მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში, ბატონ ბიძინა ივანიშვილს" - წულუკიანი
"მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში, ბატონ ბიძინა ივანიშვილს" - წულუკიანი

ჩვენ დიდი გზა გა­მო­ვი­ა­რეთ, ყვე­ლამ ერ­თად. დღეს კვლავ ბრძო­ლის რე­ჟიმ­ში ვართ. ვი­ცავთ თავს, ვი­ცავთ მშვი­დო­ბას და სტა­ბი­ლუ­რო­ბას. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ჩვენ ეს ყვე­ლამ ერ­თად შევ­ძე­ლით და მად­ლო­ბა იმ ერ­თა­დერთ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც არის მშვი­დო­ბის და სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რან­ტი ამ ქვე­ყა­ნა­ში უკვე მე­რამ­დე­ნე წე­ლია, ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, - გა­ნა­ცხა­და ვიცე-პრე­მი­ერ­მა, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრმა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი მდი­ვან­მა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

ვიცე-პრე­მი­ერ­მა ასე­ვე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და დღე­ვან­დე­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის ინი­ცი­ა­ტორს და ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს ქალ­ბა­ტონ ნინო წი­ლო­სანს და გამ­გე­ო­ბის ყვე­ლა წევ­რს.

წუ­ლუ­კი­ან­მა 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მოგ­ვი­წევს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მშვი­დო­ბა­სა და არე­უ­ლო­ბას შო­რის, რაც იქ­ნე­ბა მარ­ტი­ვი.

„წელს სა­არ­ჩევ­ნო წე­ლია. წელს კი­დევ მოგ­ვი­წევს უფრო გა­ვაქ­ტი­ურ­დეთ, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პარ­ტი­ის ქა­ლე­ბი, ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი და მინ­და წი­ნას­წარ თი­თო­ე­ულ თქვენ­განს, ვინც გა­მარ­ჯვე­ბის­თვის იბ­რძო­ლებთ, მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ ყვე­ლას სა­ხე­ლით და რა თქმა უნდა, ვინც ახლა გვის­მენს ტე­ლე­ეკ­რან­თან, მათ ასე­ვე მო­ვუ­წო­დო აქ­ტი­უ­რო­ბის­თვის, რად­გან მო­რიგ ჯერ­ზე არ­ჩევ­ნებ­ზე მოგ­ვი­წევს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მშვი­დო­ბა­სა და არე­უ­ლო­ბას შო­რის და არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა მარ­ტი­ვი. ჩვენ, ყვე­ლა­ნი, ქა­ლე­ბი და კა­ცე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში ხმას მივ­ცემთ რა თქმა უნდა მშვი­დო­ბას, გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კულტმუშაკი
1

ჩემი კანდიდატურა ქეთი დოლიძეა იფ რა მოუხდება ეს თანამდებობბა და როგორ უნდა! ტესტი ექნება თანამშრომლების შერჩევისას.. "ჩემი კუკარაჩა გინახავს!" არააა... ხოდა ვერ აგიყვანთ! რა მოსახერხებელია. 

ალექს
1

წულუკიანის, შაშკინის და ბერძენიშვილების მამები (ბევრმა არ იცის და ქართუს სულ პირველი თავიკაცი ლევან ბერძენიშვილი გახლდათ, დიახ, ლევანი საკუთარი პერსონით !), წითელი ბალშევიკ პარაკურორ მოსამართლეები საბჭოთა ტროიკების ღირსეული საბრჯენები იყვნენ, შვილები გამოუვიდნენ ანტიკომუნისტ დისიდენტ დემოკრატ მედასავლეთელები, საოცრებაა პირდაპირ და ჩეკისტის ნაზარდი მიშა დემოკრატიის შუქურაა და გლეხმუშათა შვილები გამოვიდნენ რუსეთუმეები! ბურჯანაძის მამა თერჯოლის რაიკომის მდივანი იყო და ვარშალომიძისა აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ედუარდისას ! სულ წითელ წითელ პიონერებია ესენი მარჯვნივ, მარცხნივ , ვოლსკი ტრიპოლსკი, რიმა ბერაძე, რაიკომის მდივანი გურიიდან , ამათთვის ისროლა ავრორამ !ხაზრაძე ხაზინადარი, ჯაფარიძე დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწრია, გოცრუიძეც, პარალელურად კომპარტიის რეკომენდატორი უსუფაშვილისათვის ნათელაშვილთან ერთად, თავმჯდომარე უსუფაშვილი და პროკურორი ნათელაშვილი-კომპარტია ! წითელი იურისტები !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში, ბატონ ბიძინა ივანიშვილს" - წულუკიანი

"მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში, ბატონ ბიძინა ივანიშვილს" - წულუკიანი

ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ, ყველამ ერთად. დღეს კვლავ ბრძოლის რეჟიმში ვართ. ვიცავთ თავს, ვიცავთ მშვიდობას და სტაბილურობას. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს ყველამ ერთად შევძელით და მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში უკვე მერამდენე წელია, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა და "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის პოლიტიკური მდივანმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ვიცე-პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა დღევანდელი კონფერენციის ინიციატორს და ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო წილოსანს და გამგეობის ყველა წევრს.

წულუკიანმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოგვიწევს არჩევანის გაკეთება მშვიდობასა და არეულობას შორის, რაც იქნება მარტივი.

„წელს საარჩევნო წელია. წელს კიდევ მოგვიწევს უფრო გავაქტიურდეთ, „ქართული ოცნების“ პარტიის ქალები, ქალთა ორგანიზაციის წევრები და მინდა წინასწარ თითოეულ თქვენგანს, ვინც გამარჯვებისთვის იბრძოლებთ, მადლობა გადაგიხადოთ ყველას სახელით და რა თქმა უნდა, ვინც ახლა გვისმენს ტელეეკრანთან, მათ ასევე მოვუწოდო აქტიურობისთვის, რადგან მორიგ ჯერზე არჩევნებზე მოგვიწევს არჩევანის გაკეთება მშვიდობასა და არეულობას შორის და არჩევანი იქნება მარტივი. ჩვენ, ყველანი, ქალები და კაცები ამ ქვეყანაში ხმას მივცემთ რა თქმა უნდა მშვიდობას, განვითარებასა და სტაბილურობას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.