პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სპორტი
სამართალი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი მწერს ტრისტან სარალიძეზე, ის ცოცხალია და თურქეთში მკურნალობის კურსს გადის" - რას ამბობს რეჟისორი მსახიობზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?
"ბევრი მწერს ტრისტან სარალიძეზე, ის ცოცხალია და თურქეთში მკურნალობის კურსს გადის" - რას ამბობს რეჟისორი მსახიობზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?

ოჯა­ხი არ ადას­ტუ­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ტრის­ტან სა­რა­ლი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რე­ჟი­სო­რი სან­დრო ელოშ­ვი­ლი წერს, რო­მე­ლიც მსა­ხი­ო­ბის შვი­ლის მე­გო­ბა­რია.

"ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, ვინც პი­რად­ში მწერთ ტრის­ტან სა­რა­ლი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ყვე­ლას აქ გი­პა­სუ­ხებთ! მისი შვი­ლი, ჩვე­ნი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი, გოგა მე­უბ­ნე­ბა, რომ ცო­ცხა­ლია და თუ უფრო ახ­ლო­ბე­ლი გყავთ ვინ­მე და ის ადას­ტუ­რებს, ეგ სხვა ამ­ბა­ვია..." - და­წე­რა ელოშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

  • AMBEBI.GE-ს ელოშ­ვი­ლი ეუბ­ნე­ბა, რომ სა­რა­ლი­ძე ახლა თურ­ქეთ­შია და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცესს გა­დის. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მსა­ხი­ო­ბი სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის.

"ბა­ტო­ნი ტრის­ტა­ნი ამ­ჟა­მად თურ­ქეთ­შია და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცესს გა­დის. მი­სი­ვე სიმ­შვი­დის­თვის ოჯა­ხი ამ თე­მა­ზე ნაკ­ლე­ბად სა­უბ­რობს და ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც არ ავ­რცე­ლებს", - ამ­ბობს ელოშ­ვი­ლი.

ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ტრის­ტან სა­რა­ლი­ძე 1955 წელს ბორ­ჯო­მის რა­ი­ონ­ში და­ი­ბა­და. 1980 წლი­დან რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი რო­ლე­ბია: ჯამ­ბა­ზი („როლი დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი გო­გო­ნა­სათ­ვის“), ჭე­იშ­ვი­ლი („საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა“), პო­ლი­ცი­ე­ლი („სე­ჩუ­ა­ნე­ლი კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი“), მკვლე­ლი („მაკ­ბე­ტი“), გელა ( „მერე რა რომ სვე­ლია სვე­ლი ია­სა­მა­ნი“ ), ქავ­თარ („ლა­მა­რა“ ), შაქ­რო ( „კა­ცია ადა­მი­ა­ნი“ ), ჯა­რის­კა­ცი ( „მე­თორ­მე­ტე ღამე“), მე­ა­თე მსა­ჯუ­ლი („თორ­მე­ტი გან­რის­ხე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი“), ლადო („ვა­ნი­ლის მოტ­კბო, სევ­დი­ა­ნი სურ­ნე­ლი“). 2010 წელს მი­ე­ნი­ჭა ქ. ბორ­ჯო­მის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის წო­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცისანა გაბუნია
0

რამდენჯერ უნდა გაავრცელონ ჟურნალისტებმა ცოცხალი ადამიანების გარდაცვლილად მოხსენიებაა😡😡😡 დავიბენით უკვე და მართალშიდაც ეჭვი გვეპარება უკვე😡 ღმერთმა დღეგრᲫელობა მისცეს და მალე გამოაჯანმრთელოს ჩვენი საყვარელი მსახიობი❤❤❤

ჰოპლა
3

გული ჩამწყვიტა დეზინფორმაციამ.კიდევ კარგი,რომ კარგად ხარ.ღმერთმა მრავალ წელს გაცოცხლოს და გახაროს.

ავტორი:

"ბევრი მწერს ტრისტან სარალიძეზე, ის ცოცხალია და თურქეთში მკურნალობის კურსს გადის" - რას ამბობს რეჟისორი მსახიობზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?

"ბევრი მწერს ტრისტან სარალიძეზე, ის ცოცხალია და თურქეთში მკურნალობის კურსს გადის" - რას ამბობს რეჟისორი მსახიობზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?

ოჯახი არ ადასტურებს სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ტრისტან სარალიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორი სანდრო ელოშვილი წერს, რომელიც მსახიობის შვილის მეგობარია.

"ძვირფასო მეგობრებო, ვინც პირადში მწერთ ტრისტან სარალიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ყველას აქ გიპასუხებთ! მისი შვილი, ჩვენი ბავშვობის მეგობარი, გოგა მეუბნება, რომ ცოცხალია და თუ უფრო ახლობელი გყავთ ვინმე და ის ადასტურებს, ეგ სხვა ამბავია..." - დაწერა ელოშვილმა სოციალურ ქსელში.

  • AMBEBI.GE-ს ელოშვილი ეუბნება, რომ სარალიძე ახლა თურქეთშია და მკურნალობის პროცესს გადის. როგორც ცნობილია, მსახიობი სიმსივნეს ებრძვის.

"ბატონი ტრისტანი ამჟამად თურქეთშია და მკურნალობის პროცესს გადის. მისივე სიმშვიდისთვის ოჯახი ამ თემაზე ნაკლებად საუბრობს და ინფორმაციასაც არ ავრცელებს", - ამბობს ელოშვილი.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე 1955 წელს ბორჯომის რაიონში დაიბადა. 1980 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. აღსანიშნავი როლებია: ჯამბაზი („როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა ( „მერე რა რომ სველია სველი იასამანი“ ), ქავთარ („ლამარა“ ), შაქრო ( „კაცია ადამიანი“ ), ჯარისკაცი ( „მეთორმეტე ღამე“), მეათე მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“), ლადო („ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“). 2010 წელს მიენიჭა ქ. ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.