კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენ მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე და შეხვედრაზე მოსვლა?" - კახა კალაძე
"თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენ მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე და შეხვედრაზე მოსვლა?" - კახა კალაძე

"რო­გორ შე­იძ­ლე­ბა დღეს, 2024 წელს, ვინ­მე იძუ­ლე­ბით სად­მე წა­იყ­ვა­ნო და გა­მო­იყ­ვა­ნო? ეს წლე­ბი ხომ ჩვენ წარ­სულს ჩა­ვა­ბა­რეთ და და­ვას­რუ­ლეთ. შე­სა­ბა­მი­სად, იძუ­ლე­ბი­თი წე­სით ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოყ­ვა­ნა ვერ იქ­ნე­ბა", - ასე უპა­სუ­ხა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და 29 აპ­რილს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­გეგ­მილ სა­ხალ­ხო შეკ­რე­ბა­ზე სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის დას­წრე­ბის სა­კითხს.

  • თბი­ლი­სის მე­რის თქმით, აქ­ცი­ის გა­მარ­თვის დროს სა­მუ­შაო დღე უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს მას­ზე ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით დას­წრე­ბის სრუ­ლი უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ.

"რა, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე არ არის ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე? აქ­ცია არის სა­ღა­მოს 20:00 სა­ათ­ზე, სა­მუ­შაო დღე კი სრულ­დე­ბა სა­ღა­მოს 18:00 სა­ათ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის. თქვენ გაქვთ მცდე­ლო­ბა, რომ დათ­რგუ­ნოთ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. მე მინ­და, ყვე­ლას მო­გი­წო­დოთ, მე­გობ­რე­ბო, არ მო­უს­მი­ნოთ, იმოქ­მე­დეთ, რო­გორც თქვე­ნი გული გი­კარ­ნა­ხებთ.

დღეს ქვე­ყა­ნას, ვი­ცით, რომ სჭირ­დე­ბა ერ­თად დგო­მა, დღეს ჩვენ უნდა გა­ვი­მარ­ჯვოთ იმ ბო­როტ ძა­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ხე­დავთ, რა გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ, რა მო­წო­დე­ბებს. დღეს, ჩვენ გვჭირ­დე­ბა ერ­თი­ა­ნო­ბა, სიმ­შვი­დე, სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­საც, რა თქმა უნდა, აქვს უფ­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­ვი­დეს და და­ეს­წროს აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რას. წა­მო­იყ­ვა­ნეთ თქვე­ნი შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, მე­ზობ­ლებ­საც უთხა­რით, თქვენს სა­ახ­ლობ­ლოს, რაც შე­იძ­ლე­ბა მო­დით მეტი, ეს არის მო­წო­დე­ბა. თუ მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მელს შე­უძ­ლია, თქვენ მიერ და­ორ­გა­ნი­ზე­ბულ მი­ტინგზე მი­ვი­დეს, რა­ტომ არ შე­უძ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ ზე­იმ­ზე და შეხ­ვედ­რა­ზე მო­ვი­დეს? რა­ტომ არ უნდა მო­ვი­დეს?“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე, სთა­ვა­ზობს თუ არა დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია 29 აპ­რილს და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი კი­დევ ერთი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სივ­რცეს, კა­ლა­ძე გან­მარ­ტავს, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში უამ­რა­ვი ად­გი­ლია და სა­დაც სურთ იქ შე­უძ­ლი­ათ გა­მარ­თონ აქ­ცია.

„სა­დაც უნ­დათ, ად­გი­ლი დე­და­ქა­ლაქ­ში უამ­რა­ვია. ხელს არა­ვინ უშ­ლის. ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტია გვაქვს. მარ­თლაც და­ცუ­ლია სი­ტყვის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, არა ისე, რო­გორც 2012 წლამ­დე ხდე­ბო­და., მოჩ­ვე­ნე­ბი­თად, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა იყო და სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა იყო. სხვა­გა­ნაც შე­უძ­ლი­ათ აქ­ცია გა­მარ­თონ, არა­ვინ შე­უშ­ლის ხელს“,- აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დინამიტი
1

ენა კი აქ

ზუსტად ვიცი
7

საბავშვო ბაღებს მიაკითხეთ თბილისში, ავტობუსებით გარეკავენ ცხვრებს და ხუთი ქალის ადგილას დატოვებენ ბავშვებთან ერთს, ან იმასაც არაა!

ავტორი:

"თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენ მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე და შეხვედრაზე მოსვლა?" - კახა კალაძე

"თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენ მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე და შეხვედრაზე მოსვლა?" - კახა კალაძე

"როგორ შეიძლება დღეს, 2024 წელს, ვინმე იძულებით სადმე წაიყვანო და გამოიყვანო? ეს წლები ხომ ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ და დავასრულეთ. შესაბამისად, იძულებითი წესით ადამიანების გამოყვანა ვერ იქნება", - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა 29 აპრილს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სახალხო შეკრებაზე საჯარო მოხელეების დასწრების საკითხს.

  • თბილისის მერის თქმით, აქციის გამართვის დროს სამუშაო დღე უკვე დასრულებული იქნება და საჯარო მოხელეებს მასზე ნებაყოფლობით დასწრების სრული უფლება ექნებათ.

"რა, საჯარო მოხელე არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე? აქცია არის საღამოს 20:00 საათზე, სამუშაო დღე კი სრულდება საღამოს 18:00 საათზე. შესაბამისად, შესაძლებელია, ადამიანები გამოვიდნენ, არანაირი პრობლემა არ არის. თქვენ გაქვთ მცდელობა, რომ დათრგუნოთ ეს ადამიანები. მე მინდა, ყველას მოგიწოდოთ, მეგობრებო, არ მოუსმინოთ, იმოქმედეთ, როგორც თქვენი გული გიკარნახებთ.

დღეს ქვეყანას, ვიცით, რომ სჭირდება ერთად დგომა, დღეს ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ იმ ბოროტ ძალებზე, რომლებიც ხედავთ, რა განცხადებებს აკეთებენ, რა მოწოდებებს. დღეს, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, სიმშვიდე, სიმშვიდის შენარჩუნება, შესაბამისად, საჯარო მოხელესაც, რა თქმა უნდა, აქვს უფლება და შესაძლებლობა, მოვიდეს და დაესწროს აღნიშნულ შეხვედრას. წამოიყვანეთ თქვენი შვილები, შვილიშვილები, მეზობლებსაც უთხარით, თქვენს საახლობლოს, რაც შეიძლება მოდით მეტი, ეს არის მოწოდება. თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენ მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე და შეხვედრაზე მოვიდეს? რატომ არ უნდა მოვიდეს?“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, სთავაზობს თუ არა დედაქალაქის მერია 29 აპრილს დაანონსებული კიდევ ერთი აქციის მონაწილეებს ალტერნატიულ სივრცეს, კალაძე განმარტავს, რომ დედაქალაქში უამრავი ადგილია და სადაც სურთ იქ შეუძლიათ გამართონ აქცია.

„სადაც უნდათ, ადგილი დედაქალაქში უამრავია. ხელს არავინ უშლის. ქვეყანაში დემოკრატია გვაქვს. მართლაც დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, არა ისე, როგორც 2012 წლამდე ხდებოდა., მოჩვენებითად, გვეუბნებოდნენ, რომ ეს ყველაფერი ნორმა იყო და სააკაშვილის ხელისუფლების დემოკრატიის შუქურა იყო. სხვაგანაც შეუძლიათ აქცია გამართონ, არავინ შეუშლის ხელს“,- აღნიშნა კალაძემ.