სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრძოლის წინა დღეს შემოგვთავაზეს დიდი თანხა. მათ არ უნდოდათ რომ რინგზე გავსულიყავი..." - რას წერს მოკრივე ლაშა გურული რუს მეტოქესთან ბრძოლის შეწყვეტაზე
"ბრძოლის წინა დღეს შემოგვთავაზეს დიდი თანხა. მათ არ უნდოდათ რომ რინგზე გავსულიყავი..." - რას წერს მოკრივე ლაშა გურული რუს მეტოქესთან ბრძოლის შეწყვეტაზე

დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა კრივ­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში ქარ­თვე­ლი მოკ­რი­ვის, ლაშა გუ­რუ­ლი­სა და რუსი ტარ­ხან იდი­გო­ვის და­პი­რის­პი­რე­ბას. გუ­რულ­მა მე­ტო­ქე მე­ო­რე რა­უნდში აშ­კა­რად და­ჯაბ­ნა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი ეპი­ზო­დი მსა­ჯებ­მა არას­წო­რად შე­ა­ფა­სეს და ლა­შამ მე­სა­მე რა­უნდში ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარი თქვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დამ­სწრე მა­ყუ­რე­ბე­ლი გუ­რუ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ოვა­ცი­ე­ბით შეხ­ვდა. ამ­რი­გად, გუ­რულ­მა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ამ თე­მა­ზე ლაშა გუ­რუ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ბევ­რი შიდა და გარე პი­რო­ბე­ბის გამო გა­დავ­წყვი­ტე, რომ ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი ოლიმ­პი­უ­რი თამა

შე­ბის შემ­დეგ გა­ვა­კე­თო.

ერთი იმას ვი­ტყვი, რომ ბრძო­ლის წინა დღეს შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს დიდი თან­ხა. მათ არ უნ­დო­დათ, რომ რინგზე გავ­სუ­ლი­ყა­ვი. სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი რომ მი­ი­ღეს, სი­ტყვე­ბი და­ტო­ვეს, რომ ამ ბრძო­ლას მა­ინც ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში წა­ი­ღებ­დნენ.

ჩემი ბრძო­ლის სტრა­ტე­გია იყო შო­რი­დან მე­მუ­შა­ვა, რომ დარ­ტყმე­ბის გაც­ვლა არ ყო­ფი­ლი­ყო.

შორი დის­ტან­ცი­ი­დან რუს­მა ცალ­კა­რა წა­ა­გო პირ­ვე­ლი რა­უნ­დი, რაც მე ჩავ­თვა­ლე, რომ მსა­ჯე­ბიც უშან­სოდ დარ­ჩნენ, მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც მი­ა­ნი­ჭეს 4:1 უპი­რა­ტე­სო­ბა.

მე­ო­რე რა­უნდში სტრა­ტე­გია შევ­ცვა­ლე და დარ­ტყმე­ბიც გავცვა­ლეთ, ამი­ტო­მაც რა­უნ­დი ქუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ახ­ლოს იყო ერ­თმა­ნეთ­თან, თუმ­ცა მე­ო­რე რა­უნ­დიც ვთვლი, რომ ჩემი მო­გე­ბა იყო, მაგ­რამ 5:0 მი­ა­ნი­ჭეს მას.

ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი გახ­და ამი­ტო­მაც ჩემი პრო­ტეს­ტი სრუ­ლად ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­მართ იყო, რა­საც სა­თა­ნა­დო აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა დამ­კვირ­ვე­ბელ­თა კო­მი­სი­ის­გან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­მართ.

კიდე ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლია, რო­მელ­ზეც ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის მერე აუ­ცი­ლებ­ლად ვი­სა­უბ­რებ. ეს შე­ე­ხე­ბა მსოფ­ლიო კრივს და კრი­ვის მო­მა­ვალს.

მად­ლო­ბა ყვე­ლას".

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
2

აგეღო და არ გასულიყავი ჯობდა იმას რაც გააკეთე. ალბათ ინანე რატომ არ ავიღეო და მაგიტომ მოგეშალა ნერვები და არ გახვედი? ან აშკარად დამარცხების შეგეშინდა თუმცა ვისი რა საქმეა ან რა თავს იმართლება არ გინდოდა და არ გახვედი და მორჩა.თუმცა ლამაზი და სპოტული საქციელი არ იყო ნამდვილად.

Levan
5

არ ვწერ ხოლმე კომენტარებს მაგრამ მაგარი ნერვების ამშლელად მოიქეცი ღირსი ხარ ხელთათმანები აღარ ჩაგაცვან, იმენა მეორე რაუნდში იმდენი მოგხვდა რუსის ბარაბანს არ მოხვედრია მაგდენი :D ლაჩრულად მოიქეცი და კიდე ვინც შენი საქციელით ამაყობს რა დ/ებბილები არიან! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ბრძოლის წინა დღეს შემოგვთავაზეს დიდი თანხა. მათ არ უნდოდათ რომ რინგზე გავსულიყავი..." - რას წერს მოკრივე ლაშა გურული რუს მეტოქესთან ბრძოლის შეწყვეტაზე

"ბრძოლის წინა დღეს შემოგვთავაზეს დიდი თანხა. მათ არ უნდოდათ რომ რინგზე გავსულიყავი..." - რას წერს მოკრივე ლაშა გურული რუს მეტოქესთან ბრძოლის შეწყვეტაზე

დიდი გამოხმაურება მოჰყვა კრივში ევროპის ჩემპიონატის ფინალში ქართველი მოკრივის, ლაშა გურულისა და რუსი ტარხან იდიგოვის დაპირისპირებას. გურულმა მეტოქე მეორე რაუნდში აშკარად დაჯაბნა, თუმცა აღნიშნული ეპიზოდი მსაჯებმა არასწორად შეაფასეს და ლაშამ მესამე რაუნდში ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა. აღსანიშნავია, რომ დამსწრე მაყურებელი გურულის გადაწყვეტილებას ოვაციებით შეხვდა. ამრიგად, გურულმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამ თემაზე ლაშა გურული სოციალურ ქსელში წერს:

"ბევრი შიდა და გარე პირობების გამო გადავწყვიტე, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ოლიმპიური თამაშების შემდეგ გავაკეთო.

ერთი იმას ვიტყვი, რომ ბრძოლის წინა დღეს შემოგვთავაზეს დიდი თანხა. მათ არ უნდოდათ, რომ რინგზე გავსულიყავი. საკადრისი პასუხი რომ მიიღეს, სიტყვები დატოვეს, რომ ამ ბრძოლას მაინც ყველა ვარიანტში წაიღებდნენ.

ჩემი ბრძოლის სტრატეგია იყო შორიდან მემუშავა, რომ დარტყმების გაცვლა არ ყოფილიყო.

შორი დისტანციიდან რუსმა ცალკარა წააგო პირველი რაუნდი, რაც მე ჩავთვალე, რომ მსაჯებიც უშანსოდ დარჩნენ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მიანიჭეს 4:1 უპირატესობა.

მეორე რაუნდში სტრატეგია შევცვალე და დარტყმებიც გავცვალეთ, ამიტომაც რაუნდი ქულების მიხედვით ახლოს იყო ერთმანეთთან, თუმცა მეორე რაუნდიც ვთვლი, რომ ჩემი მოგება იყო, მაგრამ 5:0 მიანიჭეს მას.

ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა ამიტომაც ჩემი პროტესტი სრულად ორგანიზაციის მიმართ იყო, რასაც სათანადო აჟიოტაჟი მოჰყვა დამკვირვებელთა კომისიისგან ორგანიზაციის მიმართ.

კიდე ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელზეც ოლიმპიური თამაშების მერე აუცილებლად ვისაუბრებ. ეს შეეხება მსოფლიო კრივს და კრივის მომავალს.

მადლობა ყველას".