კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ელისაშვილი ცდილობს, უკრაინაში თანამდებობა მიიღოს, კერძოდ არახამიას გუნდში..." - ცოტნე ანანიძე
"ელისაშვილი ცდილობს, უკრაინაში თანამდებობა მიიღოს, კერძოდ არახამიას გუნდში..." - ცოტნე ანანიძე

აუტ­სა­ი­დე­რი ელი­საშ­ვი­ლი „ნა­ცებ­თან“ ერ­თად უნი­სონ­ში ცდი­ლობს თა­ნამ­დე­ბო­ბის მი­ღე­ბას უკ­რა­ი­ნა­ში, არა­ხა­მი­ას გუნდში, - ამის შე­სა­ხებ აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რმა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან", ცოტ­ნე ანა­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში და დე­და­ქა­ლაქ­ში გა­მარ­თულ აქ­ცი­ებ­ზე და ასე­ვე პარ­ლა­მენ­ტარ ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვი­ლის ქმე­დე­ბებ­ზე.

ანა­ნი­ძის თქმით, ელი­საშ­ვი­ლის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი და ქმე­დე­ბე­ბი ლუსტრა­ცი­აა მისი მცდე­ლო­ბი­სა, რა­ი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბა მი­ი­ღოს და­ვით არა­ხა­მი­ას გუნდში.

"ყვე­ლამ ვნა­ხეთ ელი­საშ­ვი­ლის მუ­ხა­ნა­თუ­რი საქ­ცი­ე­ლი პარ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, მომხსე­ნებ­ლის მი­მართ. მო­ვის­მი­ნეთ მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბი არის მშვი­დო­ბი­ა­ნი. ამ ფონ­ზე კი, გუ­შინ, ხალ­ხს მო­უ­წო­დებ­და „მო­მა­წე­ქი­თო“ და ცდი­ლობ­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის კორ­დო­ნის გარ­ღვე­ვას. აქ­ცი­ე­ბი ბევ­რი გვი­ნა­ხავს, მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც ვყო­ფილ­ვართ, მათ შო­რის მეც, მაგ­რამ გუ­შინ რაც ვნა­ხეთ, ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სის მხრი­დან არა­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი, დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის­კენ მო­წო­დე­ბე­ბი არ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და მშვი­დო­ბას. აუტ­სა­ი­დერ ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვილს პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ნა­ი­რი შან­სი არ აქვს 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე და "ნა­ცებ­თან" ერ­თად უნი­სონ­ში, "ნა­ცე­ბი­ვით" ცდი­ლობს არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ რა­ი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბას გა­მოჰ­კრას ხელი უკ­რა­ი­ნა­ში. იცით თქვენ, იგი არა­ერ­თხელ იმ­ყო­ფე­ბო­და უკ­რა­ი­ნა­ში და სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბაც გა­ი­ა­რა შარ­შან წინ. თუ შევ­ხე­დავთ ანა­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ელი­საშ­ვი­ლის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი და ქმე­დე­ბე­ბი არის ლუსტრა­ცია მისი მცდე­ლო­ბი­სა რა­ი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბა მი­ი­ღოს არა­ხა­მი­ას გუნდში“, - აცხა­დებს ცოტ­ნე ანა­ნი­ძე.

უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რის გან­ცხა­დე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყვე­ლა­ფერს კარ­გად ხე­დავს და სჯე­რა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი სწორ არ­ჩე­ვანს გა­ა­კე­თებს, 2024 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე.

აღ­ნიშ­ნულ კო­მენ­ტარს აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო ავ­რცე­ლებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბათუმელი
7

ანანიძეს დაავიწყდა რიჟვაძის მამა რომ დასდევდა დასაჭერად და საცემად?!! ასევე ბათუმის მერიც ჩიქოვანი რო სცემდა?! 

ანანიძეს
21

აბა ახლა აიღე ინტერვიუ და კითხე ბორია ბიძინას რატომ არ აფიქსირებს თავის მოსაზრებას კვარაცხელიების და მამარდაშვილებიოს აზრი ვიცით. ალეკოს ჩემი პატივისცემა მაგარი კაცოა ! და ბიძიმნამაც დააფიქსიროს რა უნდა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ელისაშვილი ცდილობს, უკრაინაში თანამდებობა მიიღოს, კერძოდ არახამიას გუნდში..." - ცოტნე ანანიძე

"ელისაშვილი ცდილობს, უკრაინაში თანამდებობა მიიღოს, კერძოდ არახამიას გუნდში..." - ცოტნე ანანიძე

აუტსაიდერი ელისაშვილი „ნაცებთან“ ერთად უნისონში ცდილობს თანამდებობის მიღებას უკრაინაში, არახამიას გუნდში, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა "ქართული ოცნებიდან", ცოტნე ანანიძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა საქართველოს პარლამენტში და დედაქალაქში გამართულ აქციებზე და ასევე პარლამენტარ ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებებზე.

ანანიძის თქმით, ელისაშვილის არაადეკვატური განცხადებები და ქმედებები ლუსტრაციაა მისი მცდელობისა, რაიმე თანამდებობა მიიღოს დავით არახამიას გუნდში.

"ყველამ ვნახეთ ელისაშვილის მუხანათური საქციელი პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, მომხსენებლის მიმართ. მოვისმინეთ მისი განცხადებები, რომ მიმდინარე აქციები არის მშვიდობიანი. ამ ფონზე კი, გუშინ, ხალხს მოუწოდებდა „მომაწექითო“ და ცდილობდა სამართალდამცველების კორდონის გარღვევას. აქციები ბევრი გვინახავს, მონაწილეებიც ვყოფილვართ, მათ შორის მეც, მაგრამ გუშინ რაც ვნახეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან არასახელმწიფოებრივი, დესტრუქციული ქმედებებისკენ მოწოდებები არ ემსახურებოდა მშვიდობას. აუტსაიდერ ალექსანდრე ელისაშვილს პრაქტიკულად არანაირი შანსი არ აქვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და "ნაცებთან" ერთად უნისონში, "ნაცებივით" ცდილობს არჩევნების შემდეგ რაიმე თანამდებობას გამოჰკრას ხელი უკრაინაში. იცით თქვენ, იგი არაერთხელ იმყოფებოდა უკრაინაში და სამხედრო მომზადებაც გაიარა შარშან წინ. თუ შევხედავთ ანალიტიკური თვალსაზრისით, ელისაშვილის არაადეკვატური განცხადებები და ქმედებები არის ლუსტრაცია მისი მცდელობისა რაიმე თანამდებობა მიიღოს არახამიას გუნდში“, - აცხადებს ცოტნე ანანიძე.

უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებით, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და სჯერა, ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს, 2024 წლის არჩევნებზე.

აღნიშნულ კომენტარს აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

წაიკითხეთ ასევე: