ამ წუთებში გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მშვიდობიანი, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
"არა რუსულ კანონს“ - ამ მოწოდებით ფრანკფურტსა და მის მიმდებარედ მცხოვრები ქართველები, თბილისში მიმდინარე აქციებს უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ.
ამ სახის საპროტესტო აქციები ქართველების მონაწილეობით გერმანიის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.