საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიმპტომები ერთი შეხედვით მწვავეა" - როგორ მოვიქცეთ თუ აქციაზე ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს: ექიმის რჩევები
"სიმპტომები ერთი შეხედვით მწვავეა" - როგორ მოვიქცეთ თუ აქციაზე ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს: ექიმის რჩევები

უკვე მე­ო­რე კვი­რაა, რაც პარ­ლა­მენ­ტის წინ შეკ­რე­ბი­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტთან "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექტს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. წუ­ხელ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის დაშ­ლა და­ახ­ლო­ე­ბით 21:30 სა­ა­თი­დან და­ი­წყო. სპეც­რაზმმა მათ წი­ნა­აღ­მდეგ 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ე.წ. წი­წა­კის სპრეი, წყლის ჭავ­ლი და ცრემლსა­დე­ნი გაზი არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ყე­ნა. და­შავ­და ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თაც პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა სას­წრა­ფოს ბრი­გა­დებ­მა ად­გილ­ზე­ვე აღ­მო­უ­ჩი­ნეს. აქ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას არა­ერ­თი მო­მი­ტინ­გეც და­ა­კა­ვეს.

ექი­მი არ­ჩილ მარ­შა­ნია გვაძ­ლევს რჩე­ვებს, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ წი­წა­კის სპრე­ის ან ცრემლსა­დე­ნი გა­ზით მო­წამ­ვლის შემ­თხვე­ვა­ში

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წი­წა­კის სპრე­ის და/ან ცრემლსა­დე­ნი გა­ზის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სწრაფ­მოქ­მე­დი ან­ტი­დო­ტი არ არ­სე­ბობს და სიმპტო­მე­ბი ერთი შე­ხედ­ვით მწვა­ვეა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბით, წვის შეგ­რძნე­ბით, მხედ­ვე­ლო­ბის დრო­ე­ბი­თი გა­უ­ა­რე­სე­ბით, ხვე­ლით და ა.შ. ის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში, არ არის სა­სიკ­ვდი­ლო და პირ­ველ რიგ­ში, ეცა­დეთ, არ აჰ­ყვეთ პა­ნი­კას.

გე­კე­თოთ ნი­ღა­ბი და დამ­ცა­ვი სათ­ვა­ლე.

უმ­ჯო­ბე­სია, მო­იხ­სნათ ლინ­ზე­ბი.

სპრე­ით/გა­ზით და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში:

და­ტო­ვეთ ად­გი­ლი და გა­და­ი­ნაც­ვლეთ უსაფრ­თხო ად­გი­ლას;

თან იქო­ნი­ეთ წყა­ლი ან ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ხსნა­რი (ალ­ტერ­ნა­ტი­ვად შე­საძ­ლოა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას რძეც) და ჩა­მო­ი­ბა­ნეთ არე ხან­გრძლი­ვად (არ და­ის­ხათ შუბ­ლზე, ამან შე­საძ­ლოა ნივ­თი­ე­რე­ბა "ჩა­რე­ცხოს" თვა­ლებ­ში);

არ ეცა­დოთ თვა­ლის ძა­ლით გა­ხე­ლას;

თუ ლინ­ზა გი­კე­თი­ათ და­ზი­ა­ნე­ბის დროს, მო­იხ­სე­ნით ის სუფ­თა ხე­ლე­ბით;

მო­ი­შო­რეთ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ტან­საც­მე­ლი, მი­ი­ღეთ შხა­პი, ჩა­მო­ი­ბა­ნეთ შამ­პუ­ნით ან საპ­ნით ან გე­ლით, გრი­ლი/ნელთბი­ლი წყლით 10 - 15 წთ-ს გან­მავ­ლო­ბა­ში, უწყვე­ტი ჭავ­ლით;

არ და­ი­ზი­ლოთ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არე;

სიმპტო­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბით თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის (მა­გა­ლი­თად ას­თმა) შემ­თხვე­ვა­ში, მი­მარ­თეთ ექიმს.

ხში­რად დას­მუ­ლი კი­თხვე­ბის გამო, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად "წყა­ლი არ შე­იძ­ლე­ბა" უკავ­შირ­დე­ბა ვა­მა­ტებ ინ­ფორ­მა­ცი­ას:

ცხა­დია, ზო­გა­დად არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რად­გან ზო­გი­ერ­თი ნივ­თი­ე­რე­ბა ცხიმ­ში ხსნა­დია, წყა­ლი შე­საძ­ლოა მეტი დას­ჭირ­დეს, თორე 'არ შე­იძ­ლე­ბა­ზე' არ არის სა­უ­ბა­რი.

ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­ი­ცე­მა ისე, რომ იყოს მარ­ტი­ვად შეს­რუ­ლე­ბა­დი, და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და მოკ­ლე.

მე­ტიც, არ­სე­ბობს კვლე­ვე­ბი რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ წყა­ლი ან შამ­პუ­ნი ისე­თი­ვე ეფექ­ტუ­რია რო­გორც ვთქვათ რძე, ან­ტა­ცი­დე­ბი და ა.შ.

და­მა­ტე­ბი­თი რჩე­ვე­ბი:

სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა რო­გორც წესი 30 წთ-ს ინ­ტერ­ვალ­ში შემ­სუ­ბუქ­დე­ბა და მა­ლე­ვე სულ გაქ­რე­ბა. სა­ჭი­როა სუფ­თა ჰა­ე­რი უბ­რა­ლოდ (და ცხა­დია დე­კონ­ტა­მი­ნა­ცია, ტოქ­სი­კუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის მო­შო­რე­ბა). ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ან სიმპტო­მე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უმ­ჯო­ბე­სია ექიმს მივ­მარ­თოთ.

რძის და­ლე­ვას შე­დე­გი აქვს, ლორ­წო­ვანს "ამ­შვი­დებს", შე­იძ­ლე­ბა ამით ხვე­ლაც შე­ამ­სუ­ბუ­ქოს, კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის­თვი­საც, თუმ­ცა სპე­ცი­ფი­კუ­რად სუნ­თქვის­თვის ნაკ­ლე­ბად.

მომ­დევ­ნო პე­რი­ოდ­ში, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ, სუნ­თქვი­თი ვარ­ჯი­შე­ბიც შე­იძ­ლე­ბა, ღრმად ჩა­სუნ­თქვა, გა­ჩე­რე­ბა და ამო­სუნ­თქვა.

თუმ­ცა თუ სიმპტო­მე­ბი გრძელ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე დღე და მეტი, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ექიმ­თან უნდა მი­ვი­დეს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტასი
1

რაკი მიხვედი მანდ გამოდის ყველაფრისთვის ხარ მზად,ძალიან კარგად იცოდით როგორ უნდა განვითარებულიყო მოვლენები,სცენარი ხომ წინასწარ იყო გაწერილი,მაშ რაღა განღავლებ?ვაჟკაცურად უმდა შეხვდე ყველაფერს იმას რაც მოხდება მანდ.

მამუკა
12

33-წელია საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლება არ შეცვლილა,სულ აი ასე იცვლება ხელისუფლება და ამას ყველაფერს დირიჟორობს ამერიკა... და ამ მოჯადოებულ წრეს არ უჩანს ბოლო... ნუთუ თავმოყვარეობა მაინც არა გაქვთ ქართველებო, აი ასეთ შაპიტოს ცირკში რომ გაცხოვრებს ამერიკა და თან გეუბნება შენი მეგობარი ვარო?... თქვენ ხალხნოოო !!! თუ ხართ სრულ ჭკუაზე,რას გავხართ და რას დაგამსგავსათ ამერიკამ თქვე უბედურებო თუ ხედავთ ამას ???

ავტორი:

"სიმპტომები ერთი შეხედვით მწვავეა" - როგორ მოვიქცეთ თუ აქციაზე ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს: ექიმის რჩევები

"სიმპტომები ერთი შეხედვით მწვავეა" - როგორ მოვიქცეთ თუ აქციაზე ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს: ექიმის რჩევები

უკვე მეორე კვირაა, რაც პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ. წუხელ აქციის მონაწილეების დაშლა დაახლოებით 21:30 საათიდან დაიწყო. სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ 6 საათის განმავლობაში ე.წ. წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი არაერთხელ გამოიყენა. დაშავდა ათეულობით ადამიანი, რომელთაც პირველადი დახმარება სასწრაფოს ბრიგადებმა ადგილზევე აღმოუჩინეს. აქციის მსვლელობისას არაერთი მომიტინგეც დააკავეს.

ექიმი არჩილ მარშანია გვაძლევს რჩევებს, როგორ მოვიქცეთ წიწაკის სპრეის ან ცრემლსადენი გაზით მოწამვლის შემთხვევაში

მიუხედავად იმისა, რომ წიწაკის სპრეის და/ან ცრემლსადენი გაზის საწინააღმდეგო სწრაფმოქმედი ანტიდოტი არ არსებობს და სიმპტომები ერთი შეხედვით მწვავეა, რაც გამოიხატება სუნთქვის გაძნელებით, წვის შეგრძნებით, მხედველობის დროებითი გაუარესებით, ხველით და ა.შ. ის აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში, არ არის სასიკვდილო და პირველ რიგში, ეცადეთ, არ აჰყვეთ პანიკას.

გეკეთოთ ნიღაბი და დამცავი სათვალე.

უმჯობესია, მოიხსნათ ლინზები.

სპრეით/გაზით დაზიანების შემთხვევაში:

დატოვეთ ადგილი და გადაინაცვლეთ უსაფრთხო ადგილას;

თან იქონიეთ წყალი ან ფიზიოლოგიური ხსნარი (ალტერნატივად შესაძლოა გამოყენებულ იქნას რძეც) და ჩამოიბანეთ არე ხანგრძლივად (არ დაისხათ შუბლზე, ამან შესაძლოა ნივთიერება ''ჩარეცხოს'' თვალებში);

არ ეცადოთ თვალის ძალით გახელას;

თუ ლინზა გიკეთიათ დაზიანების დროს, მოიხსენით ის სუფთა ხელებით;

მოიშორეთ დაბინძურებული ტანსაცმელი, მიიღეთ შხაპი, ჩამოიბანეთ შამპუნით ან საპნით ან გელით, გრილი/ნელთბილი წყლით 10 - 15 წთ-ს განმავლობაში, უწყვეტი ჭავლით;

არ დაიზილოთ დაზიანებული არე;

სიმპტომების გაძლიერებისას, განსაკუთრებით თანმხლები ქრონიკული დაავადებების (მაგალითად ასთმა) შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

ხშირად დასმული კითხვების გამო, რომელიც ძირითადად "წყალი არ შეიძლება" უკავშირდება ვამატებ ინფორმაციას:

ცხადია, ზოგადად არსებობს სხვადასხვა რეკომენდაციები, რადგან ზოგიერთი ნივთიერება ცხიმში ხსნადია, წყალი შესაძლოა მეტი დასჭირდეს, თორე 'არ შეიძლებაზე' არ არის საუბარი.

ჩვენი რეკომენდაციები გაიცემა ისე, რომ იყოს მარტივად შესრულებადი, დასამახსოვრებელი და მოკლე.

მეტიც, არსებობს კვლევები რომელიც ადასტურებს, რომ წყალი ან შამპუნი ისეთივე ეფექტურია როგორც ვთქვათ რძე, ანტაციდები და ა.შ.

დამატებითი რჩევები:

სუნთქვის გაძნელება როგორც წესი 30 წთ-ს ინტერვალში შემსუბუქდება და მალევე სულ გაქრება. საჭიროა სუფთა ჰაერი უბრალოდ (და ცხადია დეკონტამინაცია, ტოქსიკური ნარჩენების მოშორება). ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში ან სიმპტომების გახანგრძლივების შემთხვევაში, უმჯობესია ექიმს მივმართოთ.

რძის დალევას შედეგი აქვს, ლორწოვანს "ამშვიდებს", შეიძლება ამით ხველაც შეამსუბუქოს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვისაც, თუმცა სპეციფიკურად სუნთქვისთვის ნაკლებად.

მომდევნო პერიოდში, რამდენიმე საათის შემდეგ, სუნთქვითი ვარჯიშებიც შეიძლება, ღრმად ჩასუნთქვა, გაჩერება და ამოსუნთქვა.

თუმცა თუ სიმპტომები გრძელდება რამდენიმე დღე და მეტი, დაზარალებული ექიმთან უნდა მივიდეს.