ავტორი:

მაშველებმა სვანეთში, მდინარე ნაკრაში კიდევ ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს - ავტომობილში მყოფი მესამე ახალგაზრდის ძებნა გრძელდება

მაშველებმა სვანეთში, მდინარე ნაკრაში კიდევ ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს - ავტომობილში მყოფი მესამე ახალგაზრდის ძებნა გრძელდება

ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა სვანეთში, მდინარე ნაკრაში მეორე ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ავტომობილი, სადაც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ, მდინარეში 2 მაისს გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში სამი მოსწავლე, ერთი გოგო და ორი ბიჭი იმყოფებოდა. მაშველებმა რამდენიმე დღის წინ მე-12 კლასელი გოგონას ეკა ვიბლიანის ცხედარი იპოვეს. ამჟამად ნაპოვნია გიორგი ვიბლიანი, გრძელდება საბა გვარმიანის ძებნა.

იხილეთ ასევე: