მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფერადკანიანი ტომი, ქერა თმით: რატომ აქვთ განსხვავებული გარეგნობა სოლომონის კუნძულების მაცხოვრებლებს და რა არის მათზე ცნობილი - "არ უყვართ სტუმრები"
ფერადკანიანი ტომი, ქერა თმით: რატომ აქვთ განსხვავებული გარეგნობა სოლომონის კუნძულების მაცხოვრებლებს და რა არის მათზე ცნობილი - "არ უყვართ სტუმრები"

მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 2% აქვს ბუ­ნებ­რი­ვად ქერა თმა, მათი დიდი ნა­წი­ლი კი ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პა­ში ცხოვ­რობს. თუმ­ცა, მსოფ­ლიო რუ­კა­ზე არის კი­დევ ერთი ად­გი­ლი, სა­დაც ქე­რათ­მი­ა­ნი ხალ­ხი ცხოვ­რობს. სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლებ­ზე მუქკა­ნი­ან ად­გი­ლობ­რივ­თა 5-10 პრო­ცენტს ქერა თმა აქვს. მეც­ნი­ე­რე­ბი ამ ფე­ნო­მენს დიდ­ხანს იკ­ვლევ­დნენ.

მათ არ უყ­ვართ სტუმ­რე­ბი

სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლე­ბის მცხოვ­რებ­ლებს ის­ტო­რი­უ­ლად ნაკ­ლე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ ევ­რო­პე­ლებ­თან. ცნო­ბი­ლია, რომ ამ კუნ­ძუ­ლებ­ზე პირ­ვე­ლად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი 3 ათა­სი წლის წინ ჩა­ვიდ­ნენ და ისი­ნი პა­პუ­ე­ლე­ბი იყ­ვნენ. და­ახ­ლო­ე­ბით 2 ათა­სი წლის შემ­დეგ კი კუნ­ძულს პო­ლი­ნე­ზი­ე­ლებ­მა მი­ა­კი­თხეს. სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლი ევ­რო­პე­ლებ­მა მხო­ლოდ მე-16 სა­უ­კუ­ნე­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ად­გილს სა­ხე­ლი ბიბ­ლი­უ­რი გმი­რის სო­ლო­მო­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვეს. ეს­პა­ნეთს უნ­დო­და, რომ კუნ­ძუ­ლი თა­ვის კო­ლო­ნი­ად ექ­ცია, თუმ­ცა იქ ჩა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა და­ხო­ცეს.

მომ­დევ­ნო სა­უ­კუ­ნე­ებ­შიც ვერ მო­ი­კი­დეს ფეხი ევ­რო­პე­ლებ­მა, მი­ზე­ზი ისევ კუნ­ძუ­ლებ­ზე მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის არას­ტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა გახ­და. უცხო­ე­თი­დან ჩა­სულ ვაჭ­რებ­სა და მი­სი­ო­ნე­რებს, რო­გორც წესი, ისი­ნი თა­ვი­დან იშო­რებ­დნენ.

სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლე­ბი მე-18 სა­უ­კუ­ნე­ში მე­ო­რედ აღ­მო­ა­ჩი­ნეს - ამ­ჯე­რად ინ­გლი­სე­ლებ­მა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორი სა­უ­კუ­ნე იყო გა­სუ­ლი კუნ­ძუ­ლის მცხოვ­რებ­ლებ­სა და ევ­რო­პე­ლებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ისევ არ გან­ვი­თარ­და. მხო­ლოდ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს მო­ა­ხერ­ხა და ბრი­ტა­ნეთ­მა სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლე­ბი თა­ვის კო­ლო­ნი­ად გა­მო­ა­ცხა­და. ად­გილ­ზე კი პლან­ტა­ცი­ე­ბის გა­შე­ნე­ბა და­ი­წყო - ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, რომ და­ეთ­მო.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლე­ბი ია­პო­ნი­ამ და­ი­პყრო, თუმ­ცა ომში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ იქ ისევ ბრი­ტა­ნე­ლე­ბი გა­მოჩ­ნდნენ. სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლებ­მა დიდი ბრი­ტა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა 1978 წელს მო­ი­პო­ვა და ახლა ის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოა.

და მა­ინც, რა­ტომ აქვს სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლებ­ზე მცხოვ­რებ ყო­ველ მე­ა­თე, ან თუნ­დაც მე­ხუ­თე ადა­მი­ანს ხვე­უ­ლი, ქერა თქმა?

იდუ­მა­ლი არა­ევ­რო­პუ­ლი გენი

დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ით­ვლე­ბო­და, რომ მსგავ­სი ფე­ნო­ტი­პი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო კუნ­ძუ­ლის მცხოვ­რებ­ლებ­ზე მზის ხან­გრძლი­ვი ზე­მოქ­მე­დე­ბი­თა და ზღვით. არ­სე­ბობ­და კი­დევ ერთი თე­ო­რია, რომ სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლე­ბის მცხოვ­რებ­ლებ­მა მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღეს ქერა თმა ევ­რო­პე­ლი ვაჭ­რე­ბი­სა და მკვლე­ვა­რე­ბის­გან, მაგ­რამ კუნ­ძუ­ლის ის­ტო­რი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ვერ­სია და­უ­ჯე­რებ­ლად ჟღერ­და.

ბოლო ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მეც­ნი­ე­რებ­მა ამ ფე­ნო­მე­ნის შეს­წავ­ლას დიდი დრო მო­ან­დო­მეს. კვლე­ვა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სტა­ტია სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ Science-ში გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, არ­სე­ბობს გენი, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლე­ბის ძი­რძვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ქერა თმა­ზე. უფრო მე­ტიც, სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­საკ­ვი­რად, ეს არ არის იგი­ვე გენი, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში მცხოვ­რებ ქერა ადა­მი­ა­ნებს აქვთ.

სა­უ­ბა­რია TYRP-1 გენ­ზე. ის ზოგ­ჯერ ცხო­ვე­ლებ­შიც გვხვდე­ბა და სწო­რედ ამ გე­ნის წყა­ლო­ბით იბა­დე­ბი­ან ალ­ბი­ნო­სე­ბი.

სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლებ­ზე TYRP-1 გე­ნის აღ­მო­ჩე­ნამ მეც­ნი­ე­რე­ბი გა­ა­ო­ცა. ეს აღ­მო­ჩე­ნა ნიშ­ნავს, რომ ქერა თმა ადა­მი­ა­ნებ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად წარ­მო­იშ­ვა, რო­გორც ევ­რო­პა­ში, ასე­ვე სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლებ­ზე და ეს ორი პრო­ცე­სი ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად მოხ­და.

ჯერ­ჯე­რო­ბით, მკვლე­ვა­რებს არ შე­უძ­ლი­ათ თქვან, სა­ი­დან გაჩ­ნდა TYRP-1 სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლებ­ზე და არა დე­და­მი­წის სხვა ნა­წი­ლებ­ში.

მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ამ გენს შე­საძ­ლოა სხვა ფუნ­ქცია არც ჰქონ­დეს, გარ­და თმის პიგმენ­ტა­ცი­ის ცვლი­ლე­ბი­სა. თუმ­ცა, თა­ვად TYRP-1 გე­ნის შემ­დგო­მი შეს­წავ­ლა, რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, მეც­ნი­ე­რე­ბას და­ეხ­მა­რე­ბა ნა­თე­ლი მოჰ­ფი­ნოს გე­ნე­ტი­კურ სა­ფუძ­ველს, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია დე­და­მი­წა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რეგ­ნო­ბის გან­სხვა­ვე­ბებ­სა და მსგავ­სე­ბა­ზე.

ეს აღ­მო­ჩე­ნა მთლი­ა­ნად ცვლის მეც­ნი­ერ­თა წარ­მოდ­გე­ნას იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ არის გე­ნე­ტი­კუ­რად გან­სა­ზღვრუ­ლი ფე­ნო­ტი­პე­ბი ადა­მი­ა­ნის სხვა­დას­ხვა პო­პუ­ლა­ცი­ა­ში. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ადა­მი­ან­თა სხვა­დას­ხვა პო­პუ­ლა­ცი­ა­ში, პლა­ნე­ტის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ში, გა­რეგ­ნო­ბის იდენ­ტუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი სუ­ლაც არ არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი მსგავ­სი გე­ნე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ფერადკანიანი ტომი, ქერა თმით: რატომ აქვთ განსხვავებული გარეგნობა სოლომონის კუნძულების მაცხოვრებლებს და რა არის მათზე ცნობილი - "არ უყვართ სტუმრები"

ფერადკანიანი ტომი, ქერა თმით: რატომ აქვთ განსხვავებული გარეგნობა სოლომონის კუნძულების მაცხოვრებლებს და რა არის მათზე ცნობილი - "არ უყვართ სტუმრები"

მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 2% აქვს ბუნებრივად ქერა თმა, მათი დიდი ნაწილი კი ჩრდილოეთ ევროპაში ცხოვრობს. თუმცა, მსოფლიო რუკაზე არის კიდევ ერთი ადგილი, სადაც ქერათმიანი ხალხი ცხოვრობს. სოლომონის კუნძულებზე მუქკანიან ადგილობრივთა 5-10 პროცენტს ქერა თმა აქვს. მეცნიერები ამ ფენომენს დიდხანს იკვლევდნენ.

მათ არ უყვართ სტუმრები

სოლომონის კუნძულების მცხოვრებლებს ისტორიულად ნაკლები ურთიერთობა ჰქონდათ ევროპელებთან. ცნობილია, რომ ამ კუნძულებზე პირველად უცხო ადამიანები 3 ათასი წლის წინ ჩავიდნენ და ისინი პაპუელები იყვნენ. დაახლოებით 2 ათასი წლის შემდეგ კი კუნძულს პოლინეზიელებმა მიაკითხეს. სოლომონის კუნძული ევროპელებმა მხოლოდ მე-16 საუკუნეში აღმოაჩინეს და ადგილს სახელი ბიბლიური გმირის სოლომონის პატივსაცემად დაარქვეს. ესპანეთს უნდოდა, რომ კუნძული თავის კოლონიად ექცია, თუმცა იქ ჩასული ადამიანები ადგილობრივებმა დახოცეს.

მომდევნო საუკუნეებშიც ვერ მოიკიდეს ფეხი ევროპელებმა, მიზეზი ისევ კუნძულებზე მცხოვრები მოსახლეობის არასტუმართმოყვარეობა გახდა. უცხოეთიდან ჩასულ ვაჭრებსა და მისიონერებს, როგორც წესი, ისინი თავიდან იშორებდნენ.

სოლომონის კუნძულები მე-18 საუკუნეში მეორედ აღმოაჩინეს - ამჯერად ინგლისელებმა. მიუხედავად იმისა, რომ ორი საუკუნე იყო გასული კუნძულის მცხოვრებლებსა და ევროპელებს შორის ურთიერთობა ისევ არ განვითარდა. მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლოს მოახერხა და ბრიტანეთმა სოლომონის კუნძულები თავის კოლონიად გამოაცხადა. ადგილზე კი პლანტაციების გაშენება დაიწყო - ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა, რომ დაეთმო.

მეორე მსოფლიო ომის დროს სოლომონის კუნძულები იაპონიამ დაიპყრო, თუმცა ომში გამარჯვების შემდეგ იქ ისევ ბრიტანელები გამოჩნდნენ. სოლომონის კუნძულებმა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1978 წელს მოიპოვა და ახლა ის დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

და მაინც, რატომ აქვს სოლომონის კუნძულებზე მცხოვრებ ყოველ მეათე, ან თუნდაც მეხუთე ადამიანს ხვეული, ქერა თქმა?

იდუმალი არაევროპული გენი

დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ მსგავსი ფენოტიპი განპირობებული იყო კუნძულის მცხოვრებლებზე მზის ხანგრძლივი ზემოქმედებითა და ზღვით. არსებობდა კიდევ ერთი თეორია, რომ სოლომონის კუნძულების მცხოვრებლებმა მემკვიდრეობით მიიღეს ქერა თმა ევროპელი ვაჭრებისა და მკვლევარებისგან, მაგრამ კუნძულის ისტორიიდან გამომდინარე, ეს ვერსია დაუჯერებლად ჟღერდა.

ბოლო ათი წლის განმავლობაში, მეცნიერებმა ამ ფენომენის შესწავლას დიდი დრო მოანდომეს. კვლევაზე ჩატარებული სტატია სამეცნიერო ჟურნალ Science-ში გამოაქვეყნეს.

როგორც აღმოჩნდა, არსებობს გენი, რომელიც პასუხისმგებელია სოლომონის კუნძულების ძირძველი მოსახლეობის ქერა თმაზე. უფრო მეტიც, სამეცნიერო საზოგადოების გასაკვირად, ეს არ არის იგივე გენი, რომელიც ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ ქერა ადამიანებს აქვთ.

საუბარია TYRP-1 გენზე. ის ზოგჯერ ცხოველებშიც გვხვდება და სწორედ ამ გენის წყალობით იბადებიან ალბინოსები.

სოლომონის კუნძულებზე TYRP-1 გენის აღმოჩენამ მეცნიერები გააოცა. ეს აღმოჩენა ნიშნავს, რომ ქერა თმა ადამიანებში დამოუკიდებლად წარმოიშვა, როგორც ევროპაში, ასევე სოლომონის კუნძულებზე და ეს ორი პროცესი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოხდა.

ჯერჯერობით, მკვლევარებს არ შეუძლიათ თქვან, საიდან გაჩნდა TYRP-1 სოლომონის კუნძულებზე და არა დედამიწის სხვა ნაწილებში.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ გენს შესაძლოა სხვა ფუნქცია არც ჰქონდეს, გარდა თმის პიგმენტაციის ცვლილებისა. თუმცა, თავად TYRP-1 გენის შემდგომი შესწავლა, როგორც სტატიის ავტორები იმედოვნებენ, მეცნიერებას დაეხმარება ნათელი მოჰფინოს გენეტიკურ საფუძველს, რომელიც პასუხისმგებელია დედამიწაზე ადამიანების გარეგნობის განსხვავებებსა და მსგავსებაზე.

ეს აღმოჩენა მთლიანად ცვლის მეცნიერთა წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ არის გენეტიკურად განსაზღვრული ფენოტიპები ადამიანის სხვადასხვა პოპულაციაში. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანთა სხვადასხვა პოპულაციაში, პლანეტის სხვადასხვა ნაწილში, გარეგნობის იდენტური მახასიათებლები სულაც არ არის განპირობებული მსგავსი გენებით.