კულტურა/შოუბიზნესი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობა 28 მაისიდან შეეძლებათ
საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობა 28 მაისიდან შეეძლებათ

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე ხვთი­სი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის ელჩს, ჭოი ცი­ენს შეხ­ვდა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის ელჩმა ქარ­თულ მხა­რეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­დას­ცა ნოტა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ჩი­ნე­თის მხრი­დან დას­რუ­ლე­ბუ­ლია 2024 წლის 10 აპ­რილს გა­ფორ­მე­ბუ­ლი „სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბას შო­რის ორ­დი­ნა­ლუ­რი პას­პორ­ტე­ბის მფლო­ბელ­თა სა­ვი­ზო მო­თხოვ­ნე­ბის­გან ორ­მხრი­ვად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის“ ძა­ლა­ში შეს­ვლის პრო­ცე­დუ­რე­ბი.

„აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს უკვე 2024 წლის 28 მა­ი­სი­დან სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ უვი­ზოდ იმოგ­ზა­უ­რონ ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში და და­ყონ ქვე­ყა­ნა­ში ზე­დი­ზედ 30 დღე. სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩი­ნეთს შო­რის შე­მო­ღე­ბუ­ლი უვი­ზო რე­ჟი­მი ორ ქვე­ყა­ნას შო­რის გა­სულ წელს დამ­ყა­რე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის კი­დევ ერთ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მო­რიგ მნიშ­ვნე­ლო­ვან ხელ­შე­სა­ხებ შე­დეგს წარ­მო­ად­გენს. შეხ­ვედ­რა­ზე მხა­რე­ებ­მა გა­ნი­ხი­ლეს სა­ქარ­თვე­ლო-ჩი­ნე­თის ორ­მხრივ და მრა­ვალ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა დღის წეს­რი­გის მიმ­დი­ნა­რე სა­კი­თხე­ბი, მათ შო­რის, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, ტუ­რის­ტუ­ლი და კულ­ტუ­რულ-ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით.

ხაზი გა­ეს­ვა იმ ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სრუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას, რომ­ლე­ბიც ორ ქვე­ყა­ნას შო­რის გა­სულ წელს დამ­ყა­რე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­დე­გად შე­იქ­მნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უვი­ზო რე­ჟი­მის არ­სე­ბო­ბა ხელს შე­უ­წყობს ორი მე­გო­ბა­რი ერი­სა და ხალ­ხის და­ახ­ლო­ე­ბას, ურ­თი­ერ­თსა­სარ­გებ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბას, ხალ­ხთა­შო­რი­სი კონ­ტაქ­ტე­ბის, ტუ­რის­ტუ­ლი, კულ­ტუ­რუ­ლი და სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუნუ
10

მშვენიერი! ახლა იაფი ფრენა და ეგაა 

გიორგი
15

ჩინეთთან უფრო ინტენსიური ეკონომიკური კავშირი აქვს საქართველოს ვიდრე ევროპა-ამერიკასთან. უვიზო მიმოსვლა კიდევ ერთი წარმატებაა ჩვენი ქვეყნის და ამ ყველაფრის ფონზე ასეთი კომენტარები არის უბრალოდ უმადურობა!!!P.S.უმადურების გასაგონად: ამერიკასაც და ევროპასაც ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ ჩინეთთან. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობა 28 მაისიდან შეეძლებათ

საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობა 28 მაისიდან შეეძლებათ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც ჩინეთის მხრიდან დასრულებულია 2024 წლის 10 აპრილს გაფორმებული „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ ძალაში შესვლის პროცედურები.

„აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე 2024 წლის 28 მაისიდან საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაყონ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე. საქართველოსა და ჩინეთს შორის შემოღებული უვიზო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთ გამოხატულებასა და თანამშრომლობის მორიგ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგს წარმოადგენს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით.

ხაზი გაესვა იმ ახალი შესაძლებლობების სრულად გამოყენების მნიშვნელობას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ერისა და ხალხის დაახლოებას, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, ხალხთაშორისი კონტაქტების, ტურისტული, კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.