას ასე გა­გის­წორ­დე­ბი­ან. თქვენ თუ არა, თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რს გა­იგ­დე­ბენ წიხლქვეშ უბ­რა­ლოდ იმი­ტომ, რომ თა­ვის სა­ვალ ნა­წილ­ზე მო­ინ­დო­მებს კა­ნო­ნი­ე­რად გავ­ლას" - წერს თა­მუ­ნა გი­ორ­გა­ძე.

რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს შსს?

"გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ თბი­ლის­ში, ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს, გან­ვმარ­ტავთ, რომ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ავ­ტო­ბუ­სი ოპე­რა­ტი­უ­ლი და­ვა­ლე­ბის მიზ­ნით, სპე­ცი­ა­ლუ­რი შუ­ქუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მოძ­რავ­მა ერთ-ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლის ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა მძღოლ­მა, 1991 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ი.წ.-მ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის არა­ერ­თი თხოვ­ნა გა­ე­ტა­რე­ბი­ნა მან­ქა­ნა და ხელი შე­უ­შა­ლა მათ გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმის რომ ავ­ტო­ბუ­სი შე­ე­ცა­და გა­და­ად­გი­ლე­ბის მიზ­ნით გვერ­დი აევ­ლო აღ­ნიშ­ნუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის­თვის, მძღოლ­მა და მის­მა თან­მხლებ­მა პი­რებ­მა არ მის­ცეს ავ­ტო­ბუსს აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა, რა­საც მოჰ­ყვა მათ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა.საქ­მე შემ­დგო­მი მოკ­ვლე­ვის მიზ­ნით გა­დაგ­ზავ­ნი­ლია სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში".

რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს მომ­ხდარ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი?

"სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, 2024 წლის 11 მა­ისს, გ. ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან მო­ქა­ლა­ქის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ატა­რებს ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბას ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და საქ­მე­ზე კა­ნო­ნი­ე­რი, სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად".

ნა­ხეთ ვი­დე­ო­კად­რე­ბი:

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ცოლის თვალწინ მარტო იმიტომ სცემეს, რომ მათი ავტობუსის დანახვაზე მანქანა არ გაწია" - რა მოხდა ლეონიძის ქუჩაზე და ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც ვიდეოში ჩანს

"ცოლის თვალწინ მარტო იმიტომ სცემეს, რომ მათი ავტობუსის დანახვაზე მანქანა არ გაწია" - რა მოხდა ლეონიძის ქუჩაზე და ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც ვიდეოში ჩანს

სოციალურ ქსელში ლეონიძის ქუჩაზე გადაღებული კადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან სამართალდამცველები მოქალაქეს. ირკვევა, რომ მომხდარის შემდეგ მამაკაცი დააკავეს, თუმცა რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. მოქალაქეების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციას დაზარალებულის მანქანა ლეონიძის ქუჩაზე ჰყავს შეჩერებული.

მამაკაცი მანქანაში სავარაუდოდ, ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

თვითმხილველები წერენ, რომ ახალგაზრდამ სპეცრაზმის ავტობუსს, რომელიც ე.წ. "პროწივზე" მოდიოდა, გზა არ დაუთმო, რასაც ინციდენტი მოჰყვა. ახალგაზრდა, რომელიც კადრებზეა ასახული, ირაკლი წიგნაძეა.

"შენ ვერაფერს დაგაკლებენ ჩემო ოქროს ბიჭო, ამათი კი ბოლო დღეებია, მიყვარხარ" - წერს სოფო ჯაფარიძე ვიდეოს კომენტირებისას.

ერთ-ერთი თვითმხილველი კი მომხდარს ასე აღწერს:

"ჩემი დიდი პატივისცემა და თანადგომა ამ ადამიანს. ეს რამდენიმე საათის წინ მოხდა, თავის გზაზე მომავალმა მანქანის მძღოლმა მანქანა არ გაწია, სპეცრაზმის ავტობუსის ე.წ. "პროწივზე" გასატარებლად. ცოლის თვალწინ მარტო იმიტომ ცემა ერთმა ავტობუსმა სპეცრაზმმა ერთი კაცი, რომ არ ჩაიჯ... ავტობუსის დანახვაზე და საკუთარ გზაზე მომავალმა ცუციკივით არ დაზადნა მანქანა მათ გასატარებლად.

ვინც ამ ყველაფრის შემხედვარე ჩუმად ხართ და კომფორტის ზონაში ზიხართ, იცოდეთ, რომ ყველას ასე გაგისწორდებიან. თქვენ თუ არა, თქვენი ოჯახის წევრს გაიგდებენ წიხლქვეშ უბრალოდ იმიტომ, რომ თავის სავალ ნაწილზე მოინდომებს კანონიერად გავლას" - წერს თამუნა გიორგაძე.

რა განცხადებას ავრცელებს შსს?

"გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, განვმარტავთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი ოპერატიული დავალების მიზნით, სპეციალური შუქურის გამოყენებით გადაადგილდებოდა გზის სავალ ნაწილზე.

საავტომობილო გზაზე მოძრავმა ერთ-ერთი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, 1991 წელს დაბადებულმა ი.წ.-მ არ გაითვალისწინა სამართალდამცველების არაერთი თხოვნა გაეტარებინა მანქანა და ხელი შეუშალა მათ გადაადგილებაში.

მიუხედავად იმის რომ ავტობუსი შეეცადა გადაადგილების მიზნით გვერდი აევლო აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისთვის, მძღოლმა და მისმა თანმხლებმა პირებმა არ მისცეს ავტობუსს აღნიშნულის საშუალება, რასაც მოჰყვა მათსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება.საქმე შემდგომი მოკვლევის მიზნით გადაგზავნილია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში".

რა განცხადებას ავრცელებს მომხდარზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური?

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 11 მაისს, გ. ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და საქმეზე კანონიერი, სამართლებრივი გადაწყვეტილების მისაღებად".

ნახეთ ვიდეოკადრები: