პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა გინდათ სქესის მიხედვით უყურებთ, როცა გინდათ კარგად, მამაპაპურად იგინებით და მანდატურებს შეურაცხყოფას აყენებთ" - პაპუაშვილი ქალ დეპუტატებს
"როცა გინდათ სქესის მიხედვით უყურებთ, როცა გინდათ კარგად, მამაპაპურად იგინებით და მანდატურებს შეურაცხყოფას აყენებთ" - პაპუაშვილი ქალ დეპუტატებს

როცა გინ­დათ სქე­სის მი­ხედ­ვით უყუ­რებთ, როცა გინ­დათ კარ­გად, მა­მა­პა­პუ­რად იგი­ნე­ბით და მან­და­ტუ­რებს, პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებთ, - ასე უპა­სუ­ხა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატს თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ას, პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, რო­მე­ლიც "ლე­ლოს“ დე­პუ­ტა­ტის, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გაყ­ვა­ნას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც პა­პუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, როცა გა­ძე­ვე­ბუ­ლია პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, კე­თი­ლი უნდა ინე­ბოს და და­ტო­ვოს დარ­ბა­ზი, არ უნდა უწევ­დეს მან­და­ტუ­რის თა­ნამ­შრო­მელს მისი გაყ­ვა­ნა.

"სქე­სის ინ­სტრუ­მენ­ტა­ლი­ზე­ბა, რა­საც თქვენ აკე­თებთ, ეს არის ყვე­ლა­ზე მდა­ბა­ლი საქ­ცი­ე­ლი. რომ გა­მო­დი­ხართ ხოლ­მე, მად­ლო­ბას რომ უხ­დით პარ­ლა­მენ­ტის აპა­რატს, ბრტყელ-ბრტყე­ლად სა­უბ­რობთ, რა შე­უ­რა­ცხყო­ფა­საც მან­და­ტუ­რებს ამ დღე­ებ­ში აყე­ნებ­დით ქალი დე­პუ­ტა­ტე­ბი და ახ­ლაც ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე რა შე­უ­რა­ცხყო­ფა­საც აყე­ნებ­და მან­და­ტუ­რებს, როცა გინ­დათ სქე­სის მი­ხედ­ვით უყუ­რებთ, როცა გინ­დათ კარ­გად, მა­მა­პა­პუ­რად, იგი­ნე­ბით და მან­და­ტუ­რებს, პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებთ.

ნე­ბის­მი­ერ დე­პუ­ტატს მო­გი­წო­დებთ, თავი და­ა­ნე­ბეთ პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფას, ხართ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი. შე­საძ­ლოა, ერ­თმა­ნეთ­ში რა­ღაც ტო­ლე­რან­ტო­ბა იყოს გარ­კვე­უ­ლი რი­ტო­რი­კის, მაგ­რამ პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის წი­ნა­შე მო­ი­ხა­დეთ ყვე­ლამ ბო­დი­ში ამ შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის, რა­საც ამ დღე­ებ­ში ვის­მენ­დით თქვენ­გან და ახ­ლაც აქ ვის­მენ­დით. დგა­ხართ და კი­დევ ამარ­თლებთ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, რო­მე­ლიც, რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელს შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ძე­ვე­ბას, როცა გა­ძე­ვე­ბუ­ლია პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, კე­თი­ლი უნდა ინე­ბოს და და­ტო­ვოს დარ­ბა­ზი, არ უნდა უწევ­დეს მან­და­ტუ­რის თა­ნამ­შრო­მელს მისი გაყ­ვა­ნა და თუ მო­უ­წევს, უნდა გა­იყ­ვა­ნოს. სახ­ლში კი არ ხართ, წე­სე­ბია და ამ წე­სე­ბის მი­ხედ­ვით უნდა იმოქ­მე­დოთ. აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფას, ფი­ზი­კურ შე­ხე­ბას და­ა­ნე­ბეთ თავი! გაფრ­თხი­ლებთ კი­დევ ერთხელ. და­ა­ნე­ბეთ თავი სქე­სის ინ­სტრუ­მენ­ტა­ლი­ზი­რე­ბას და მო­ი­ქე­ცით რო­გორც ეთი­კის წე­სე­ბი მო­ი­თხოვს“,- გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა, "ლე­ლოს“ დე­პუ­ტატს, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილს პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა და­ა­ტო­ვე­ბი­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის, ინ­ტერ­პე­ლა­ცი­ის წე­სით მოს­მე­ნი­სას, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა მი­ნისტრს დარ­ბა­ზი­დან მი­მარ­თა, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ კი ამის გამო მან­და­ტუ­რებს მისი სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გაყ­ვა­ნა სთხო­ვა. ფაქტს სხდო­მა­ზე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი, თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია და აღ­ნიშ­ნა, რომ ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, მან­და­ტუ­რე­ბის მიერ ქალი დე­პუ­ტა­ტის იძუ­ლე­ბის წე­სით გაყ­ვა­ნა ძა­ლი­ან მძი­მე სა­ნა­ხა­ვია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იგინებითო""""""""
7

ეს ყაველაშვილზე,ოდიშარიაზე და მთელს უმრავლესობაზე სთვა?

..........
1

 ისე უზრდელობაზე და უზნეო საქციელზე პარლამენტის წევრ ქალებზე ჯარიმები დააკისრეთ, ვუყურებთ და ისეთებს კადრულობენ სკოლაში ბავშვები აღარ იქცევიან ასე, სირცხვილია რააა!! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"როცა გინდათ სქესის მიხედვით უყურებთ, როცა გინდათ კარგად, მამაპაპურად იგინებით და მანდატურებს შეურაცხყოფას აყენებთ" - პაპუაშვილი ქალ დეპუტატებს

"როცა გინდათ სქესის მიხედვით უყურებთ, როცა გინდათ კარგად, მამაპაპურად იგინებით და მანდატურებს შეურაცხყოფას აყენებთ" - პაპუაშვილი ქალ დეპუტატებს

როცა გინდათ სქესის მიხედვით უყურებთ, როცა გინდათ კარგად, მამაპაპურად იგინებით და მანდატურებს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებთ, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ოპოზიციონერ დეპუტატს თეონა აქუბარდიას, პლენარულ სხდომაზე, რომელიც "ლელოს“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის სხდომათა დარბაზიდან გაყვანას გამოეხმაურა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, როცა გაძევებულია პარლამენტის წევრი, კეთილი უნდა ინებოს და დატოვოს დარბაზი, არ უნდა უწევდეს მანდატურის თანამშრომელს მისი გაყვანა.

"სქესის ინსტრუმენტალიზება, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის ყველაზე მდაბალი საქციელი. რომ გამოდიხართ ხოლმე, მადლობას რომ უხდით პარლამენტის აპარატს, ბრტყელ-ბრტყელად საუბრობთ, რა შეურაცხყოფასაც მანდატურებს ამ დღეებში აყენებდით ქალი დეპუტატები და ახლაც ქალბატონი სალომე რა შეურაცხყოფასაც აყენებდა მანდატურებს, როცა გინდათ სქესის მიხედვით უყურებთ, როცა გინდათ კარგად, მამაპაპურად, იგინებით და მანდატურებს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებთ.

ნებისმიერ დეპუტატს მოგიწოდებთ, თავი დაანებეთ პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შეურაცხყოფას, ხართ პარლამენტის წევრები. შესაძლოა, ერთმანეთში რაღაც ტოლერანტობა იყოს გარკვეული რიტორიკის, მაგრამ პარლამენტის აპარატის თანამშრომლების წინაშე მოიხადეთ ყველამ ბოდიში ამ შეურაცხყოფისთვის, რასაც ამ დღეებში ვისმენდით თქვენგან და ახლაც აქ ვისმენდით. დგახართ და კიდევ ამართლებთ პარლამენტის წევრს, რომელიც, რამდენიმე წუთის წინ, მანდატურის სამსახურის წარმომადგენელს შეურაცხყოფას აყენებდა. რაც შეეხება გაძევებას, როცა გაძევებულია პარლამენტის წევრი, კეთილი უნდა ინებოს და დატოვოს დარბაზი, არ უნდა უწევდეს მანდატურის თანამშრომელს მისი გაყვანა და თუ მოუწევს, უნდა გაიყვანოს. სახლში კი არ ხართ, წესებია და ამ წესების მიხედვით უნდა იმოქმედოთ. აპარატის თანამშრომლების შეურაცხყოფას, ფიზიკურ შეხებას დაანებეთ თავი! გაფრთხილებთ კიდევ ერთხელ. დაანებეთ თავი სქესის ინსტრუმენტალიზირებას და მოიქეცით როგორც ეთიკის წესები მოითხოვს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, "ლელოს“ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს პარლამენტის პლენარული სხდომა დაატოვებინა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, სალომე სამადაშვილმა მინისტრს დარბაზიდან მიმართა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი ამის გამო მანდატურებს მისი სხდომათა დარბაზიდან გაყვანა სთხოვა. ფაქტს სხდომაზევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია და აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობაზე საუბრისას, მანდატურების მიერ ქალი დეპუტატის იძულების წესით გაყვანა ძალიან მძიმე სანახავია.