პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უხვი ნალექის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები" - მერიის განცხადება
"უხვი ნალექის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები" - მერიის განცხადება

თბი­ლი­სის მე­რია გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ უხვმა ნა­ლექ­მა დე­და­ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იწ­ვია.

რო­გორც გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, გან­სა­კუთ­რე­ბით და­ზა­რალ­და გლ­და­ნის რა­ი­ო­ნი. კერ­ძოდ, მე­რი­ის ცნო­ბით, მუ­ხი­ა­ნის აგა­რა­კე­ბის და­სახ­ლე­ბა­ში და­იტ­ბო­რა ეზო­ე­ბი. ასე­ვე, ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე გლ­და­ნუ­ლამ ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლის ეზო დატ­ბო­რა და მიწა ჩა­მო­შა­ლა.

მე­რია მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მარ­თავს, რომ პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­უძ­ლი­ათ დარ­ე­კონ თბი­ლი­სის მე­რი­ის ცხელ ხაზ­ზე: 2722222.

"უხვმა ნა­ლექ­მა გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იწ­ვია დე­და­ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში.

გან­სა­კუთ­რე­ბით და­ზა­რალ­და გლ­და­ნის რა­ი­ო­ნი, კერ­ძოდ, მუ­ხი­ა­ნის აგა­რა­კე­ბის და­სახ­ლე­ბა­ში და­იტ­ბო­რა ეზო­ე­ბი. ასე­ვე, ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე გლ­და­ნუ­ლამ ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლის ეზო დატ­ბო­რა და მიწა ჩა­მო­შა­ლა.

რამ­დე­ნი­მე მი­სა­მარ­თზე და­ზი­ან­და საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ად­გი­ლი ჰქონ­და ხის წაქ­ცე­ვის და ფერ­დის ჩა­მოშ­ლის ფაქ­ტებს.

ყვე­ლა რა­ი­ონ­ში, სა­დაც უხვმა ნა­ლექ­მა პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა, შე­დე­გე­ბის აღ­მო­ფხვრა­ში ჩარ­თუ­ლია სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი, გამ­გე­ო­ბე­ბი­სა და მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მიმ­დი­ნა­რე­ობს ზი­ა­ნის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია დარ­ე­კოს თბი­ლი­სის მე­რი­ის ცხელ ხაზ­ზე: 2722222“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია თბი­ლი­სის მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"უხვი ნალექის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები" - მერიის განცხადება

"უხვი ნალექის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები" - მერიის განცხადება

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები გამოიწვია.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი. კერძოდ, მერიის ცნობით, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები. ასევე, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მცხოვრებლის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა.

მერია მოქალაქეებს მიმართავს, რომ პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეუძლიათ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2722222.

"უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები გამოიწვია დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში.

განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი, კერძოდ, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები. ასევე, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა.

რამდენიმე მისამართზე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ადგილი ჰქონდა ხის წაქცევის და ფერდის ჩამოშლის ფაქტებს.

ყველა რაიონში, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, შედეგების აღმოფხვრაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, გამგეობებისა და მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2722222“,-აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.