სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზედმეტად გამხდარი ჯეი ლო და ცნობილები, რომლებიც საზოგადოებას აჯერებენ, თითქოს იდეალურ წონას დიეტით მიაღწიეს" - "ოზემპიკის" სკანდალი მსოფლიოსა და საქართველოში
"ზედმეტად გამხდარი ჯეი ლო და ცნობილები, რომლებიც საზოგადოებას აჯერებენ, თითქოს იდეალურ წონას დიეტით მიაღწიეს" - "ოზემპიკის" სკანდალი მსოფლიოსა და საქართველოში

ჩა­ვარ­დნი­ლი ლო­ყე­ბი და უჩ­ვე­უ­ლოდ გამ­ხდა­რი წელი - ეს ორი რამ აშ­კა­რად თვალ­ში­სა­ცე­მი იყო იმ ვარ­სკვლა­ვე­ბის გა­რეგ­ნო­ბა­ში, რომ­ლებ­მაც 2024 წლის Met Gala-ზე წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე გა­ი­ა­რეს. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად 54 წლის ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სის ფი­ზი­კურ­მა მო­ნა­ცე­მებ­მა აღაშ­ფო­თა, მას "ზედ­მე­ტად გამ­ხდა­რიც" კი უწო­დეს.

უცხო­უ­რი მე­დია წერს, რომ ჯეი ლოს გა­რეგ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა, რაც ძი­რი­თა­დად წო­ნა­ში კლე­ბა­ში აი­სა­ხა, შე­საძ­ლოა, "ოზემ­პი­კის" დამ­სა­ხუ­რე­ბა იყოს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს არის წა­მა­ლი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წე­ლია პო­პუ­ლა­რუ­ლია, რო­გორც წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბა, რე­ა­ლუ­რად კი მისი მოხ­მა­რე­ბა მხო­ლოდ მე­ო­რე ტი­პის დი­ა­ბე­ტის მქონ­დე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არის სა­სურ­ვე­ლი, ისიც ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით.

ვერ­სია, რომ შე­საძ­ლოა ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი "ოზემ­პიკს" მო­იხ­მარ­დეს პირ­ვე­ლად გა­სულ თვე­ში გავ­რცელ­და. მას შემ­დეგ, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ღე­რალ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, სა­დაც მჭიდ­როდ მორ­გე­ბუ­ლი თეთ­რი კაბა აც­ვია.

თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ვარ­სკვლა­ვის წო­ნა­ში ასეთ­მა სწრაფ­მა კლე­ბამ გა­ა­ო­ცა, ისი­ნი კო­მენ­ტა­რებ­ში ეკი­თხე­ბოდ­ნენ, თუ რო­გორ და­იკ­ლო ასე სწრა­ფად. მომ­ხმა­რებ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ არა­სო­დეს უნა­ხავთ ის ასე­თი გამ­ხდა­რი, ხოლო ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა და­წე­რა, რომ ვარ­სკვლა­ვის დედა მო­იხ­მარ­და Ozempic-ის ინექ­ცი­ას, რად­გან მას დი­ა­ბე­ტი აქვს და "ჯეი ლო კი იღებს ისე, თით­ქოს უბ­რა­ლოდ ტკბი­ლე­უ­ლი იყოს..."

ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი არ არის ერ­თა­დერ­თი ვარ­სკვლა­ვი, რო­მე­ლიც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია Ozempic-ის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად. იგი­ვე კი­თხვა ის­მის კიმ კარ­და­ში­ა­ნის მი­სა­მარ­თით, რო­მელ­მაც 2022 წელს წო­ნა­ში ძა­ლი­ან სწრა­ფად და­იკ­ლო და წელს Met Gala-ზე არა­ბუ­ნებ­რი­ვად გამ­ხდა­რი წე­ლით გა­მოჩ­ნდა. ცნო­ბი­ლია, რომ „ოზემ­პიკს“ მო­იხ­მარ­დნენ კრის­ტი­ნა აგი­ლე­რა და ნას­ტია ივ­ლე­ე­ვაც. თუმ­ცა ყვე­ლა ცნო­ბი­ლი სახე არ არის მზად აღი­ა­როს, რომ დი­ა­ბე­ტის წა­მალს იყე­ნე­ბენ. ამ დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას აჯე­რე­ბენ, რომ თით­ქოს იდე­ა­ლურ წო­ნას ვარ­ჯი­ში­თა და დი­ე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­აღ­წი­ეს.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც კიმ კარ­და­ში­ა­ნი „ოზემ­პი­კის“ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. 2022 წელს, რო­დე­საც მერ­ლინ მონ­როს კაბა ჩა­იც­ვა. მა­შინ ვარ­სკვლავ­მა სამ კვი­რა­ში 16 კი­ლოგ­რა­მი და­იკ­ლო.

იგი ამ­ტკი­ცებ­და, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი დი­ე­ტა და­იც­ვა და მხო­ლოდ ბოსტნე­უ­ლი­სა და ცი­ლებს მი­ირ­თმევ­და. ასე­ვე ვარ­ჯი­შობ­და სარ­ბენ ბი­ლიკ­ზე და დღე­ში ორ­ჯერ სარ­გებ­ლობ­და სა­უ­ნით.

  • "ოზემ­პი­კის" შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ჯა­როდ პირ­ვე­ლად ექიმ­მა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სოფო ჯა­ფა­რი­ძემ ისა­უბ­რა.

- მე­სა­მე ბავ­შვის გა­ჩე­ნის შემ­დეგ დის­კომ­ფორ­ტი მქონ­და, წო­ნა­ში კლე­ბა გა­მი­ჭირ­და, და­ახ­ლო­ე­ბით ათი კილო მქონ­და ზედ­მე­ტი. ასე­თი გამ­ხდა­რი რო­გორც ახლა ვარ, არა­სო­დეს არ ვყო­ფილ­ვარ არ­ცერთ ასაკ­ში, მაგ­რამ ამა­ზე 8 კი­ლო­თი მეტი ვი­ყა­ვი მი­ნი­მუ­მი რაც აქამ­დე ვყო­ფილ­ვარ. დიახ, ზედ­მე­ტი მო­მი­ვი­და.

შემ­დეგ გა­ვი­გე პრე­პა­რა­ტის შე­სა­ხებ, ეს არის კან­ქვე­შა ინექ­ცია, რო­მე­ლიც ინიშ­ნე­ბა დი­ა­ბე­ტის დროს. მე სრუ­ლი­ად არა­ე­ქი­მუ­რად მო­ვი­ქე­ცი, რა­საც დღეს ძა­ლი­ან ვნა­ნობ. ორი თვე ვი­კე­თებ­დი და სა­ო­ცა­რი შე­დე­გი მქონ­და. მო­მენ­ტა­ლუ­რი კლე­ბა და­ვი­წყე. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ასე არ არის, დე­და­ჩე­მი იკე­თებს, მაგ­რამ გრა­მი არ აქვს დაკ­ლე­ბუ­ლი.

სოფო ჯა­ფა­რი­ძემ სა­ჯა­როდ აღი­ა­რა, რომ წამ­ლის მოხ­მა­რე­ბის შემ­დეგ გა­უჩ­ნდა კვან­ძე­ბი, დას­ჭირ­და ოპე­რა­ცია. პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ ის კი­დევ ერთი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დად­გა, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, რომ სა­ხე­ზე ინექ­ცი­ე­ბის­თვის მი­ე­მარ­თა, რათა ჩა­ვარ­დნი­ლი ლო­ყე­ბის­თვის ეშ­ვე­ლა.

"ლო­ყე­ბი ჩა­მი­ვარ­და, ინექ­ცი­ის მე­ში­ნია და სა­ხე­ზე ინექ­ცი­ებს ვერ ვი­კე­თებ­დი და ბო­ლოს გარ­და­უ­ვა­ლი იყო. ამ დროს არა­ჯან­სა­ღი ადა­მი­ა­ნის ვი­ზუ­ა­ლი გაქვს. სრუ­ლი­ად უცხო ხალ­ხი მი­რე­კავ­და, არ ჩერ­დე­ბო­და ტე­ლე­ფო­ნი, მე­კი­თხე­ბოდ­ნენ რა მო­გი­ვი­დაო, ყვე­ლას ემ­პა­თი­ის გრძნო­ბა გა­უჩ­ნდა ჩემს მი­მართ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა მქონ­და და ამ დროს ჩემი ნე­ბით ვიკ­ლებ­დი.

ცხოვ­რე­ბა­ში არა­სო­დეს მქო­ნია მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, არ ვი­ცო­დი რა იყო შფოთ­ვა და ახლა და­მე­წყო. ყვე­ლას ვთხოვ, რომ ექი­მის გა­რე­შე არ გა­ე­კა­როთ ამ პრე­პა­რატს...“

პრე­პა­რა­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყი­დე­ბა, მის გა­მო­წე­რას მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ახერ­ხე­ბენ. რე­ა­ლუ­რად პრე­პა­რა­ტი წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ექი­მე­ბი მას დი­ა­ბე­ტი ტიპი 2-ით და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს სამ­კურ­ნა­ლოდ, დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბად უნიშ­ნა­ვენ. რად­გან ინექ­ცია მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბას იწ­ვევს, ჩვე­უ­ლებ­რივ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი მისი მოხ­მა­რე­ბი­სას წო­ნა­ში იკ­ლე­ბენ, მაგ­რამ უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში იმ­დე­ნად დი­დია, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია მისი მოხ­მა­რე­ბა ექი­მის გა­რე­შე

AMBEBI.GE-სთან ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ანა მა­მა­სახ­ლი­სი ამ­ბობს, რომ რომ ბოლო დროს პა­ცი­ენ­ტებ­ში ამ მე­დი­კა­მენ­ტის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გაზ­რდი­ლია. ჰქონ­და შემ­თხვე­ვე­ბიც, რო­დე­საც პრე­პა­რა­ტის არა­და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ მოხ­მა­რე­ბის შემ­დეგ, პა­ცი­ენტს მკურ­ნა­ლო­ბა დას­ჭირ­და.

„მქონ­და შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტმა იმ დო­ნე­ზე და­კარ­გა მადა, რომ წო­ნა­ში ძა­ლი­ან და­იკ­ლო და მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა­ში გა­და­ვარ­და. ამან ძა­ლი­ან ცუ­დად იმოქ­მე­და მის ორ­გა­ნიზ­მზე. ზო­გა­დად, პრე­პა­რატს გა­აჩ­ნია გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის აღ­მოჩ­ნდა ძა­ლი­ან მძი­მე და შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი.“

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ზედმეტად გამხდარი ჯეი ლო და ცნობილები, რომლებიც საზოგადოებას აჯერებენ, თითქოს იდეალურ წონას დიეტით მიაღწიეს" - "ოზემპიკის" სკანდალი მსოფლიოსა და საქართველოში

"ზედმეტად გამხდარი ჯეი ლო და ცნობილები, რომლებიც საზოგადოებას აჯერებენ, თითქოს იდეალურ წონას დიეტით მიაღწიეს" - "ოზემპიკის" სკანდალი მსოფლიოსა და საქართველოში

ჩავარდნილი ლოყები და უჩვეულოდ გამხდარი წელი - ეს ორი რამ აშკარად თვალშისაცემი იყო იმ ვარსკვლავების გარეგნობაში, რომლებმაც 2024 წლის Met Gala-ზე წითელ ხალიჩაზე გაიარეს. თაყვანისმცემლები განსაკუთრებულად 54 წლის ჯენიფერ ლოპესის ფიზიკურმა მონაცემებმა აღაშფოთა, მას "ზედმეტად გამხდარიც" კი უწოდეს.

უცხოური მედია წერს, რომ ჯეი ლოს გარეგნული ცვლილება, რაც ძირითადად წონაში კლებაში აისახა, შესაძლოა, "ოზემპიკის" დამსახურება იყოს. შეგახსენებთ, რომ ეს არის წამალი, რომელიც რამდენიმე წელია პოპულარულია, როგორც წონაში დასაკლები საშუალება, რეალურად კი მისი მოხმარება მხოლოდ მეორე ტიპის დიაბეტის მქონდე ადამიანებისთვის არის სასურველი, ისიც ექიმის დანიშნულებით.

ვერსია, რომ შესაძლოა ჯენიფერ ლოპესი "ოზემპიკს" მოიხმარდეს პირველად გასულ თვეში გავრცელდა. მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში მომღერალმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მჭიდროდ მორგებული თეთრი კაბა აცვია.

თაყვანისმცემლები ვარსკვლავის წონაში ასეთმა სწრაფმა კლებამ გააოცა, ისინი კომენტარებში ეკითხებოდნენ, თუ როგორ დაიკლო ასე სწრაფად. მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ არასოდეს უნახავთ ის ასეთი გამხდარი, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა დაწერა, რომ ვარსკვლავის დედა მოიხმარდა Ozempic-ის ინექციას, რადგან მას დიაბეტი აქვს და "ჯეი ლო კი იღებს ისე, თითქოს უბრალოდ ტკბილეული იყოს..."

ჯენიფერ ლოპესი არ არის ერთადერთი ვარსკვლავი, რომელიც ეჭვმიტანილია Ozempic-ის გამოყენებაში წონაში დასაკლებად. იგივე კითხვა ისმის კიმ კარდაშიანის მისამართით, რომელმაც 2022 წელს წონაში ძალიან სწრაფად დაიკლო და წელს Met Gala-ზე არაბუნებრივად გამხდარი წელით გამოჩნდა. ცნობილია, რომ „ოზემპიკს“ მოიხმარდნენ კრისტინა აგილერა და ნასტია ივლეევაც. თუმცა ყველა ცნობილი სახე არ არის მზად აღიაროს, რომ დიაბეტის წამალს იყენებენ. ამ დროს საზოგადოებას აჯერებენ, რომ თითქოს იდეალურ წონას ვარჯიშითა და დიეტის საშუალებით მიაღწიეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კიმ კარდაშიანი „ოზემპიკის“ სკანდალში გაეხვა. 2022 წელს, როდესაც მერლინ მონროს კაბა ჩაიცვა. მაშინ ვარსკვლავმა სამ კვირაში 16 კილოგრამი დაიკლო.

იგი ამტკიცებდა, რომ სპეციალური დიეტა დაიცვა და მხოლოდ ბოსტნეულისა და ცილებს მიირთმევდა. ასევე ვარჯიშობდა სარბენ ბილიკზე და დღეში ორჯერ სარგებლობდა საუნით.

  • "ოზემპიკის" შესახებ საქართველოში საჯაროდ პირველად ექიმმა და მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა.

- მესამე ბავშვის გაჩენის შემდეგ დისკომფორტი მქონდა, წონაში კლება გამიჭირდა, დაახლოებით ათი კილო მქონდა ზედმეტი. ასეთი გამხდარი როგორც ახლა ვარ, არასოდეს არ ვყოფილვარ არცერთ ასაკში, მაგრამ ამაზე 8 კილოთი მეტი ვიყავი მინიმუმი რაც აქამდე ვყოფილვარ. დიახ, ზედმეტი მომივიდა.

შემდეგ გავიგე პრეპარატის შესახებ, ეს არის კანქვეშა ინექცია, რომელიც ინიშნება დიაბეტის დროს. მე სრულიად არაექიმურად მოვიქეცი, რასაც დღეს ძალიან ვნანობ. ორი თვე ვიკეთებდი და საოცარი შედეგი მქონდა. მომენტალური კლება დავიწყე. მაგრამ ყველაზე ასე არ არის, დედაჩემი იკეთებს, მაგრამ გრამი არ აქვს დაკლებული.

სოფო ჯაფარიძემ საჯაროდ აღიარა, რომ წამლის მოხმარების შემდეგ გაუჩნდა კვანძები, დასჭირდა ოპერაცია. პრეპარატის გამოყენების შემდეგ ის კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დადგა, იძულებული გახდა, რომ სახეზე ინექციებისთვის მიემართა, რათა ჩავარდნილი ლოყებისთვის ეშველა.

"ლოყები ჩამივარდა, ინექციის მეშინია და სახეზე ინექციებს ვერ ვიკეთებდი და ბოლოს გარდაუვალი იყო. ამ დროს არაჯანსაღი ადამიანის ვიზუალი გაქვს. სრულიად უცხო ხალხი მირეკავდა, არ ჩერდებოდა ტელეფონი, მეკითხებოდნენ რა მოგივიდაო, ყველას ემპათიის გრძნობა გაუჩნდა ჩემს მიმართ. დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა და ამ დროს ჩემი ნებით ვიკლებდი.

ცხოვრებაში არასოდეს მქონია მენტალური პრობლემები, არ ვიცოდი რა იყო შფოთვა და ახლა დამეწყო. ყველას ვთხოვ, რომ ექიმის გარეშე არ გაეკაროთ ამ პრეპარატს...“

პრეპარატი საქართველოში არ იყიდება, მის გამოწერას მომხმარებლები სხვადასხვა ინტერნეტსაიტის საშუალებით ახერხებენ. რეალურად პრეპარატი წონაში დასაკლებად არ გამოიყენება, ექიმები მას დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულ პაციენტებს სამკურნალოდ, დამხმარე საშუალებად უნიშნავენ. რადგან ინექცია მადის დაქვეითებას იწვევს, ჩვეულებრივ შემთხვევაში ადამიანების ნაწილი მისი მოხმარებისას წონაში იკლებენ, მაგრამ უკუჩვენებები ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში იმდენად დიდია, რომ დაუშვებელია მისი მოხმარება ექიმის გარეშე

AMBEBI.GE-სთან ენდოკრინოლოგი ანა მამასახლისი ამბობს, რომ რომ ბოლო დროს პაციენტებში ამ მედიკამენტის მიმართ ინტერესი გაზრდილია. ჰქონდა შემთხვევებიც, როდესაც პრეპარატის არადანიშნულებისამებრ მოხმარების შემდეგ, პაციენტს მკურნალობა დასჭირდა.

„მქონდა შემთხვევა, როდესაც პაციენტმა იმ დონეზე დაკარგა მადა, რომ წონაში ძალიან დაიკლო და მეორე უკიდურესობაში გადავარდა. ამან ძალიან ცუდად იმოქმედა მის ორგანიზმზე. ზოგადად, პრეპარატს გააჩნია გვერდითი მოვლენები, რომელიც კონკრეტული პაციენტისთვის აღმოჩნდა ძალიან მძიმე და შემაწუხებელი.“

წაიკითხეთ ასევე: