პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ მუცლის კედლის თიაქრებზე? – ინტერვიუ აბდომინურ ქირურგთან
რა უნდა ვიცოდეთ მუცლის კედლის თიაქრებზე? – ინტერვიუ აბდომინურ ქირურგთან

მუც­ლის კედ­ლის თი­ა­ქა­რი საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი პა­თო­ლო­გი­აა. ის პო­პუ­ლა­ცი­ის 1.5-2%-ს უვი­თარ­დე­ბა, თუმ­ცა მისი გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი მო­სახ­ლე­ო­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 4-5%-ს აქვს. გარ­და იმი­სა, რომ თი­ა­ქა­რი პა­ცი­ენტს დიდ დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის, მან დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს.

რა არის მუც­ლის კედ­ლის თი­ა­ქა­რი და რა ახ­დენს მის პრო­ვო­ცი­რე­ბას? რო­გო­რია და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი? პა­თო­ლო­გი­ა­ზე დე­ტა­ლუ­რად თო­დუ­ას კლი­ნი­კის აბ­დო­მი­ნუ­რი ქი­რურ­გი ბე­სა­რი­ონ მე­ტო­ნი­ძე გვე­სა­უბ­რა.

გთხოვთ, უპირ­ვე­ლე­სად, აგ­ვიხ­სე­ნით, რა არის მუც­ლის კედ­ლის თი­ა­ქა­რი?

მკი­თხვე­ლის­თვის გა­სა­გე­ბად რომ ავ­ხსნათ, მუც­ლის კე­დე­ლი რამ­დე­ნი­მე შრის­გან შედ­გე­ბა, ესე­ნია: ე.წ. პე­რი­ტო­ნე­უ­მი, რომ­ლი­თაც და­ფა­რუ­ლია მუც­ლის ღრუს ორ­გა­ნო­ე­ბი; ფას­ცი­ე­ბი ანუ შე­მა­ერ­თე­ბელ-ქსო­ვი­ლო­ვა­ნი ფურ­ცლე­ბი, რო­მელ­თა შო­რი­საც არის მო­თავ­სე­ბუ­ლი კუნ­თე­ბი და რომ­ლე­ბიც ქმნის მყარ გარსს მუც­ლის კედ­ლის­თვის; კან­ქვე­შა ცხი­მი და კანი. უმე­ტე­სად იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ჩვენ მიერ ჩა­მოთ­ვლი­ლი შრე­ე­ბი ერ­თდე­ბა, შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს დე­ფექ­ტი ხვრე­ლის სა­ხით. ამ ხვრე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით კი მუც­ლის ღრუს ორ­გა­ნო­ე­ბი კან­ქვე­შა სივ­რცე­ში გა­მო­დი­ან, რაც გა­მო­ბე­რი­ლო­ბას ქმნის. სწო­რედ ამ პა­თო­ლო­გი­ას ვუ­წო­დებთ თი­ა­ქარს.

თი­ა­ქა­რი შედ­გე­ბა შემ­დე­გი კომ­პო­ნენ­ტე­ბის­გან: თი­აქ­რის კარი, თი­აქ­რის პარ­კი, თი­აქ­რის შიგ­თავ­სი (მუც­ლის ღრუს სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნოს სა­ხით).

რო­გო­რია მუც­ლის კედ­ლის ძი­რი­თა­დი თი­აქ­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი?

ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის მი­ხედ­ვით გა­მოვ­ყოფთ: ეპი­გას­ტრი­უ­მის, ჭი­პის, სა­ზარ­დუ­ლის, ბარ­ძა­ყის, პოს­ტო­პე­რა­ცი­ულ ანუ ინ­ცი­ზი­ურ თი­აქ­რებს. მუც­ლის კედ­ლის თი­აქ­რებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა შპი­გე­ლის ხა­ზის თი­ა­ქა­რიც, რო­მე­ლიც სწო­რი კუნ­თის ბუ­დის ლა­ტე­რა­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბა და ჩვენ მიერ ჩა­მოთ­ვლილ ტი­პებს შო­რის ყვე­ლა­ზე იშ­ვი­ა­თია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სა­ზარ­დუ­ლის თი­ა­ქა­რი უფრო მე­ტად კა­ცებ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ბარ­ძა­ყის თი­ა­ქა­რი კი უმე­ტე­სად ქა­ლებ­ში გვხდე­ბა.

რა ახ­დენს ამ პა­თო­ლო­გი­ის პრო­ვო­ცი­რე­ბას?

მუც­ლის კედ­ლის თი­აქ­რე­ბის მთა­ვა­რი მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი მუც­ლის ღრუ­ში წნე­ვის მა­ტე­ბაა, რაც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი. ესე­ნია, ძლი­ე­რი ქრო­ნი­კუ­ლი ხვე­ლა, ორ­სუ­ლო­ბა, არას­წო­რი ვარ­ჯი­ში, სიმ­ძი­მე­ე­ბის აწე­ვა და ა.შ. საქ­მე ისაა, რომ მუც­ლის ღრუ­ში წნე­ვის მა­ტე­ბი­სა და კედ­ლის და­ჭი­მუ­ლო­ბის დროს, ჩვენს მიერ აღ­წე­რილ ზო­ნებ­ში, ან დე­ფექ­ტე­ბი ჩნდე­ბა ან არ­სე­ბუ­ლი ხვრე­ლე­ბის გა­გა­ნი­ე­რე­ბა ხდე­ბა, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ­ში წარ­მო­ად­გე­ნენ თი­აქ­რის კარს.

რა გარ­თუ­ლე­ბე­ბამ­დე შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეს არა­ნამ­კურ­ნა­ლე­ბი თი­ა­ქა­რი?

ხში­რად, როცა პა­ცი­ენ­ტი მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, მუც­ლის კე­დელ­ზე გა­მო­სუ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი თა­ვი­სით ან ხე­ლის დახ­მა­რე­ბით უბ­რუნ­დე­ბა ჩვე­ულ ად­გილს, მუც­ლის ღრუ­ში. თუმ­ცა არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა თი­ა­ქა­რი იჭე­დე­ბა და ვე­ღარ ხერ­ხდე­ბა ორ­გა­ნოს უკან ჩაბ­რუ­ნე­ბა. ასეთ დროს, შე­საძ­ლოა, მის ირ­გვლივ წარ­მო­იქ­მნას შე­შუ­პე­ბა და ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი, რაც შემ­დგომ­ში ისეთ სე­რი­ო­ზულ გარ­თუ­ლე­ბებს იწ­ვევს, რო­გო­რე­ბი­ცაა ჩა­ჭე­დი­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის სის­ხლმო­მა­რა­გე­ბის დარ­ღვე­ვა, გან­გრე­ნა პერ­ფო­რა­ცი­ით, პე­რი­ტო­ნი­ტი, გა­უ­ვა­ლო­ბა და ა.შ. ამი­ტომ თი­აქ­რის ჩა­ჭედ­ვის­თა­ნა­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, პა­ცი­ენ­ტმა მი­მარ­თოს ექიმს, რათა დრო­უ­ლად მოხ­დეს ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა.

რა სიმპტო­მე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მუც­ლის კედ­ლის თი­ა­ქა­რი?

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიმპტო­მი მუც­ლის კე­დელ­ზე თვა­ლით ხი­ლუ­ლი გა­მო­ბე­რი­ლო­ბაა. მას, ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა ახ­ლდეს პე­რი­ო­დუ­ლი ტკი­ვი­ლი, მო­ქაჩ­ვის შეგ­რძნე­ბა, დის­კომ­ფორ­ტი, შე­ბე­რი­ლო­ბა, ნაწ­ლა­ვე­ბის მოქ­მე­დე­ბის გაძ­ნე­ლე­ბა, ბოყი­ნი და ა.შ. თი­აქ­რის ჩა­ჭედ­ვის დროს კი ნაწ­ლავ­თა მოქ­მე­დე­ბა, შე­საძ­ლოა, სრუ­ლი­ად შე­ჩერ­დეს და სა­ხე­ზე გვქონ­დეს გა­უ­ვა­ლო­ბა.

რა სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო სა­შუ­ა­ლე­ბებს მი­მარ­თავთ თი­აქ­რის დროს?

დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად ხე­ლით გა­სინ­ჯვით იწყე­ბა. თი­აქ­რებს ძა­ლი­ან და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი აღ­წე­რი­ლო­ბა აქვს, ამი­ტომ ქი­რურ­გი მათ ამოც­ნო­ბას ხში­რად მარ­ტი­ვად ახერ­ხებს. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვებ­ში ვი­ყე­ნებთ ისეთ ინ­სტრუ­მენ­ტულ კვლე­ვებს, რო­გო­რე­ბი­ცაა მუც­ლის ღრუს ულტრაბ­გე­რი­თი გა­მოკ­ვლე­ვა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია. მათი დახ­მა­რე­ბით გან­ვსა­ზღვრავთ თი­აქ­რის ზო­მას, მის შიგ­თავსსა და ა.შ. სა­ბო­ლო­ოდ, ამ­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცია მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა.

რო­გორ ხდე­ბა თი­აქ­რე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა?

თი­აქ­რის დროს მკურ­ნა­ლო­ბის ერ­თა­დერთ მე­თოდს – ქი­რურ­გი­ას მივ­მარ­თავთ. ოპე­რა­ცია შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს ღია წე­სით, ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლი ან რო­ბოტ ასის­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მით. ცხა­დია, უმ­ჯო­ბე­სია, მკურ­ნა­ლო­ბა მცი­რე ინ­ვა­ზი­უ­რი პრო­ცე­დუ­რით წა­რი­მარ­თოს, თუმ­ცა ზოგ­ჯერ თი­აქ­რის ანა­ტო­მი­უ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ოპე­რა­ცი­ის ღია წე­სით ჩა­ტა­რე­ბა უფრო უპ­რი­ა­ნია. ძი­რი­თა­დად თი­აქ­რე­ბის გი­გან­ტუ­რი ზო­მე­ბის და მო­სა­ლოდ­ნე­ლი ძლი­ე­რი შე­ხორ­ცე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. მთა­ვა­რია, ქი­რურ­გმა სწო­რად შე­არ­ჩი­ოს მე­თო­დი და, რაც მთა­ვა­რია, ხელი მი­უწ­ვდე­ბო­დეს ყვე­ლა შე­საძ­ლო ოპე­რა­ცი­ულ მიდ­გო­მა­ზე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში, გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა ჩა­ვა­ტა­როთ ოპე­რა­ცი­ე­ბი რო­გორც ღია წე­სით, ისე მცი­რე ინ­ვა­ზი­უ­რი მიდ­გო­მით.

ოპე­რა­ცი­ას, პირ­ველ რიგ­ში, თი­აქ­რის გაკ­ვე­თით (თი­ა­ქარ­კვე­თით) ვი­წყებთ. სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი და ქსო­ვი­ლე­ბი უკან, მუც­ლის ღრუ­ში ბრუნ­დე­ბა. თუ ორ­გა­ნო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, მისი რე­ზექ­ცია ანუ ამოკ­ვე­თა ხდე­ბა. ოპე­რა­ცი­ის შემ­დე­გი ეტა­პია თი­ა­ქარპლას­ტი­კა, რაც დე­ფექ­ტის გა­მაგ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. ამის­თვის ვი­ყე­ნებთ რო­გორც პა­ცი­ენ­ტის სა­კუ­თარ ქსო­ვი­ლებს, ისე სპე­ცი­ა­ლურ ხე­ლოვ­ნურ ბა­დე­ებს, რაც კარგ შე­დეგს გვაძ­ლევს – ისი­ნი ერ­თად უფრო მყარ დაბ­რკო­ლე­ბას ქმნის და მი­ნი­მუ­მამ­დე ამ­ცი­რებს თი­აქ­რის ხე­ლახ­ლა გა­ჩე­ნის (რე­ცი­დი­ვის) ალ­ბა­თო­ბას.

რამ­დე­ნად რთუ­ლია პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი პე­რი­ო­დი პა­ცი­ენ­ტის­თვის?

რა თქმა უნდა, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რა ზო­მის იყო თი­ა­ქა­რი და რა მიდ­გო­მით ჩა­ტარ­და ოპე­რა­ცია. ე.წ. ღია წე­სის დროს, პა­ცი­ენტს შე­იძ­ლე­ბა 3-4 დღე მო­უხ­დეს კლი­ნი­კა­ში და­ყოვ­ნე­ბა. ლა­პა­რას­კო­პი­ის შემ­თხვე­ვა­ში კი, ხში­რად პა­ცი­ენ­ტებს მე­ო­რე დღეს­ვე ვწერთ. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტებს უწევთ პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი ქამ­რის ტა­რე­ბა 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვაც, რო­მელ­საც ექი­მი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გას­ცემს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, პა­ცი­ენ­ტმა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში თავი შე­ი­კა­ვოს სიმ­ძი­მე­ე­ბის აწე­ვის­გან, ვარ­ჯი­შის­გან ან ისე­თი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის­გან, რაც მუც­ლის კედ­ლის ძლი­ერ და­ჭი­მუ­ლო­ბას იწ­ვევს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

რა უნდა ვიცოდეთ მუცლის კედლის თიაქრებზე? – ინტერვიუ აბდომინურ ქირურგთან

რა უნდა ვიცოდეთ მუცლის კედლის თიაქრებზე? – ინტერვიუ აბდომინურ ქირურგთან

მუცლის კედლის თიაქარი საკმაოდ გავრცელებული ქირურგიული პათოლოგიაა. ის პოპულაციის 1.5-2%-ს უვითარდება, თუმცა მისი განვითარების რისკი მოსახლეობის, დაახლოებით, 4-5%-ს აქვს. გარდა იმისა, რომ თიაქარი პაციენტს დიდ დისკომფორტს უქმნის, მან დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა საკმაოდ სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

რა არის მუცლის კედლის თიაქარი და რა ახდენს მის პროვოცირებას? როგორია დაავადების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესი? პათოლოგიაზე დეტალურად თოდუას კლინიკის აბდომინური ქირურგი ბესარიონ მეტონიძე გვესაუბრა.

გთხოვთ, უპირველესად, აგვიხსენით, რა არის მუცლის კედლის თიაქარი?

მკითხველისთვის გასაგებად რომ ავხსნათ, მუცლის კედელი რამდენიმე შრისგან შედგება, ესენია: ე.წ. პერიტონეუმი, რომლითაც დაფარულია მუცლის ღრუს ორგანოები; ფასციები ანუ შემაერთებელ-ქსოვილოვანი ფურცლები, რომელთა შორისაც არის მოთავსებული კუნთები და რომლებიც ქმნის მყარ გარსს მუცლის კედლისთვის; კანქვეშა ცხიმი და კანი. უმეტესად იმ ადგილებში, სადაც ჩვენ მიერ ჩამოთვლილი შრეები ერთდება, შეიძლება გაჩნდეს დეფექტი ხვრელის სახით. ამ ხვრელების საშუალებით კი მუცლის ღრუს ორგანოები კანქვეშა სივრცეში გამოდიან, რაც გამობერილობას ქმნის. სწორედ ამ პათოლოგიას ვუწოდებთ თიაქარს.

თიაქარი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: თიაქრის კარი, თიაქრის პარკი, თიაქრის შიგთავსი (მუცლის ღრუს სხვადასხვა ორგანოს სახით).

როგორია მუცლის კედლის ძირითადი თიაქრების ჩამონათვალი?

ლოკალიზაციის მიხედვით გამოვყოფთ: ეპიგასტრიუმის, ჭიპის, საზარდულის, ბარძაყის, პოსტოპერაციულ ანუ ინციზიურ თიაქრებს. მუცლის კედლის თიაქრებს განეკუთვნება შპიგელის ხაზის თიაქარიც, რომელიც სწორი კუნთის ბუდის ლატერალურად ვითარდება და ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ტიპებს შორის ყველაზე იშვიათია. აღსანიშნავია ისიც, რომ საზარდულის თიაქარი უფრო მეტად კაცებშია გავრცელებული, ბარძაყის თიაქარი კი უმეტესად ქალებში გვხდება.

რა ახდენს ამ პათოლოგიის პროვოცირებას?

მუცლის კედლის თიაქრების მთავარი მაპროვოცირებელი მუცლის ღრუში წნევის მატებაა, რაც სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ესენია, ძლიერი ქრონიკული ხველა, ორსულობა, არასწორი ვარჯიში, სიმძიმეების აწევა და ა.შ. საქმე ისაა, რომ მუცლის ღრუში წნევის მატებისა და კედლის დაჭიმულობის დროს, ჩვენს მიერ აღწერილ ზონებში, ან დეფექტები ჩნდება ან არსებული ხვრელების გაგანიერება ხდება, რომლებიც შემდგომში წარმოადგენენ თიაქრის კარს.

რა გართულებებამდე შეიძლება მივიდეს არანამკურნალები თიაქარი?

ხშირად, როცა პაციენტი მოსვენებულ მდგომარეობაშია, მუცლის კედელზე გამოსული ორგანოები თავისით ან ხელის დახმარებით უბრუნდება ჩვეულ ადგილს, მუცლის ღრუში. თუმცა არის შემთხვევები, როცა თიაქარი იჭედება და ვეღარ ხერხდება ორგანოს უკან ჩაბრუნება. ასეთ დროს, შესაძლოა, მის ირგვლივ წარმოიქმნას შეშუპება და ანთებითი პროცესი, რაც შემდგომში ისეთ სერიოზულ გართულებებს იწვევს, როგორებიცაა ჩაჭედილი ორგანოების სისხლმომარაგების დარღვევა, განგრენა პერფორაციით, პერიტონიტი, გაუვალობა და ა.შ. ამიტომ თიაქრის ჩაჭედვისთანავე აუცილებელია, პაციენტმა მიმართოს ექიმს, რათა დროულად მოხდეს ადეკვატური მკურნალობა.

რა სიმპტომებით გამოიხატება მუცლის კედლის თიაქარი?

ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომი მუცლის კედელზე თვალით ხილული გამობერილობაა. მას, ასევე, შეიძლება ახლდეს პერიოდული ტკივილი, მოქაჩვის შეგრძნება, დისკომფორტი, შებერილობა, ნაწლავების მოქმედების გაძნელება, ბოყინი და ა.შ. თიაქრის ჩაჭედვის დროს კი ნაწლავთა მოქმედება, შესაძლოა, სრულიად შეჩერდეს და სახეზე გვქონდეს გაუვალობა.

რა სადიაგნოსტიკო საშუალებებს მიმართავთ თიაქრის დროს?

დიაგნოსტირება თავდაპირველად ხელით გასინჯვით იწყება. თიაქრებს ძალიან დამახასიათებელი აღწერილობა აქვს, ამიტომ ქირურგი მათ ამოცნობას ხშირად მარტივად ახერხებს. ზოგიერთ შემთხვევებში ვიყენებთ ისეთ ინსტრუმენტულ კვლევებს, როგორებიცაა მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია. მათი დახმარებით განვსაზღვრავთ თიაქრის ზომას, მის შიგთავსსა და ა.შ. საბოლოოდ, ამგვარი ინფორმაცია მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებაში გვეხმარება.

როგორ ხდება თიაქრების მკურნალობა?

თიაქრის დროს მკურნალობის ერთადერთ მეთოდს – ქირურგიას მივმართავთ. ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს ღია წესით, ლაპარასკოპიული ან რობოტ ასისტირებული მიდგომით. ცხადია, უმჯობესია, მკურნალობა მცირე ინვაზიური პროცედურით წარიმართოს, თუმცა ზოგჯერ თიაქრის ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე ოპერაციის ღია წესით ჩატარება უფრო უპრიანია. ძირითადად თიაქრების გიგანტური ზომების და მოსალოდნელი ძლიერი შეხორცებების შემთხვევაში. მთავარია, ქირურგმა სწორად შეარჩიოს მეთოდი და, რაც მთავარია, ხელი მიუწვდებოდეს ყველა შესაძლო ოპერაციულ მიდგომაზე. საბედნიეროდ, თოდუას კლინიკაში, გვაქვს საშუალება ჩავატაროთ ოპერაციები როგორც ღია წესით, ისე მცირე ინვაზიური მიდგომით.

ოპერაციას, პირველ რიგში, თიაქრის გაკვეთით (თიაქარკვეთით) ვიწყებთ. სიცოცხლისუნარიანი ორგანოები და ქსოვილები უკან, მუცლის ღრუში ბრუნდება. თუ ორგანო დაზიანებულია, მისი რეზექცია ანუ ამოკვეთა ხდება. ოპერაციის შემდეგი ეტაპია თიაქარპლასტიკა, რაც დეფექტის გამაგრებას გულისხმობს. ამისთვის ვიყენებთ როგორც პაციენტის საკუთარ ქსოვილებს, ისე სპეციალურ ხელოვნურ ბადეებს, რაც კარგ შედეგს გვაძლევს – ისინი ერთად უფრო მყარ დაბრკოლებას ქმნის და მინიმუმამდე ამცირებს თიაქრის ხელახლა გაჩენის (რეციდივის) ალბათობას.

რამდენად რთულია პოსტოპერაციული პერიოდი პაციენტისთვის?

რა თქმა უნდა, რეაბილიტაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზომის იყო თიაქარი და რა მიდგომით ჩატარდა ოპერაცია. ე.წ. ღია წესის დროს, პაციენტს შეიძლება 3-4 დღე მოუხდეს კლინიკაში დაყოვნება. ლაპარასკოპიის შემთხვევაში კი, ხშირად პაციენტებს მეორე დღესვე ვწერთ. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტებს უწევთ პოსტოპერაციული ქამრის ტარება 2-3 თვის განმავლობაში.

რეაბილიტაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია იმ რეკომენდაციების დაცვაც, რომელსაც ექიმი ოპერაციის შემდეგ გასცემს. აუცილებელია, პაციენტმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავი შეიკავოს სიმძიმეების აწევისგან, ვარჯიშისგან ან ისეთი ფიზიკური აქტივობისგან, რაც მუცლის კედლის ძლიერ დაჭიმულობას იწვევს.

R