სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მოქალაქეებს შარშან სამარცხვინო ტყუილი აკადრა და ამერიკული კანონიდან გადმოწერილი კანონპროექტი "რუსულ კანონად“ მონათლა" - მდინარაძე
"აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მოქალაქეებს შარშან სამარცხვინო ტყუილი აკადრა და ამერიკული კანონიდან გადმოწერილი კანონპროექტი "რუსულ კანონად“ მონათლა" - მდინარაძე

ყო­ფილ­მა ელჩმა [კელი დეგ­ნან­მა] სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შარ­შან სა­მარ­ცხვი­ნო ტყუ­ი­ლი აკად­რა და ამე­რი­კუ­ლი კა­ნო­ნი­დან გად­მო­წე­რი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მელ­საც რუ­სეთ­ში მოქ­მედ კა­ნონ­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი ჰქონ­და, "რუ­სულ კა­ნო­ნად“ მო­ნათ­ლა - სა­ფუძ­ვლი­ა­ნი იმე­დი გვაქვს, რომ მოქ­მე­დი ელჩი ქარ­თველ ხალ­ხს ამ­გვარ ტყუ­ილს არ აკად­რებს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის სა­ხე­ლით ბრი­ფინგზე გა­ავ­რცე­ლა.

მდი­ნა­რა­ძის თქმით, "ენ­ჯე­ო­ე­ბის“ გამჭვირ­ვა­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არა აქვს.

"მდი­და­რი "ენ­ჯე­ო­ე­ბის“ ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ქმე­დე­ბებ­ზე და მათ რა­დი­კა­ლურ პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგ­ზე დღემ­დე არ­ცერთ მათ დამ­ფი­ნან­სე­ბელს არ აუ­ღია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ასე­ვე, არა­ვის აუ­ღია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმა­ზე, რომ 2020 წელს უცხო­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბით წარ­მო­ებ­და არ­ჩევ­ნე­ბის დე­ლე­გი­ტი­მა­ცი­ის ყალ­ბი კამ­პა­ნია რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის კუთ­ვნი­ლი მთე­ლი რიგი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ. ყვე­ლა­ზე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ისაა, რომ ამ ის­ტე­რი­ულ კამ­პა­ნი­ას სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მა­შინ ერთ-ერთი ქვეყ­ნის ელ­ჩის სტა­ტუსს ატა­რებ­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა ამ ქვეყ­ნის, არა­მედ "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის“ ინ­ტე­რე­სებს წარ­მო­ად­გენ­და. რო­გორც შემ­დეგ გა­ირ­კვა, მას ბევ­რი რამ ჰქონ­და და­სა­მა­ლი. "ენ­ჯე­ო­ე­ბის“ და­ფი­ნან­სე­ბის სრუ­ლი გა­უმჭვირ­ვა­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შარ­შან ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრე­მიზ­მის და­ფი­ნან­სე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის მხარ­და­ჭე­რის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი. კერ­ძოდ, გა­სუ­ლი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია "დრო­ას“, "ფრანკლი­ნის კლუ­ბის", "კან­ვა­სის" ტრე­ნინ­გე­ბის, აგ­რეთ­ვე უცხო­უ­რი ფონ­დე­ბი­დან სხვა გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­დი­კა­ლიზ­მი­სა და ე.წ. პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გაღ­ვი­ვე­ბას უწყობ­და ხელს. "დრო­ას“ და­ფი­ნან­სე­ბა და სხვა მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, თუ რამ­დე­ნად უხე­შია შე­სა­ბა­მი­სი უცხო­უ­რი ძა­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ი­სა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის, ისე­ვე, რო­გორც, ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მი­მართ. გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის უცხო­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბა მკაც­რად იზღუ­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბაც ამ მიდ­გო­მით არის გა­წე­რი­ლი. ამ ფონ­ზე, "დე­მოკ­რა­ტი­ის ევ­რო­პუ­ლი ფონ­დი“ (EED) სრუ­ლი­ად უხე­შად მოქ­მე­დებ­და და პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნე­ბით თავ­ხე­დუ­რად აფი­ნან­სებ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "დე­მოკ­რა­ტი­ის ევ­რო­პულ­მა ფონდმა“ უკვე მო­ახ­დი­ნა არა­ლე­გი­ტი­მუ­რი გავ­ლე­ნა 2024 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე, რაც აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­ვდე­ბო­და ე.წ. ად­გი­ლობ­რი­ვი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ან­გა­რი­შებ­ში, შე­სა­ბა­მი­სი "ენ­ჯე­ო­ე­ბი“ იგი­ვე წყა­რო­ე­ბი­დან რომ არ იღებ­დნენ და­ფი­ნან­სე­ბას. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, არ გვიკ­ვირს, რომ ყო­ფილ­მა ელჩმა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შარ­შან სა­მარ­ცხვი­ნო ტყუ­ი­ლი აკად­რა და ამე­რი­კუ­ლი კა­ნო­ნი­დან გად­მო­წე­რი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მელ­საც რუ­სეთ­ში მოქ­მედ კა­ნონ­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი ჰქონ­და, "რუ­სულ კა­ნო­ნად“ მო­ნათ­ლა. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ახა­ლი ელ­ჩის პი­რო­ბებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრე­მიზ­მის მხარ­და­ჭე­რის პრაქ­ტი­კა შე­სუს­ტდა, გვაქვს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი იმე­დი, რომ მოქ­მე­დი ელჩი ქარ­თველ ხალ­ხს ამ­გვარ ტყუ­ილს არ აკად­რებს. "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის“ შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, ექ­სტრე­მიზ­მის მხარ­და­ჭე­რის პრაქ­ტი­კა მარ­თა­ლია შე­სუს­ტდა, მაგ­რამ ამ­გვა­რი პრაქ­ტი­კა სრუ­ლად აღ­მო­ფხვრი­ლი არ არის. გარ­და ამი­სა, კვლა­ვაც გა­უმჭვირ­ვა­ლე რჩე­ბა "ენ­ჯე­ო­ე­ბის“ და­ფი­ნან­სე­ბის 90 პრო­ცენტზე მეტი. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ გვქონ­და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ამე­რი­კუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი ფონ­დე­ბის, მათ შო­რის "დე­მოკ­რა­ტი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ფონ­დი­სა“ (NED) და "დე­მოკ­რა­ტი­ის ევ­რო­პუ­ლი ფონ­დის“ (EED) ფი­ნან­სე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, ვერ მი­ვაღ­წი­ეთ ვე­რა­ვი­თარ პროგ­რესს ამ ფონ­დე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის კუ­თხით. ჩვენ ვერ ვიქ­ნე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი ელ­ჩე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბის იმე­დად. გარ­და ამი­სა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბა სხვა­დას­ხვა მხრი­დან არის და­სა­ცა­ვი. ასეთ პი­რო­ბებ­ში, მიგ­ვაჩ­ნია, რომ "ენ­ჯე­ო­ე­ბის“ გამჭვირ­ვა­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არა აქვს“,- გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
112
0

გამოიძიეთ ფეხბურთელების,კალათბურთელების,მოჩხუბრების,ძალოსნების და ასე შემდეგ,რომლების უცხოეთის ფულებით გრიალებენ და ელგბ-ს პროპაგანდას ეწევიან(ხა,ხა).სერიოზულად კი ვინც ამ გათახსირებული მტერი რუსეთის ფულებს იღებს,პასუხისმგებლობაში არიან მისაცემი დიდი ხნით.

გოგა
5

მივესალმები ამ კანონს👏👏

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მოქალაქეებს შარშან სამარცხვინო ტყუილი აკადრა და ამერიკული კანონიდან გადმოწერილი კანონპროექტი "რუსულ კანონად“ მონათლა" - მდინარაძე

"აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მოქალაქეებს შარშან სამარცხვინო ტყუილი აკადრა და ამერიკული კანონიდან გადმოწერილი კანონპროექტი "რუსულ კანონად“ მონათლა" - მდინარაძე

ყოფილმა ელჩმა [კელი დეგნანმა] საქართველოს მოქალაქეებს შარშან სამარცხვინო ტყუილი აკადრა და ამერიკული კანონიდან გადმოწერილი კანონპროექტი, რომელსაც რუსეთში მოქმედ კანონთან საერთო არაფერი ჰქონდა, "რუსულ კანონად“ მონათლა - საფუძვლიანი იმედი გვაქვს, რომ მოქმედი ელჩი ქართველ ხალხს ამგვარ ტყუილს არ აკადრებს, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ბრიფინგზე გაავრცელა.

მდინარაძის თქმით, "ენჯეოების“ გამჭვირვალობას საქართველოში ალტერნატივა არა აქვს.

"მდიდარი "ენჯეოების“ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა. ასევე, არავის აუღია პასუხისმგებლობა იმაზე, რომ 2020 წელს უცხოური დაფინანსებით წარმოებდა არჩევნების დელეგიტიმაციის ყალბი კამპანია რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მთელი რიგი მედიასაშუალებების მიერ. ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ამ ისტერიულ კამპანიას სათავეში ჩაუდგა ადამიანი, რომელიც მაშინ ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის სტატუსს ატარებდა, სინამდვილეში კი, საქართველოში არა ამ ქვეყნის, არამედ "გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებს წარმოადგენდა. როგორც შემდეგ გაირკვა, მას ბევრი რამ ჰქონდა დასამალი. "ენჯეოების“ დაფინანსების სრული გაუმჭვირვალობის მიუხედავად, შარშან ჩვენთვის ცნობილი გახდა საქართველოში ექსტრემიზმის დაფინანსების კონკრეტული ფაქტების შესახებ, რომლებიც რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ იყო მიმართული. კერძოდ, გასული ერთი წლის განმავლობაში, საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია "დროას“, "ფრანკლინის კლუბის", "კანვასის" ტრენინგების, აგრეთვე უცხოური ფონდებიდან სხვა გაერთიანებებისა და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, რომლებიც საქართველოში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის გაღვივებას უწყობდა ხელს. "დროას“ დაფინანსება და სხვა მსგავსი შემთხვევები გვიჩვენებს, თუ რამდენად უხეშია შესაბამისი უცხოური ძალის დამოკიდებულება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის, ისევე, როგორც, ზოგადად, საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის მიმართ. განვითარებულ ქვეყნებში პოლიტიკური პარტიების უცხოური დაფინანსება მკაცრად იზღუდება და საქართველოს კანონმდებლობაც ამ მიდგომით არის გაწერილი. ამ ფონზე, "დემოკრატიის ევროპული ფონდი“ (EED) სრულიად უხეშად მოქმედებდა და პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო მიზნებით თავხედურად აფინანსებდა. აღსანიშნავია, რომ "დემოკრატიის ევროპულმა ფონდმა“ უკვე მოახდინა არალეგიტიმური გავლენა 2024 წლის არჩევნებზე, რაც აუცილებლად მოხვდებოდა ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში, შესაბამისი "ენჯეოები“ იგივე წყაროებიდან რომ არ იღებდნენ დაფინანსებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ გვიკვირს, რომ ყოფილმა ელჩმა საქართველოს მოქალაქეებს შარშან სამარცხვინო ტყუილი აკადრა და ამერიკული კანონიდან გადმოწერილი კანონპროექტი, რომელსაც რუსეთში მოქმედ კანონთან საერთო არაფერი ჰქონდა, "რუსულ კანონად“ მონათლა. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ელჩის პირობებში, საქართველოში ექსტრემიზმის მხარდაჭერის პრაქტიკა შესუსტდა, გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ მოქმედი ელჩი ქართველ ხალხს ამგვარ ტყუილს არ აკადრებს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, ექსტრემიზმის მხარდაჭერის პრაქტიკა მართალია შესუსტდა, მაგრამ ამგვარი პრაქტიკა სრულად აღმოფხვრილი არ არის. გარდა ამისა, კვლავაც გაუმჭვირვალე რჩება "ენჯეოების“ დაფინანსების 90 პროცენტზე მეტი. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ყველაზე მსხვილი ამერიკული და ევროპული ფონდების, მათ შორის "დემოკრატიის ნაციონალური ფონდისა“ (NED) და "დემოკრატიის ევროპული ფონდის“ (EED) ფინანსების გამჭვირვალობის შესახებ. თუმცა, ვერ მივაღწიეთ ვერავითარ პროგრესს ამ ფონდების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენ ვერ ვიქნებით კონკრეტული ელჩების კეთილგანწყობის იმედად. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს უსაფრთხოება სხვადასხვა მხრიდან არის დასაცავი. ასეთ პირობებში, მიგვაჩნია, რომ "ენჯეოების“ გამჭვირვალობას საქართველოში ალტერნატივა არა აქვს“,- განაცხადა მდინარაძემ.