ავტორი:

16 წუთიანი გენური თერაპიის შედეგად, 18 თვის ბავშვს სმენა სრულიად აღუდგინეს

16 წუთიანი გენური თერაპიის შედეგად, 18 თვის ბავშვს სმენა სრულიად აღუდგინეს

გენური თერაპიის შედეგად, ბრიტანეთში, მცირეწლოვან ბავშვს სმენა აღუდგინეს. ექიმების თქმით, ეს თერაპია სმენადაქვეითებულთა მკურნალობის ახალ ეპოქას აღნიშნავს.

ერთ გენში არსებული იშვიათი პათოლოგიის გამო ოპალ სენდი სმენადაქვეითებული დაიბადა. ოპერაციის შემდეგ, რომლის ხანგრძლივობაც 16 წუთია, 18 თვის ბავშვს თითქმის მთლიანად აღუდგინეს სმენა. ექიმების განცხადებით, გენური თერაპია წარმოადგენდა პაციენტის მხოლოდ ერთი პათოლოგიური გენის შესწორებას.

პროფესორმა მანოჰარ ბანსმა, ტრასტის ყურის ქირურგმა აღნიშნა, რომ თავდაპირველი შედეგი იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე მოელოდა. სმენის ნეიროპათია შეიძლება გამოწვეული იყოს OTOF გენის გაუმართაობით, რომელიც წარმოქმნის ცილას, სახელად ოტოფერლინს - იგი შიდა ყურის "სმენის უჯრედებისთვის“ არის აუცილებელი, რათა მათ ხმის ვიბრაციების ქიმიურ სიგნალებად გარდაქმნა და თავის ტვინთან გაგზავნა შეძლონ.

გენური თერაპია - DB-OTO - სპეციალურად განკუთვნილია OTOF მუტაციების მქონე ბავშვებისთვის. უვნებელი ვირუსი გამოიყენება მოქმედი გენის პაციენტში გადასატანად. მარტინ მაკლინი, სმენადაქვეითებულ ბავშვთა ეროვნული საზოგადოების უფროსი პოლიტიკის მრჩეველი, ამბობს, რომ სიყრუე არასოდეს არ უნდა იყოს ბარიერი ბედნიერებისა და სრულყოფისთვის.

მანამდე მსგავსი ოპერაცია 1 წლის ყრუ-მუნჯ ბიჭს, აისამ დამის ჩაუტარდა - თერაპია მის შემთხვევაშიც წარმატებული გამოდგა, თუმცა ექიმების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აისამს უკვე ესმის, შეიძლება მან ლაპარაკი ვერასოდეს ისწავლოს, რადგან თავის ტვინის ის ფანჯარა, რომელიც მეტყველების ათვისებაზეა პასუხისმგებელი, დაახლოებით ხუთი წლის ასაკში იხურება.